განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210018002430131
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-913-2018 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - თ----- ხ--------ე
წარმომადგენელი - კ--------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ტ---------ი
წარმომადგენელი - ი------------ე
დავის საგანი - ალიმენტის შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ------ ტ---------ის სარჩელი თ----- ხ--------ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა. შემცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის საქმე №2/220-13წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ------ ტ---------ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 180 (ას ოთხმოცი) ლარით და მ------ ტ---------ს არასრულწლოვანი შვილის 2003-–-–-------ვნისს დაბადებული ან-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დროიდან, 2018 წლის 03 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე. დაუბრუნდა ი--------–--ეს მის მიერ 2018 წლის 30 იანვარს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადასახადო დავალება №0, სს ,,თიბისი ბანკი”, ბანკის დასახელება - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი - 300903150) გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 35 (ოცდათხუთმეთი) ლარი და 20 (ოცი) თეთრი. თ----- ხ--------ეს მ------ ტ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 64 (სამოცდაოთხი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ----- ხ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე - მ------ ტ---------ს არასრულწლოვანი შვილის 2003-–-–-------ვნისს დაბადებული - ან-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2013-–-–-------ვლისიდან მის სრულწლოვანებამდე. შეწყდა ქორწინება მოსარჩელე _ თ-----ი ხ--------ეს და მოპასუხე _ მ------ ტ---------ს შორის (ქორწინების რეგისტრაციის თარიღი 03 სექტემბერი 2004 წელი, აქტის ჩანაწერი # 0------). 2.2. ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის თანახმად, ა---- მ------ის ძე ტ--------- დაბადებულია 2016 წლის 15 სექტემბერს. მშობლები: მამა - მ------ ტ---------. დედა - ზა------ თო-----ს ასული ა-------ან. 2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 24 იანვრის A1--------------3 მიმართვაში მითითებულია: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 20 აგვისტოს გაცემული №2/220-13 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება №A1------0), სადაც კრედიტორია - თ----- ხ--------ე, ხოლო მოვალე - მ------ ტ---------. 2018 წლის იანვრის თვის მდგომარეობით №A1------0 სააღსრულებო საქმეზე ალიმენტის დავალიანება შეადგენს - 10934 ლარს. 2.4 . სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ოქტომბრის №4----- მიმართვაში მითითებულია: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიულ პირების რეესტრის მონაცემებით, მ------ ტ---------ი (პ/ნ 3----------- ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის. ასევე, არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. ასევე არ არის რეგისტრირებული მეწარმე ან/და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის, ასევე ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის’’ 15091 მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (რელიგიური გაერთიანება) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. 2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 17 ივნისის A1--------------1 მიმართვაში მითითებულია: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 20 აგვისტოს გაცემული №2/220-13 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება №A1------0). მოვალე დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, გადაგზავნილი იქნა წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კომერციულ ბანკებში, რის შემდგომ დადგინდა, რომ მოვალის მ------ ტ---------ის (3----------) სახელზე რაიმე სახის უძრავი ქონება არ ირიცხება, ასევე არ ირიცხება ავტოსატრანსპორტო საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი. დღეის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის მონაცემებით მოვალე მ------ ტ---------ი (3----------) დასაქმებული არ არის. 2.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №23---- მიმართვაში მითითებულია: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით მ------ ტ---------ის (პ/ნ 3----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. 2.7. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მაისის №2---------7 მიმართვაში მითითებულია: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ.ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 28.05.2018 წლის მდგომარეობით მოქ: მ------ ტ---------ის (პ/ნ 3----------) მიერ 2012 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება. ამასთან, მოქ: მ------ ტ---------ის (პ/ნ 3----------) მიხედვით 28.05.2018 წლის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. 2.11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიცვალა მოსარჩელე მ------ ტ---------ის ოჯახური მდგომარეობა, იგი დაქორწინებულია ზა------ თო-----ს ასული ა-------ანზე, მათ ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი - ა---- ტ---------ი. რაც შეეხება ალიმენტგადამხდელის მატერიალურ მდგომარეობის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ------ ტ---------ი არ არის დასაქმებული, მის სახელზე არ ირიცხება მოძრავი თუ უძრავი ქონება. 2.12. სასამართლომ დაადგინა, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 300 ლარი, აღარ იყო მოსარჩელის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შესატყვისი, სახეზე იყო სსკ-ის 1221-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ----- ხ--------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო გადაწყვეტილების 1.1.-ე ნაწილში მიუთითებს შემდეგს - ,,მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნაში მიუთითებს, რომ მ------ ტ---------ი არის უმეშავარი, მის სახელზე არ ირიცხება რაიმე სახის უძრავი ქონება. იგი დაოჯახდა და მას მეორე ქორწინებიდან ყავს შვილი.,, ასეთი ფაქტობრივი გარემოება მ------ ტ---------ის სასარჩელო განცხადებაში მითითებული არ გახლავთ, სარჩელი ძირითადა შეიცავს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონდარღვევით, ანუ მოსარჩელე რეალურად დაობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონიერებაზე, მოტრხოვნაში კი ითხოვდა ალიმენტის შემცირებას. სასამართლოს არ უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე და დაეფუძნებინა გადაწყვეტილება რაზეც სარჩელში მითითება არ გახლდათ და ამასთანავე ფაქტის არ მითითების გამო ბუნებრიავია არ გახლდათ შესაგებელი წარდგენილი მისი გაბათილების მიზნით. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1221-ე და 1222-ე მუხლები, რომელთა მიხედვით - მხარემ უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს ალიმენტის დაკისრების შემდეგ მისი მატერიალური ან/და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. მხოლოდ მას შემდეგ - ,,რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა – შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა“. ასეთი რამ (ანუ სხვა პირების გადასახდელი თანხის ოდენობა), არც მოსარჩელეს აქვს მითითებული და ვერც სასამართლოს მიერ იქნა დაგენილი. 3.3. მხარეს ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითებია ისეთი გარემოება, რომელიც შესაძლებელია მიჩნეული იქნეს ზემოხსენებულის დასადასტურებლად. ხსენებულიდან გამომდინარე არ არსებული გარემოების გასაბათილებლად აპელანტის მხრიდან არ ყოფილა შესაგებელი. 3.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუქნტის მიხედვით - სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. 3.5. დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც - „სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები“. 3.6. სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები მთლიანობაში ასახავდა უკვე დაკისრებული ალიმენტის და ამის თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, რომელიც მოსარჩელის აზრით ადასტურებდა გადაწყვეტილების მიღებისას არსებულ უკანონობას, თუმცა თავად გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ გახლდათ. 3.7. ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ მითითებული შემდეგი გარემოებები: 3.7.1. თავდაპირველი სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა ალიმენტის დაკისრება გამოტანილია 19.07.2013 წელს, ალიმენტი დაკისრებულია 2013-–-–-------ვლისიდან. ამ დღისათვის ვალუტის კურსი იყო 1 აშშ დოლარი 1,65 ლართან მიმართებაში, რის შემდეგაც ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე ეროვნულმა ვალუტამ განიცადა ინფლაცია, შესაბამისად გაძვირდა ყველაფერი, რაც საჭიროა ბავშვის აღზრდისა და განათლებისათვის. დღეის მდგომარეობით 1 აშშ დოლარი უტოლდება 2.4512 ლარს. ალიმენტის დაკისრების მომენტისათვის 300 ლარი შეადგენდა 181 აშშ დოლარს, ხოლო დღეის მდგომარეობით შეადგენს 122 აშშ დოლარს, ასევე თუ გავითვალისწინებთ ყოველწლიურ 12% ინფლაციას და სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ფასების სხვაობას ალიმენტის ოდენობა ბავშვისათვის ისედაც შემცირებულია სანახევროდ. 3.7.2. ან-------------ი დაბადებულია 02.06.2003 წელს, ალიმენტის დაკისრების დროისთვის იყო 10 წლის, ახლა კი არის 15 წლის და მისი მოთხოვნილებები ასაკთან ერთად გაიზარდა, რაზეც სამწუხაროდ მამა უკვე დიდი ხანია აღარ ზრუნავს. ან-------------ი გადის მოსამზადებელ კურსებს - მათემატიკაში, ინგლისურ ენაში, რაც ყოველთვიურად 200 ლარის ხარჯს იწვევს. ასე სჭირდება მგზავრობა, ტანსაცმელი, კვება საგანმანათლებლო ლიტარატურა და სხვადასხვა მოწყობილობები, ასევე ცხოვრებასთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო ხარჯები, რაც ყოველთვიურად შეადგენს 900-1000 ლარს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2003-–-–------ვნისს დაბადებული ან-------------ი მ------ ტ---------ისა (მოსარჩელე) და თ----- ხ--------ის (მოპასუხე, აპელანტი) შვილია. 4.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ან-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2013-–-–-------ვლისიდან მის სრულწლოვანებამდე. 4.2.1. ამავე გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. 4.3. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2016 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელეს შეეძინა შვილი, ა---- ტ---------ი. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. 4.5. პირველ ყოვლისა, პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ როგორც სარჩელში, ისე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, ძირითადად, დავის საგანთან კავშირში არ არის. 4.5.1. მოსარჩელე არ უარყოფს და, მეტიც, ადასტურებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მისი მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა. 4.5.2. მისი პრეტენზიები, არსებითად, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მართლზომიერებას ეხება. ეს გადაწყვეტილება კი კანონიერ ძალაშია შესული და სასამართლო მას ვეღარ შეამოწმებს. 4.5.3. ამის გამო, მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის შეცვლის გამო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლები არ არსებობს. 4.6. თუმცა, ამავდროულად, დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობა - მას შეეძინა შვილი. 4.6.1. უდავოა ისიც, რომ მოსარჩელე ალიმენტს მტკიცე თანხის სახით იხდის. 4.6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი ალიმენტვალდებული პირის ოჯახური მდგომარეობის შეცვლა ალიმენტის შემცირების დამოუკიდებელი საფუძველია. 4.7. ამის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე საფუძვლიანია. 4.8. ამის მიუხედავად, პალატას მიაჩნია, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაკისრებული ალიმენტის 180 ლარით შემცირების საფუძველი გახდებოდა, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა. 4.8.1. 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში ალიმენტვალდებული პირის შემოსავლების ოდენობა მითითებული არ არის. ამის შესაბამისად, გადაწყვეტილებიდან არ დგინდება, თუ მისი გამოტანის მომენტისათვის რა ქონებრივი მდგომარეობა ჰქონდა მოსარჩელეს და რა შეფარდებაში იყო გადასახდელი ალიმენტი მის შემოსავლებთან. 4.8.2. ამის შესაბამისად, ივარაუდება, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოსარჩელეს ალიმენტის სახით, სწორედ, 300 ლარის გადახდა შეეძლო. 4.8.3. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 17 ივნისის წერილის მიხედვით, მოსარჩელე დასაქმებული არ არის და მის სახელზე რაიმე სახის უძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალება ან ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხება. 4.8.4. ამ ვითარებაში, პალატას გონივრულად მიაჩნია, დაკისრებული ალიმენტის შემცირება 100 ლარით. 4.8.5. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დაახლ. 175 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ბავშვის მოთხოვნილებები კი საარსებო მინიმუმით მისი დაკმაყოფილებით, ცხადია, არ შემოიფარგლება. 4.8.6. როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: „დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-495-469-2015)“ – (იხ. აგრეთვე, სუსგ №ას-1524-2018, 12 ნოემბერი, 2018 წელი პ. 35). 4.8.7. პალატის აზრით, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი, 200 ლარი ზემოხსენებულ განჩინებაში მითითებული მიზნის მიღწევას მეტწილად უზრუნველყოფს. 4.9. ამის გამო, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ----- ხ--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შემცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის საქმე №2/220-13წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ------ ტ---------ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 180 ლარით და მ------ ტ---------ს არასრულწლოვანი შვილის 2003-–-–-------ვნისს დაბადებული ან-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დროიდან 2018 წლის 03 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე, ასევე თ----- ხ--------ეს მ------ ტ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 64 ლარისა და 80 თეთრის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი--------–--ეს დაუბრუნდა მის მიერ 2018 წლის 30 იანვარს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადასახადო დავალება №0, სს ,,თიბისი ბანკი”, ბანკის დასახელება - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი - 300903150) გადახდილი 100 ლარიდან 35 ლარი და 20 თეთრი უნდა დარჩეს უცვლელი. მ------ ტ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა შემცირდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ------ ტ---------ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 100 ლარით და მ------ ტ---------ს არასრულწლოვანი შვილის 2003-–-–-------ვნისს დაბადებული ან-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დროიდან 2018 წლის 03 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. მოსარჩელე ითხოვდა ალიმენტის 180 ლარით შემცირებას. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნის 100/180X100=55,5%. 6.2. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, თ----- ხ--------ეს მ------ ტ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 64,8X55,5%=35,94 ლარის ანაზღაურება. 6.3. თავის მხრივ, მ------ ტ---------ს თ----- ხ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 75X44,5%=33,37 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. თ----- ხ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შემცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის საქმე №2/220-13წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ------ ტ---------ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 180 ლარით და მ------ ტ---------ს არასრულწლოვანი შვილის 2003-–-–-------ვნისს დაბადებული ან-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დროიდან 2018 წლის 03 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე, ასევე თ----- ხ--------ეს მ------ ტ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 64 ლარისა და 80 თეთრის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი--------–--ეს დაუბრუნდა მის მიერ 2018 წლის 30 იანვარს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადასახადო დავალება №0, სს ,,თიბისი ბანკი”, ბანკის დასახელება - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი - 300903150) გადახდილი 100 ლარიდან 35 ლარი და 20 თეთრი დარჩეს უცვლელი;
4. მ------ ტ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. შემცირდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ------ ტ---------ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 100 ლარით და მ------ ტ---------ს არასრულწლოვანი შვილის 2003-–-–-------ვნისს დაბადებული ან-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დროიდან 2018 წლის 03 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე;
6. თ----- ხ--------ეს მ------ ტ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 35 ლარისა და 94 თეთრის გადახდა;
7. მ------ ტ---------ს თ----- ხ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 33 ლარისა და 37 თეთრის გადახდა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე