განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2019
საქმის ნომერი
330100116001613894
ინსტანცია
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001613894

საქმე №1ბ/1644-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ან--------ს

ადვოკატ - თა-----------–---–ის

მსჯავრდებულ - და---------------------ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

და---------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ.თ---–-----------------------------------–------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–---------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით და---------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2016 წლის 22 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ოქტომბრის - გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 110 (ას ათი) საათის ვადით.

და---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

და---------------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2016 წლის 22 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ. თ---–--–----------------------------- კორპუსის წინ არსებულ სასურსათო მაღაზიაში, და---------------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს მა-------------------ეს და მაღაზიიდან გამოსვლისას ესროლა არაჟნის პოლიეთილენის ქილა, რის შემდეგაც დაედევნა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით „ოპელ ვექტრა“ სახ. N V--------, გზა გადაუჭრა ამავე კორპუსის მე-6 სადარბაზოსთან და დაუწყო მას გინება უშვერი სიტყვებით, გადაუგრიხა ხელები, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში და ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც მა-------------------ე დაეცა ასფალტზე და რამდენჯერმე გადაგორდა, ხოლო და---------------------ემ თმებში ჩაავლო ხელი და ათრევდა მას. ცემის შედეგად მა-------------------ემ განიცადა ძლიერი ტკივილი, რის შემდეგაც მან მოახერხა ფეხზე წამოდგომა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ხოლო და---------------------ე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან--------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და და---------------------ისათვის უფრო მკაცრის სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული და---------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა. კერძოდ, დანაშაულებრივი ქმედება იყო ძალადობრივი ხასიათის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლომ და---------------------ის მიმართ გამოიყენა სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და სრულიად არ გაითვალისწინა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მიყენებული ზიანის მნიშვნელობა. პროკურორის მითითებით, სასამართლოს და---------------------ის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა ასეთი სასჯელი, ვინაიდან მას არ ჰქონდა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ის არ აღიარებდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის, უპირველესად, პრევენციული მიზნების მიღწევას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებული და---------------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - თა-----------–---–ი, დაეთანხმნენ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატის სხდომაზე დაეთანხმა მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატიც. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მა-------------------ისა და მოწმეების - ჯე---–---------–---–ის, ცი-----------ის, ლე-–----------ის, ნი----–-------------–---–ის, ნა------------–---–ის, იო------------–-–---–ის, იო-------–-–---–ის, მი----–-------–-–---–ის, თე--------------ის, ზა--------ის, გი---------------ას, გი-----------–-ის, ელ----------–--ის ჩვენებებით, დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ და---------------------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულ და---------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულს ჰყავს მეუღლე და ელოდება ბავშვს, შემთხვევიდან გასულია ორ წელზე მეტი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და---------------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს და---------------------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი და---------------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

და---------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2016 წლის 22 ოქტომბრიდან 2016 წლის 27 ოქტომბრის - გათვალისწინებით შემცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს 110 (ასათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ და---------------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. და---------------------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

და---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

−მა-------------------ის ტანსაცმელი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პაციენტის ბარათი, რომელიც ინახება ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

−ორი ცალი CD დისკი შემთხვევის ადგილის და საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათებით, რომელიც ინახება ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე