განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001955411
საქმე №3ბ/1169-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე);
წარმომადგენელი - ეკ--------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ------–---------–---ი;
წარმომადგენელი - პ-----------–--–-ვა;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ------–---------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ლე------ს რაიონის სოფ. ყ-------–ში მცხოვრები მა---–-- ლ---------–--ნის საცხოვრებელ სახლს 2015 წლის აგვისტოს თვეში მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად (ძლიერი წვიმა და ქარიშხალი) დაზიანების II კატეგორია შეეცვალა I კატეგორიით. (ს.ფ. 144-145);
მა---–-- ლ---------–--ნის მინდობილმა პირმა - ლ-----------–---–მა 2015 წლის 14 იანვარს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე“ №0-----9 განაცხადი.(ს.ფ. 120-121).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №7-- ბრძანებით დადგენილი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე, 2016 წლის 11 ივლისს ოჯახს მიენიჭა 19.5 ქულა.(ს.ფ. 116).
„კომისიის დავალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით დამატებით მოკვლევის-გადამოწმების“ 2016 წლის 27 ოქტომბრის ოქმის თანახმად, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ლ------–---------–---ი და მა---–-- ლ---------–--ნი (რომელიც არის მწოლიარე) იმყოფებოდნენ დ. აღ--–-----–----- კორ. №---ში. იმავე ეზოში მეორე კორპუსში აქვთ სამოთახიანი ბინა, რომელიც ლ------–---------–---ის განცხადებით ეკუთვნის შვილს - მ--- ლ---------–--ნი-კა-----–--ს, რომელიც ცხოვრობს ს---------თში. ამავე ოქმის თანახმად, ლ------–---------–---ის განცხადებით, სახლი გაყიდა 2014 წელს ვალის გამო (10 000$), ძმის შვილის მეუღლეზე - მ--------–--ლ---ზე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს თბილისში ოჯახით, ხოლო ლ------ში დაკეტილი აქვთ ბინა.(ს.ფ. 124-125).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 02 თებერვლის №03----------- გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №7-- ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ეტაპზე ლ------–---------–---ის ოჯახი არ საჭიროებდა განსახლებას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტროს მიერ ოჯახის საჭიროებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს სარგებლობაში აქვს კორპუსის ტიპის სახლი დაბა ლე------, დ. ა----–-----–ის ქ. №-, კორპ №---ში.(ს.ფ. 115).
2017 წლის 06 მარტს ლ------–---------–---მა №-------1 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული სახლის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.(ს.ფ. 112-113).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 06 აპრილის №0------------ გადაწყვეტილებით სამინისტრომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №7-- ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ეტაპზე არ არსებობდა ლ------–---------–---ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტრომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ ლე------ს რაიონის სოფ. ყ-------–ში მდებარე ლ------–---------–---ის ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი დაზიანებულია, თუმცა, დღემდე მათ ფაქტობრივ შეუზღუდავ სარგებლობაშია დაბა ლ------ში მდებარე ალტერნატიული უძრავი ქონება (დაბა ლე------, ქუჩა დ. ა----–------–ი №-, სართული 3. ბინა №--; საკადასტრო კოდი
8------------------). (ს.ფ. 105).
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №7-- ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“.
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლების და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. მითითებული პროცედურის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის მიერ მოძიებული, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში - კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზემოხსენებული პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, რომ ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. საგულისხმოა, რომ ამავე მუხლის მე-12 პუნქტი ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დაზარალებული ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, ის, რომ პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დაზარალებული ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან დააზუსტოს დაზარალებული ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებებით.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლე------ს რაიონის სოფ. ყ-------–ში მცხოვრები მა---–-- ლ---------–--ნის საცხოვრებელ სახლს 2015 წლის აგვისტოს თვეში მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად (ძლიერი წვიმა და ქარიშხალი) დაზიანების II კატეგორია შეეცვალა I კატეგორიით. სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, თუმცა, ლ------–---------–---ის ფაქტობრივად შეუზღუდავ სარგებლობაშია დაბა ლ------ში მდებარე ალტერნატიული უძრავი ქონება (დაბა ლე------, ქუჩა დ. ა----–------–ი №-, სართული 3. ბინა №--; საკადასტრო კოდი 8------------------). სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ „ლ------–---------–---ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმზე“ დაყრდნობით, აღნიშნა, რომ მითითებული უძრავი ქონების სარგებლობაში არსებობის ფაქტი თავად მოსარჩელე ლ------–---------–---მაც დაადასტურა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით უდავოა, რომ ლ------–---------–---ის საცხოვრებელი სახლი სოფელ ყ-------–ში დაზიანებულია, თუმცა მას გააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი სამინისტროს აძლევდა შესაძლებლობას, მოსარჩელის სარგებლობაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო, იმ ეტაპისათვის არ ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ლ------–---------–---ის დახმარების შესაძლებლობები შესაბამის ეტაპზე დაექვემდებარება განხილვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ლ------–---------–---ის სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა განხორციელებული მასზე დაკისრებული ვალდებულებები. კერძოდ, მან არასწორად განსაზღვრა აპელანტის განსახლების კრიტერიუმები, რაც გამოხატა იმაში, რომ სამინისტროს არ დაუდგენია თუ რამდენი წევრისაგან შედგებოდა აპელანტის ოჯახი და ჰქონდა თუ არა ლ------–---------–---ს უძრავი ქონება შეუზღუდავ სარგებლობაში. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ------–---------–---ის ოჯახი შედგებოდა ორი წევრისაგან, კერძოდ ლ------–---------–---ისა და მისი მეუღლისაგან, ხოლო მათ შვილებს აქვთ ცალკე ოჯახები და ცხოვრობდნენ სხვა მისამართზე. ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ განსახლების წესის თანახმად, ოჯახად ითვლება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი (შემდგომში - დაზარალებული) - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური და არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლიცად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არა გაქვს. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ ვინაიდან ლ------–---------–---ის შვილს გააჩნდა უძრავი ოქნება დაბა ლ------ში ადმინისტრაციული ორგანოს უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე არის კანონერი. აპელანტის მოსაზრებით, სამართლებრივად ასევე არასწორია სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ ვინაიდან სადავო აქტის გამოცემის დროს ლ------–---------–---ს შეუზღუდავ სარგებლობაში ჰქონდა მ--------–--ლ---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სამინისტროს უარი არის კანონიერი. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა გამგეობის თანაშრომელთა ზეპირ მონათხრობს, რაც აღნიშნული ფაქტის უდავოდ დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასება, რის გამოც გასაჩვრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რაც ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 02 თებერვლის №03----------- გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 06 აპრილის №0------------ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე - ლ------–---------–---ს, როგორც ეკომიგრანტის ოჯახს, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ლ------–---------–---ის და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ოჯახს ფაქტობრივ შეუზღუდავ სარგებლობაში უფიქსირდებოდა დაბა ლ------ში მდებარე ალტერნატიული უძრავი ქონება (დაბა ლე------, ქუჩა დ----- ა----–------–ი №-, სართული 3. ბინა №--; საკადასტრო კოდი 8------------------), რაც, ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, ამ ეტაპზე გამორიცხავდა ლ------–---------–---ის ოჯახის განსახლების საჭიროებას.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ლე------ს რაიონის სოფ. ყ-------–ში მცხოვრები მა---–-- ლ---------–--ნის საცხოვრებელ სახლს 2015 წლის აგვისტოს თვეში მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად (ძლიერი წვიმა და ქარიშხალი) დაზიანების II კატეგორია შეეცვალა I კატეგორიით. (ს.ფ. 144-145); შესაბამისად, მოსარჩელე მიეკუთვნება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირს.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს არეგულირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №7-- ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“. აღნიშნული პროცედურის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, რომ ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. საგულისხმოა, რომ ამავე მუხლის მე-12 პუნქტი ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.
როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფა მოხდა იმ მოტივით, რომ კომისიამ გადამოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ლ------–---------–---ი და მა---–-- ლ---------–--ნი (რომელიც იყო მწოლიარე) ფაქტობრივად, შეუზღუდავად სარგებლობდნენ დაბა ლ------ში მდებარე ალტერნატიული უძრავი ქონებით (დაბა ლე------, ქუჩა დ. ა----–-----–ის N1, ს--------–-------------, ს.კ. 8------------------)(ს.ფ.105).
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის მიზნებისათვის, ,,ოჯახის“ ცნებას განსაზღვრავს იმავე ზემოაღნიშნული №7-- ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“. პროცედურის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეკომიგრანტ ოჯახს მიეკუთვნება, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულ---ი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი მა---–-- ლ---------–--ნის ოჯახი შესდგებოდა ორი წევრისგან, თვითონ და მოსარჩელე ლ------–---------–---ი. საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავ ნივთზე მდებარე: დაბა ლე------, ქუჩა დ. ა----–-----–ის N1, ს--------–-------------, ს.კ. 8------------------, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ მითითებული საკადასტო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი საკუთრტების უფლებით აღრიცხულია მ--------–--ლ---ის სახელზე. მ--------–--ლ---ი, მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს მისი ძმის მეუღლეს, რომელზეც ბინის გასხვისება მოხდა ვალის დაფარვის მიზნით. მ--------–--ლ---ი ზემოაღნიშნული აქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის წევრს. მ--------–--ლ---ზე ბინის გასხვისება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა 15.08.2014 წელს. სტიქია, რომლის შედეგად დაზარალებულ პირსაც მოსარჩელე მიეკუთვნება, მოხდა 2015 წლის აგვისტოში, ანუ, საცხოვრებელი ფართის გასხვისების შემდგომ, რაც გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელი პირობები გაიუარესა განზრახ ან/და ნასყიდობა ატარებს ფიქტიურ ხასიათს.
სააპელაციო სასამართლო ლ------–---------–---ის ოჯახის განსახლებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს ასევე იმ გარემოებას, რომ მის შვილს გააჩნია საცხოვრებელი ბინა, როგორც მხარეთა ახსნა - განმარტებებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, ლ---ა ლ---------–--ნის შვილი არის სრულწლოვანი და გააჩნია ცალკე ოჯახი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს არ აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა აღნიშნული ეტაპისათვის ლ------–---------–---ის ოჯახის განსახლების საჭიროების არ არსებობის თაობაზე და თვლის, რომ საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ მოკვლეული გარემოებები არ იძლევა მტკიცების უპირობო საფუძველს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ლ------–---------–---ის მიმართ სადავოდ ქცეული აქტები გამოსცა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის საფუძველზე. ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, დაადგინოს ლ------–---------–---ის ოჯახის შემადგენლობა, ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის არსებობა, ლ------–---------–---ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მხრიდან მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა. არსებობს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ------–---------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ------–---------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 02 თებერვლის №03----------- გადაწყვეტილება და ამავე სამინისტროს 2017 წლის 06 აპრილის №0------------ გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ლ------–---------–---ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე