განაჩენი

სისხლის სამართლის 18.01.2019
საქმის ნომერი
330100116001338300
ინსტანცია
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001338300

საქმე №1ბ/515-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–--ს

ადვოკატის: მ---------–------------–---–ის

მსჯავრდებულის: ნ-----–--------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---------–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ნ-----–--------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ.------–--–------–---------------------------------------ში; ფაქტობრივად მცხოვრების ქ-------–--–------–---------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გამოძიებაში ნ-----–--------------ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 9 მარტს, დაახლოებით 08:40 საათზე, ქ-------–--–------–-------------ის მიმდებარედ, ს-----–--- ს-------ს შელაპარაკება მოუვიდა სიძესთან - ნ-----–--------------თან. ამ უკანასკნელმა, არასრულწლოვანი შვილის - გ-----------------ის თანდასწრებით, ს-----–-----------ას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო ფეხი მარჯვენა მხრის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის განაჩენით:

 

ნ-----–---------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ნ-----–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 9 მარტს, დაახლოებით 08:40 საათზე, ქ-------–--–------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას ნ-----–---------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს-----–-----------ას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ-----–--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ---------–------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ნ-----–--------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. სააპელაციო პალატის სხდომაზე, ალტერნატიული მოთხოვნის სახით, დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ ნ-----–--------------ისთვის სასჯელად დანიშნული ჯარიმის ოდენობის შემცირება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის და მისი ინტერტესების დამცველის, ადვოკატ მ---------–------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი ნ-----–--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ დასტურდება ნ-----–--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, არ ეთანხმება რა აპელანტების პოზიციას, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ-----–--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს-----–-----------ამ აჩვენა, რომ მისი სიძე - ნ-----–--------------ი და ქალიშვილი ადრე ცხოვრობდნენ ქ-------–--–------–-------------ში, თუმცა შემდეგ მის (დაზარალებულის) სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ცხოვრობდნენ დაახლოებით ოთხი-ხუთი წელი, მისი ქალიშვილის გარდაცვალებამდე. 2016 წლის 9 მარტს, დაახლოებით 08:40 საათზე, სკოლაში მიჰყავდა შვილიშვილი გ-----------------ი. ქუჩაში დახვდა ნ-----–--------------ი, რომელსაც სურდა ბავშვის წაყვანა. ნ-----–--------------მა ხელი მოჰკიდა ბავშვს და ძალით მიათრევდა. გ-------მ დაიწყო ტირილი და სთხოვა მამამისს, ხელი გაეშვა, თუმცა ნ-----–----ი ბავშვს ხელს არ უშვებდა. მან (დაზარალებულმა) უთხრა სიძეს, ბავშვისთვის თავი დაენებებინა და სკოლის დასრულების შემდეგ გ------- მივიდოდა მასთან, რაზეც ნ-----–---------------მა დაუწყო გინება. როდესაც ნ-----–--------------მა დაინახა, რომ ბავშვს წასვლა არ უნდოდა, მას (ს-----–-----------ას) ხელი დაარტყა სახეში, შემდეგ კი ფეხიც დაარტყა. დარტყმების შედეგად ეტკინა სახე, მოგვიანებით კი - მხარი. ამის შემდეგ ნ-----–----მა ბავშვი წაიყვანა და წავიდა. შეიკრიბა ხალხი. მისი (დაზარალებულის) მხრიდან ნ-----–--------------ის მიმართ შეურაცხყოფას ან რაიმე პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია. იგი (ს-----–-----------ა) დაკითხეს პოლიციაში, სადაც ასევე წაიყვანეს და დაკითხეს გ-----------------იც.

 

არასრულწლოვანმა გ-----------------მა სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა, რომ დილით, როდესაც სკოლაში მიდიოდა ბებიასთან ერთად, მოსახვევთან დახვდა მამა, რომელმაც ჩანთაზე მოჰკიდა ხელი და ძალით წაიყვანა. მამას უთხრა, რომ სკოლაში მიდიოდა და გაკვეთილების შემდეგ გაჰყვებოდა, თუმცა მამამ უთხრა, რომ მისი სწავლა ფეხებზე ეკიდა და ძალით წაიყვანა. ბებია აპირებდა მის წართმევას, მაგრამ მამამ ბებიას მხარზე დაარტყა ხელი. იგი (გ-----------------ი) მამამისის სახლში მხოლოდ ძმის სანახავად მიდიოდა, რადგან იქ ცუდად ექცეოდნენ. დაახლოებით ერთი წელია, ძმა არ უნახავს, რადგან მამამ მისი ძმა სხვა სკოლაში გადაიყვანა. მამა დაემუქრა, რომ თუ სიმართლეს იტყოდა, ძმას ვერ ნახავდა.

 

სოციალური სამსახურის წარმომადგენლმა, ფსიქოლოგმა ლ--–------–-----–---–მა, რომელიც დაესწრო არასრულწლოვან გ-----------------ის დაკითხვას პოლიციის განყოფილებაში, განმარტა, რომ შეისწავლა არასრულწლოვანი გ-----------------ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გაარკვია, რომ ბავშვს ძლიერი შფოთვა, დაძაბულობა, შიში და ნერვიულობა აღენიშნებოდა. დღეის მდგომარეობით გ-----------------ის ფსიქიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია და საფრთხის შეგრძნება უკვე აღარ გააჩნია.

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხული სოციალური მუშაკის თ------------–--ს ჩვენებით, მოცემულ საქმეში ჩაერთო ს-----–-----------ას განცხადებისა და ქ-------–----------ე საჯარო სკოლიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე. შეხვდა სკოლის დირექტორს, არასრულწლოვან გ-----------------სა და მის დამრიგებელს. სკოლიდან მიღებული ინფორმაციით, გ-----------------ი ბოლო პერიოდში დათრგუნული იყო, არ ეკონტაქტებოდა თანაკლასელებს, ხოლო ა-–---------- კ--------ი მშიერი დადიოდა სკოლაში. როდესაც გ------- კ--------ი მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, სკოლაში არ დადიოდა, თუმცა დირექტორის ჩარევის შემდეგ მამამ ბავშვი სკოლაში დააბრუნა. იგი (მოწმე) გაესაუბრა გ-----------------ს, რომელსაც სურდა ბებიასთან ცხოვრება. პოლიციაში ყოფნისას გ-----------------მა განმარტა, რომ მამა დაემუქრა, თუ სიმართლეს იტყოდა, არასოდეს არ ანახებდა ძმას, ასევე უნდა ეთქვა, რომ ბებია ს-----–-----------ა ცუდი იყო და არ უნდოდა ბებიასთან ცხოვრება.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, გამომძიებელმა თ----–------–------–---–მა განმარტა, რომ არასრულწლოვანი გ-----------------ი განმეორებით დაკითხა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მამის ზეგავლენით, პირველად გამოძიებას მისცა არასწორი ჩვენება.

 

მოწმე ნ--–--------–---–მა სასამართლოში აჩვენა, რომ 2016 წლის 9 მარტს, დაახლოებით 08:45 საათზე, ე--–--ს ქუჩაზე გაიგონა ხმაური და დაინახა, რომ ნ-----–--------------ი და ს-----–-----------ა ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, მათ შუაში კი იდგა ბავშვი. კ--------ი ს-------სთვის ხელის კვრით ცდილობდა ბავშვის წართმევას. ისინი ორივენი იმდენად აგრესიულები იყვნენ და ისეთი ჩხუბი მიმდინარეობდა, რომ ახლოს არ მისულა, ვინაიდან მათ გაშველებას ვერ შეძლებდა. კონფლიქტის დროს ნ-----–--------------ის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, კ--------ი ძალით, ხელის კვრით ცდილობდა ს-----–-----------ასთვის ბავშვის წართმევას. ამ დროს ბავშვი განერვიულებული იყო, ყვიროდა და ნ-----–--------------ს ეძახდა, რომ მისი მამა არ იყო. მან (მოწმემ) დარეკა საპატრულო პოლიციაში და წავიდა სამსახურში.

 

მოწმე ა---------–-----------მა სასამართლოში განაცხადა, რომ 2016 წლის 9 მარტს, დაახლოებით დილის 08:40 საათზე, ბავშვს აცილებდა სკოლაში, რა დროსაც დაინახა, გ-----------------ის წაყვანა უნდოდა მამამისს, მაგრამ ბავშვი არ მიჰყვებოდა. ს-----–-----------აც იქვე იყო და კ--------ს ეუბნებოდა, რომ ბავშვი გაეშვა სკოლაში. შემდეგ ჩხუბის ხმა გაიგონა. ნ-----–--------------ი ბავშვს ექაჩებოდა, მაგრამ იგი არ მიდიოდა, შემდეგ ნ-----–--------------მა ხელი ჰკრა ს-----–-----------ას. ს-----–--- რომ ბავშვს ექაჩებოდა, ნ-----–----ი ხელს ჰკრავდა. ამის შემდეგ ნ-----–--------------მა ბავშვი აიტაცა, წაიყვანა და დაიშალნენ. მოგვიანებით მასთან (ა---------–-----------თან) ვიღაც ბიჭები მივიდნენ და უთხრეს, რომ „შენ ამ ბიჭს უშვებ პირდაპირ ციხეშიო“, რის გამოც იგი (მოწმე) პოლიციაშიც იყო მისული.

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა გამომძიებელმა გ-------–---------მ დაადასტურა, რომ მათთან პოლიციაში გამოცხადებული იყო ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ძალიან განერვიულებული იყო. ამ ქალბატონს სურდა მის მიერ მიცემული ჩვენების წაკითხვა და ამბობდა, რომ მასთან, მეტრო ღრმაღელის ტერიტორიაზე, მივიდა სამი უცნობი მამაკაცი, რომლებმაც უსაყვედურეს, რატომ მისცა ნ-----–--------------ის წინააღმდეგ ჩვენება და რატომ დაღუპა კ--------ი.

 

სასამართლოში დაკითხული მოწმე ნ-----–------------–---–ის განმარტებით, 2016 წლის 9 მარტს, დილის საათებში, სკოლაში მიმავალმა ე--–--ს ქუჩაზე გაიგონა ხმაური და გინების ხმა. დაინახა, რომ ნ-----–--------------ს გ-----------------ი ჰყავდა ჩაბღუჯული, ორივე მკლავში ჰქონდა ხელი მოჭერილი, ხოლო ს-----–-----------ა ცდილობდა ბავშვის გათავისუფლებას. ბავშვი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ყვიროდა და მამისგან ითხოვდა, გაეშვა ხელი. ს-----–--- ცდილობდა, ბავშვი გამოერთმია მამისთვის, მაგრამ ეს უკანასკნელი ამის საშუალებას არ აძლევდა და ძალიან ცუდი სიტყვებით აგინებდა. მან (მოწმემ) ნ-----–--------------ს სთხოვა, ბავშვი გაეყოლებინა სკოლაში, თუმცა უარი მიიღო. მიხვდა, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა და წავიდა სამსახურში, ხოლო ნ--–--------–---–მა დარეკა პატრულში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ნ-----–--------------მა არ დაადასტურა მისი მხრიდან ს-----–-----------ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, განაცხადა, რომ 2016 წლის 9 მარტს ს-----–-----------ასთვის ხელი ან ფეხი არ დაურტყამს. მათ შორის მართლაც მოხდა კონფლიქტი ბავშვის გამო, კერძოდ, მას (კ--------ს) ბავშვის წაყვანა უნდოდა, რის საშუალებასაც ს-----–--- არ აძლევდა. ს-----–-----------ას გ-------ს ჩანთისთვის ხელი ჰქონდა ჩავლებული. იგი (ნ-----–--------------ი) იგერიებდა ს-----–---ს, რათა ბავშვისთვის ხელი გაეშვა. ს-----–--- არ აძლევდა შვილის ნახვის უფლებას, რის გამოც პრობლემები ჰქონდა და არაერთხელ დარეკა პატრულში. ს-----–--- ცდილობდა კონფლიქტის ინსცენირებას და პოლიციის გამოძახებას.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ს-----–-----------ას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღინიშნებოდა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის10 მარტის #--------- გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი ნ-----–--------------ის მიმართ, რომლის თანახმად, მოძალადე ნ-----–--------------ს 10 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - ს-----–-----------ასთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის #--------- გადაწყვეტილებით, დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი ნ-----–--------------ის მიმართ, რომლის თანახმად, მოხდა მსხვერპლის - არასრულწლოვან გ-----------------ის განცალკევება მოძალადე ნ-----–--------------ისგან. ნ-----–--------------ს 14 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - გ------- კ--------თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–--------------მა დაზარალებულ ს-----–-----------ას მიმართ განახორციელა ძალადობრივი ქმედება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რაც შეეხება უშუალოდ ნ-----–--------------ის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივ შეფასებას, თავდაპირველად სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ და ამომწურავ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–--------------ი კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა ოჯახური დანაშაულის სუბიექტს, რაც განაჩენის გამოტანის შემდეგ არც ბრალდების მხარეს გაუხდია სადავოდ. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ნ-----–--------------მა ჩაიდინა ცემა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს. იგი გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, მისი შედეგია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ცემა გულისხმობს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, ხოლო ერთი დარტყმა, თუნდაც მან დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს, არ განიხილება ცემად. მოცემულ შემთხვევაში, შემთხვევის უშუალო შემსწრე პირთა, მოწმეთა და თავად დაზარალებულის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ-----–--------------მა შექმნილი კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, განახორციელა არა ერთი, არამედ რამდენიმე ძალადობრივი მოქმედება დაზარალებულ ს-----–-----------ას მიმართ, რაც გამოიხატა განზრახ ხელის კვრაში/დარტყმაში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, - ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს-----–-----------ას არ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვალი, ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს ნ-----–--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რადგან განხორციელებული ძალადობის შედეგად სხეულის ზედაპირზე შეიძლება მსხვერპლს არანაირი კვალი არ დაეტყოს, სისხლნაჟღენთის ან დაბეჟილობის სახით. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე ნ-----–--------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ-----–--------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-----–--------------ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. სასჯელის დანიშვნისას პალატა იმავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ნ-----–--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ-----–--------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---------–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი ნ-----–--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ნ-----–---------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

 

ნ-----–--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე