განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2019
საქმის ნომერი
330100118002648654
ინსტანცია
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002648654

საქმე №1ბ/1552-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 თებერვალი 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-–----------–--ის,მსჯავრდებულ: რ-------------–---–ის

 

მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------- უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: გ-----------------------------–------–---, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით რ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, რ-------------–---–ი მთლიანად განთავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

რ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 07 აგვისტოს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილებაში, ქ--------------–---–ის შეტყობინების საფუძველზე, მისი მეუღლის - რ--------------–---–ის მიმართ შედგენილ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, ერთი თვის (30 დღე) ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, რ-------------–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - მეუღლე ქ--------------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. 2018 წლის 13 აგვისტოს რ--------------–---–მა არ შეასრულა N0----- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და პირადად შეხვდა საცხოვრებელ მისამართზე ქ--------------–---–ს. აღნიშნულ ქმედებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს N4------18 დადგენილების საფუძველზე, რ--------------–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სახდელდადებულად. ადმინისტრაციულსახდელდადებულმა რ--------------–---–მა კვლავ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით 11:00 საათზე სამსახურში ქ. თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრ „ფ--------–---- მაღაზიაში მიაკითხა და შეხვდა მსხვერპლს - მეუღლე ქ--------------–---–ს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათთან. მიუხედავად იმისა, რომ რომ ნასამართლობა გაქარწყლებულია, რ-------------–---–ი ნასამართლევია დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რაც ცუდად მეტყველებს მის პიროვნებაზე.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ-------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. რ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ო-–--------------ის, ქ--------------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ვიდეო კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით და ვიდეო ჩანაწერით, შემაკავებელი ორდერით, თბილისის საქალაქო სასამართლოს N3------18 დადგენილებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ რ-------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ რ-------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ რ-------------–----–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, აგრეთვე მისი განცხადებით, იგი მიემგზავრება სამკურნალოდ საზღვარგარეთ და მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდება, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ რ-------------–---–ი თითქმის ორი თვე იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ--------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით რ-------------–---–ი მთლიანად განთავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

მსჯავრდებულ რ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი: 01 ცალი კომპიუტერული დისკი - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეში შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი