განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
330210017001830299
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001830299

საქმე №2ბ/2239-18

განჩინება

საქართველოს სახელით

13 დ------რი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია

გელა ქირია

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტები - დ-----------ე, ბ------------ე, ს--–--------------ე

წარმომადგენელი - გ----–--–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–--------ი“

წარმომადგენელი- დ-----------–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ-----------ეს, ბ------------ესა და ს--–--------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 59 155.07 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 51 611.57 ლარი, პროცენტი - 6 543.50 ლარი, ჯარიმა - 1 000 ლარი. დ-----------ეს, ბ------------ესა და ს--–--------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 784.61 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6 528.78 აშშ დოლარი, პროცენტი - 564.73 აშშ დოლარი, ჯარიმა - 691.10 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად. დ-----------ეს, ბ------------ესა და ს--–--------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 54.25 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 44.14 აშშ დოლარი, პროცენტი - 5.11 აშშ დოლარი, ჯარიმა - 5 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად. სს ,,ს----------–--------ის” მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს დ-----------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქ--–---------–---, ს------–-----------, რ-----------------, დაზუსტებული ფართობი: 331.00 კვ.მ., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი: N0---------------.

 

- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნეს დ-----------ის, ბ------------ისა და ს--–--------------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონების მიმართ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2--- წლის 22 ნ--------ს, ს--–--------------ეს, დ-----------ეს, ბ------------ესა და სს „ს----------–--------ს“ შორის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მსესხებლებს 300 თვის ვადით, დაუმტკიცდათ იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 0-48%-მდე.

 

2.2. 2--- წლის 22 ნ--------ს, ს--–--------------ეს, დ-----------ეს, ბ------------ესა და სს „ს----------–--------ს“ შორის გაფორმდა N--------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის N--------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკის მიერ 120.2 თვის ვადით, 59600 ლარი გაიცა. წლიური საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა საბაზისო განაკვეთს დამატებული 7%, მაგრამ არანაკლებ 11%-ისა. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებული თანხის დღიურ 0,5%-ზე.

 

2.3. 2--- წლის 15 დ------რს, ს--–--------------ეს, დ-----------ეს, ბ------------ესა და სს „ს----------–--------ს“ შორის გაფორმდა N-------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის N--------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკის მიერ ს--–--------------ეზე 120.3 თვის ვადით გაიცა კრედიტი 7 000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებული თანხის დღიურ 0,5%-ზე.

 

2.4. N--------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა დ-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ--–---------–---, ს------–-----------, რ-----------------, დაზუსტებული ფართობი: 331.00 კვ.მ., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი: N0---------------. ხელშეკრულების 14.4 პუნქტში მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

2.5. 2--- წლის 15 დ------რს, ს--–--------------ეს, დ-----------ეს, ბ------------ესა და სს „ს----------–--------ს“ შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ N--------- ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად განისაზღვრა კრედიტის ოდენობა 435 აშშ დოლარის ოდენობით, 300 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 18%. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებული თანხის დღიურ 0,5%-ზე.

 

2.6. მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება დაარღვიეს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოპასუხეებმა გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო, ვერ შეძლეს 2016 წლის მარტის, აპრილისა და მაისის (სამი თვე), თვეების ვალდებულების შესრულება, რის გამოც მიმართეს ბანკს გარკვეული მოლაპარაკების მისაღწევად. საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ მიუხედავად მრავალი მოლაპარაკებისა, მხარეებს შორის მორიგება არ შედგა და მოსარჩელე სს „ს----------–--------მა“ სახელშეკრულებო ვადის გასვლამდე მომართა სასამართლოს და მოითხოვა ვალდებულების შესრულება. ამასთან, არაერთხელ დაფიქსირდა ხელშეკრულების შეწყვეტის ნება. სარჩელის შემოტანიდან გასული დროის ხანგრძლივობა კი მიუთითებს, რომ მოპასუხეს გონივრული ვადა გააჩნდა ვალდებულების შესასრულებლად, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნული კი, მოსარჩელის მოთხოვნას ლეგიტიმურს ხდის.

 

სკ-ის 867-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მსესხებელს გადაეცა სასყიდლიანი სესხი. ამასთან, დადგენილია და აღნიშნულს არც მოვალე ხდის სადავოდ, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, სს „ს----------–--------ის“ მოთხოვნა მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სკ-ის 417-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს მოცულობა N1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6969,02 ლარი და N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24,09 აშშ დოლარი არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს, უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ N1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა - 1 000 ლარი, N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 აშშ დოლარი, რაც შეეხება N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის - 691.10 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნას, სასამართლო მას გონივრულად მიიჩნევს, რის გამოც თვლის რომ ამ ნაწილში პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობს. სს ,,ს----------–--------ის” მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს დ-----------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქ--–---------–---, ს------–-----------, რ-----------------, დაზუსტებული ფართობი: 331.00 კვ.მ., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი: N0---------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ უნდა იქნეს დ-----------ის, ბ------------ისა და ს--–--------------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონების მიმართ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი არეგულირებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას, ამკვიდრებს გართულებულ პროცედურას და ავალდებულებს კრედიტორს, გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა გარიგების შენარჩუნების მიზნით. გარიგების ვადამდე შეწყვეტის უფლების გამოყენება მას შეუძლია მხოლოდ ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში და ამავდროულად, კრედიტორი ვალდებულია მისცეს მოვალეს დამატებითი ორკვირიანი საშეღავათო პერიოდი ვალდებულების ვადამოსული ნაწილის შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა არალეგიტიმურია და ართმევს საკრედიტო დაწესებულებას მასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენების შესაძლებლობას. სასამართლომ არ გაიზიარა უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ სს „ს----------–--------ს“ საქმის განხილვის დაწყებამდე არ დაუფიქსირებია ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი და შესაბამისად, არც დამატებით ორკვირიანი ვადა განუსაზღვრავს მიმდინარე დავალიანების გადახდისათვის. სკ-ის 873-ე მუხლით განსაზღვრული ორკვირიანი ვადა სავალდებულოდ უნდა განესაზღვრა მოსარჩელეს მიმდინარე დავალიანების დასაფარად და არა სესხად გაცემული სრული თანხის დასაფარად. ამასთან, ეს ვადა უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების შეწყვეტამდე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, მისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი ასპექტები აქცევს ხელშეკრულების ცალკეულ სახედ. მიუხედავად იდენტური შინაარსისა, სამოქალაქო კოდექსი სესხის ხელშეკრულების დეფინიციისგან მიჯნავს და სპეციალური მოწესრიგების სფეროში აქცევს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. კანონმდებლის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების კლასიფიკაციით, სადაც გარიგების ერთ-ერთ მხარედ ყოველთვის საკრედიტო დაწესებულება ფიგურირებს. სესხის ხელშეკრულების ერთგვაროვანი რეგულაციების გავრცელება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე ვერ იქნება შესატყვისი საბანკო კომერციაში დამკვიდრებულ თავისებურებებთან, რაც უარყოფითად აისახება საკრედიტო დაწესებულებასთან შედარებით პოზიციურად არახელსაყრელ პირობებში მყოფ მხარეზე.

 

კოდექსის ტენდენცია, რომ დამოუკიდებელი მოწესრიგების ფარგლებში მოაქციოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მეტყველებს იმაზე, რომ კანონმდებლის მიერ გაზიარებულია ეკონომიკურ ურთიერთობებში დანერგილი „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის იურიდიული მოდელი, რომლის ფუნქციაა, უზრუნველჰყოს არათანაბარ პირობებში მყოფი მხარეების, ეკონომიკურად უფრო სუსტი მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და დაიცვას ისინი საბანკო ურთიერთობებში არსებული ჩვეულებრივი რისკებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის ერთიან სტანდარტს, „სუსტი მხარის“ ინტერესების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნული მიზნების სამართლიანი განხორციელება მოითხოვს კანონით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან ფორმალურ გადახვევას. პოზიციური ბალანსის დაცვა ფაქტობრივად უზრუნველყოფს სუსტი მხარის დამატებით უფლებებს და შესაბამისად, აკისრებს მის ოპონენტს იმაზე მეტ ვალდებულებებს, ვიდრე სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ „სუსტი მხარის“ დეფინიცია არ გულისხმობს პირის სტატუსს, არამედ მის მდგომარეობას სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება იურიდიულ დოქტრინაში განიხილება გარიგების იმგვარ სახედ, სადაც ხშირ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთის ოპონირებას ახორციელებენ არათანაბარი პოზიციებიდან. ერთის მხრივ, გარიგების ერთ-ერთ მონაწილედ ყოველთვის ფიგურირებს საკრედიტო დაწესებულება, მისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით. ხელშეკრულების ცალკეულ სახედ მისი ფორმირება, წარმოადგენს საკანონმდებლო კონტროლის გამოხატულებას, გაანეიტრალოს არსებული დისბალანსი „სუსტი“ მხარის ინტერესების უპირატესი დაცვის კუთხით, რომლის დროსაც საკრედიტო დაწესებულება შებოჭილია მოქმედების უფრო მაღალი სტანდარტებით. მაგალითისათვის, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შინაარსი, რომელიც არეგულირებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას, ამკვიდრებს გართულებულ პროცედურას და ავალდებულებს კრედიტორს, გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა გარიგების შენარჩუნების მიზნით. გარიგების ვადამდე შეწყვეტის უფლების გამოყენება მას შეუძლია მხოლოდ ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში და, ამავდროულად, კრედიტორი ვალდებულია, მისცეს მოვალეს დამატებითი ორკვირიანი საშეღავათო პერიოდი, ვალდებულების ვადამოსული ნაწილის შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა არალეგიტიმურია და ართმევს საკრედიტო დაწესებულებას მასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენების შესაძლებლობას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით დადგენილი უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულების ვალდებულება გაფრთხილების შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმირებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კრედიტორის მიმართვა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გადახდის ბრძანების გამოცემის თაობაზე, უკეთუ, სკ-ის 873-ე მუხლი საბანკო დაწესებულებას ავალდებულებს მსესხებლის ინფორმირებას მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არსებული ნების გაცხადების გზით, რა დროსაც, მოვალეს სავალდებულო წესით განესაზღვრება დამატებით ორკვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში, არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა.

 

მოსარჩელე სს „ს----------–--------მა“ სახელშეკრულებო ვადის გასვლამდე მომართა სასამართლოს და მოითხოვა ვალდებულების შესრულება. ამასთან, არაერთხელ დაფიქსირდა ხელშეკრულების შეწყვეტის ნება. სარჩელის შემოტანიდან გასული დროის ხანგრძლივობა კი, მიუთითებს, რომ მოპასუხეს გონივრული ვადა გააჩნდა ვალდებულების შესასრულებლად, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნული კი, მოსარჩელის მოთხოვნას ლეგიტიმურს ხდის. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ დ-----------ის, ბ------------ისა და ს--–--------------ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა

 

1. დ-----------ის, ბ------------ისა და ს--–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გელა ქირია