განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
130100118002661406
ინსტანცია
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002661406

საქმე №1ბ/1568-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კააპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ------------

მსჯავრდებულ: ი-----------–-–---–ის,ადვოკატ: მ--------------–---–ის

 

მონაწილეობით,ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: ხ-–------------------------–-----–-----, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ი-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი-----------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ი-----------–-–---–მა ხ-–------------------------–----–----ში, საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, მეუღლეს, ხ--------------–---ს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი; მას შემდეგ, რაც ხ--------------–---, თავის დაღწევის მიზნით, სახლიდან გაიქცა ეზოში, ი-----------–-–---–ი გაჰყვა უკან და სახის არეში კვლავ დაარტყა მუშტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----------მ, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა (მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით).

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. გასათვალისწინებელია ის გარემობაც, რომ დაზარალებულის განმარტებით, მეუღლე მათი თანაცხოვრების განმავლობაში ხშირად გამოხატავს მის მიმართ აგრესიას, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი და აყენებს შეურაცხყოფას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-----------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ი-----------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ი-----------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებები, რომ იგი მატერიალურად ეხმარება ოჯახს, ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, საქმის განხილვისას გაირკვა, რომ დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩინია პრეტენზიები და არ არის დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით, მან მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა დანაშაული და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ი-----------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ი-----------–-–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ ი-----------–-–---–ი თითქმის ორი თვე სასჯელს იხდიდა პენიტენციურ დაწესებულებაში. არის სოციალურად დაუცველი და კმაყოფაზე ჰყავს 4 მცირეწლოვანი შვილი.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 5 სექტემბრიდან 2018 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა.

 

მსჯავრდებულ ი-----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი