განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820217718002597920
საქმე №2/ბ-1055-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: თ------ მ---–-----–-, ხ--–--– მ---–-----–-
მოწინააღმდეგე მხარე: რ----–-- მ---–------–-
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 20 აგვისტოს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს ხ---–--– და თ----- მ---–-----–---- წარმომადგენლებმა და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვეს, რ----–-- მ---–------–-ს (პ/ნ 6----------) დე იურე საკუთრებაში არსებული, ს/კ 2----------- მიწის ნაკვეთის სადაო ნაწილზე, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამშენებლო სამუშაოების აკრძალვა და პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.
განმცხადებელთა განმარტებით, 40 წელზე მეტია ფლობენ და სარგებლობენ მამაპაპისეულ, 2000 კვადრატულ მეტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვედა სალიბაურში.
2013 წლის შემოდგომაზე, საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს საკუთრების უფლება ს/კ 2----------- მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომელიც არ იყო შესაბამისი აპარატურით შესრულებული და ფაქტობრივად მიბმული იქნა, 2012 წელს, არასწორად რეგისტრირებულ, მომიჯნავე ი----- მ---–------–-ს გატყევებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 2-----------).
მომავალი მოპასუხე, რ----–-- მ---–------–- არის ი----- მ---–------–-ს შვილი. ამჟამად, მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის კოორდინატები, ფაქტიურად იჭრება მათ რეალურ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში.
განმცხადებლებმა განმარტეს, რომ სარჩელი უნდა აღძრან სასამართლოში მოპასუხეების, რ----–-- მ---–------–-ს, ი----- მ---–------–-ს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო რეესტრის მონაცემებში, კერძოდ, საკადასტრო აზომვით ნახაზში, ფაქტი----- ფლობის შესაბამისად ცვლილებების შეტანის და უკანონო მშენებლობის (ღობის აშენების) აღკვეთის თაობაზე. ამ სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია გამოყენებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რათა შემდგომში არ გართულდეს ან საერთოდ შეუძლებელი არ გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, ხ--–--– მ---–-----–-სა და თ------ მ---–-----–-ს წარმომადგენლის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა;
რ----–-- მ---–------–-ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, დე იურე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სადაო ნაწილზე ს/კ 2----------- სამშენებლო სამუშაოები დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და დაევალა, პირვანდელ მდგომარეობაში მისი აღდგენა.
მათვე განემარტათ, რომ ამ განჩინების გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში სასამართლოში შემოეტანათ სარჩელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანდა განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, იმ მიზეზით, რომ კანონით განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში წარდგენილი არ იქნა სარჩელი, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა თ----- მ---–-----–-ს და ხ--–--– მ---–-----–-ს წარმომადგენელმა თ-- გ---------- და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ, 2018 წლის 21 აგვისტოს იმსჯელა უზრუნველყოფის ღონისძიებაზე, რაც დააკმაყოფილა და განუსაზღვრა სარჩელის წარსადგენად 10 დღის ვადა.
მითითებულ ვადაში, სარჩელი სასამართლოში გაგზავნილი იქნა ,,სკს’’ ფოსტის საშუალებით 31 აგვისტოს, რომელიც განსახილველად დაეწერა მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს.
ვინაიდან, ზემოაღნიშნული განჩინების თანახმად, ვადის ათვლა დაიწყო მათთვის განჩინების გადაცემიდან, კერძოდ 2018 წლის 22 აგვისტოდან, 2018 წლის 31 აგვისტოს სარჩელის წარდგენისას, საპროცესო ვადა გასული არ ყოფილა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ თ------ და ხ--–--– მ---–-----–---- საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, ხ--–--– მ---–-----–-სა და თ------ მ---–-----–-ს წარმომადგენლის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა;
რ----–-- მ---–------–-ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, დე იურე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სადაო ნაწილზე ს/კ 2----------- სამშენებლო სამუშაოები და დაევალა, პირვანდელ მდგომარეობაში მისი აღდგენა, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მათვე განემარტათ, რომ ამ განჩინების გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში სასამართლოში შემოეტანათ სარჩელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანდა განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, იმ მიზეზით, რომ კანონით განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში წარდგენილი არ იქნა სარჩელი, გაუქმდა, ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება.
დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა თ----- მ---–-----–-ს და ხ--–--– მ---–-----–-ს წარმომადგენელმა თ-- გ----------, რაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
დადგენილია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,,სკს“ ფოსტის მეშვეობით, N--------- ფოსტის შტრიხკოდით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი იქნა თ----- და ხ--–--– მ---–-----–---- წარმომადგენლის, თ-- გ---------- ადმინისტრაციული სარჩელი, რ----–-- მ---–------–-ს და ს------------------------------------–-------------------------------------–---------------ს მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 192-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იქნა იმ მოთხოვნების მიმართ, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველია (მხარეთა ფაქტი----- ფლობის შესაბამისად საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა და მოპასუხისათვის უკანონო მშენებლობის (ღობის აშენების) აღკვეთა)), ხოლო ამავე განჩინებით, სარჩელის შეტანისათვის განსაზღვრულ 10 დღის ვადაში, ნაცვლად განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნებით სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა, წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული სარჩელი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, კანონით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაში სასამართლოში არ წარადგინა ის სარჩელი რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც მიღებული იქნა ღონისძიება.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, სარჩელის წარუდგენლობის გამო, სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს-დასაბუთებულია.
შესაბამისად, არ არსებობს თ------ და ხ--–--– მ---–-----–---- საჩივრის დაკმაყოფილების და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის იმ განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოიხსნა, რ----–-- მ---–------–-ს მიმართ დადგენილი აკრძალვა, დე იურე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სადაო ნაწილზე ს/კ 2----------- სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და დაევალა პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ მ---–-----–-ს და ხ--–--– მ---–-----–-ს (წარმომადგენელი - თ-- გ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე