განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
330100118002560525
ინსტანცია
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002560525

საქმე №1ბ/1582-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: მა---------–--------------–---–-----–---–-ს

მსჯავრდებულის: კო----------------------ს

ადვოკატის: მზ---------–---–-ს

 

მონაწილეობით,თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორის მა---------–-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ კონ------------------–-----------------ს მიმართ, დაბადებული 19---–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N0-----------უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–---------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) .

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით, კო---------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3(სამი)წელი და 4(ოთხი)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 8(რვა)თვე, საქართველოს სსკ-ის 63- ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3(სამი)წელი და 4(ოთხი)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 8(რვა)თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კო-----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა , საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3(სამი)წელი და 4(ოთხი)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 8(რვა)თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი.

კო-----------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 18:45 საათზე, კო---------------------ე თბილისში, გ-–--------------–----------–------- კორპუსში მდებარე მაღაზია „-----------–--- თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს, რომელსაც პოსტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვა ფულადი თანხა, თუმცა ფულს ვერ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2018 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 23:50 საათზე, კო---------------------ე თბილისში, გ-–----–-----------------–---–--------------ში მდებარე მაღაზია „ლ------–--, თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს, რომელსაც პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა ფულადი თანხა 200(ორასი)ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მ----------–------- რომელმაც მოითხოვა, პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კო----------------------ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: პა---------–----------------------------–----------------–-----–--–-----------------------------–---–-------------–--------------------------–--------------------------–-----------------–-----–---- ბრალდებულ კო----------------------ს გამოკითხვის ოქმებით; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; ამოღებული ნივთმტკიცებებით; პირის ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კო---------------------ე წარსულში ნასამართლევი არ არის, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომელთა ერთადერთი მარჩენალიც თვითონ არის. აღნიშნული გარემოებები სრულად იძლევა იმის საშუალ;ებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნას მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალირი ვადა, ხოლო, რაც შეეხება საქართელოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენებას, რასაც ასევე არ დაეთანხმა ბრალდების მხარე, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეული არ ყოფილა ამ ნორმის კანონით დადგენილი პირობების გამოყენების წესი და შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველიც არ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, კო---------------------ეს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის მა---------–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. კო---------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3(სამი)წელი და 4(ოთხი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 8(რვა)თვე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3(სამი)წელი და 4(ოთხი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 8(რვა)თვე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კო-----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3(სამი)წელი და 4(ოთხი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 8(რვა)თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.

4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ კო----------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

5.მსჯავრდებულ კო---------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 ივნისიდან.

6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ კო---------------------ეს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7.საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: პლასტმასის (ხურდის ჩასაყრელი) საგანი და ხურდა ფულის პლასტმასის თეფში;

-კო----------------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მაჯის საათი,-ასევე კო----------------------ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული: მაისური, კეპი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: სუნის კვალის ორი ნიმუში, სუნის კვლის ნიმუში, ხელის კვლები და ანაწმენდი;

-კო-----------------------ს სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ასევე კო----------------------ს დაქტილობარათი და მისი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

-საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათები, შემთხვევის ადგილის სურათები და ყაჩაღობის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი სამ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი