განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002262307
საქმე №2ბ/5862-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი 20 დეკემბერი, 2018 წელი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - ვ-------------–-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა------------ი“
წარმომადგენელი - თ------–--------ა, ვ-----------–-–---–ი
დავის საგანი- ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ვ-------------–-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ა------------ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ვ-------------–-----–---–ის კუთვნილი, 2--- წლის 19 იანვრის „მიღება-ჩაბარების“ აქტით გათვალისწინებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1)--------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------–---------------------–---------------------------------------------------–--------------------–--------------------------------------------------------–-------–----------------------------------------------------------–-------–---------–----------------------------------------------------–---------------------------–-----------------------------------------------------------------–-----------–--------------------------------------------------------------–----------------–---------------–------–--------------------------------------------–----------------–---------------–------–-----------------------------------------------–----------------------–-----------–---------------------–------------------------–-------------------------------------------–---–-----------––----------------–------------------------------------------–-----------------–-, და აღნიშნული ნივთები გადაეცეს მოსარჩელე ვ-------------–-----–---–ს. ვ-------------–-----–---–ის მოთხოვნა მოპასუხე შპს „ა------------ისათვის“ მიუღებელი შემოსავლის სახით 2--- წლის 1 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 600 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ა------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2----–-–-------------ან საიდენტიფიკაციო ნომრით 2--------. დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს, შპს „ა------------ის“ ხელმძღვანელოაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო საწარმოს დირექტორი დ------–-------–-–---–ი, ხოლო საწარმოს მენეჯერი იყო მ--------------ძე. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ 2--- წლის 26 აპრილიდან, შპს „ა------------ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია საწარმოს დირექტორი თ------–--------ა.
2.2. 2--- წლის 19 იანვარს ვ-------------–-----–---–სა და შპს „ა------------ს“ შორის გაფორმებული მიბარების ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, შპს „ა------------ის“ კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე მისამართზე ქ-------–---------------------, განთავსდა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული სადავო მოძრავი ნივთები. შპს „ა------------ის“ მხრიდან ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართი ხელმოწერილია მ--------------ძის, როგორც საწარმოს იმჟამინდელი დირექტორის მიერ. დადგენილია და შპს „ა------------ის“ წარმომადგენლები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ მ--------------ძე იყო შპს „ა------------ის“ მენეჯერი დ------–-------–-–---–ის დირექტორობის დროს (იხ. უდავო ფაქტობრივი გარემოება 3.1.1.) დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ აღნიშნული სადავო ნივთები დღემდე განთავსებულია მოპასუხის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში.
2.3. 2--- წლის 11 ოქტომბრის, 2--- წლის 6 ნოემბრის, 2--- წლის 9 ნოემბრისა და 2--- წლის 20 ნოემბრის განცხადებებით დადგენილია, რომ ვ-------------–-----–---–ი შპს „ა------------ის“ დირექტორს სასამართლოში სარჩელის აღძვრამე სთხოვდა შპს „ა------------ის“ კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში 2--- წლის 19 იანვრის მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული სადავო ნივთების მოსარჩელისათვის დაბრუნებას.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. შპს „ა------------ის“ ყოფილი დირექტორის, დ------–-------–-–---–ის 2018 წლის 20 თებერვლის წერილის, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მ--------------ძისა და ნ-----–-------------ის ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოსარჩელე ვ-------------–-----–---–ი არის 2--- წლის 19 იანვრის მიბარების ხელშეკრულების დანართში მითითებული სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრე.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე საწარმოს დირექტორისა და წარმომადგენლის, თ------–--------ას განმარტებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მოძრავი ნივთების მოპასუხის კუთვნილი ადმინისტრაციული შენობიდან გატანაზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ------–--------ა არ იყო დარწმუნებული სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილებაში, მოსარჩელის მიერ შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო.
სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის დადგენილი წესებისგან განსხვავებით, სამოქალაქო კანონმდებლობა არ ადგენს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელს, თ------–--------ას, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მის პოზიციას, რომ სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრედ მოსარჩლის ყოფნის კანონისმიერი პრეზუმფციის მიუხედავად, მოსარჩელის საკუთრების უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შპს „ა------------ის“ ყოფილი დირექტორის, დ------–-------–-–---–ის 2018 წლის 20 თებერვლის წერილის, საქმეზე დაკითხული მ--------------ძისა და ნ-----–-------------ის ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ასევე გარემოებას, რომ შპს „ა------------ის“ დირექტორისთვის, თ------–--------ასთვის, ცნობილი იყო, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოპასუხის კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში მიიტანა ვ-------------–-----–---–მა და შესაბამისად, ზემოგანმარტებული გარემოებების გათვალისწინებით, თ------–--------ას უარი სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელისთვის გადაცემის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
ვ-------------–-----–---–ის მიამართ 2018 წლის 20 თებერვალს დ------–-------–-–---–ის მიერ მიწერილი წერილით, რომლის შინაარსიც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დასტურდება, რომ მოპასუხე საწარმოში მენეჯმენტის შეცვლისას, საწარმოს ყოფილმა დირექტორმა, დ------–-------–-–---–მა, საწარმოს მოქმედ დირექტორს, თ------–--------ს, მიაწოდა ინფორმაცია მოპასუხე საწარმოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სადავო მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით და განუმარტა, რომ ვ-------------–-----–---–ს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, წაეღო თავისი კუთვნილი მოძრავი ნივთები. აღნიშნული წერილით ასევე დასტურდება, რომ თ------–--------ასთვის ცნობილი იყო მხარეებს შორის 2--- წლის იანვარში მ--------------ძის წარმომადგენლობით გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ (ს.ფ. 148). ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, მ--------------ძემ და ნ-----–-------------მა, დაადასტურეს შპს „ა------------ის“ კუთვნილ შენობაში ნივთების მოსარჩელის მიერ მიტანისა და განთავსების ფაქტი. მოწმე მ--------------ძემ, რომლის მიერაც მოხდა ხელშეკრულების ხელმოწერა და რომელიც სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს ორგანიზაციის მენეჯერი იყო, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ვ-------------–-----–---–ისგან მიიღო სადავო მოძრავი ქონება, აღწერა და განათავსა შპს „ა------------ის“ შენობაში. შპს „ა------------ის“ სამეურნეო დარგში მენეჯერის, ნ-----–-------------ის ჩვენებით, სადავო მოწყობილობა ააწყო და დაამონტაჟა ვ-------------–-----–---–მა და სადავო სასცენო მოწყობილობა დაშალა და ყუთებში განათავსა ვ-------------–-----–---–მა თ------–--------ას ნებართვით. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ნივთებზე ვ-------------–-----–---–ის საკუთრების უფლების კანონისმიერი პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვ-------------–-----–---–ი არის 2--- წლის 19 იანვრის მიბარების ხელშეკრულების დანართში მითითებული სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრე.
2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2--- წლის 19 იანვარს დადებული ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს უფლებამოსილ პირთა შორის დადებულ შეთანხმებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 19 იანვრის მიბარების ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი შპს „ა------------ის“ მხრიდან ხელმოწერილია მ--------------ძის, როგორც მოპასუხე საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის მიერ. შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო გარიგების გაფორმებისას შპს „ა------------ის“ მხრიდან ხელმომწერი პირი არ იყო უფლებამოსილი წარმომადგენელი, ვინაიდან ის არ იყო საწარმოს დირექტორი, და შესაბამისად, გარიგება არ დადებულა საწარმოს მიერ.
შპს „ა------------ის“ 2016 წლის 22 თებერვლის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, დირექტორად, სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, რეგისტრირებული იყო დ------–-------–-–---–ი (ს.ფ. 199-201). საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით ასევე დგინდება, რომ შპს „ა------------ის“ დირექტორის, დ------–-------–-–---–ის მიერ, 2016 წლის 19 ოქტომბერს, ერთი წლის ვადით, მ--------------ძის სახელზე გაცემულ იქნა მინდობილობა, რომლითაც მ--------------ძეს მიენიჭა უფლებამოსილება, შპს „ა------------ის“ სახელით ნებისმიერ ფიზიკურ, იურიდიულ და მესამე პირებთან ურთიერთობაში მიეღო მონაწილეობა, დაედო და განესაზღვრა ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 135-36).
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ შპს „ა------------ის“ წარმომადგენლები სადავოდ არ ხდიან მ--------------ძის შპს „ა------------ში“ მენეჯერად მუშაობის ფაქტს. ამავე დროს, კომპანიის ყოფილი დირექტორი 2018 წლის 20 თებერვლის წერილით ადასტურებს საწარმოს მიერ სადავო ხელშეკრულების დადებასა და სადავო ნივთების ვ-------------–-----–---–ისგან მიღების ფაქტებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვატიტყვითი აზრიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში დაშვებული ფორმალური უსწორობა - მითითება, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი პირი არის საწარმოს გენერალური დირექტორი (და არა - დირექტორისგან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენელი) - ვერ შეფასდება, როგორც ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2--- წლის 19 იანვრის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია შპს „ა------------ის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან, წერილობით შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობაზე ნებისმიერი პირობების გათვალისწინებით და უფლებამოსილ პირებს შორის გაფორმებული ასეთი შეთანხმება ნამდვილია, თუ შეთანხმების პირობები არ არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს და არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან, რომლის შესაბამისადაც, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადებებით პირდაპირ არის დადგენილი, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი; მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. განსახილვველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო შეთანხმებები უფლებამოსილი პირების მიერ არის ხელმოწერილი და ისინი არ შეიცავენ კანონის, საჯარო წესრიგისა, ან ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო რაიმე დათქმას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. განსახილველ შემთხვევაში, ვ-------------–-----–---–ი ითხოვს მოპასუხის მიერ სადავო ქონების უკანონო მფლობელობის შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი და ოდენობა დასტურდება 2018 წლის 16 იანვრის N5--------- ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, სადავო სასცენო მოწყობილობის ერთჯერადად გაცემის საბაზრო საიჯარო ღირებულება 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1845 ლარს; ვ-------------–-----–---–ი მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა დასტურდება ასევე შპს „გ-–-----–----------------იას“, შპს „ფ------ის“ და „ა---------ის“ მზადყოფნით, დაექირავებინათ სადავო სასცენო მოწყობილობა (ს.ფ. 38, 40, 41, 42).
სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მიუღებელი შემოსავლი, თავისი სამართებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
ვალდებულების შეუსრულებლობა, ზოგადად, ზიანის მომტანია პირისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა შეძლოს და დაადასტუროს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და ზიანის ოდენობა. მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობისას, ზიანის სხვა კომპონენტებთან ერთად, აუცილებელია დადასტურდეს მოვალის წინასწარი მოლოდინი მისი მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების თაობაზე, მისი მოქმედების უშუალო კავშირი ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ მიუღებელ სარგებელთან.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეებისთვის ცნობილი იყო, რომ შემოსავალს ერთობლივი საქმიანობიდან მხარეები მიიღებედნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები სადავო სასცენო მოწყობილობის დაქირავების მსურველს მოიძიებდნენ. მოსარჩელისავე განმარტებით, სადავო ნივთების შპს „ა------------ში“ განთავსებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, საწარმოს მენეჯმენტის შეცვლამდე, სასცენო მოწყობილობის დაქირავების მსურველთა მოძიება ვერ მოხერხდა და სადავო ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შემოსავალი არ მიუღიათ. ამასთან, ვ-------------–-----–---–ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2--- წლის იანვრამდე სადავო სასცენო მოწყობილობის რეგულარული გაქირავებით ვ-------------–-----–---–ის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტს. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც სადავო მოწყობილობის სავარაუდო საიჯარაო ფასია განსაზღვრული, და წერილები, რომლებითაც დასტურდება მესამე პირთა ინტერესი სადავო ნივთების დაქირავების მიმართ, ვერ იქნება შეფასებული, როგორც მტკიცებულებები, რომლებიც შპს „ა------------ის“ მხრიდან მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების წინასწარ მოლოდინის არსებობის ფაქტს ადასტურებს. ამდენად, ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელე, ვერ იქნება შეფასებული, როგორც მოსალოდნელი ზიანი და, შესაბამისად, განსახილველ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი კორესპონდენციით, კერძოდ, 2--- წლის 11 ოქტომბრის, 6 ნოემბრის, 9 ნოემბრის, 20 ნოემბრის, 30 დეკემბრის, 2018 წლის 01 თებერვლის და 12 თებერვლის წერილებით, დასტურდება, ფაქტი, რომ მოსარჩელე არაერთგზის ატყობინებდა მოპასუხეს სასცენო ტექნიკის დაქირავების მსურველ პირთა შესახებ და ქონების დაუბრუნებლობით მას ადგებოდა ზიანი. ამავე მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის წერილის დანართად მოპასუხეს წარედგინა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ტექნიკის საიჯარო ფასის შესახებ, რის პასუხადაც მოპასუხემ, ნაცვლად იმისა, რომ შეეწყვიტა ქონების უკანონო ფლობა და ამით განპირობებული ზიანი, შემხვედრი აუდიტორული დასკვნა წარუდგინა მოსარჩელეს, თითქოსდა ტექნიკის განთავსებით დაკავებული ფართის საიჯარო ქირის ოდენობის დასტურად. შესაბამისად, მოპასუხისათვის კარგად იყო ცნობილი, ის გარემოება, რომ მისი ქმედება განაპირობებდა მოსარჩელისათვის ქონებრივ დანაკარგს, ანუ ზიანის ფაქტის შესახებ, ასევე მისი ზიანის მოცულობაც. გარდა ამისა, მოპასუხე წარმოადგენს კვალიფიციურ სუბიექტს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გასართობ ბიზნესთან, რიგ შემთხვევებში, ის იღებს დროებით სარგებლობაში სხვადასხვა სახის ტექნიკას და ინვენტარს, შესაბამისად, მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რა სარგებლის მომტანია ანალოგიური სახის ქონება მისი დროებით სარგებლობაში გაცემის გზით. ხაზგასასმელია, რომ სასცენო ტექნიკის დაბრუნებიდან მოკლე დროში, მოსარჩელემ უზრუნველყო საიჯარო ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გაცემა და დღეის მდგომარეობით, სახეზეა არაერთი დაინტერესებული პირი, რომელიც მზადყოფნას აცხადებს სასცენო ტექნიკის დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ დავაში, დადგენილია რა, რომ ვ-------------–-----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება იმყოფებოდა შპს „ა------------ის“ უკანონო მფლობელობაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია სახეზეა თუ არა მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც ვ-------------–-----–---–ი მიიღებდა შპს „ა------------ის“ მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და მისი ოდენობის კვლევა, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
ვ-------------–-----–---–ი ითხოვს მოპასუხის მიერ სადავო ქონების უკანონო მფლობელობის შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი და ოდენობა დასტურდება 2018 წლის 16 იანვრის N5--------- ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, სადავო სასცენო მოწყობილობის ერთჯერადად გაცემის საბაზრო საიჯარო ღირებულება 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1845 ლარს; ვ-------------–-----–---–ი მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა დასტურდება ასევე შპს „გ-–-----–---------------იას“, შპს „ფ------ის“ და „ა---------ის“ მზადყოფნით, დაექირავებინათ სადავო სასცენო მოწყობილობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება სასცენო ტექნიკის იჯარის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ვ-------------–-----–---–მა შპს „დ-----------ს“ ყოველთვიური 650 ლარის გადახდის სანაცვლოდ დროებით სარგებლობაში გადასცა აღნიშნული სასცენო ტექნიკა.
პალატა მიიჩნევს, რომ ვ-------------–-----–---–ის მიერ გადაცემული ნივთების, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოთხოვილ იქნა შპს „ა------------ის“ უკანონო მფლობელობიდან, გაქირავება წარმოადგენს დასახელებული ქონებით შემოსავლის მიღების ყველაზე ფართოდ დამკვიდრებულ და აპრობირებულ ფორმას. ამასთან, მოსარჩელემ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო პერიოდში შეეძლო ქონების მოგების მიღების მიზნით გამოყენება. შესაბამისად, 2--- წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით ის მიიღებდა 144 000 ლარს, რის გამოც, სარჩელი მოცემულ ნაწილში საფუძვლიანია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების მესამე პუნქტის გაუქმებით, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, შპს „ა------------ს“ ვ-------------–-----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7982 ლარი ამ უკანასკნელის მიერ პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, ასევე საექსპერტო ბიუროს მომსახურების საფასური 1270 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ვ-------------–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ა------------ს“ ვ-------------–-----–---–ის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს 144 000 ლარის გადახდა.
4. შპს „ა------------ს“ ვ-------------–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7982 ლარი ამ უკანასკნელის მიერ პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და ასევე საექსპერტო ბიუროს მომსახურების საფასური 1270 ლარის გადახდა.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ლევან გვარამია
გელა ქირია