განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002640202
საქმე №1ბ/70-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------------–-----------–----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, ერაყის მოქალაქის, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ. თბილისში, ბ--------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისში, ბ-----------------------------------–--: დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მ------------–-----------–----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მ------------–-----------–----------ის მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-------–--–----------------------------–---------------------–- მ------------–-----------–------------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-------------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, ხოლო 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე მ------------–-----------–----------იმ ე-------------ს რამდენჯერმე დაარტყა ტყავის ქამარი ფეხებისა და ხელების არეში, შემდეგ კი ფეხი ჩაარტყა მუცელში. მ------------–-----------–----------ის აღნიშნული ქმედებებით ე-------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მ------------–-----------–----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის კერძოდ, მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით. მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის მომეტებული საფრთხე და დამნაშავის პიროვნება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ------------–-----------–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის კერძოდ, მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტს წარსულში ადგილი არ ჰქონია და მსჯავრდებულის მიერ ძალადობრივი ქმედების ჩადენას არ ჰქონია სისტემატური ხასიათი (არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან დაახლოებით ოთხი წელია). მსჯავრდებული ჩადენილს კი გულწრფელად ინანიებს, ხოლო დაზარალებული თავის მხრივ პატიობს მეუღლეს, აქვს შემრიგებლური პოზიცია და სასამართლოს სთხოვა კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება, ვინაიდან აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, მეტიც, ქორწინებისთვის ფორმალური სახის მიცემას. აღნიშნული პოზიცია დადასტურებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით და დაცვის მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა მ------------–-----------–----------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებული ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი მ------------–-----------–----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მ------------–-----------–----------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მ------------–-----------–----------ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 16 ივლისიდან - 2018 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ მ------------–-----------–----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ------------–-----------–----------ის დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყავისფერი ტყავის ქამარი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მ-------------–-------------–----------ის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 2 (ორი) ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვისვადით.
მ------------–-----------–----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი