განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
330210116001235755
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 33021-116001235755

N2ბ/7487-2017

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

სა---------–--ს სახელით

 

05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლ---- გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“

წარმომადგენლები - გ------- ზ-----–-–---–ი, ლ---- კ---------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------“

წარმომადგენელი - უ-- ზ---–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 094 579,34 აშშ დოლარის გადახდა.

 

შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 2015 წლის 08 დეკემბრამდე, გადასახდელი თანხის 612 285,97 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 61,22 აშშ დოლარს. ხოლო, 2015 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 321 362,54 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 32,13 აშშ დოლარს.

 

შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2016 წლის 06 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 1 773 234,8 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 177,32 აშშ დოლარს.

 

შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების 590 000 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2015 წლის 21 იანვარს, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-სა და შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდემ იკისრა ვალდებულება წინამდებარე ხელშეკრულების 1.7. პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად განახორციელოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მრავალფუნქციური კომპლექსის (+0.00 დონიდან) კონსტრუქციული კარკასის სართულშუა გადახურვის ფილების, სვეტების, რიგელების, კედლების, კიბეების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

 

სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ა-–--------, N--- (ნ--------------)/ა-–--------, N--- მიმდებარედ, ნაკვეთი 33/125/ა-–-------- ქუ-- N----------- ქუ--, N--ა-–--------, N---/---------------–-------------------- (ნ--------------)/ა-–-------- ქუ--, N---,(ნაკვეთი N33/56)/ა-–-------- ქუ-- 1-, საკადასტრო კოდი N---------------- (ტ. I, ს/ფ 18-32);

 

2.2. 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების პირობები.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს სრული ღირებულება, შეადგენს 6 867 756,85 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება გამოანგარიშებულია შემდეგი პრინციპით: მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შედეგად შექმნილი სართულშუა გადახურვის ფილის ყოველი კვადრატული მეტრის ღირებულება + 0,00 ნიშნულიდან +16,45 ნიშნულის ჩათვლით - 181,2 აშშ დოლარი. +16,45 ნიშნულიდან - 188 აშშ დოლარი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს მოცულობა განისაზღვრება, მენარდის მიერ ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად შედგენილი, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით.

 

ხოლო დამკვეთი ვალდებულია, მენარდის მიერ სამუშაოთა ნაწილის ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა მიერ შესაბამისი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, აანაზღაუროს შესაბამისი ეტაპისათვის, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება (ტომი I, ს/ფ 18-32);

 

2.3. 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების მე-8 პუნქტით განსაზღვრულია მხარეთა პასუხისმგებლობა.

 

ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, თუკი მენარდის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულებულია წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დამკვეთი არ ასრულებს სამუშაოს ან/და სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურების ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, მაშინ მან მენარდეს დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის უნდა გადაუხადოს პირგასამტეხლო ვადადამდგარი და აუნაზღაურებელი თანხის 0,1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი I, ს/ფ 18-32);

 

2.4. მხარეება ხელშეკრულებით განსაზღვრეს სამუშაოების შესრულების ვადა - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (5.1. პუნქტი), ამასთან მხარეებს შორის არსებობს განსაკუთრებული დათქმა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულების ვადები შეიძლება შეიცვალოს მაგ: დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში.

 

ნარდობის ხელშეკრულების 5.5. პუქნტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის გამო სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, დამკვეთი მენარდეს შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურებს ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასს (ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება წინა თვეში მუშა-მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების პროპორციულად), სამშენებლო მასალების, ტექნიკის შენახვის ხარჯებს (ტომი I, ს/ფ 18-32);

 

2.5. 2015 წლის 26 სექტემბერს, ერთის მხრივ, შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს, წარმოდგენილი მისი დირექტორის ე---------ის სახით, და მეორეს მხრივ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-ს, წარმოდგენილი მისი დირექტორის მ---------ის სახით, შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-ის დირექტორმა ბ---------მა დაადასტურა, რომ ჩაიბარა 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თბილისში, ა-–-------- 8-- სამშენებლო მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური შენობის რკინა ბეტონის მოწყობა +22,95, +26,2, +29,45 ნიშნულზე, ფართობი 4 713,9 კვ.მ.;

 

მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა აგრეთვე განსაზღვრეს სამუშაოების საერთო ღირებულება, რომლის ოდენობა შეადგენს 886 231.2 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში (ტომი I, ს/ფ 46);

 

2.6. 2015 წლის 30 დეკემბერს, ერთის მხრივ, შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს, წარმოდგენილი მისი დირექტორის ე---------ის სახით, და მეორეს მხრივ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს, წარმოდგენილი მისი დირექტორის მ---------ის სახით, შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი;

 

მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-ის დირექტორმა ბ---------მა დაადასტურა, რომ ჩაიბარა 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თბილისში, ა-–-------- 8-- სამშენებლო მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური შენობის რკინა ბეტონის მოწყობა +32,7, +35,95, +39,2, +42,45, +45,7, +48,95 ნიშნულზე, ფართობი 9 432,1 კვ.მ.;

 

მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა აგრეთვე განსაზღვრეს სამუშაოების საერთო ღირებულება, რომლის ოდენობა შეადგენს 1 773 234,8 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში (ტომი I, ს/ფ 46);

 

2.7. მხარეთა შორის არსებული 21.01.2015წ. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-ს გადახდილი აქვს 1 342 926,97 ლარი (ტ. I, ს/ფ 50-52);

 

2.8. 2016 წლის 20 მაისს, შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი ამჟამინდელი საფირმო სახელწოდებაა - შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“ (ტ. I, ს/ფ 212-214);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო 2015 წლის 21 იანვარს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხის - 2 094 579,34 აშშ დოლარის დაკისრების საკითხი. ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებდა ვალდებულების შესრულებაზე, როგორც ნარდობის თანხის 2 094 579,34 ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, კერძოდ მოსარჩელე ითხოვდა 2015 წლის 26 სექტემბრისა და 2015 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ რას შეადგენდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და ვალდებულების შესრულების მიზნით რა თანხა იქნა გადახდილი მოპასუხის მხრიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 1-2-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოების გადაცემა მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო ორი მიღება-ჩაბარების აქტი: 2015 წლის 26 სექტემბერის, შენობის რკინა ბეტონის მოწყობა +22,95, +26,2, +29,45 ნიშნულზე, ფართობი 4 713,9 კვ.მ., რომლის ღირებულება განისაზღვრა 886 231.2 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში და 2015 წლის 30 დეკემბერის მიღება-ჩაბარების აქტი, შენობის რკინა ბეტონის მოწყობა +32,7, +35,95, +39,2, +42,45, +45,7, +48,95 ნიშნულზე, ფართობი 9432,1 კვ.მ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 1 773 234,8 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ 2015 წლის 26 სექტემბრისა და 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტებით დაადასტურა მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, აღნიშნული აქტზე ხელს აწერს მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორი, ხოლო მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა- განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს დავალიანება ზემოაღნიშნული ნარდობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე შეადგენდა 2 094 579,34 აშშ დოლარს.

 

2.1-. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამუშაოების ღირებულება განსაზღრული იყო ჯამში 2 659 466 აშშ დოლარით (1 773 234,8+886 231,2). შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს მიერ შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------“-სათვის ანაზღაურებული იქნა მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი 564 868,66 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 1 342 926,97 ლარი და ასანაზღაურებელი იყო 2 094 579,34 აშშ დოლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი კ----------------------------- - სა---------–--ს საბანკო ამონაწერით დასტურდებოდა, რომ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-ს და შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს შორის არსებული 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-ს გადახდილი ჰქონდა 1 342 926,97 ლარი, რაც გადახდის დღისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით 564 868,66 აშშ დოლარის ექვივალენტი იყო. (იხ. ტომი I, ს/ფ 53).

 

ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ კ-----------------------------ს მეშვეობით გადახდილი თანხა შეადგენდა 1 353 173,04 ლარს, გადარიცხვის დღეს არსებული ეროვნული ბ----ს კურსის გათვალისწინებით 584 897 აშშ დოლარს, რაც ამცირებდა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ თანხას და ნაცვლად მითითებულისა (2 094 579,34 აშშ დოლარი) უნდა ყოფილიყო 2 074 569 აშშ დოლარი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კ----------------------------- -სა---------–--ს საბანკო ამონაწერით, სულ გადარიცხული თანხამ შეადგენდა 1 342 926,97 ლარს და არა 1 353 173,04 ლარი, როგორც ამას მოპასუხე მხარე უთითებდა. შესაბამისად, 1 342 926,97 ლარის გადახდის დღისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით აღნიშნული თანხა უცხოურ ვალუტაში შეადგენდა 564 868,66 აშშ დოლარს (იხ. ტომი I, ს/ფ 50-54);

 

აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.

 

2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების 590 000 ლარის დაკისრების საკითხი.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელესა და ს---- ჰ--–ს (ქვეკონტრაქტორი) შორის 2014 წლის 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება მოწმობდა, რომ ის სამუშაოები, რომლის შესრულების სანაცვლოდ ითხოვდა მოსარჩელე მოპასუხეზე თანხის დაკისრებას, ფიზიკურად და რეალურად შესრულებულ იქნა ქვემენარდის შპს ,,ს---- ჰ--–სის“ მიერ. მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელეს მუშები ჰყავდა დაქირავებულლი, რამდენი, რა რაოდენობის ხელფასი გადაუხადა მათ და ა.შ. საქმეში არ მოიპოვებოდა და ვერც იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსარჩელეს უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები არ უწარმოებია. საქმეში ასევე არ მოიპოვებოდა მტკიცებულება ტექნიკის შენახვის ხარჯებთან დაკავშირებითაც.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მხარეება ხელშეკრულებით განსაზღვრეს სამუშაოების შესრულების ვადა - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (5.1.პუნქტი), ამასთან, მხარეებს შორის არსებობდა განსაკუთრებული დათქმა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულების ვადები შეიძლება შეიცვალოს მაგ: დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში. ნარდობის ხელშეკრულების 5.5. პუქნტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის გამო სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, დამკვეთი მენარდეს შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურებს ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასს (ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება წინა თვეში მუშა-მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების პროპორციულად), სამშენებლო მასალების, ტექნიკის შენახვის ხარჯებს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - კერძოდ კი მხარეებს შორის არსებული მიმოწერის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეფერხებით წარმოებაში ბრალი მიუძღვოდა შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს. ამასთან, მუშა-მოსამსახურეების ხელფასისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების ღირებულების დასადგენად მოსარჩელემ წარმოადგინა 2015 წლის 11 ნოემბრის შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს დირექტორის მ----------- ბ-------ს წერილი, რომლის თანახმად, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს დირექტორი მ----------- ბ-------, აცნობიერებდა შექმნილ ვითარებას და გამოთქვამს მზადყოფნას გაიზიარებინა პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაში. წერილში შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს დირექტორი აღიარებს მოსარჩელის წინაშე წარმოშობილ დავალიანებას 1 895 375,32 აშშ დოლარის ექვივალენტს ქართულ ლარში. ასევე სამშენებლო სამუშაოების მათი მიზეზით 2 თვით შეჩერების გამო, 118 000 ლარის გადახდის ვალდებულებას. გარდა ამისა, 2016 წლის 11 აპრილის წერილით შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს დირექტორი თხოვნით მიმართვდა შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------ს დირექტორს სამშენებლო სამუშაოების განახლების თაობაზე, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს მხრიდან დავალიანების 2016 წლის 30 მაისამდე დაფარვის სანაცვლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადაოდ არ ხდიდნენ სამშენებლო სამუშაობის შეჩერების ხანგრძლივობას, რაც გამოწვეული იყო შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს მხრიდან ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით. მოპასუხე სადავო ხდიდა მუშა-მოსამსახურეების ხელფასისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების ოდენობას და მის ანაზღაურება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“ 2015 წლის 11 ნოემბრის წერილით აღიარებდა მენარდის მიმართ ვალდებულების არსებობას, სამშენებლო სამუშაოების მათი მიზეზით 2 თვით შეჩერების გამო, 118 000 ლარის გადახდის თაობაზე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მუშა - მოსამსახურეების ყოველთვიური ხელფასისა, სამშენებლო მასალების და ტექნიკის შენახვის ყოველთვიუი ხარჯები შეადგენდა 59 000 ლარს. ხოლო, მთლიანი გაცდენილი პერიოდის, 1- თვის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხის ჯამი შეადგენდა 590 000 ლარს.

 

ამასთან, მუშა-მოსამსახურეების ხელფასისა და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების ღირებულებასთან დაკავშირებით მოპასუხის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ახსნა-განმარტება აღნიშნული ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. სასამართლომ მიუთითა სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თვის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. ამავე კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის სახით, სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მხრიდან შესრულდა ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 2 659 466 აშშ დოლარს (1 773 234,8+886 231,2). აქედან მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იყო მხოლოდ ნაწილი 564 868,66 აშშ დოლარის ექვივალენტი - 1 342 926,97 ლარი და ასანაზღაურებელი ჰქონდა 2 094 579,34 აშშ დოლარი.

 

2.14. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, მუშა-მოსამსახურეების ყოველთვიური ხელფასისა და სამშენებლო მასალების, ტექნიკის შენახვის ხარჯების ნაწილში, მხოლოდ მტკიცებულებათა არ არსებობას უთითებდა.

 

დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ დაარღვია ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, რამაც გამოიწვია სამშენებლო სამუშაოების შეჩერება, შესაბამისად სახეზე იყო სახელშეკრულებო ზიანი.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ 2015 წლის 11 ნოემბრის წერილით აღიარა ვალდებულების არსებობა, კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების მათი მიზეზით 2 თვით შეჩერების გამო, 118 000 ლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მუშა-მოსამსახურეების ყოველთვიური ხელფასისა და სამშენებლო მასალების, ტექნიკის შენახვის ხარჯები ყოველთვიურად შეადგენდა 59 000 ლარს. ხოლო გაცდენილი პერიოდის 1- თვის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის ჯამი შეადგენდა 590 000 ლარს.

 

ამდენად, სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხემ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, შესაბამისად არსებობს მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები.

 

2.15. სასამართლომ მიუთითა, რომ 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების მე-8 პუნქტით განსაზღვრული იყო მხარეთა პასუხისმგებლობა.

 

ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, თუკი მენარდის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულებულია წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დამკვეთი არ ასრულებს სამუშაოს ან/და სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურების ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, მაშინ მან მენარდეს დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის უნდა გადაუხადოს პირგასამტეხლო ვადადამდგარი და აუნაზღაურებელი თანხის 0,1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლომ მიუთითა სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მენარდემ, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავდა კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა ყოფილიყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიერ ნარდობის საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის გამო, პირგასამტეხლოს სახით ითხოვდა 2015 წლის 02 ოქტომბერს გადასახდელი თანხისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 886,21 აშშ დოლარის (886231,2 აშშ დოლარის 0.1%), ხოლო 2016 წლის 06 იანვარს გადასახდელი თანხისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1773,22 აშშ დოლარის (1 773 234,8 აშშ დოლარის 0.1%) გადახდას, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული კ-------------- - სა---------–--ს საბანკო ამონაწერით დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს 2015 წლის 26 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტიდან გამომდინარე, 2015 წლის 02 ოქტომბრისათვის (ვალდებულების შესრულების თარიღი) გადახდილი ჰქონდა 646 380 ლარი, რაც გადახდის დროისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით შეადგენდა 273 945,23 აშშ დოლარს.

 

მოპასუხის მხრიდან შემდეგი გადახდა განხორციელდა დეკემბრის თვეში სამ ტრანშად, ჯამში 696 546,97 ლარის ოდენობით, რაც გადახდის დროისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით შეადგენდა 290 923,43 აშშ დოლარს.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2015 წლის 26 სექტემბრის მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ეკისრებოდა 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 08 დეკემბრამდე პერიოდზე (65 დღე) 612 285,97 აშშ დოლარის დაუბრუნებლობისათვის, ხოლო 2015 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე 321 362,54 აშშ დოლარის დაუბრუნებლობისათვის, ნაცვლად 886 231,2 აშშ დოლარისა.

 

რაც შეეხება 2015 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, მისი ოდენობა შეადგენდა 1 773 234,8 აშშ დოლარს, შესაბამისად მოპასუხეს პირგასამტეხლო ეკისრებოდა 2016 წლის 06 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე 1 773 234,8 აშშ დოლარის დაუბრუნებლობისათვის.

 

სასამართლოს შეხედულებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 0,1% წარმოადგენდა არაგონივრულ და შეუსაბამოდ მაღალ მოთხოვნას. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო ათჯერ და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაკისრებოდა შემცირებული სახით. კერძოდ, 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 2015 წლის 08 დეკემბრამდე, გადასახდელი თანხის 612 285,97 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 61,22 აშშ დოლარს. 2015 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 321 362,54 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 32,13 აშშ დოლარს. ხოლო, 2016 წლის 06 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 1 773 234,8 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 177,32 აშშ დოლარს.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, და მოითხოვს სარჩელის სრულად უარყოფას. ასევე, ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 მაისის და 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებებს მტკიცებულებათა (სა---------–--ს ბ----ს და ,,კ----------------------------- - სა---------–--ს’’ საშუალებით განხორციელებული გადარიცხვების დამდადასტურებელი დოკუმენტაციის და 31.01.2017 წ. შეთანხმების ვალის გადაკისრებაზე) მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნს’’ არ ჰქონდა წარდგენილი იმის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2 094 579,34 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არ არსებობის ფაქტს. ამ კუთხით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ მიიღო მოპასუხის მიერ საქმის მომზადების პერიოდში წარდგენილი სა---------–--ს ბ----ს და ,,კ----------------------------- - სა---------–--ს’’ საშუალებით განხორციელებული გადარიცხვების დამდადასტურებელი დოკუმენტაცია. შედეგად, საქმის მასალებში არ მოიპივება ის მტკიცებულებები, რომლებიც სრულად ასახავენ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვის ფაქტს.

 

3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საქმეში წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვების მეშვეობით ვალდებულება შესრულებული იყო მხოლოდ 564 868,66 აშშ დოლარის ნაწილში, მაშინ როდესაც, რეალურად გადარიცხული იყო 20 000 აშშ დოლარით მეტი თანხა.

 

3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯები შეადგენდა 590 000 ლარს.

 

აპელანტის განმარტებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. საქმის მასალებში მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი სამუშაოების 1- თვით შეჩერების დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე ამ პერიოდში მუშა-მოსამსახურეებისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ტექნიკის შენახვის ხარჯები.

 

3.5. სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლს შემცირებაზე და მართალია ნაწილობრივ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის პოზიცია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს თაობაზე და შეამცირა 1--ჯერ, თუმცა, აპელანტი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო მაინც მაღალია და ექვემდებარება მეტად შემცირებისას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რასაც მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.

 

სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სა---------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 21.01.2015 წელს, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნსა“ და შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მენარდემ იკისრა ვალდებულება წინამდებარე ხელშეკრულების 1.7. პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განეხორციელებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მრავალფუნქციური კომპლექსის (+0.00 დონიდან) კონსტრუქციული კარკასის სართულშუა გადახურვის ფილების, სვეტების, რიგელების, კედლების, კიბეების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, შესასრულებელი სამუშაოს სრულმა ღირებულებამ, შეადგინა 6 867 756,85 აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება გამოანგარიშებულია შემდეგი პრინციპით: მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შედეგად შექმნილი სართულშუა გადახურვის ფილის ყოველი კვადრატული მეტრის ღირებულება + 0,00 ნიშნულიდან +16,45 ნიშნულის ჩათვლით - 181,2 აშშ დოლარი. +16,45 ნიშნულიდან - 188 აშშ დოლარი. სამუშაოს მოცულობა განისაზღვრება, მენარდის მიერ ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად შედგენილი, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით). ამასთან, დადგინდა, დამკვეთის ვალდებულება, მენარდის მიერ სამუშაოთა ნაწილის ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა მიერ შესაბამისი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, აენაზღაურებინა შესაბამისი ეტაპისათვის, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, განისაზღვრა დამკვეთის პასუხისმგებლობა, კერძოდ, გაიწერა, რომ თუკი მენარდის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულებული იქნებოდა წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დამკვეთი არ ასრულებდა სამუშაოს ან/და სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურების ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, მაშინ მან მენარდეს დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ვადადამდგარი და აუნაზღაურებელი თანხის 0,1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მხარეებმა ხელშეკურლებაში გააკეთეს დათქმა იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულების ვადები შეიძლება შცვლილიყო მაგ: დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში).

ხელშეკრულების 5.5. პუქნტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის გამო სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, დამკვეთი მენარდეს შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურებდა ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასს (ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება წინა თვეში მუშა-მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების პროპორციულად), სამშენებლო მასალების, ტექნიკის შენახვის ხარჯებს (ტომი 1; ს.ფ. 18-32 – 21.01.2015 წლის ნარდობის ხელშეკრულება).

 

4.2. 26.09.2015 წელს, ერთის მხრივ, შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------ს“ (დირექტორი ე---------ე), და მეორეს მხრივ, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნს“ (დირექტორი მ---------ი), შორის გაფორმდაა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნის“ შესაბამისი უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა, რომ ჩაიბარა 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თბილისში, ა-–-------- 8-- სამშენებლო მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური შენობის რკინა ბეტონის მოწყობა +22,95, +26,2, +29,45 ნიშნულზე, ფართობი 4 713,9 კვ.მ.. მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა ასევე განსაზღვრეს სამუშაოების საერთო ღირებულება, რამაც შეადგეინა 886 231.2 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (ტომი 1; ს.ფ. 46 – 26.09.2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი);

 

4.3. 30.12.2015 წელს, ერთის მხრივ, შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------ს“ (დირექტორი ე---------ე), და მეორეს მხრივ, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნს“ (დირექტორი მ---------ი), შორის გაფორმდაა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნის“ შესაბამისი უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა, რომ ჩაიბარა 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თბილისში, ა-–-------- 8-- სამშენებლო მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური შენობის რკინა ბეტონის მოწყობა +32,7, +35,95, +39,2, +42,45,+45,7, +48,95 ნიშნულზე, ფართობი 9432,1 კვ.მ.; მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეებმა ასევე განსაზღვრეს სამუშაოების საერთო ღირებულება, რამაც შეადგინა 1 773 234,8 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (30.12.2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი);

 

4.4. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამუშაოების ღირებულება განსაზღრული იყო ჯამში (1 773 234,8+886 231,2) 2 659 466 აშშ დოლარით;

 

4.5. 2016 წლის 20 მაისს, შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი ამჟამინდელი საფირმო სახელწოდებაა - შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------“;

 

4.6. წინამდებარე სარჩელით, შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------ს“ მოთხოვნას წარმოადგენდა შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნისათვის“ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა 2015 წლის 26 სექტემბრისა და 2015 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ კ----------------------------- - სა---------–--ს საბანკო ამონაწერის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-ს და შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს შორის არსებული 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-ს გადახდილი ჰქონდა 1 342 926,97 ლარი, რაც შეადგენდა 564 868,66 აშშ დოლარს, შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენდა გადაუხდელი ნაწილის - (2 659 466 აშშ დოლარს - 564 868,66 აშშ დოლარი) 2 094 579,34 აშშ დოლარის გადახდაზე ვალდებულ პირს.

 

პალატა ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მოსარჩელე მხარეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ხოლო მოპასუხე სააპელაციო საჩივრით აპელირებს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (მოპასუხისათვის 2 094 579,34 აშშ დოლარის დაკისრება) სასამართლო გადაწყვეტილების უსწორობაზე და არ ეთანხმება ამ ოდენობის ვალდებულების არსებობას.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს 2 094 579,34 აშშ დოლარის ფარგლებში, 21.01.2015წ. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამატებით რა თანხა იქნა გადახდილი მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელესათვის.

 

4.7. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

 

ამდენად, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს ვალდებულების შესრულების (თანხის გადახდის) დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

4.8. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნის“ შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების სახით საბანკო ამონაწერებისა და ვალის გადაკისრების შესახებ 2017 წლის 31 იანვრის შეთანხმების საქმეზე დართვის თაობაზე დაკმაყოფილდა (პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის იმ საოქმო განჩინებების გაუქმება (2017 წლის 08 მაისის და 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებები), რომლითაც მოპასუხე მხარეს უარი ეთქვა მტკიცებულებათა - სა---------–--ს ბ----ს და ,,კ----------------------------- - სა---------–--ს’’ საშუალებით განხორციელებული გადარიცხვების დამდადასტურებელი დოკუმენტაციის და ვალის გადაკისრების თაობაზე 31.01.2017 წ. შეთანხმების მიღებაზე. თუმცა, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ 07.11.2018 წ. განჩინებით დააკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა აღნიშნული მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე, იმ საფუძლით, რომ არ არსებობდა ამ მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, სააპელაციო პალატა აღარ იმსჯელებს გასაჩივრებული საოქმო განჩინებების კანონიერებაზე).

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით დართული საბანკო ამონაწერებით (ერთვის სააპელაციო საჩივარს) დასტურდება, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნს“ უკვე გადახდილი 564 868,66 აშშ დოლარის (იხ. გადაწყვეტილების 4.6. პუნქტი) გარდა, დამატებით ასევე გადახდილი აქვს ჯამში 370 195 აშშ დოლარი, კერძოდ, 11.04.2016 წელს - 303,918 აშშ დოლარი, ხოლო, 18.05.2016 წელს - 66 277 აშშ დოლარი (ტომი 2; ს/ფ 320, 414, 416, 485).

 

ამდენად, პალატა დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნს“, მოსარჩელე მხარისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 2 094 579,34 აშშ დოლარიდან, ვალდებულება დამატებით შესრულებული აქვს 370 195 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს დავალიანება შეადგენს 1 724 384 (2 094 579,34 - 370 195) აშშ დოლარს (საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, ამ ნაწილში მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე).

 

4.9. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიებს იმ გარემოებაზე, რომ კ-----------------------------ს მეშვეობით გადახდილი თანხა შეადგენდა 1 353 173,04 ლარს, რაც გადარიცხვის დღეს არსებული ეროვნული ბ----ს კურსის გათვალისწინებით შეადგენდა 584 897 აშშ დოლარს, რაც ამცირებს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ თანხას 2 074 569 აშშ დოლარამდე.

 

პალატა მიუთითებს, რომ კ----------------------------- - სა---------–--ს საბანკო ამონაწერებით დაასტურებულია შპს ,,ი-----–----------–-----–-------–----------------ს“ ანგარიშზე გადარიცხული თანხების და მათი დანიშნულების შესახებ მონაცემები. კერძოდ, 2015 წლის 30 ივლისს გადარიცხული იქნა 50 000 ლარი, 2015 წლის 14 აგვისტოს - 232 380 ლარი, 2015 წლის 15 სექტემბერს - 130 000 ლარი, 2015 წლის 02 ოქტომბერს - 234 000 ლარი, 2015 წლის 08 დეკემბერს - 180 000 ლარი, 2015 წლის 11 დეკემბერს - 380 328 ლარი და 2015 წლის 16 დეკემებრს - 136 218,97 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 1 342 926,97 ლარს და არა 1 353 173,04 ლარს, როგორც ამას აპელანტი უთითებს. შესაბამისად, 1 342 926,97 ლარის გადახდის დღისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით აღნიშნული თანხა უცხოურ ვალუტაში შეადგენდა 564 868,66 აშშ დოლარს (ტ.1, ს/ფ 50-53).

 

4.1-. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე და 361-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 724 384 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ოდენობისა (2 094 579,34 აშშ დოლარი).

 

4.11. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტი ასევე სადავოდ ხდის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის, სამშენებლო მასალის და ტექნიკის შენახვის ხარჯების, 590 000 ლარის მასზედ დაკისრების კანონიერებას. აპელანტი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, მიუთითებს მტკიცებულებათა არ არსებობაზე, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა.

 

პალატა მიუთითებს ნარდობის ხელშეკრულების 5.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეება ხელშეკრულებით განსაზღვრეს სამუშაოების შესრულების ვადა - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამასთან მხარეებს შორის არსებობდა განსაკუთრებული დათქმა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულების ვადები შეიძლება შეიცვალოს მაგ: დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში. ნარდობის ხელშეკრულების 5.5. პუქნტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის გამო სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, დამკვეთი მენარდეს შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურებს ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასს (ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება წინა თვეში მუშა-მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების პროპორციულად), სამშენებლო მასალების, ტექნიკის შენახვის ხარჯებს.

 

სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის პოზიციას და მიუთითებს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეფერხებით წარმოებაში ბრალი მიუძღვოდა შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს. ამასთან, მოსარჩელემ მუშა-მოსამსახურეების ხელფასის, სამშენებლო მასალისა და ტექნიკის შენახვის ხარჯების ღირებულების დასადგენად წარადგინა 2015 წლის 11 ნოემბრის შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს დირექტორის მ----------- ბ-------ს წერილი, რომლის თანახმად, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“ აცნობიერებდა შექმნილ ვითარებას და გამოთქვა მზადყოფნა გაეზიარებინა პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაში. დირექტორი აღიარებდა მოსარჩელის წინაშე წარმოშობილ დავალიანებას 1 895 375,32 აშშ დოლარის ოდენობით და სამშენებლო სამუშაოების მათი მიზეზით 2 თვით შეჩერების გამო, 118 000 ლარის გადახდის ვალდებულებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნ“-მა 2015 წლის 11 ნოემბრის წერილით აღიარა მენარდის მიმართ ვალდებულების არსებობა სამშენებლო სამუშაოების მათი მიზეზით 2 თვით შეჩერების გამო, 118 000 ლარის ოდენობით, თუმცა ამ აღიარებას საფუძვლად არ უდევს რაიმე გაანგარიშება ხელფასის სახით გასაცემი თუ გაცემული თანხების შესახებ. აღიარება დაკავშირებული იყო წერილის ავტორის პირობასთან/თხოვნასთან სამშენებლო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით და რომ წარმოშობილი დავალიანება დაიფარებოდა უმოკლეს ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აღიარებული ოდენობის თანხა უნდა გავრცელდეს კონკრეტულ ორ თვეზე და არა შესაბამისი პროპორციით მომდევნო 1- თვეზე.

 

რაც შეეხება მომდევნო თვეების მუშა-მოსამსახურეების ყოველთვიური ხელფასის, სამშენებლო მასალების და ტექნიკის შენახვის ხარჯების ოდენობას, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ ყოველთვიური ,,ხარჯები’’ შეადგენდა 59 000 ლარს, რაშიც ასევე მოისაზრებოდა მუშა-მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის განსაზღვრული შრომის თვიური ანაზღაურება, რაც პროპორციული უნდა ყოფილიყო წინა თვეში მუშა-მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოებისათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურებისა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361.1., 394.1., 408.1. და 409-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის, სამშენებლო მასალის და ტექნიკის შენახვის ხარჯების ანაზღაურება 118 000 ლარის ოდენობით, რაც აღიარებულია მოპასუხის მიერ.

 

4.12. სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-11-4-2014, 1-.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოდავე მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე - ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, თუკი მენარდის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულებულია წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დამკვეთი არ ასრულებს სამუშაოს ან/და სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურების ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, მაშინ მან მენარდეს დაგვიანებული ანგარიშსწორებისათვის უნდა გადაუხადოს პირგასამტეხლო ვადადამდგარი და აუნაზღაურებელი თანხის 0,1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, სა---------–--ს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართებულად მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 0,1% წარმოადგენდა არაგონივრულ და შეუსაბამოდ მაღალ მოთხოვნას და იგი უნდა შემცირებულიყო 0,01%-მდე. შესაბამისად სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო ათჯერ და მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაკისრებოდა შემცირებული სახით. კერძოდ, 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 2015 წლის 08 დეკემბრამდე, გადასახდელი თანხის 612 286 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენდა 61,2 აშშ დოლარს. 2015 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 321 362,5 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 32,1 აშშ დოლარს.

 

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2016 წლის 06 იანვრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 1 773 234,8 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 177,32 აშშ დოლარს, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს იმის გათვალისიწნებით, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნს“, ასევე გადახდილი აქვს 11.04.2016 წელს - 303,918 აშშ დოლარი, ხოლო, 18.05.2016 წელს - 66 277 აშშ დოლარი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, 2016 წლის 06 იანვრიდან - 2016 წლის 11 აპრილამდე გადასახდელი თანხის 1 773 234,8 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 177.3 აშშ დოლარი. 2016 წლის 11 აპრილიდან - 2016 წლის 18 მაისამდე გადასახდელი თანხის 1 469 316.8 (1 773 234.8-303 918) აშშ დოლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 146.9 აშშ დოლარი; 2016 წლის 18 მაისიდან ვალდებულების შესრულებამდე გადასახდელი თანხის 1 403 039.8 (1 469 316.8 – 66 277) აშშ დოლარის 0.01% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 140.3 აშშ დოლარი.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძვლად მიუთითა 31.01.2017 წლის შეთანხმებაზე, რომელიც ეხება შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნის“ მიერ შპს ,,გ-----------ს’’, ვალის გადაკისრებას, რაზედაც შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, თანხმობას აცხადებდა შპს ,,გ---- კ---- - ინოვაციური სამშენებლო - საინჟინრო კომპანია“ (ტომი 2; ს/ფ 487-489). აპელანტის მითითებით, ვალდებულების შესრულების გაჭიანურება გარკვეულ წილად გამოწვეული იყო აღნიშნული შეთნხმებით.

 

აღნიშნულ გარემოებას (31.01.2017 წლის შეთანხმებას), პალატა ვერ მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს (0,1%-დან - 0,01%-მდე), კიდევ უფრო მეტად შემცირების საფუძვლად. პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში შესაბამისობაშია სა---------–--ს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლოს პრაქტიკასთან (სა---------–--ს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2015წ. განჩინება საქმეზე N1125-1-72-2014; სა---------–--ს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2015წ. განჩინება საქმეზე N1269-1209-2014). ამასთან, პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირება საფუძველს აცლის პირგასამტეხლოს მიზანს და მის დანიშნულებას.

 

4.13. სააპელაციო პალატა ასევე შეფასებას აძლევს მოწინააღმდეგე მხარის, შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------ს“ მიერ წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურებს: 1. 02.12.2016 წლის ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, შესრულებული სამუშოს ღირებულება შეფასებულია 1 533 296,56 ლარად, 2. 06.12.2016 წლის ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, შესრულებული სამუშოს ღირებულება შეფასებულია 156 121,73 ლარად და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია 13.03.2018 წელს, მათ განსახილველ სადავო საკითხთან შემხებლობა არა აქვს, რასაც ნაწილობრივ (მე-2 ანგარიშ-ფაქტურის ნაწილში) ასევე იზიარებს მხარე (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნის“ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სა---------–--ს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯები უნდა განაწილდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად და ორივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხების გათვალისწინებით, შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნის’’ შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 533.00 ლარის გადახდა. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს, ხოლო, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 7 000 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილებულია 38%-ით. შესაბამისად, ორივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟების (12 000 ლარი) ოდენობის გათვალისწინებით, აპელანტს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 533.00 ლარის გადახდა. გადახდილი თანხები კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 724 384 აშშ დოლარის გადახდა;

 

5. შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, 2015 წლის 02 ოქტომბრიდან 2015 წლის 08 დეკემბრამდე, გადასახდელი თანხის 612 286 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 61,2 აშშ დოლარს. ხოლო, 2015 წლის 17 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, გადასახდელი თანხის 321 362,5 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 32,1 აშშ დოლარს;

 

6. შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, 2016 წლის 06 იანვრიდან 2016 წლის 11 აპრილამდე გადასახდელი თანხის 1 773 234,8 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 177.3 აშშ დოლარი. 2016 წლის 11 აპრილიდან - 2016 წლის 18 მაისამდე გადასახდელი თანხის 1 469 316.8 (1 773 234.8-303 918) აშშ დოლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 146.9 აშშ დოლარი; 2016 წლის 18 მაისიდან ვალდებულების შესრულებამდე გადასახდელი თანხის 1 403 039.8 (1 469 316.8 – 66 277) აშშ დოლარის 0.01% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 140.3 აშშ დოლარი;

 

7. შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ-----ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გამო სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ხელფასის, სამშენებლო მასალის და სამშენებლო ტექნიკის შენახვის ხარჯების 118 000 ლარის გადახდა;

 

8. სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით შპს ,,ო-------ს ქ----------–-ნი“-ს შპს ,,გ---- კ---- - ი-----–----------–-----–-------–----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 533.00 ლარის გადახდა;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სა---------–--ს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-1- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

1-. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლ---- გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი