განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #160100118002554672
საქმე №1ბ/1594-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ---------–---–-ს
მსჯავრდებულ: ა----------------ის
თარჯიმან: ა---------–--------ის
ადვოკატ: რ---–--------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ მსჯავრდებულ ა----------------ის, დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #1-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ---------------–----------–---- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ა----------------მა დ-------------------------–-----------------–--ში, ჯერ თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხოლო შემდეგ კი ქუჩაში, თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილების - ე-–-----------------ა და ო----------------ის თანდასწრებით, მეუღლეს - რ---------------ს, თითქოსდა ნათესავისათვის ნათქვამ სიტყვებზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, ჯერ ჭიქა ესროლა თავის არეში, შემდეგ კი მუშტებისა და ფეხის გამოყენებით სხეული სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე მიაყენა დაზიანებები, თმებით ათრია მიწაზე და ქვა ჩაარტყა შუბლისა და ფეხის არეში, რის გამოც რ---------------მ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
ა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგნდა 2 (ორი) წელი.
ა----------------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 13 ივლისიდან 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ა----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაენიშნოს უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელი.
აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ა----------------ს დაუნიშნა ჰუმანური სასჯელი, რომელმაც შესაძლოა ახალი დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგოს მას. ამავე დროს არ იქნა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ხერხი, იარაღი (ხელის და ფეხის გარდა მოძალადის მიერ გამოყენებული იქნა ქვა), მოტივი და მსჯავრდებულის პიროვნება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი ა----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ რ---------------ს, მოწმეების - ს-----–----–--–----------------------------------------–---------------------------------------- ე-–-----------------, ო----------------ის, მ-------------- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და თავად ა----------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა----------------ის მიერ საქართველოს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის, რომ არსებობს ა----------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. პალატა პროკურორის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ ა----------------ის პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ა----------------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ა----------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ა----------------ი დაზარალებულთან შერიგებულია და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მას მხოლოდ ერთხელ მოუვიდა ასეთი შეცდომა, რომელსაც ინანიებს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა----------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი ა----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი ა----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგნდეს 2(ორი) წელი.
ა----------------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 13 ივლისიდან 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ქვა და ჭიქის ნამსხვრევები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რ---------------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს რ---------------ს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი