განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 08021011800--23385
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-946-18 26 დეკემბერი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - - - - - მ----- ახ--–------ი ვ------- კ-------–---ი შპს ,,ვ----- ჯ-------- ი-----------ს“, შპს ,,ტ---ლ“ გ------- ზ-----–ვილი,თ----- გ-----ე ი------ რ---- გ--------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მ----- ახ--–------ის სასარგებლოდ, მოპასუხეთათვის, შპს ,,ვ----- ჯ-------- ი-----------ისთვის“, შპს ,,ტ---ლისთვის“ და ი------ რ---- გ--------ისთვის სოლიდარულად, 16300 აშშ დოლარისა და 450 000 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2010 წლის 02 დეკემბერს, მ----- მ-------–-–---–-, შპს ,,ვ----- ჯ-------- ი-----------ს“ და შპს ,,ტ---ლ“-ს შორის დაიდო ნოტარიალურად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მ----- მ-------–-–---–-, ამ ორგანიზაციებიდან სესხად უნდა მიეღო 40 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ----- მ-------–-–---–-- კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. ქ----------–-----------------------–-------------–-- აღნიშნული ბინა სესხის ხელშეკრულების დადებამდე დატვირთული იყო იპოთეკით ნ-----–- კ--–--–---- სასარგებლოდ, ვისგანაც მ----- მ-------–-–---–- ნასესხები ჰქონდა 17 700 აშშ დოლარი. 2010 წლის 02 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, 40 000 აშშ დოლარის გადაცემა უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც ზემოხსენებულ საცხოვრებელ ბინაზე მოიხსნებოდა ნ-----–- კ--–--–---- მიერ დადებული იპოთეკა და პირველი რიგის იპოთეკარები გახდებოდნენ მოპასუხეები. შეთანხმებისამებრ, შპს ,,ვ----- ჯ-------- ი-----------“-მა და შპს ,,ტ---ლ“-მა ნ-----–- კ--–--–---- გადაუხადეს 17700 აშშ დოლარი და თავად დარეგისტრირდნენ იპოთეკარებად, თუმცა არ შეასრულეს ხელშეკრულების სხვა პირობები, კერძოდ, 40 000 აშშ დოლარის ნაცვლად, მ. მ-------–-–---–- გადასცეს 23700 აშშ დოლარი (ამ თანხიდან 17 700 აშშ დოლარი გადაეცა ნ-----–- კ--–--–----). ფაქტიურად, მოპასუხე ორგანიზაციებმა მოატყუეს მ----- მ-------–-–---–-, არ გადაუხადეს დარჩელი 16 300 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ, ნოტარიუსისგან აიღეს სააღსრულებო ფურცელი და აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, აუქციონზე გაყიდეს 540 000 ლარად ღირებული მ----- მ-------–-–---–-- კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ქუთაისი, წმინდა სამების მეორე შესახვევი N---ში. აუქციონზე ბინა იყიდა გამსესხებელი პირების მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა ი------ რ------ გ--------მა, რომელიც არ არის კეთილსინდისიერი მყიდველი, რადგან გასესხებული თანხის ნაწილი სინამდვილეში მისი კუთვნილიც იყო და იცოდა ამ თანხის თაობაზე. სააღსრულებო ბიურომ, მ----- მ-------–-–---–- გამოასახლა საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც არის მძიმედ ავად და დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ღებულობს შემწეობას. მ----- მ-------–-–---–--, ოჯახის ინტერესების დაცვის მიზნით, სამართლებრივი მოთხოვნა დაუთმო (გადასცა) მის მეუღლეს, მ----- ახ--–------ს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო და განმარტა, რომ 2010 წლის 02 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი (40000 აშშ დოლარი) მსესხებელს გადაეცემოდა 2 ნაწილად. სესხის პირველი ნაწილი 17700 აშშ დოლარი მსესხებელს უნდა გადასცემოდა იპოთეკით დასატვირთ უძრავ ქონებაზე გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო დარჩენილი ნაწილი 22 300 აშშ დოლარი მას შემდეგ, რაც გამსესხებელი იქნებოდა ერთადერთი იპოთეკარი უძრავ ქონებაზე, ანუ გაუქმდებოდა პირველი რიგის იპოთეკარის, ნ-----–- კ--–--–---- სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა. იმ ფაქტს, რომ მ.მ-------–-–---–- სესხის თანხა სრულად აქვს მიღებული, ადასტურებს 02.12.2010 წლის ხელწერილები, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან (2010 წლის დეკემბერი) სარჩელის წარდგენამდე თითქმის 6 წელი გავიდა, რაც ადასტურებს, რომ სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა ხანდაზმულია. ამასთან, რომც ყოფილიყო ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე სახის დარღვევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მ-------–-–---–- არ შეეცდებოდა მის გამოსწორებას. რაც შეეხება ი------ რ------ გ--------ს, იგი კეთილსინდისიერი შემძენია, ვინაიდან უძრავი ქონება: ქ. ქ----------–-----------------------–------------- საკადასტრო კოდი: 0-----------, ნამდვილად კანონიერად შეიძინა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ საჯარო აუქციონში (რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ პირს, თუნდაც პირადად მ-------–-–---–- ან მისი ოჯახის წევრს) და შეძენილი ქონება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. ქონების შეძენის უფლება კი, არც შიდასამართლებრივი და არც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით არ იზღუდება. გ--------ი, არა მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენი, არამედ კეთილსინდისიერი ადამიანიცაა, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ აუქციონზე ქონების შეძენის შემდგომ, 2012 წლის მაისიდან-2016 წლის თებერვლის თვემდე (თითქმის 4 წელი) მ-------–-–---–- ცხოვრობდა აღნიშნულ ქონებაში, ამ დროის მანძილზე არაერთხელ იყო მცდელობა-შეთავაზება, თუნდაც ნაწილობრივი გადახდებით გამოესყიდა ქონება, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გ--------მა გამოიჩინა კეთილი ნება და მ-------–-–---–- ფინანსურად დაეხმარა 5000 ლარით, ასევე უქირავა საცხოვრებელი ფართი, რისთვისაც დამატებით გადაუხადა ქირა 3000 ლარი და თავისი ხარჯებით უზრუნველყო მ-------–-–---–-- ნივთების ტრანსპორტირება, ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მ----- ახ--–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ; 2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; 3. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც ყადაღა დაედო მოპასუხე ი------ რ------ გ--------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ.ქუთაისი, წ---------------------- შესახვევი N---ში, საკადასტრო კოდი: 0-----------. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2010 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ვ----- ჯ-------- ი-----------ს“-მა და შპს ,,ტ---ლ“-მა, მ----- მ-------–-–---–- 3 (სამი) თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 5%-ის სარგებლის დარიცხვით, ასესხა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო შემდეგი გრაფიკით: 1) 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი - სესხის გაცემისთანავე, 2010 წლის 2 დეკემბერს; 2) 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი - 2011 წლის 2 თებერვლამდე; 3) 42 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (სესხის ძირითად თანხას - 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს დამატებული ბოლო თვის სარგებელი) – 2011 წლის 2 მარტამდე; მთლიანად, გამსესხებლის მიერ მისაღები თანხა განისაზღვრა 46 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. ამასთან, თითოეული თვის სარგებლისა და სესხის ძირითადი თანხის 50% მსესხებელს უნდა გადაეხადა შპს ვ----- ჯ-------- ი-----------ისთვის, ხოლო 50%- შპს ტ---ლისთვის. 2.2. 2010 წლის 02 დეკემბრის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, მესაკუთრის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 17 700 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცემოდა მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში გამსესხებელი დარეგისტრირებული იქნებოდა იპოთეკარად. კერძოდ, იპოთეკარად რეგისტრაციის შემდეგ, მესაკუთრე მიიღებდა 17 700 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ხოლო დარჩენილ თანხას (ძირითად თანხას გამოკლებული 17 000 აშშ დოლარი) მესაკუთრე მიიღებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამსესხებელი რეგისტრირებული იქნებოდა ერთადერთ იპოთეკარად . 2.3. 2010 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა მ----- მ-------–-–---–-- უძრავი ქონება მდებარე ქ.ქ----------–--------------------- შესახვევი N-- (საკადასტრო კოდი N0-----------). 2.4. ნოტარიულად დამოწმებული 2010 წლის 02 დეკემბრის ხელწერილებით მ----- მ-------–-–---–-- დაადასტურა, რომ 2010 წლის 02 დეკემბერს შპს ,,ვ----- ჯ-------- ი-----------ს“-ის დირექტორის, მ--–- ზ----- მინდობილი პირის, ე-–------- მ------------ და შპს ,,ტ---ლ“-ის დირექტორის, მ---- ზ----------- მიიღო 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე მუხლით განსაზღვრული სესხის თანხის, როგორც პირველი ნაწილი-17700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ისე სესხის თანხის დარჩენილი ნაწილი-22300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. 2.5. იმ მიზეზით, რომ მ----- მ-------–-–---–-- დაარღვია 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, 2011 წლის 28 ივნისს, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებლო ფურცელი, სადაც მითითებული იქნა რომ მ----- მ-------–-–---–-- გადაიხადა პირველი 3 თვის გადასახდელი 6 000 აშშ დოლარი, რაც შეადგენდა სესხის ძირითად თანხაზე დარიცხულ თვიურ სარგებელს. შესაბამისად, მსესხებლის მიერ შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულების მოცულობა იყო შემდეგი: 1) სესხი - 40 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში); 2) პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დარჩენილი ნაწილის (40 000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში) 0.3% (საფუძველი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მუხლი 3.3.), რაც შეადგენდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 120 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში); 3) პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო 2011 წლის 3 მარტიდან. სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის-მ----- მ-------–-–---–-- უძრავი ქონების, მდებარე, ქ.ქ----------–--------------------- შესახვევი N-- (საკადასტრო კოდი N0-----------) რეალიზაცია. 2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 12 ოქტომბრის N----------0--/0-- განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე, ქ.ქ----------–--------------------- შესახვევი N-- (საკადასტრო კოდი N0-----------), ონლაინ აუქციონზე იყიდა ი------ რ------ გ--------მა 87 500 ლარად. 2.7. ქ.ქ----------–--------------------- შესახვევი N---ში მდებარე N0----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების ფასი განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით: 2012 წლის 17 იანვრის უძრავი ქონების აუდიტორული შეფასების თანახმად- 250 000 ლარად; 2016 წლის 20 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად-450 000 ლარად; 2018 წლის 25 აპრილის ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- N--------- დასკვნის თანახმად, საბაზრო ღირებულება შეადგენს 152 800 ლარს. 2.8. 2017 წლის 28 თებერვალს, მ----- მ-------–-–---–-- გააფორმა ცესიის/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება და შპს ,,ვ----- ჯ-------- ი-----------ს“-ის, ი------ რ------ გ--------ის და შპს ,,ტ---ლ“-ის წინააღმდეგ ყველა მისი ქონებრივი და არაქონებრივი მოთხოვნა დაუთმო მის მეუღლეს, მ----- ახ--–------ს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 411-412-ე, 128-130-ე, 145-ე, 153-ე, 286-ე მუხლებზე, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 1.1-ე, 5.1.-ე, 38.1.“ა“ პუნქტებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავოა 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის-40 000 აშშ დოლარის სრულად გადაცემის ფაქტი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გადასახდელი აქვს 16 300 აშშ დოლარი და ზიანი, რასაც უარყოფს მოპასუხე. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მოსარჩელეს, გარდა თავისი ზეპირი განმარტებისა, რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს დადგენილად მიეჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ მას თანხა (40000 აშშ დოლარი) სრულად არ მიუღია, არ წარმოუდგენია. მოპასუხემ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მ. მ-------–-–---–- სრულად გადასცა სესხის თანხა, წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული 2010 წლის 02 დეკემბრის მ----- მ-------–-–---–-- ორი ხელწერილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ მ----- მ-------–-–---–--, 2010 წლის 02 დეკემბერს, შპს ,,ვ----- ჯ-------- ი-----------ს“-ის დირექტორის, მ--–- ზ----- მინდობილი პირის, ე-–------- მ------------ და შპს ,,ტ---ლ“-ის დირექტორის, მ---- ზ----------- მიიღო 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე მუხლით განსაზღვრული სესხის თანხის, როგორც პირველი ნაწილი-17700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ისე სესხის თანხის დარჩენილი ნაწილი-22300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. 2.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ მიუთითა, რომ ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბრად, საბოლოოდ გაიზიარებს, მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან, ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით ასრულებს ამ მოქმედებას, რასაც მოსდევს იურიდიული შედეგი. ამ დროს მხარეებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადონ, რომ განიცდიან იძულებას, თუმცა მ. მ-------–-–---–- მსგავსი რამ არ გაუკეთებია, პირიქით დაადასტურა, რომ მისთვის ნათელია გარიგების შედეგი და მოაწერა ხელი. ამიტომ, მ. მ-------–-–---–-- სანოტარო ხელწერილებს სხვა მტკიცებულებებთან შედარებით უპირატესი ძალა ენიჭება, რომლის გასაბათილებლად მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე მ. მ-------–-–---–-- ხელწერილების ანალიზით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა სრულად შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მ----- მ-------–-–---–- გადასცეს 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, რაც გამორიცხავს 2010 წლის 02 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის-16300 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრებას. 2.11. გაზიარებული არ იქნა მოსარჩელის მტკიცება მოპასუხეთა მიერ, მისთვის 450000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ----- მ-------–-–---–-- დაარღვია ხელშეკრულება, არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც, 2011 წლის 28 ივნისს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, კანონიერად განხორციელდა იპოთეკის საგნის-მ----- მ-------–-–---–-- უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქ----------–--------------------- შესახვევი N-- (საკადასტრო კოდი N0-----------) რეალიზაცია. ამდენად, საქმის გარემოებებით არ დასტურდებოდა, რომ ზიანი მოსარჩელეს მიადგა მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საერთოდ არ იყო დადასტურებული მოსარჩელეზე 450 000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავდა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 2.12. სასამართლომ, ასევე გაიზიარა მოპასუხეთა მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა: წინამდებარე შემთხვევაში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სახელშეკრულებო ვალდებულება) გაფორმდა 2010 წლის 02 დეკემბერს, სამი თვის ვადით-2011 წლის 03 მარტამდე. ამდენად, თუკი თანხის სრულად გადაცემა არ მომხდარა, ეს ფაქტი მ----- მ-------–-–---–--ათვის ცნობილი იყო, ჯერ კიდევ 2011 წლის 03 მარტისათვის. სწორედ, ამ დროიდან უნდა აითვალოს სკ-ის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნისათვის გათვალისწინებული სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის გასულია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, სესხის თანხის დაკისრების თაობაზე მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად, ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნისთვისაც, იპოთეკასთან მიმართებაშიც, ვინაიდან, იგი წარმოადგენდა აქცესორულ უფლებას, რაც გამორიცხავდა მასთან დაკავშირებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ. მ-------–-–---–--ათვის თანხის სრულად მიღების ფაქტი დადასტურებულად ჩაითვალა 2010 წლის 02 დეკემბრის სანოტარო ხელწერილების ქსეროასლის საფუძველზე, რომელზეც სინამდვილეში მ. მ-------–-–---–- ხელი არ მოუწერია. ამდენად, საჭვო დოკუმენტის ქსეროასლზე დაყრდნობით, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა უკანონო ქმედებაა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. 3.2. ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებებში მითითებულია, რომ თითქოსდა მოთხოვნა დაუსაბუთებელს წარმოადგენდა, რაც არასწორია ვინაიდან, მოპასუხეთა ამ უკანონო ქმედებებით გამოიწვეული მძიმე ემოციური ფონის გამო, მ----- მ-------–-–---–- მძიმე ავადმყოფი გახდა და ოჯახი შეყვანილია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მოვლენებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, რაც არაობიექტური შეფასებაა. 3.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად ჩაითვალა სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად, ვინაიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა ხელშეკრულების შედგენიდან 6 წლიან ვადაში. გარდა ამისა, მ----- მ-------–-–---–-- მოთხოვნის უფლება მძიმე ავადმყოფობის გამო, ცესიის ხელშეკრულებით გადასცა მის მეუღლეს-მ----- ახ--–------ს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მ----- ახ--–------ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ამ უფლების მიღების შემდეგ, რაც ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ----- ახვლდიანის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.7-2.12 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 411-412-ე, 128-130-ე, 145-ე, 153-ე, 286-ე მუხლები ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 1.1-ე, 5.1.-ე, 38.1.“ა“ პუნქტები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ რომ, წერილობითი მტკიცებულებები- 2010 წლის 02 დეკემბერს, სანოტარო წესით დამოწმებული თანხის მიღების თაობაზე ხელწერილები, ხელმოწერილი არ ყოფილა მ----- მ-------–-–---–-- მიერ. აპელანტმა ასევე მიიჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის თაობაზე იყო არასწორი. 4.4. ხელწერილების ნამდვილობასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა... საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე 4.5. ამავე კოდექსის 137.1 და 215.3-ე მუხლების თანახმად, მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 4.6. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. 4.7. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები მიგვითითებენ იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება, მათ შორის დოკუმენტის სიყალბეზე განაცხადის გაკეთება დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაადასტურებს საპატიო მიზეზს პირველი ინსტანციის სასამართლოში მათი წარმოუდგენლობის თაობაზე. 4.8. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ წერილობითი მტკიცებულებები-2010 წლის 02 დეკემბრის სანოტარო წესით დადასტურებული მ. მ-------–-–---–-- ხელწერილის ქსეროასლები, მოპასუხე მხარის მიერ, ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელთან ერთად იქნა წარდგენილი და სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევდა მხარე სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, თუმცა აპელანტს (მოსარჩელე) პირველი ინსტანციის სასმართლოში საქმის განხილვის არცერთ საპროცესო ეტაპზე არ მოუთხოვია ამ დოკუმენტების დედნის წარდგენა, სადავო არ გაუხდია დოკუმენტზე მ. მ-------–-–---–-- ხელმოწერის ნამდვილობა, მის სიყალბეზე განაცხადი არ გაუკეთებია და არც სააპელაციო საჩივარში მიუთითებია საპატიო მიზეზზე, თუ რატომ არ დააყენა იგივე შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაბამის სტადიაზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ 2010 წლის 02 დეკემბრის სანოტარო წესით დადასტურებული მ. მ-------–-–---–-- ხელწერილის ნამდვილობასთან დაკავშირებით აპელანტის მიერ მითითებული ახალი ფაქტები შეფასებული ვერ იქნება. 4.9. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 02 დეკემბრის სანოტარო წესით დადასტურებული, მ. მ-------–-–---–-- ხელწერილების ნამდვილობა დადასტურებულია, მათი შეფასების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი შეფასება, როგორც თანხის დაკისრების, ისე ზიანის ანაზღაურების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით დასაბუთებულია და ამ ნაწილში აპელანტის პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება. 4.10. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის გამოყენების თაობაზე, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სკ-ის 129.1-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა გამოიყენება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების მიმართ, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, ვინაიდან მოსარჩელეს მოთხოვნას შეადგენდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემა, ასევე ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლები, რომელიც სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამ წლიან ვადას ითვალისწინებს და მისი ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც მისი მოსაზრებით დაშვებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასებისას და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა ან დაუდგენლობა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება. შესაბამისად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც მ----- ახ--–------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 “ვ“ მუხლის შესაბამისად, არ არსებობს აპელანტი მ----- ახ--–------ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სააპელაციო წარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ----- ახ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე