განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
240210018002492897
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018002492897

საქმე №2/ბ-1201-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე -ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი - სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------- მ---------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ინდივიდუალური მეწარმე გ--- ც----

წარმომადგენელი - ი--–---- ხ----–--–---

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. მოსარჩელის მოთხოვნა

მოსარჩელე სსიპ ,,დ-–---–- ტ-------------ის სააგენტომ“ 2018 წლის 13 ივნისს სარჩელი წარადგინა სენაკის რაიონულ სასამართლოში ი/მ გ--- ც----ს წინააღმდეგ, მასზე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს -2649.8 (ორი ათას ექვსასორმოცდაცხრა ლარი და 80 თეთრი) ლარის დაკისრების მოთხოვნით.

 

სარჩელის საფუძვლები:

1.1.1. სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს და ი.მ „გ--- ც----ს“ შორის, 2016 წლის 07 დეკემბერს დაიდო №გ----90 ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა მ--------–-სა და ო--–-ს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მ--------–-ს კანიონის ადმინისტრაციული შენობის, ბუნებრივი აირით მომარაგების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესრულება. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 14985.89 ლარს.

1.1.2. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ი.მ „გ--- ც----ს“ ხელშეკრულებით გათვალისიწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნით, სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს, 2016 წლის 21 დეკემბრის №5------ ბრძანებით შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი იყო. ი.მ „გ--- ც----ს“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დასრულებული იქნა 2017 წლის 26 იანვარს, 20 დღიანი ვადაგადაცილებით, რაც დასტურდება ინსპექტირების ჯგუფის წევრებისა და ი.მ „გ--- ც----ს“ შორის გაფორმებული სამუშაოს დასრულების აქტით. ამასთანავე, ი.მ „გ--- ც----ს“ მიერ მოხდა გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადების დარღვევაც, რაც დასტურდება გეგმა-გრაფიკით, ფარული სამუშაოების შესრულების აქტით (№1------------).

1.1.3. მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 07 დეკემბრის №გ--- ხელშეკრულების 13.1 და 13.2 პუნქტების საფუძველზე, დაანგარიშებულ ინა პირგასამტეხლო, რომელმაც სამუშაოების დასრულების დაგვიანებისათვის შეადგინა 149.8 ლარი, ხოლო გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის 2500 ლარი. სულ პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 2649.8 ლარი.

 

1.2 მოპასუხე ი/მ გ--- ც----მ წარმოდგენილი შესაგებლით (ს.ფ. 42-51) სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:

1.2.1 მართალია, სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 26 იანვარს - 20 დღიანი გადაცილებით, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, უამინდობის გამო ვერ ხერხდებოდა სამუშაოების წარმოება.

1.2.2.2016 წლის 07 დეკემბრის №გ----90 ხელშეკრულების მე-14 თავის თანახმად, ფორს-მაჟორული მდგომარების გამო, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც უამინდობის გამო სამუშაოების წარმოების შეფერხება ცნობილი იყო სამუშაოზე ზედამხედველი ინსპექტირების ჯგუფისთვისაც, რადგან ინსპექტირების ჯგუფის ოფისი მდებარეობდა მის მიერ შესრულებული სამუშაოების ტერიტორიაზე და ყოველდღე ხედავდნენ სამუშაოს მიმდინარეობას. მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე სსიპ ,,დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს“ სასარჩელო მოთხოვნა ინდ/მეწარმე გ--- ც----ს მიმართ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.2.1.სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოსა და ი.მ „გ--- ც----ს“ შორის, 2016 წლის 07 დეკემბერს დაიდო №გ----90 ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა მ--------–-სა და ო--–-ს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მ--------–-ს კანიონის ადმინისტრაციული შენობის ბუნებრივი აირით მომარაგების მიზნით სამშენებლო სამუშაოების შესრულება. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 14985.89 ლარს.

2.2.2. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ი.მ „გ--- ც----ს“ ხელშეკრულებით გათვალისიწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდრული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნით, სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს 2016 წლის 21 დეკემბრის №5------ ბრძანებით შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი იყო.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2016 წლის 07 დეკემბრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №გ----90;

- 2016 წლის 21 დეკემბრის №5------ ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2.3. ი.მ „გ--- ც----ს“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დასრულებული იქნა 2017 წლის 26 იანვარს, 20 დღიანი ვადაგადაცილებით, რაც დასტურდება ინსპექტირების ჯგუფის წევრებისა და ი.მ „გ--- ც----ს“ შორის გაფორმებული სამუშაოს დასრულების აქტით. ამასთანავე, ი.მ „გ--- ც----ს“ მიერ მოხდა გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადების დარღვევაც, რაც დასტურდება გეგმა-გრაფიკით, ფარული სამუშაოების შესრულების აქტით (№1------------).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 26 იანვრის აქტი;

- სამუშაოების წარმოების გრაფიკი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ი.მ „გ--- ც----მ“ მართალია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა დათქმულ ვადაში, თუმცა სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილება განპირობებული იყო გარემო -მეტეოროლოგიური პირობებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- 2016 წლის 07 დეკემბრის №გ----90 ხელშეკრულება;

- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 16 ივნისის N1------- მომართვა

 

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება.

 

2.3.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

2.3.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 477-ე მუხლებზე და განმარტა,რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

2.3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

2.3.3.სასამართლომ გადმოსცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსი, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ამასთან მიუთითა ამავე კოდექსის მე-400 მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა და განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

2.3.4. სასამართლომ მოუხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლს, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლო განიმარტება , როგორც მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამასთან განმარტა, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება.. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

2.3.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა-ახსნა განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულების ფაქტი. ამასთან, დადასტურებულად მიიჩნია ისიც, რომ სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულება განპირობებული იყო გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე- კერძოდ, უამინდობის შედეგად, რაც შეადგენდა 17 დღეს (07, 08, 09 ,10, 11, 12, 13 , 14, 16, 17 , 20, 25, 26, 28, 29 დეკემბერი, 01, 02 იანვარი),რომელიც ზუსტად ემთხვეოდა ვადაგადაცილებულ დღეებს და იმაზე აპელირებით, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დადგენილების მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წვიმისა და თოვლის დროს, ელექტროშედუღების სამუშაოთა შესრულება გადახურვის გარეშე დაუშვებელია, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე- 14 პუნქტით გათვალსიწინებული შემთხვევა,ფორს-მაჟორი, როდესაც ხელშეკრულების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ (ნაწილობრივ) შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობაზე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ და რომლის არსებობა ან წარმოშობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ შეეძლოთ სცოდნოდათ მხარეებს.

 

2.3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იკვეთება მოპასუხის ბრალეულობა და მას პატივსადები საფუძვლით, პასუხისმგებლობის გაამომრიცხავი გარემოებების გამო არ შეეძლო ვალდებულებათა შესრულება სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ მას არ ეკუთვნის არც ჯარიმისა და არც პირგასამტეხლოს გადახდა და არ დააკმაყოფილა სარჩელი.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტომ შემდეგზე მითითებით:

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულება გამოწვეული იყო გარემო-მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ასეთი კი დააყრდნო არასათანადო მტკიცებულებებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობასა და მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები უშუალოდ აფიქსირებდნენ უამინდობის გამო სამუშაოთა შეფერხებას, მაშინ როდესაც იმის დასადგენად შესაძლებელია თუ არა ნალექიან დღეებში სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული, ისეთი სამუშაოების წარმოება, როგორიცაა: ტრანშეის გაჭრა მექანიზმებით; ტრანშეის ხელით შევსება სილით თანდათან დატკეპნით; ტრანშეის შევსება ბალასტით; ტრანშეის შევსება ღორღით; დაბალი წნევის მრიცხველის მონტაჟი, ინერტული მასალების შემოტანა; ზედმეტი გრუნტის ტრანსპორტირება; პოლიეთილენის მილების მონტაჟი და ა.შ., მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, შესაბამისად იგი დადგენილი უნდა ყოფილიყო ექსპერტიზის დასკვნით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 07 დეკემბრიდან 2017 წლის 06 იანვრის ჩათვლით, გამორჩეული ნალექიანი დღე იყო, ანუ ადგილი ჰქონდა საგანგებო ხასიათის გადაულახავ (დაუძლეველი) ძალას სენაკის რაიონში, რადგან ხელშეკრულების 14.2 მუხლის თანახმად გადაულახავ ძალად ჩაითვლება სტიქიური უბედურობანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვ.). ამასთან აპელანტმა აპელირება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განჩინებაზე(№ას-1160-1080-2017), რომლის თანახმად, იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა დაუძლეველ ძალად დაკვალიფიცირდეს, იგი უპირველეს ყოვლისა, უჩვეულო უნდა იყოს, ანუ მოვლენათა ნორმალური მსვლელობიდან ამოვარდნილი და, როგორც წესი, წინასწარ გაუთვალისწინებელი, რასაც განსახილველ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობაში არ არის მითითებული, რომ ნალექიანი დღეები უჩვეულო იყო სენაკის რაიონისათვის, რომ მოვლენათა ნორმალური მსვლელობიდან ამოვარდნილი იყო და რომ მათი გათვალისწინება ამ რეგიონისათვის მითითებულ პერიოდში შეუძლებელი იყო, შესაბამისად ასეთი სასამართლოს არ უნდა მიეჩნია გადაულახავ ძალად.

 

3.3. აპელანტის მითითებით, მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისრა სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოების ვადაგადაცილებით დასრულების გამო: 1.ტრანშეის შევსება ბალასტით; 2. ტრანშეის შევსება ღორღით; 3. დაბალი წნევის მრიცხველის მონტაჟი; მითითებული სამუშაოები გრაფიკის მიხედვით უნდა ჩატარებული შემდეგ ვადებში: 1. ტრანშეის შევსება ბალასტით: 18 - 27 დეკემბრი; სამუშაოს ხანგრძლივობა - 3 დღე; 2. ტრანშეის შევსება ღორღით: 18- 27 დეკემბერი; სამუშაოს ხანგრძლივობა - 3 დღე; 3. დაბალი წნების მრიცხველის მონტაჟი: 28 დეკებრიდან - 6 იანვრამდე - სამუშაოს ხანგრძლივობა - 1 დღე. 18-27 დეკემბრამდე ნალექიანი იყო მხოლოდ 3 დღე - 20, 25, 26 დეკემბერი, ხოლო უნალექო იყო 7 დღე - 18,19,21,22,23,24,27 დეკემბერი. 28 დეკემბრიდან - 06 იანვრამდე ნალექიანი იყო 4 დღე - 28,29,01, ხოლო უნალექო იყო 6 დღე 30,31,03,04.05,06. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხემ დაასრულა 2017 წლის 26 იანვარს.

 

3.4.სამუშაოთა შესრულების გრაფიკში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მოტივირებული წერილობითი ინიციატივის საფუძველზე. მოპასუხემ მოსარჩელეს სამუშაოთა ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ აცნობა მხოლოდ 2017 წლის 16 ივნისს, სამუშაოთა ვადაგადაცილებით დასრულებიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ, როდესაც სააგენტომ წერილით მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ინდივიდუალურ მეწარმე გ--- ც----ს სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 89.91 (ოთხმოცდაცხრა ლარი 91 თეთრი) ლარის გადახდა.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1.1. სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოსა და ი.მ „გ--- ც----ს“ შორის, 2016 წლის 07 დეკემბერს დაიდო №გ----90 ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა მ--------–-სა და ო--–-ს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მ--------–-ს კანიონის ადმინისტრაციული შენობის, ბუნებრივი აირით მომარაგების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესრულება. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 14985.89 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 07 დეკემბრის №გ----90 ხელშეკრულება. (იხ.ს.ფ. 16-21).

4.1.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ი.მ „გ--- ც----ს“ ხელშეკრულებით გათვალისიწინებული სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა უნდა გაეწია ამ მიზნით, სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს, 2016 წლის 21 დეკემბრის №5------ ბრძანებით შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს. ი.მ „გ--- ც----ს“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დასრულებული იქნა 2017 წლის 26 იანვარს, 20 დღიანი ვადაგადაცილებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 07 დეკემბრის №გ----90 ხელშეკრულების 8.2. პუნქტი. (იხ.ს.ფ. 18);

-სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს 2016 წლის 21 დეკემბრის №5------ ბრძანება სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს და იმ ,,გ--- ც----ს“ შორის 2016 წლის 07 დეკემბრის №გ----90 ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე. (იხ.ს.ფ.27-28);

- მ--------–-სა და ო--–-ს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციული შენობის ბუნებრივი აირით მომარაგების სამშენებლო სამუშაოების დასრულების 2017 წლის 26 იანვრის აქტი(იხ.ს.ფ. 29);

 

- სამუშაოების წარმოების გრაფიკი (იხ.ს.ფ. 22);

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.1.3. სააპელაციო პალატა ადგენს, რომ სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოსა და იმ ,,გ--- ც----ს“ შორის 2016 წლის 07 დეკემბრის №გ----90 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების 2016 წლის 06 იანვრამდე დროული შეუსრულებლობა განპირობებულ არ ყოფილა საპატიო მიზეზით - ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რადგან ასეთი შეფასება ვერ მიეცემა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლითაც, როგორც ამას აპელანტის წარმომადგენელი სწორად მიუთითებს,დგინდება მხოლოდ ის, რომ ზამთრის პერიოდში 17 არაფრითგამორჩეულ,ჩვეულებრივ ნალექიან დღეს ჰქონდა ადგილი, რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის, სამუშაოს შესრულების პერიოდის გათვალისწინებით, მხარისათვის ისედაც გონივრული განსჯის შედეგად წინასწარ უნდა ყოფილიყო სავარაუდო. ამასთან ფორს-მაჟორად როგორც აღნიშნულის სამართლებრივი განმარტებით, ასევე თვით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის თანახმად ჩაითვლება ისეთი სტიქიური უბედურებანი , როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენა,ანუ მოვლენათა ნორმალური მსვლელობიდან ამოვარდნილი და, როგორც წესი, წინასწარ გაუთვალისწინებელი ფაქტობრივი გარემოება, რასაც განახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 07 დეკემბრის №გ----90 ხელშეკრულების მე-14 პუნქტი. (იხ.ს.ფ. 18);

-გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ივნისის N1------- მომართვა (იხ.ს.ფ.52;81);

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.შესაგებელი, სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო შესაგებელი სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.1.4. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 13.1 და 13.2.პუნქტებით გათვალისიწინებული პირგასამტეხლო, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლო გამოანგარიშებულ უნდა იქნას ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით,(13.1 პუნქტი) დადგენილი, ხოლო სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ დღეზე დამატებით 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, სამართლიანი და წინააღმდეგობაშია საჯარო წესრიგთან. შესაბამისად ასეთი გამოანგარიშებულ უნდა იქნას ვადაგადაცილებული დროისათვის შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (20 დღე) 0.05%-ის დარიცხვით.

 

4.1. 4.მხარეთა განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის დროისათვის -2017 წლის 06 იანვრისათვის მოპასუხე მხარის მიერ შესრულებული იყო სამუშაოთა მნიშვნელოვანი ნაწილი, არანაკლებ 60 პროცენტი. ამდენად, ვადაგადაცილების დროისათვის შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება შეადგენდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 14 985.89 .00 ლარის 60%- 8991.53 ლარს. შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა აღნიშნული თანხიდან უნდა იქნეს გაანგარიშებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხარჯთაღრიცხვა (იხ.ს.ფ. 24-26);

-დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს მ--------–-სა დაო--–-ს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა გაგუას 2017 წლის 02 ივნისის #127 მიმართვა სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს თავმჯდომარის-დავით მარკოზაშვილისადმი (იხ.ს.ფ.75)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სააპელაციო საამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

4.2.სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2.1.სააპელაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

4.2.3 შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება -პირგასამტეხლო (იხ. სუსგ 25.05.2010წ. საქმე №ას 1220-1480-09).

 

4.2.4.საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ,მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

4.2.5 პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება. მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. (იხ.სუსგ 6.05.2015წ..საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

4.2.6 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა და ამის მიზეზი არ გამხდარა საგანგებო ხასიათის მქონე ისეთი გადაულახავი ძალა, რომლის არსებობის, ან წარმოშობის შესახებ ხელშეკრულების დადების დროისათვის მას არ შეეძლო სცოდნოდა, რადგან როგორც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აღინიშნა, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენის თაობაზე, რომ თითქოსდა სადავო პერიოდში არსებობდა ფორს - მაჟორული მდგომარეობა, რამაც ხელი შეუშალა მოპასუხე მხარეს ვალდებულების დროულ შესრულებაში. ამის საპირისპიროდ კი პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გადაულახავ ძალად ჩაითვლება სტიქიური უბედურობანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვ.), გაუთვალისწინებელი მოვლენა.ერთ- ერთ სამოქალაქო საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ცნება „დაუძლეველი ძალა“ მოიცავს როგორც სტიქიურ უბედურებას, ისე საზოგადოებრივ მოვლენებს (სამოქალაქო ომი), რომლებიც არღვევენ ტრანსპორტის, სასამართლოსა და სხვა ორგანოების ნორმალური მუშაობის რეჟიმს. იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა დაუძლეველ ძალად დაკვალიფიცირდეს, იგი, უპირველეს ყოვლისა, უჩვეულო უნდა იყოს, ანუ მოვლენათა ნორმალური მსვლელობიდან ამოვარდნილი და, როგორც წესი, წინასწარ გაუთვალისწინებელი. გარდა ამისა, ასეთი მოვლენა ობიექტურად შეუქცევადი უნდა იყოს, მისი შეჩერება კონკრეტულ სიტუაციაში არსებული ტექნიკური და სხვა საშუალებებით შეუძლებელი უნდა იყოს (იხ.სუსგ #ას-641-609,2013, 02 დეკემბერი, 2013 წელი) . მოცემულ შემთხვევაში, კი როგორც უკვე აღინიშნა, ადგილი ჰქონდა ზამთრის პერიოდისათვის ბუნებრივად დამახასიათებელ მოვლენას,ჩვეულებრივ ნალექიან დღეებს ,რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის, სამუშაოს შესრულების პერიოდის გათვალისწინებით, მხარისათვის ისედაც გონივრული განსჯის შედეგად წინასწარ უნდა ყოფილიყო სავარაუდო. შესაბამისად მოპასუხემ დაარღვია რა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა, მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

 

4.2.8. შესაფასებელ საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა და კანონი თანაბარ მდგომარეობაში განიხილავს მის სუბიექტებს. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს. და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და.ა.შ..მითითებული ნორმა ემსახურება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. შესაბამისდ პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

4.2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

4.2.10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია და რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა, თუმცა საააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო გამოანგარიშებულ უნდა იქნას არა ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, როგორც ეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 13.1 პუნქტითაა დადგენილი, არამედ ვალდებულების შესრულების დროისათვის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან ,ამასთან სასამართლო არაგონივრულად მიიჩნევს ამავე ხელშეკრულების 13.2 პუნქტით დადგენილ სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დამატებით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდას, რადგან ასეთი არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, სამართლიანი და წინააღმდეგობაშია საჯარო წესრიგთან.

 

4.2.11.ზემოხსენებულიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა გამოანგარიშებულ იქნას ვადაგადაცილებული დროისათვის შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (20 დღე) 0.05%-ის დარიცხვით, რაც ერთი დღის მოცემულობით შეადგენს (899153-ის 0.05% )4,49ლარს ,ხოლო ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით (4.49ლარი x 20 დღეზე)= 89.91(ოთხმოცდაცხრა ლარი და 91 თეთრი) ლარს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ინდივიდუალურ მეწარმე გ--- ც----ს სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 89.91 (ოთხმოცდაცხრა ლარი 91 თეთრი) ლარის გადახდა.

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

აპელანტის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ინდივიდუალურ მეწარმე გ--- ც----ს სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის- 3. 39 (სამი ლარი და 39 თეთრი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის- 5.08(ხუთი ლარი და 08 თეთრი) ლარის, სულ ჯამურად-8.47(რვა ლარი და 47 თეთრი) ანაზღაურება (გადახდა).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. ინდივიდუალურ მეწარმე გ--- ც----ს სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 89.91 (ოთხმოცდაცხრა ლარი 91 თეთრი) ლარის გადახდა;

 

5. ინდივიდუალურ მეწარმე გ--- ც----ს სსიპ დ-–---–- ტ-------------ის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის- 3. 39 (სამი ლარი და 39 თეთრი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის- 5.08(ხუთი ლარი და 08 თეთრი) ლარის, სულ ჯამურად-8.47(რვა ლარი და 47 თეთრი) ანაზღაურება (გადახდა);

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე