განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002515205
საქმე №3ბ/2604-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ა-----–------------ი;
წარმომადგენელი - გ----------------ე;
მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–------------ის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი - ი-------------------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება;
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა-----–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.წ. ვირტუალური აქტი------------- საკადასტრო კოდზე, წინა საკადასტრო კოდი-------------, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა------------- საკადასტრო კოდზე, წინა საკადასტრო კოდი------------- დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
2.1. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. 2----–-–----------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-----–------------ის განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე, უძრავი ნივთის მისამართი: ბ---------------------------- „დ------–-“ ( ზონა: ბ-----------------------------------------)(იხ.სფ.12).
2.1.2. საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონულმა ოფისმა 2----–-–----------ს მიიღო გადაწყვეტილება N---------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად, 2----–-–----------------ს საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-----–------------ის განცხადება, რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, მდებარე ბორჯომი დ.ბ---------ი „დ------–-“ „ზონა ბ-----------------------------------------“. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–---------ს N------- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან. აქვე მიეთითა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2----–-–------------–ის N------- და 2----–-–---------ის წერილზე პასუხის მიღებისთანავე (იხ.სფ.13 -14).
2.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------------ის N------- წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში წარგენილია ა-----–------------ის საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------------------------- „დ------–-“. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა ა-----–------------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მოითხოვეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება(იხ.სფ.15).
2.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა წერილი N-------, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოითხოვდა არ განეხილათ 2----–-–---------------ის N------- წერილი, რომელიც ეხებოდა ა-----–------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადასტურებას (იხ.სფ.16).
2.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა 2----–-–---------ის მიმართვა N-------, რომლითაც ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია N------------- სარეგისტრაციო განცხადება , რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ------------------------- „დ------–-“.
მიმართვით მერიას ასევე ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმეტაცით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
რეესტრმა მიუთითა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა , როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა ა-----–------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მოითხოვეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურობა (იხ.სფ.17).
2.1.6. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი 3361კვმ. რომლის საკადასტრო მონაცემებია-------------. (ნაკვეთის წინა ნომერი:------------, წარმოადგენს ა-–---------------------ის, ა-----–-----------ის პ/ნ (-----------), გ------------------ი, გ----–------------ი და ვ-–-------------------ის საკუთრებას(იხ.სფ.27-28).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 16-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტზე, რომლის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ მიწის, უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ს------------–-------------------------------------------------------------------------------------–------------------, 3361,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მისამართი ბ--------------------, დაბა ბ---------ი, „დ------–-“ წარმოადგენს ა-----–------------ის თანასაკუთრებას.
დადგენილია, რომ 2----–-–----------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-----–------------ის განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე უძრავი ნივთის მისამართი: ბ---------------------------- „დ------–-“ ( ზონა :ბ-----------------------------------------).
საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონულმა ოფისმა 2----–-–----------ს მიიღო გადაწყვეტილება N---------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც 2----–-–----------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-----–------------ის განცხადება, რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, მდებარე ბორჯომი დ.ბ---------ი „დ------–-“ „ ზონა ბ-----------------------------------------“.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–---------ს N------- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა 2----–-–----------------ის N------- წერილი სადაც აღინიშნა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრმა მოითხოვა აღნიშნული გარემოების დადასტურება.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა წერილი N-------, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოითხოვდა არ განეხილათ 2----–-–---------------ის N------- წერილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა 2----–-–---------ის მიმართვა N-------, სადაც აღინიშნა, რო სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია N------------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ------------------------- „დ------–-“.
დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრმა მოითხოვა აღნიშნული გარემოების დადასტურება.
სასამართლომ მიუთითა საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე, რომლითაც დადგენილია, რომ 3361კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მოცემებია-------------. (ნაკვეთის წინა ნომერი:------------, წარმოადგენს ა-–---------------------ის, ა-----–-----------ის პ/ნ (-----------), წარმოადგენს გ------------------ის, გ----–------------ის და ვ-–-------------------ის საკუთრებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
შესაბამისად დადგენილია, რომ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ა-----–------------ის განცხადების და საქმის მასალების ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას 2----–-–---------------ის გადაგზავნის შემდეგ 2----–-–------------–ამდე და არც 2----–-–----------ს საჯარო რეესტრის მიერ მიმართვის გადაგზავნის შემდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ/მისმა წარმომადგენლმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ა-----–------------ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით, ზიანს აყენებს მოსარჩელის ა-----–------------ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, მისმა წარმომადგენელმა ა-----–------------ს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე ისე უთხრა უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის/მისი წარმომადგენლის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი, რომლითაც ა-----–------------ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურობის დადგენაზე ეთქვა უარი, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლომ მიიჩნევსია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის/მისი წარმომადგენლის ვირტუალური განკარგულება/უარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 6----------- საკადასტრო კოდზე, წინა საკადატრო კოდი------------- დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში დაადგინოს-------------- საკადასტრო კოდზე, წინა საკადატრო კოდი------------- დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად დისკრეციულია უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. შესაბამისად, სზაკ-ი ადმინისტრაციულ ორგანოსა და თანამდებობის პირს აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით, რომ რამდენიმე ვარიანტიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თუმცა აღნიშნული ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში არ იქნა გათვალისწინებული და ადმინისტრაციულ ორგანოს პირდაპირ დაევალა ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. გარდა ამისა, სასამართლოს არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე ტექნიკურად შეუძლებელი იყო აღნიშნული საკითხის განხილვა და საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აპელანტი განმარტავს, რომ განსახილველ საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. 2----–-–----------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-----–------------ის განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე, უძრავი ნივთის მისამართი: ბ---------------------------- „დ------–-“ ( ზონა: ბ-----------------------------------------)(იხ.სფ.12).
4.1.2. საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს ს--–------------ის რეგიონულმა ოფისმა 2----–-–----------ს მიიღო გადაწყვეტილება N---------------- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმად, 2----–-–----------------ს საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-----–------------ის განცხადება, რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას, მდებარე ბორჯომი დ.ბ---------ი „დ------–-“ „ზონა ბ-----------------------------------------“. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–---------ს N------- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან. აქვე მიეთითა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2----–-–------------–ის N------- და 2----–-–---------ის წერილზე პასუხის მიღებისთანავე (იხ.სფ.13 -14).
4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------------ის N------- წერილით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში წარგენილია ა-----–------------ის საარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------------------------- „დ------–-“. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა ა-----–------------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მოითხოვეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება(იხ.სფ.15).
4.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა წერილი N-------, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოითხოვდა არ განეხილათ 2----–-–---------------ის N------- წერილი, რომელიც ეხებოდა ა-----–------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადასტურებას (იხ.სფ.16).
4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა 2----–-–---------ის მიმართვა N-------, რომლითაც ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია N------------- სარეგისტრაციო განცხადება , რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ------------------------- „დ------–-“.
მიმართვით მერიას ასევე ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმეტაცით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
რეესტრმა მიუთითა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა , როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას გაეგზავნა ა-----–------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მოითხოვეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურობა (იხ.სფ.17).
4.1.6. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ნაკვეთი 3361კვმ. რომლის საკადასტრო მონაცემებია-------------. (ნაკვეთის წინა ნომერი:------------, წარმოადგენს ა-–---------------------ის, ა-----–-----------ის პ/ნ (-----------), გ------------------ი, გ----–------------ი და ვ-–-------------------ის საკუთრებას(იხ.სფ.27-28).
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმეზე დამდგარ შედეგს, ხოლო სამართლებრივი შეფასების სახით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
განსახილველ შემთხვევაში მიწის, უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ბ-------------------ში, დაბა ბ---------ში მდებარე 3361,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (N---) წარმოადგენს ა-----–------------ის თანასაკუთრებას.
2----–-–----------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა-----–------------ის განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე სადავო უძრავ ნივთზე.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–---------ს N------- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა 2----–-–----------------ის N------- წერილი სადაც აღინიშნა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრმა მოითხოვა აღნიშნული გარემოების დადასტურება.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა წერილი N-------, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოითხოვდა არ განეხილათ 2----–-–---------------ის N------- წერილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა 2----–-–---------ის მიმართვა N-------, სადაც აღინიშნა, რო სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია N------------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ------------------------- „დ------–-“.
დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმეტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრმა მოითხოვა აღნიშნული გარემოების დადასტურება.
დადგენილია, რომ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ა-----–------------ის განცხადების და საქმის მასალების ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას 2----–-–---------------ის გადაგზავნის შემდეგ 2----–-–------------–ამდე და არც 2----–-–----------ს საჯარო რეესტრის მიერ მიმართვის გადაგზავნის შემდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ/მისმა წარმომადგენლმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა ა-----–------------ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. მითითებული ნორმის თანახმად, სწორედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია იყო უფლებამოსილი პირი ემსჯელა და დაედასტურებინა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა, რითიც შეილავა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საქმეთა გადატვირთულობიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილ წერილზე გადაწყვეტილების მიღება კანონით დადგენილ ვადაში. პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა ვერ გაამართლებს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მათ შორის ვირტუალური უარის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ამასთან, დავის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას არ მიუღია გადაწყვეტილება სადავო საკითხზე, რაც უპირობოდ მიუთითებს მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ბორჯომის მინიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრის წერილის საფუძველზე, კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ შეისწავლა საკითხი და არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, გამოცემულია ვირტუალური უარი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მიიჩნევს ბათლად თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის/მისი წარმომადგენლის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მისი უპირობოდ ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან სადავო საკითხი განეკუთვნება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, მასვე უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში დაადგინოს-------------- საკადასტრო კოდზე, წინა საკადატრო კოდი-------------, დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელლმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა