განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
200100118002392543
ინსტანცია
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200100118002392543

საქმე №1ბ/1339-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ოთარ ჯუგაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: თ---------------–---–ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ--–--------------–--------–---–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------–----------------------------------------–------–--------------–--- მიმდებარე ტერიტორია.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 მარტი).

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა და ითხოვა თ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მარტის თვის დასაწყისის ეპიზოდი), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

 

მსჯავრდებული თ---------------–---–ი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

2018 წლის მარტის თვის დასაწყისში, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------ში მდებარე პ------------–-----–---–---–-- „--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თ---------------–---–მა ძალადობის გამოყენებით, ხელებით თავისა და ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ-------------ეს, რის შედეგად მ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 18 მარტს, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------ში მდებარე პ------------–-----–---–---–-- „--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თ---------------–---–მა ძალადობის გამოყენებით, ხელებით თავისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ-------------ეს, რის შედეგად მ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის 19 აგვისტოდან, 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------ში მდებარე პ------------–-----–---–---–-- „--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თ---------------–---–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ-------------ეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მ-------------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2018 წლის 18 მარტს, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------ში მდებარე პ------------–-----–---–---–-- „--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თ---------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწილებაში მყოფ პირს - მ-------------ეს, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 18 მარტს თ---------------–---–მა, ქ.თელავში, ქ--------–-------------------------ში მდებარე პ------------–-----–---–---–-- „--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით, ხელებით, თავისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან მცხოვრებ პირს - მ-------------ეს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. შედეგად, მ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დანარჩენ ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით) ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა თ---------------–---–ის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თ---------------–---–მა პირველი იმსტანციის სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან შეიფარა მ-------------ე, სანამ მ--- საცხოვრებელს ნახავდა. მ-------------ე არის შვილმკვდარი დედა, რომელმაც თავის მოკვლა სცადა, ამიტომ შეეცოდა და შეიფარა ის. მ-------------ე მასთან ცხოვრების პერიოდში ხალხს ეუბნებოდა, რომ თ---------------–---–ის მეუღლე იყო და ამით აშინებდა იმ ადამიანებს ვინც მას ემუქრებოდა. მ--- ბოლო დროს იყო ნერვიული, დაჭერით ემუქრებოდა ვიღაცეებს და რამდენჯერმე დაურეკა იმ პოლიციელს ვისაც ენდობოდა. მისივე განმარტებით, მას და მ-------------ეს არ ჰქონდათ საერთო მეურნეობა. მ--- არ მუშაობდა. სახლში საჭმელი თვითონ მიჰქონდა. მ---მ ალბათ პური მიიტანა რამდენჯერმე. მ---ზე იცის მხოლოდ ის, რომ თავისი ოჯახი არ იღებდა და ვიღაც პიროვნებები ემუქრებოდნენ და მ--- ამ პიროვნებებს ეუბნებოდა, რომ მისი მეუღლე იყო. ხოლო თვითონ მ--- თავის ახლობლებს „წყლის მიმწოდებლად“ გააცნო, არ თვლიდა თავის მეუღლედ. ერთხელ როდესაც მას დაურეკა ერთმა ქალბატონმა, მ-------------ე გახდა აგრესიული და დანა მოუქნია მას, მან არიდების დროს შეიძლება დააზიანა მ---. მ--- სახლიდან წავიდა და უთხრა, რომ მეგობართან მიდიოდა. არც უფიქრია, რომ პოლიციას მიმართავდა. პირველ ინსტანციაში საბოლოო და დასკვნით სიტყვებში თ---------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 18 მარტს მან ერთხელ ხელი კრა მ-------------ეს.

 

დაზარალებულ მ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 აგვისტოდან იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ---------------–---–თან. 2017 წლის 19 აგვიტოდან 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით, თ---------------–---–ი მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. თავიდან სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და შემდეგ ხელითაც შეეხო. თ---------------–---–ი აგინებდა მას, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. იგი სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ტანჯვას განიცდიდა, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფის დროს ტკივილს. თ---------------–---–ი ემუქრებოდა კიდეც, რომ სისხლიან ტუჩებს აილოკავდა. მას ეშინოდა, ვინაიდან, მოკვლით ემუქრებოდა, რომ ტუალეტში ჩააგდებდა. მანამდეც ემუქრებოდა, მაგრამ ითმენდა. როდესაც მოკვლით ემუქრებოდა, თ---------------–---–ს ხელში არაფერი ჭერია, მას ეშინოდა. 2018 წლის 18 მარტს მან რეალურად აღიქვამდა მუქარა, ვინაიდან, წარსულში როცა ცემდა, მაშინაც დაემუქრა და დარწმუნებული იყო ყველაფერზე წავიდოდა. თ---------------–---–მა იგი 2018 წლის 18 მარტს ცემა. ასევე ცემა 10 დღით ადრეც, ურტყამდა ხელს. ჩხუბის მიზეზი მისი უმუშევრობა იყო. თ---------------–---–ი ეუბნებოდა, რომ ემუშავა, მაგრამ იგი ვერ ნახულობდა სამსახურს. 2018 წლის 18 მარტს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მუშტი დაარტყა თავში და ბეჭებში. იგი წაიქცა და ხელი იტკინა. დაცემის შემდეგ, თ---------------–---–მა მისი ცემა აღარ გააგრძელა, იგი ადგა და გაიქცა, ძალიან შეშინებული იყო. მან დაურეკა პოლიციელ კ---–-–---–ს. იმ დღეს პოლიცია მივიდა და თ---------------–---–ი დააკავეს. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. იგი არ დასწრებია დათვალიერებას, მაგრამ რაღაც საბუთებზე მოაწერა ხელი. მან ითხოვა თ---------------–---–ის მკაცრად დასჯა.

 

მოწმის ნ-----–------------–---–ის ჩვენებითა და ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თელავის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მ-------------ე, რომელმაც მიუთითა თ---------------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. ამ ჩვენების საფუძველზე, მან გამომძიებელ ნ------–-–---–თან ერთად ბრალდებულის სახით დააკავა თ---------------–---–ი და შეადგინა ბრალდებულის დაკავების ოქმი.

 

მოწმის ლ------------–-–---–ის ჩვენებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თელავის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თელავში, ქ--------–-------------------------ში მდებარე პ------------–-----–---–---–-- „--------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში. ეს ადგილი დაათვალიერა ექსპერტის ზ---------–--------–---–ის და მფლობელის მ-------------ის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილზე საწოლი იყო არეული. მან შეადგინა დათვალიერების ოქმი და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.

 

მოწმის ზ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თელავის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მას 2018 წლის 18 მარტს ღამის საათებში დაუკავშირდა მოქალაქე მ-------------ე, რომელმაც ტირილით უთხრა, რომ მეუღლემ თ---------------–---–მა ცემა და შველა თხოვა. იგი ამ დროს სხვა საქმეზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და უთხრა მ-------------ეს, რომ პოლიციაში მისულიყო. თვითონაც დარეკა სამორიგეოში ამის თაობაზე. მას აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე განმარტებით, იგი იცნობდა მ-------------ეს და მ---ს ჰქონდა მისი ტელეფონის ნომერი.

 

მოწმის თ-------------–-–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერიზის განყოფილების ექიმ ექსპერტის თანამდებობაზე. მან 2018 წლის 19 მარტს მოქალაქე მ-------------ეს ჩაუტარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - პირადი გასინჯვის მონაცემებისა და შპს „თელავის რეფერალური საავადმყოფოს“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის 0---- მიხედვით, მოქალაქე მ-------------ეს აღენიშნებოდა ზედაპირული ჭრილობა და ნაჭდევი მარჯვენა მტევნის არეში, ასევე სისხლჩაქცევები მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის არეში, ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. იგი ეთანხმება მის მიერ გაცემულ და საქმეში წარმოდგენილ დასკვნას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, თ---------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მარტის თვის დასაწყისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ---------------–---–ის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულ მ-------------ის ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და თვით თ---------------–---–ის ჩვენება, ადასტურებენ ბრალდების მხოლოდ ერთ, 2018 წლის 18 მარტის ეპიზოდს - მსჯავრდებულ თ---------------–---–ის მიერ დაზარალებულ მ-------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, დანაშაულს გათვალისწინებულს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც დაცვის მხარეს სადაოდ არც გაუხდია.

ბრალდების მხარემ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მარტის თვის დასაწყისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებების დამადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ მ-------------ის ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობაშია თ---------------–---–ის ჩვენებასთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ---------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ---------------–---–ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, თ---------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ---------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის მარტის თვის ეპიზოდი);

 

თ---------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი);

 

თ---------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

თ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 18 მარტის პიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით.

 

თ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 მარტიდან. (დღეის მდგომარეობით სასჯელი მოხდილი აქვს).

 

თ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/