განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2019
საქმის ნომერი
190100118002603756
ინსტანცია
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002603756

საქმე №1/ბ-1640-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მ----ნა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის,მსჯავრდებულ: მ-–---------–---–ის

მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-–---------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №4----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ქ-----–--------------------–--–--------- და მცხოვრების: ქ------------------–--–---–---------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: მ-–---------–---–ი ოთხი წელია ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა მ-------–------–---–თან, რომელსაც სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მ-–-ს მ------- მიაჩნია საკუთრებად, იგი მას უმოწმებს ტელეფონს, უკონტროლებს ჩასაცმელს, უფლებას არ აძლევს მისი ნებართვის გარეშე გავიდეს გარეთ. ასევე როდესაც მ-------, მ-–---------–---–ის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, გამოთქვამს სურვილს დაშორდეს მას, იგი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ეუბნება, რომ თუ მასთან არ იცხოვრებს მას ან მის ოჯახის წევრებს მოკლავს. მ-–- მ------ს აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს მაშინაც, როცა ბავშვების მოვლისაგან დაღლილი დილის 06:00 საათზე ვერ ასწრებს მისთვის ტანსაცმლისა და საჭმლის მომზადებას. გარდა აღნიშნულისა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-–---------–---–მა 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ----------–--------------------------------–------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-------–------–---–ს. კერძოდ მ-–---------–---–მა ზემოაღნიშნული მოტივით გადაწყვიტა, რომ შეეძლო თავისი სურვილის შესაბამისად მ--------–------–---–ი მცირეწლოვან შვილებთან ერთად სახლიდან გაეგდო, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ მის მიმართ გახდა აგრესიული, ორივე მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელები და მიანარცხა კედელს. მ-–---------–---–ის ძალადობრივი ქმედებით მ-------–------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. არ დაემორჩილა მის მოთხოვნას დაბრუნებულიყო შინ მეზობლისგან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით მ-–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ-–---------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.

 

მ-–---------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მ-–---------–---–ი ოთხი წელია ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა მ-------–------–---–თან, ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო აქვთ ხშირი კონფლიქტი და მ-------ს სურვილზე, რომ დაშორდეს მას, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-----------–------------------------------–------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ-–---------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-------–------–---–ს, კერძოდ იგი სახლიდან აგდებდა მას და უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, ორივე მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელები და მიანარცხა კედელს. მ-–---------–---–ის ძალადობრივი ქმედებით მ-------–------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა, რომელმაც მოითხოვა ცვლილებების შეტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენში და მ-–---------–---–ისთვის სასჯელის სახედ და ზომად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მსჯავრდებულის პიროვნებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განაჩენის გამოტანიდან მალევე 2018 წლის 14 ნოემბერს მ-–---------–---–ი კვლავ მივიდა მ-------–------–---–თან, მათ შორის კვლავ წამოიჭრა ის პრობლემური საკითხი, კერძოდ საცხოვრებელი ბინის მიკუთვნება, რამაც გამოიწვია მ-–---------–---–ის ბრალდებულად, ხოლო მ-------–------–---–ის დაზარალებულად ცნობა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მ-–---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პალატას საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები აძლევს, კერძოდ:

მ-–---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ოთხი წელია დაოჯახებულია მ--------–------–---–ზე. ჯერ ქირით, ხოლო შემდეგ მ-------ს მშობლების ბინის გვერდით, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. შემთხვევამდე მ------- სოფელ ტაშისკარში იყო წასული და დედამისმა დაურეკა, რომ ჩამოსულიყო. სახლში მისული მ------- მას და მამამისს სახლიდან აგდებდა, ასევე უთხრა, რომ მასთან განქორწინება ჰქონდა გადაწყვეტილი და აზრს აღარ შეიცვლიდა. ძირითადი მიზეზი მათი კონფლიქტის იყო, რომ მ-------ს მშობლებს ის არ მოსწონდათ და მუდმივად ახსენებდნენ, რომ მას ცოლად არ უნდა გაჰყოლოდა. ყოფილა შემთხვევა, რომ სახლში მისულს მ----ს საჭმელზე უთქვამს რა მოიტანე რომ გაჭამო კიდეცო და ამ დროს გაზქურაზე სადილით ქვაბი იდგა. თვითონ პერიოდულად მუშაობს ხოლმე და ხანდახან სვავს ალკოჰოლს, თუმცა მის ოჯახს ამით ზიანი არ ადგებოდა. როდესაც მ---- უსიამოვნოდ ელაპარაკებოდა, მაშინ აგინებდა ხოლმე. შემთხვევის დღეს ეზოში იყო, მ------მა დაუძახა და იჩხუბეს, მ---- გაღიზიანდა და სკამი ორჯერ ესროლა, ერთხელ მოხვდა, თუმცა არ ეტკინა, მესამედ სასწორი აიღო და დედამისმა წაართვა, შემდეგ ფარდები ჩამოგლიჯა, რადგან მისი ნაყიდი იყო. ის უყვიროდა რომ გაჩერებულიყო, მაჯებზე მოკიდა და ხელი ჰკრა, ამის გამო კედელს მიეჯახა. როდესაც მ----მ თქვა პოლიციაში უნდა დავრეკოო, მ----ს დედის ნაყიდ საწოლს ფეხი ჩაარტყა და გატეხა. საწოლს იმიტომ დაარტყა, რომ მ----მ მისი ნაყიდი ფარდები ჩამოგლიჯა. მიმალვა არ უცდია და პოლიციას გარეთ ელოდებოდა. მ----ს უშლიდა ერთ გოგოსთან მეგობრობას, რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის იყო.

დაზარალებულმა მ-------–------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ-–---------–---–ი მისი მეუღლეა და ოთხი წელია ერთად ცხოვრობდნენ, მისგან მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ ალკოჰოლური სასმელი არ დაელია, მაგრამ ის მაინც ხშრად სვამდა და მთელ ხელფასს ამაში ხარჯავდა. შენიშვნას რომ აძლევდა არ სიამოვნებდა და ბოლო პერიოდში სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. მის ცხოვრებაში ერეოდა როგორც მეუღლე, თუმცა ვერ იტყვის, რომ ავიწროვებდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო სხვა დროსაც დაშორდა, მაგრამ ბოდიშს უხდიდა და ისევ ურიგდებოდა. ოჯახის დანგრევას მის მშობლებს აბრალდებდა და ამაზე ჩხუბობდა. 27 ივლისს სოფელში იყო და რომ ჩამოვიდა, ისევ ნასვამი დახვდა, ამის გამო იჩხუბეს და უთხრა სახლიდან წადიო, თუმცა მან აქეთ მოინდომა მისი გაგდება, მატრასი გამოუგდო გარეთ და საწოლი გაუტეხა, ფეხებს ურტყამდა ყველაფერს, მას კი მაჯებზე ხელები მაგრად მოუჭირა და ხელი ჰკრა, მიენარცხა კედელს. ჩხუბის დროს თვითონაც ჩამოგლიჯა ფარდები და ბალიში ესროლა, რადგან უპატრონოს ეძახდა. მისი მხრიდან გინების შედეგად განიცდიდა ტანჯვას, ხელები რომ მოუჭირა და კედელს მიენარცხა - ეტკინა. ბინა სადაც ცხოვრობენ მას ეკუთვნის, როდესაც დოკუმენტებს მოაწესრიგებს, მის სახელზე დარეგისტრირდება.

დაზარალებულის ჩვენების გარდა, მ-–---------–---–ის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი საქმეზე ასევე დასტურდება სხდომაზე დაკითხული შემდეგ მოწმეთა ჩვენებებით:

 

მოწმე ნ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული მისი შვილია, 4 წელია რაც დაქორწინებულია ბრალდებულზე, ჰყავთ ორი შვილი. თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, მათი ჩხუბის მიზეზი სიძის სასმელზე დამოკიდებულება იყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი წიხლით აღებდა კარს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის შვილს, სასმელზე დამოკიდებულების გამო გამოაგდეს კიდეც სამსახურიდან. შემთხვევის წინა დღეებში ბრალდებულმა სისულელეები ჩაიდინა, თავს იხრჩობდა და ამით აშინებდა მათ, მ------- სოფელში იყო წასული და ჩამოვიდა, იჩხუბეს, ხელით შეეხნენ და აჯანჯღარეს ერთმანეთი. მ-–- მ------ს სახლიდან აგდებდა, აგინებდა, ეუბნებოდა, რომ უპატრონო ხარო, მ------მა მას ბავშვის პატარა სკამი ესროლა, სასწორის სროლაც უნდოდა, მაგრამ ხელიდან გააგდებინა, მ-–-მ კი ხელები მოუჭირა და კედელს მიანარცხა. იგი ხელს უწყობდა მ----ს ოჯახის შენარჩუნებას, რადგან მის მეუღლეს არ სურდა, რომ მ----ს ქმარგაშორებულის სახელი ჰქონოდა.

 

2018 წლის 28 ივლისის სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ-------–------–---–ს აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები ზედა კიდურების მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტმა ა-–--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გამოკვლევა დაზარალებულის შემოწმების საფუძველზე ჩაატარა ზემოაღნიშნული დაზიანებები მას აღენიშნებოდა დასკვნაში მითითებული სახით.

 

მოწმეებმა დ---------------------------------------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგად შედგენილი დოკუმენტების სისწორე. დ--------------მა დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და შეტყობინების საფუძველზე მივიდა მ---------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც მ-------–------–---–მა განუმარტა მათ, რომ მისმა მეუღლემ უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა, შემდეგ მაჯებში მოკიდა ხელი და მიანარცხა კედელზე, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმე გ-----------------ემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მ-------–------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც მ-–----------–---–თან კონფლიქტის დროს ხელით ჩამოწია ფარდა, რომელიც ჩამოვარდა, ასევე მიუთითა საბავშვო სკამზე, რომელიც გაიქნია მ-–---------–---–ისკენ მისი მოცილების მიზნით, მან ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც მ-–-მ გადმოაგდო ძირს საწოლის მატრასი და ფეხით დაამტვრია საწოლი, ასევე მიუთითა, რომ მეუღლემ ხელები მოუჭირა მაჯებზე და გამოაგდო სახლიდან.

 

სააპელაციო პალატა აგრეთვე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, იმის თაობაზე, რომ არ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის შესახებ დადგენილებაში აღწერილი დანაშაულის მოტივი გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და შესაბამისად, მასზე დაყრდნობით მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. გენდერული შეუწყნარებლობის შემთხვევაში უნდა გამოკვეთოს ბრალდებულის დამოკიდებულება ქალის მიმართ, როგორც მასზე დაბლა მდგომი სუბიექტის მიმართ, მისი ცხოვრების წესისა და მის ინტერესებზე კონტროლის სურვილით. ასევე უნდა დადგინდეს, რომ ძალადობას ადგილი აქვს ქალის მიმართ არათანასწორი დამოკიდებულების გამო.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ მ-–---------–---–სა და დაზარალებულ მ-------–------–---–ს შორის ნამდვილად არსებობდა კონფლიქტური, არაჯანსაღი და ოჯახურ ურთიერთობებზე არასწორი შეხედულებების მქონე ურთიერთობა. უთანხმოების ძირითადი მიზეზი იყო ეკონომიური მდგომარეობა და დაზარალებულის შეხედულება ქმრის მოვალეობაზე, თავის მხრივ მ-–----------–---–ი რიგ შემთხვევებში ავლენდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ ალკოჰოლური სასმელის ხშირად დალევის გამო. მ-–----------–---–ის ქცევა არ მოსწონდათ მ-------–------–---–ის მშობლებს, თუმცა არც სურდათ, რომ შვილს განქორწინებულის სტატუსი ჰქონოდა, ამ დამოკიდებულებების გამო აშკარაა, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობას იჩენდნენ, ადვილად აყენებდნენ შეურაცხყოფას ერთმანეთს ყოველთვის, როდესაც ამის საფუძველი ჰქონდათ. მ--------–------–---–სა და მ-–----------–---–ს შორის მომხდარი კონფლიქტი ვერ ჩაითვლება გენდერულ დიკსრიმინაციად, ეს არის მცდარ ღირებულებებზე აგებული და სოციალური პრობლემების შედეგად დათრგუნული ადამიანების თანაცხოვრება, რომელიც არ ქმნის გენდერული ნიშნით ძალადობის დანაშაულის შემადგენლობას.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ მ-–---------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არ გააჩნიადა ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ-–---------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ მ-–---------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, (აცხადებს, რომ უყვარს თავისი მეუღლე და შვილები, უნდა ერთად იცხოვრონ), ის და მისი მეუღლე შეურიგდნენ ერთმანეთს და ერთად ეწევიან ოჯახურ ცხოვრებას, შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტის მიზეზიც (პრობლემური საკითხი, კერძოდ საცხოვრებელი ბინის მიკუთვნება) აღარ არსებობს, რასაც ადასტურებს სააპელაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული დაზარალებულის მ-------–------–---–ის და მოწმე ნ-------------–---–ის განცხადებები, ამიტომ მ-–---------–---–ისათვის, დანიშნული სასჯელის შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

მ-–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.

 

მ-–---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, ხოლო განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი