განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 19021001600151-697
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/3146-18 27 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სს „თ-----------“
წარმომადგენელი - თ--------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – დ-------–----–---–-, გ---------–----–---–-, ქ---------–----–---–-
წარმომადგენელი - მ--–-------–------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაცია
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს „თ-----------ს“ (წარმომადგენელი თ--------------–---–-) სარჩელი მოპასუხეების დ-------–----–---–-ს, გ---------–----–---–-ს და ქ---------–----–---–-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 27 ივნისს სს „თ------------“ და შპს „კ------“ შორის დაიდო №0--------------- საკრედიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ
2.2. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0--------------- ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის 2014 წლის 18 დეკემბერს, გაფორმდა №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც. კრედიტის თანხა განისაზღვრა 264000 აშშ დოლარით, წლიური განაკვეთი 9.6%, სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება
2.3. №0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები 2014 წლის 27 ივნისს სს „თ------------“ და ი/მ გ---------–----–---–-, დ-------–----–---–- და ქ---------–----–---–- შორის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თავდებობის ხელშეკრულებები
2.4. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0--------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულება: 2014 წლის 27 ივნისს, სს ,,თ-------------’’ და გ----------–----–---–- შორის, გაფორმდა №1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, ქ-------------------------–--------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------, ამჟამინდელი საკადასტრო კოდია: 0------------------; 2014 წლის 27 ივნისს, სს ,,თ------------’’ და გ---------–----–---–- შორის, გაფორმდა №1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ-----------------------------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:0------------------
2014 წლის 27 ივნისს დაიდო №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----------------------------------–----------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------.
2014 წლის 27 ივნისს დაიდო №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი ქ--------------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0-------------------
2014 წლის 27 ივნისს დაიდო №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ---------------------------------------------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------.
2014 წლის 27 ივნისს დაიდო №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ--------------------------------------–------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:
0-------------------
2014 წლის 27 ივნისს დაიდო №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ს------–-----–------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 8-----------.
2014 წლის 27 ივნისს დაიდო №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ს------–-----–------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8-----------.
2014 წლის 27 ივნისს დაიდო №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ს------–-----–------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 8-----------.
2014 წლის 27 ივნისს დაიდო №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ---------------------- , ს--------–-------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:
0------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-იპოთეკის ხელშეკრულებები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან
2.5. 2016 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით შპს ,,კ-------’’ (ს/ნ 4--------) დავალიანება სს „თ-----------ს“ წინაშე, №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს: 311,505.15 (სამას თერთმეტი ათას ხუთას ხუთი და 15) აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა 231,206.50 (ორას ოცდათერთმეტი ათას ორას ექვსი და 50) აშშ დოლარი, დასაფარი პროცენტი 26,025.48 (ოცდაექვსი ათას ოცდახუთი და 48) აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 54,273.17 (ორმოცდათოთხმეტი ათას ორას სამოცდაცამეტი და 17 ) აშშ დოლარი; შპს „კ-------“ ვალდებულების არსებობა სს „თ-----------ს“ წინაშე დასტურდება ცნობით დავალიანების შესახებ, სადაც დაფიქსირებულია დავალიანების ოდენობა. აღნიშნული დავალიანების შესახებ წარმოდგენილია ცნობა, გაცემული სს „თ-----------ს“ მიერ, რომელიც გამომდინარეობს საბანკო პროგრამიდან, სადაც მოცემულია მიმდინარე, შეწყვეტილი, ბალანსიდან მოხსნილი და ჩამოწერილი სესხები და ვადაგადაცილების შემთხვევაში ზუსტად აღირიცხება ვადაგადაცილებულ სესხზე სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, ასევე ინვოისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გადახდების ისტორია, ცნობა დავალიანების შესახებ
2.6. მსესხებლის მიერ სისტემატიურად ირღვეოდა გადახდის გრაფიკი. იგი ან საერთოდ არ იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახადს, ან იხდიდა ნაწილობრივ. ასე რომ ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, ანუ მის მიერ არ განხორციელდა ხელშეკრულებს დანართით (გადახდის გრაფიკი) გათვალისიწინებული წესით თანხების შემოტანა. ამასთან, როგორც მოვალე შპს ,,კ------’’, ასევე მოპასუხეები- სოლიდალური მოვალეები, არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, თუმცა ისინი დღემდე შეუსრულებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გაფრთხილების წერილები, საფოსტო გზავნილის ქვითრები
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 17 აგვისტოს მიღებულ იქნა განჩინება (საქმე 2/23064-16) გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, სადაც განმცხადებელს შპს ,,კ------’’ (4--------) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადებაზე წარმოებაში მიღებაზე. სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით. ამავე სასამართლოს მიერ 2016 წლის 15 ოქტომბერს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც მოვალის შპს ,,კ-------’’ რეგისტრაცია გაუქმდა. ამ განჩინების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა №1--------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სს "თ-----------"-ს განცხადება შპს კ------- მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დარჩა განუხილველი, იმ მოტივაციით, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება, საქ. საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს "კ-------" კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. განჩინებაში ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 1- ოქტომბერს, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს "თ-----" ბ----ს წარმომადგენელმა და ითხოვა შპს "კ-------" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი როგორც, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს და 25 ოქტომბრის განჩინებები.
- №1--------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.8. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, შპს „კ------“ (ს/კ-4--------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 2016 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ''კ-------'' წარმომადგენელმა ქ---------–----–---–-- და მოითხოვა შპს „კ-------“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადების განმარტებით შპს „კ------“წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს. 2016 წლის 1- აგვისტოს მდგომარეობით კრედიტორთა ჯამური მოთხოვნა შპს „კ-------“ მიმართ აღემატება 702 971 ლარს. შპს ''კ------'' შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, მისი აქტივები ფაქტიურად ნულის ტოლია და საზოგადოების ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ გააჩნია. შპს „კ-------“ უზრუნველყოფილი კრედიტორი არის სსიპ შემოსავლების სამსახური, 2016 წლის 1- აგვისტოს მდგომარეობით კრედიტორული დავალიანებაა 44 762,44 ლარი. მოვალე საწარმოს სხვა კრედიტორია სს „თ-----------“, 29.07.2016წ. მდგომარეობით კრედიტორული დავალიანებაა 658 208,75 ლარი. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელმა ითხოვდა შპს ''კ-------'' (ს/კ - 4--------) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ''გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ''კ------'' (ს/კ - 4--------) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს „კ-------“ (ს/კ - 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურსაც განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 22 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „კ-------“ (ს/კ - 4--------) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, არსებობდა საფუძველი შპს „კ-------“ (ს/კ - 4--------) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმებისა.
2016 წლის 25 ოქტომბერის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სს „თ-----------ს“ წარმომადგენლის განცხადება, შპს „კ-------“ 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დარჩეს განუხილველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, შპს „კ-------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) წარმომადგენელს ლ------–----–---–- უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „კ-------“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
2016 წლის 1- ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს ''თ-----------ს'' წარმომადგენელმა და ითხოვა შპს
''კ-------'' (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების თაობაზე სს „თ-----------ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბერს.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და „თ-----------ს“ განცხადება დატოვა განუხილველი, რადგან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „კ-------“ (ს/კ - 4--------) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
2016 წლის 1- ოქტომბერს, კანონით დადგენილი ერთვიანი ვადის დარღვევით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს „თ-----------ს“ წარმომადგენელმა და ითხოვა შპს ''კ-------'' (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სასამართლომ სს „თ-----------ს“ განცხადება, შპს „კ-------“ (ს/№ 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დატოვა განუხილველი, როგორც კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით წარმოდგენილი.
2016 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კერძო საჩივრით მომართა სს „თ-----------ს“ წარმომადგენელმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინებების გაუქმება და კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი შეჩერება.
2016 წლის 02 ნოემბერის განჩინებით, სს „თ-----------ს“ წარმომადგენლის კერძო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებისა და კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით შპს „კ-------“ წარმომადგენელს ლ------–----–---–- უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და განმარტა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს და შპს „კ-------“ წარმომადგენელს. მითითებულ განჩინებაში განმარტებულ იქნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. მიგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს: განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას და ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 აგვისტოს. ამდენად, სასამართლომ დაიცვა კრედიტორის ინფორმირების კანონით დადგენილი წესი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „კ-------“ (ს/კ - 4--------) კრედიტორებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. სს „თ----- ბ-----“ ერთთვიანი ვადის გასვლის შემდგომ, 2016 წლის 1- ოქტომბერს შეიტანა განცხადება სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე კანონიერად გამოაცხადა მოვალე გაკოტრებულად და გააუქმა მისი რეგისტრაცია. პალატამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის არასწორად იქნა განმარტებული სასამართლოს მიერ და განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის ათვლა ბ----სთვის უნდა დაიწყოს განჩინების ჩაბარებიდან და არა მისი გამოქვეყნებიდან. ასევე არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას კრედიტორთა ორ ჯგუფად დაყოფის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლი და არც თავად ეს კანონი არ შეიცავს მოვალის კრედიტორთა კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ორ ჯგუფად დიფერენცირების დანაწესს. ნორმა ცალსახად მიუთითებს, რომ ზოგადად მოვალის კრედიტორმა (როგორც მოვალის განცხადებაში მითითებულმა, ასევე სასამართლოსათვის უცნობმა კრედიტორმა) 1 თვის ვადაში იმავე მოვალის მიმართ უნდა შეიტანოს სასამართლოში განცხადება საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ამდენად, ნორმა მკაფიოდ განსაზღვრავს 1 თვეს და ამ ვადის დენა იწყება განჩინების გამოქვეყნების დღიდან. აღნიშნული ნორმა და კანონი არ ადგენს სასამართლოს ვალდებულებას განჩინების კრედიტორებისათვის გაგზავნის თაობაზე. კრედიტორის ინფორმირებისათვის დადგენილია განჩინების გამოქვეყნების წესი განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა. პალატა ასევე არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს მისთვის ცნობილი სასამართლო პრაქტიკის შესახებ, რომლის შესაბამისადაც გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის განჩინებას გამოქვეყნებასთან ერთად სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის მისთვის ცნობილ კრედიტორებს. კერძო საჩივრის ავტორი ზოგადად მიუთითებს მსგავს პრაქტიკაზე და რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება არსებული პრაქტიკის თაობაზე მის მიერ არც მითითებულია და არც წარმოდგენილია საქმეში. მხოლოდ ზეპირი განმარტებები კი ვერ გახდებოდა გასაჩივრებული განჩინების ამ საფუძვლით გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან არ არსებობდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად არ არსებობდა შპს „კ-------“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განჩინების გაუქმების და შპს „კ-------“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შეჩერების საფუძველი. ამდენად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებები იყო კანონიერი და არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლი შეიცავს დათქმას, რომლის თანახმადაც, ვალდებულება წყდება იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. იურიდიული პირის ვალდებულება კი წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.
2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით შპს „კ-------“ წარმომადგენელს ლ------–----–---–- უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და განმარტა, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. მითითებულ განჩინებაში განმარტებულ იქნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, შპს ,,კ------“-ს მიმართ რეგისტრაცია გაუქმებულია, ხოლო დავალიანება არ არის დაფარული. რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის ვალდებულება შეწყვეტილია.
დადგენილია, რომ თბილსის საქალაქო სასამართლოს 25.10.2015წ.-ის განჩინებით შპს ,,კ-------“ წარმომადგენელს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტაციის გაუქმების გზით, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთ თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამასთან განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებული იყო თავისი მოთხოვნით ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეეძლო სასამართლოში კანონი დადგენილი წესით შეეტანა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდებოდა განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
დადგენილია, რომ სს ,,თ----- ბ----“ ერთი თვის ვადაში არ შეუტანია განცხადება სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ''კ-------'' (ს/კ - 4--------) კრედიტორებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. სს „თ----- ბ-----“ ერთთვიანი ვადის გასვლის შემდგომ, 2016 წლის 1- ოქტომბერს შეიტანა განცხადება სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისის ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „კ------”-ს ვალდებულება სს „თ-----------ს“ მიმართ შეწყდა 2015 წლის 25 ოქტომბრიდან ანუ, შპს „კ-------”-ის ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. ამრიგად, შპს ,,კ------“ - ანუ განსახილველ შემთხვევაში ძირითადი მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდა, შესაბამისად აღარ არსებობს არც დავის საგანი და არც მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ, ამრიგად აღარ არსებობს ვალდებულება თავდებების მიმართ.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, შპს „კ-------“ რეგისტრაციის გაუქმების პროცესის დასრულებამდე სს „თ----- ბ----“ სარჩელით უკვე მიმართული ჰქონდა შპს-სა და თავდებების მიმართ დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული საგნების რეალიზაციის მოთხოვნით.
სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად დაადგინა, რომ ვინაიდან, მოხდა იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება და მისი ვალდებულების შეწყვეტა ამ საფუძვლით გაუქმდა თავდებობა, როგორც აქცესორული უფლება.
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლი. სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონი. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მული, რომლის მიხედვით, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი, ძირითადი ვალდებულების არსებობა. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა რა, რომ შპს-ს რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენს იურიდიული პირის ვალდებულების შეწყვერტის საფუძველს, მიიჩნია, რომ აღარ არსებობს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდებთა ვალდებულება ბ----ს წინაშე.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექის 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თვით მოვალემ მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით და მოითხოვა გაკოტრება. შესაბამისად, ამ ფაქტის არსებობის გამო, თავდებებს ავტომატურ რეჟიმში წარმოეშვათ ვალდებულება ბ----ს წინაშე დავალიანების დაფარვაზე. აქედან გამომდინარე, თავდებები როგორც სოლიდარული მოვალეები ვალდებული არიან აანაზღაურონ ბ----ს შინაშე არსებული დავალიანება. აპელანტმა ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 465-ე 474-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემტხვევაში, მსესხებლის ვალაუვალობა დადასტურებულია, რის გამოც განხორციელდა მისი გაკოტრებულად გამოცხადება და რეგისტრაციიის გაუქმება, ამდენად მსესხებლის ვალაუვალობის გამო, სოლიდარული მოვალეები ვალდებული არიან აანაზღაურონ დავალიანება.
3.3. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდებობა ზოგადად აქცესორული ბუნებისაა, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა და შესაბამისი შეფასება მიეცა იმ ფაქტობრივი გარემოებისათვის, რომ მოცემულ ვითარებაში საქმე ეხება სოლიდარული თავდებობიდან გამომდინარე, ვალდებულებებს. მაშინ როდესაც თავდებობა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას და დამოკიდებულია ძირითადი მოვალის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტზე სოლიდარული თავდებობა წარმოადგენს ამ წესიდან გამონაკლისს. კერძოდ, სოლიდარული თავდებობისას ძირითადი მოვალის გადახდისუუნარობა, რომლის შედეგი მოცემულ შემთხვევაში გახდა შპს-ს რეგისტრაციის გაუქმება, თავად წარმოადგენს ისეთ ფაქტს, რომელიც თავდების მიმართ მოთხოვნის წაყენების კანონიერი საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. მოსარჩელე სს „თ------------“ და შპს „კ------“ შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული იყო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0--------------- ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში 2014 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის №2-------------- ხელშეკრულება - კრედიტის თანხა განისაზღვრა 264000 აშშ დოლარით, წლიური საპროცენტიო განაკვეთი 9.6%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2% (იხ. ტ.1, ს.ფ. 24-38);
4.1.2. სს „თ------------“ და შპს „კ------“ შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0--------------- ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 27 ივნისს სს „თ------------“ და ი/მ გ---------–----–---–-, დ-------–----–---–- და ქ---------–----–---–- შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები (იხ. ტ.1, ს.ფ. 39-50);
4.1.3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 27 ივნისს ასევე გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულებები:
- სს ,,თ------------“ და გ---------–----–---–- შორის, გაფორმდა №1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, ქ-------------------------–----------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------, ამჟამინდელი საკადასტრო კოდია: 0------------------).
- სს ,,თ------------“ და გ---------–----–---–- შორის გაფორმდა №1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ-----------------------------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------
- სს ,,თ------------“ და გ---------–----–---–- შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----------------------------------–----------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------.
- სს „თ------------“ და გ---------–----–---–- შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი ქ--------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------
- სს „თ------------“ და გ---------–----–---–- შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ---------------------------------------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------.
- სს „თ------------“ და გ---------–----–---–- შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ--------------------------------–----------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-------------------
- სს „თ------------“ და გ---------–----–---–- შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ს------–-----–------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8-----------.
- სს „თ------------“ და გ---------–----–---–- შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ს------–-----–------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8-----------.
- სს „თ------------“ და გ---------–----–---–- შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ს------–-----–------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8-----------.
- სს „თ------------“ და გ---------–----–---–- შორის გაფორმდა №1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ------------------------------------–---------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 51-142)
4.1.4. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. საქმის მასალებში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობით დასტურდება, რომ 2016 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით შპს ,,კ-------’’ (ს/ნ 4--------) დავალიანება სს „თ-----------ს“ წინაშე, №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს: 311,505.15 (სამას თერთმეტი ათას ხუთას ხუთი და 15) აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა 231,206.50 (ორას ოცდათერთმეტი ათას ორას ექვსი და 50) აშშ დოლარი, დასაფარი პროცენტი 26,025.48 (ოცდაექვსი ათას ოცდახუთი და 48) აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 54,273.17 (ორმოცდათოთხმეტი ათას ორას სამოცდაცამეტი და 17) აშშ დოლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 143).
დადგენილია, რომ დავალიანების მოცულობა მოპასუხეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა.
4.1.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეები - სოლიდარული მოვალეები გაფრთხილებული იყვნენ, თუ არ დაფარავდენენ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სა მოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ბ---- შეწყვეტდა საკრედიტო ურთიერთობას და გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიეებებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 147-149)
4.1.6. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით შპს „კ------“ (4--------) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადებაის წარმოებაში მიღებაზე (საქმე 2/23064-16).
ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 ოქტომბერის განჩინებით, გაუქმდა მოვალის შპს ,,კ-------’’ რეგისტრაცია, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა №1--------- გადაწყვეტილება შპს-ს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სს „თ-----------ს“ განცხადება შპს „კ-------“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დარჩა განუხილველი.
4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „კ-------“ვალდებულება სს „თ-----------ს“ მიმართ შეწყდა შპს-ს ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა, შესაბამისად აღარც თავდებების ვალდებულება არსებობს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებში წარმოდგენილი 2014 წლის 27 ივნისის თავდებობის განცხადებებით, ი/მ გ---------–----–---–--, დ-------–----–---–-- და ქ---------–----–---–-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
2014 წლის 27 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულების საგანია თავდების ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარულად და სრულად იყოს პასუხისმგებელი ბ------- გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე ბ----ს მიმართ.
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ 2014 წლის 27 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებით, მოპასუხეებმა ი/მ გ---------–----–---–--, დ-------–----–---–-- და ქ---------–----–---–-- სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა ბ----ს წინაშე შპს „კ-------“ ვალდებულებებისათვის.
4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით, ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
იმისათვის, რომ მხარეთა შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით დადგინდეს სოლიდარული თავდებობა, მხარეებმა სოლიდარული თავდებობის შესახებ პირდაპირ უნდა მიუთითონ ხელშეკრულებაში.
სოლიდარული ვალდებულებისათვის დამახასიათებელი მთავარი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს საკუთარი შეხედულებისამებრ თავისუფლად შეუძლია ამოირჩიოს ერთი ან რამდენიმე მოვალე და მას მოსთხოვოს ვალდებულების მთლიანი, ანდა ნაწილობრივი შესრულება (465). აღნიშნული პრინციპი სწორედ 463-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომელიც თავის ნორმატიულ განმტკიცებას და ხაზგასმას სწორედ 465-ემუხლში პოულობს. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე, თითოეული სოლიდარული მოვალე მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე რჩება პასუხისმგებელი კრედიტორის წინაშე(465).
კრედიტორს თავისუფლად შეუძლია სარჩელი წარადგინოს ერთი ან რამდენიმე სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ და შესრულება მოითხოვოს. კრედიტორს შეუძლია თითოეული სოლიდარული მოვალის მიმართ ცალ-ცალკე სარჩელი, ანდა ერთობლივი სარჩელი წარადგინოს რამდენიმე მოვალის მიმართ. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის სარჩელის წარდგენა არ ართმევს მას უფლებას წარადგინოს სარჩელიასევე სხვა სოლიდარული მოვალის მიმართ და შესრულება მოითხოვოს (469). თუ იგი რამდენიმე სოლიდარული კრედიტორის წინააღმდეგ წარადგენს სარჩელს, მაშინ ისინი სსკ 86-ემუხლის თანახმად საპროცესო თანამონაწილეებად გვევლინებიან და ყველა იმ უფლებით სარგებლობენ, რაცსაპროცესო თანამონაწილეებს გააჩნიათ (87).(იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი ).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „თ------------“ და შპს „კ------“ შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0--------------- ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 27 ივნისს სს „თ------------“ და ი/მ გ---------–----–---–-, დ-------–----–---–- და ქ---------–----–---–- შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. შესაბამისად, მოპასუხეები გ---------–----–---–-, დ-------–----–---–- და ქ---------–----–---–- წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, რომლებიც პასუხს აგებენ შპს „კ------“ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან, ვინაიდან სს „თ-----------ს“ წინაშე შპს „კ-------“ ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
უდავო გარემოებას წარმოადგენს ფაქტი მასზედ, რომ სს „თ----- ბ----“ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნა შპს „კ------“ მიმართ, რომლის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ უზრუნველყოფილია მოპასუხეთა სოლიდარული თავდებობებით, ასევე მოპასუხე გ---------–----–---–-ს უძრავი ქონებებით, რომელზეც მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებულია იპოთეკა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
დადგენილია, რომ 2014 წლის 27 ივნისს სს ,,თ------------“ და შპს „კ------“ შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფის მიზნით სს ,,თ------------“ და გ---------–----–---–- შორის, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის 1.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი რომელიმე ვალდებულების ჯეროვნად და დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება ექნება, სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ამ ხელშეკრულების შესაბამისად იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან საკუთრებაში გადაცემით (მიღებით).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოლიდარული ვალდებულებიდან გამომდინარე, სს „თ-----------ს“ სარჩელი მოპასუხეებისათვის დავალიანების გადახდევინების და იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სს „თ-----------ს“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
სს „თ-----------ს“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5 000 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 159), ხოლო სააპელაციო საჩივარზე 7 000 ლარი (იხ. ტ.2.)
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული ინქა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შესაბამისად, მოპასუხეებს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება ჯამში 1- 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ-----------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „თ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
3.1. დ-------–----–---–-, გ---------–----–---–- და ქ---------–----–---–- სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 311,505.15 (სამას თერთმეტი ათას ხუთას ხუთი და 15 ) აშშ დოლარის გადახდევინება სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ.
3.2. სოლიდალურად დაეკისროთ გ---------–----–---–-, დ-------–----–---–-ა და ქ---------–----–---–- 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითად თანხაზე 231,206.50 (ორას ოცდათერთმეტი ათას ორას ექვსი და 50) აშშ დოლარზე წლიური 9.6 % გადახდევინება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1,825 (ერთი ათას რვაას ოცდახუთი), სარჩელის შეტანის დღიდან - 2016 წლის 20 სექტემბრიდან , დავალიანების სრულ დაფარვამდე, სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ.
3.3. სოლიდალურად დაეკისროთ ი/მ გ---------–----–---–-, დ-------–----–---–-ა და ქ---------–----–---–-, 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითად თანხაზე 231,206.50 (ორას ოცდათერთმეტი ათას ორას ექვსი და 50) აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2 % ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 463 (ოთხას სამოცდასამ) აშშ დოლარს, სარჩელის შეტანის დღიდან - 2016 წლის 20 სექტემბრიდან, დავალიანების სრულ დაფარვამდე, სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ.
4. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს:
4.1. გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი- მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, ქ---------------------------–---------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------;
4.2. გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი- მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ--------------------------------–-------- მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0------------------;
4.3. გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი- მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ---------------------------------–------- 2. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0------------------;
4.4. გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი- მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი ქ---------------- მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0-------------------
4.5. გ---------–----–---–-ს ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი- მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ---------------------------------------------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0-----------;
4.6. გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი- მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ--------------------------------–-------- მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0-------------------
4.7. გ---------–----–---–-ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი- მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ს------–-----–------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8-----------;
4.8. გ---------–----–---–-ს ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი- მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ს------–-----–------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 8-----------;
4.9. გ---------–----–---–-ს ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი- მდებარე მისამართზე: გარდაბანი, ს------–-----–------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 8-----------;
4.10. გ---------–----–---–-ს ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება- მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----------------------- ს--------–-------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0------------------;
4.11. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება სს ,,თ-----------ს’’ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდეს ი/მ გ---------–----–---–-ს, დ-------–----–---–-სა და ქ---------–----–---–-ს კუთვნილი ქონებიდან.
5. დ-------–----–---–-, გ---------–----–---–- და ქ---------–----–---–- სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 1- 000 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ბესარიონ ტაბაღუა