განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210017002237327
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002237327

N2ბ/1836-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - მ-----– ჭ-----–---–ი (მ-----–-–---–ი)

წარმომადგენელი - შ--–-- ხ----------–-ილი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,თ----- ბ---ი’’

წარმომადგენელი - კ------- კ------–-ილი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „თ----- ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მ-----– ჭ-----–---–ს (მ-----–-–---–ი), სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა: ა) 41795,60 აშშ დოლარის გადახდა; ბ) მიუღებელი შემოსავლის 6096.83 აშშ დოლარის გადახდა; გ) ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (41581.07 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 41.58 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა 30/09/2016წ.-დან 90 დღის განმავლობაში 29/12/2016წ.-მდე.

 

დავალიანების თანხის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მ-----– ჭ-----–---–ის (მ-----–-–---–ი) კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონებები, მდებარე: ა) მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქალაქი ყ------–-, ქუჩა გ-------–---–-----, საკადასტრო კოდი N------------ და ბ) მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქალაქი, თბილისი, დასახლება ვ---------–----, მ------------------------- საკადასტრო კოდი N0----------------------.

 

იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა ვერ დაფარავდა მოპასუხის დავალიანებას სს "თ----- ბ---ის" წინაშე თანხის ამოღების განსახორციელებლად დადგინდა მ-----– ჭ-----–---–ის (მ-----–-–---–ი) საკუთრებაში არსებული სხვა ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

 

სს "თ----- ბ---ის" მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სს ”ბ--- კ----------ანს” და მ-----– მ-----–-–---–ს (ჭ-----–---–ი) შორის დაიდო №--------------- გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბ---მა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000.00 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 48%-ის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე, ქ. ყ------–ში, ქუჩა გ-------–---–-----, საკადასტრო კოდი: N------------ და უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისში, დასახლება ვ---------–---------------------------, საკადასტრო კოდი №0----------------------.

 

2015 წლის 01 აპრილს, სს „ბ---ი კ----------ას“ და მ-----– მ-----–-–---–ს შორის, გაფორმდა N2-------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 39781.24 აშშ დოლარის ოდენობით, 164 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 16%-ის გადახდევინებით. საკრედიტო ხელშეკრულებების და გადახდის გრაფიკების თანახმად, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი.

 

2.2. მოპასუხემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და 30.09.2016წ. ვადამდე შეწყდა სესხის ხელშეკრულება. სრული დავალიანება შეადგენს 41 795,60 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 38 634,43 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 946,64 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 214,53 აშშ დოლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868.1, 623-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის 38 634,43 აშშ დოლარის და სარგებლის ნაწილში. დადგენილი იყო, რომ მ-----– (მ-----–-–---–ის) ჭ-----–---–ის დავალიანება სს „თ----- ბ---ი“-ს მიმართ 2015 წლის 02 აპრილის საკრედიტო სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 41 795.60 აშშ დოლარს. აღნიშნულის საწინააღმდეგო გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ ჰქონდა წარმოდგენილი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სს „თ----- ბ---ი”-ს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი საფუძველი.

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ 2015 წლის 02 აპრილის საკრედიტო სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხით სარგებლობის წლიურ 16%-ზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1, 411-ე, 412-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბ---ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბ---ისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბ---ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბ---მა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას ხელშეკრულების შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში, რაც შეადგენდა 6 096.83 აშშ დოლარს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოდასახელებული მუხლების საფუძველზე სს „თ----- ბ---ი”-ს სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეზე დავალიანებულ ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (41 581.07 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდას დღეში 0.1%, ყოველდღიურად 41.58 აშშ დოლარის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელებულიყო ხელშეკრულების შეწყვეტიდან (30.09.2016) 90 დღის განმავლობაში (29.12.2016).

 

სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოპასუხეზე 90 დღის განმავლობაში მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკისრებული თანხის ამოღება უნდა განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებების რეალიზაციის გზით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სს ,,თ----- ბ---ის’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 3 742.2 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის - 6 096.83 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. ასევე, იმ ნაწილში, რომლითაც დავალიანების თანხის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი), მდებარე, ქალაქი ყ------–ში, ქუჩა გ-------–---–-----, საკადასტრო კოდი N------------.

 

3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ საქმის განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. აპელანტის განმარტებით, საქმის განხილვისას მიუთითებდა დაკისრებული პირგასამტეხლოს დიდ ოდენობზე და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის არამართებულობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ სს "ბ--- კ----------ას" და მ-----– ჭ-----–---–ს შორის 2015 წლის 01 აპრილს დადებული იქნა N--------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება 164 თვის ვადით, რომლის მიხედვით, მ-----– ჭ-----–---–ზე გაცემული იქნა სესხი 39781.24 აშშ დოლარის ოდენობით წლიური სარგებელი კი განისაზღვრა 16% ხელშეკრულება უნდა დასრულებულიყო 2028 წელს, თუმცა, მისი ვადამდე შეწყვეტა განხორციელდა 2016 წლის 30 სექტემბერს. ამ თვალსაზრისით გაურკვეველია როგორ დაერიცხა 3742.2 აშშ დოლარი პირგასამტეხლო მ-----– ჭ-----–---–ს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 90 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე.

 

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა აპელირება სს "თ----- ბ---ის" მხრიდან უფლებების ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი მოქმედების შესახებ. აპელანტის განმარტებით, მ-----– ჭ-----–---–ი ცდილობდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები რასაც მოწმობდა მის მიერ შესრულებული გადახდები ხელშეკრულების შეწყვეტამდე. კერძოდ, 2016 წლის 1-ლი მარტიდან მის მიერ ხდებოდა ინტენსიური გადახდები 1000 აშშ დოლარის ოდენობით ნაცვლად საგადახდო გრაფიკით განსაზღვრული 614 აშშ დოლარისა. აპელანტის მიერ ადგილი არ ქონია ვალდებულების განზრახ დარღვევას და შესაბამისად იმის გათვალისწინებას, რომ სს "თ----- ბ---ს" შესაძლოა მიდგომოდა ზიანი. მოწინააღმდეგე მხარემ კი მაინც შეწყვიტა ხელშეკრულება და შემდეგ რამდენიმე ურთიერთშეუსაბამო საფუძვლით ითხოვა ერთდროულად სესხის ძირი თანხის, პროცენტის, მიუღებელი შემოსავლის, პირგასამტეხლოს დაკისრება და უზრუნველყოფის საგნების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული საგნების რეალიზაცია ვერ უზრუნველყოფდა მოთხოვნას მ-----– ჭ-----–---–ის სხვა ქონების რეალიზაცია. სს "თ----- ბ---ის" როგორც ხელშეკრულების ძილერი მხარის მოქმედება სცილდება სამოქალაქო ბრუნვის სტაბელურობისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კეთილსინდისიერების პრინციპს და წარმოადგენს "საბ---ო მონობას".

 

სამართლებრივი საფუძვლები

 

3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი. აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლზე (მოვალე რომელიც ფულადი თანხის გადახდას გადააცილებს ვალდებულია გადაცილებული დროისთვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია) და განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე სს “თ-----“ ბ---ი ითხოვდა პროცენტის გადახდას 2946.64 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გამომდინარეობდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან. შესაბამისად პროცენტის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალთან ერთად სამართლებრივად გაუმართლებელი იყო სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე.

 

3.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი. აპელანტის განმარტებით, პირგასამტეხლო თავისი ბუნებით წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და მისი მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. აპელანტმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო რომ ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 30 სექტემბერს სს "თ----- ბ---ის" მიერ მ-----– ჭ-----–---–ის მხრიდან ვალდებულების შესრულების დარღვევის გამო. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ 90 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 41.58 აშშ დოლარის ოდენობით, რაც 90 დღეზე შეადგენს 3742.2 აშშ დოლარს ვერ იქნება ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება და შემაკავებელ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. აპელანტის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ მართებული იქნებოდა სასამართლოს მსჯელობა "პრეზუმირებული მინიმალური ზიანის" ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე და მიჩნეული იქნებოდა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მიზნად ისახავდა მინიმალური ზიანის ანაზღაურებას, მაშინ ბუნდოვანი იყო, თუ რა საფუძვლით მსჯელობდა სასამართლო მიუღებელ შემოსავალზე, როგორც ზიანის ერთ ერთ ფორმაზე.

 

3.6. აპელანტის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ განსახილველ საქმეში დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული პირგასამტეხლოს ანაზღაურება, დაკისრებული პირგასამტეხლო არის არსებითად შეუსაბამო ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე. სასამართლომ არ გაითვალსწინა ის გარემოება, რომ მ-----– ჭ-----–---–ს 2016 წლის 30 სექტემბრისთვის უკვე გადახდილი ჰქონდა პირგასამტეხლო 756.59 აშშ დოლარის ოდენობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.2. პუნქტებით (წინამდებარე განჩინების 2.1. და 2.2.პუნქტებით) დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. სს ”ბ--- კ----------ანს” და მ-----– მ-----–-–---–ს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, 0--------- წელს, სს „ბ---ი კ----------ას“ და მ-----– მ-----–-–---–ს შორის, გაფორმდა N2-------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაიცა სესხი 39781.24 აშშ დოლარი, 164 თვის ვადით. წლიური სარგებელი განისაზღვრა 16%-ით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ-----– მ-----–-–--–მა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე 2016 წლის 20 აგვისტოს, რის გამოც, მოსარჩელემ შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება 30.09.2016 წელს.

 

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სს „თ----- ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, და მ-----– ჭ-----–---–ს (მ-----–-–---–ი) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა: ა) 41795,60 აშშ დოლარის გადახდა; ბ) მიუღებელი შემოსავლის 6096.83 აშშ დოლარის გადახდა; გ) ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (41581.07 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1%, რაც შეადგენს ყოველდღიურად 41.58 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა 30.09.2016წ.-დან 90 დღის განმავლობაში 29.12.2016წ.-მდე. ამასთან, დავალიანების თანხის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები.

 

4.3. გადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს, რომ მ-----– მ-----–-–---–მა შეიცვალა გვარი და ამჟამად მისი სახელია მ-----– ჭ-----–---–ი (პირადი ნომერი 4---------- იგივეა).

 

წინამდებარე სააპელაციო საჩივრით მ. ჭ-----–---–ი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის 6096.83 აშშ დოლარის, ასევე ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (41581.07 აშშ დოლარი) 0.1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში. ასევე, ქ. ყ------–ში, გ-------–---–-------------ში (ს/კ N------------) მდებარე უძრავი ქონების, სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში.

 

4.4. პალატა აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ფორმურირებული იყო იმდაგვარად, რომ მ. ჭ-----–---–ს სს ,,თ----- ბ---ის’’ სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში, ჯამში 6096.83 აშშ დოლარის გადახდა.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით და რომლის ოდენობაც, შესაბამისობაში იყო მხარეთა მიერ შეთანხმებულ საპროცენტო განაკვეთთან. სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებისას, მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს თანხის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში.

 

ამ კუთხით, პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარედ საბ---ო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბ---ო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი, კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). ამდენად, საბ---ო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბ---ი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბ---ო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბ---ს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბ---ს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა თუ რა ჩაითვლება მიუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბ---ის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 16%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე მ-----– ჭ-----–---–ს (მ-----–-–---–) სს „თ----- ბ---ის’’ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირ თანხაზე დარიცხული წლიური % არაუმეტეს 12 თვისა.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხე მ-----– ჭ-----–---–ს (მ-----–-–---–ს) სს „თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ დავალიანებულ ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (41581.07 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდას დღეში 0.1%, ყოველდღიურად 41.58 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (30/09/2016) 90 დღის განმავლობაში (29/12/2016). დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოთხოვნის ამ ნაწილში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, და მოპასუხეს სს,,თ----- ბ---ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (41 581.07 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1%, რაც შეადგენს ყოველდღიურად 41.58 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა 30/09/2016წ.-დან 90 დღის განმავლობაში 29/12/2016წ.-მდე.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით (დადგენილია, რომ ძირი თანხაა 38 634,43 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 946,64 აშშ დოლარი; ხოლო პირგასამტეხლო 3 742.2 აშშ დოალრი). დაკისრებული ოდენობა გონივრულია ასევე, კრედიტორისათვის ხელშეკურლებით გათვალისწინებულ ვადაში, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ,,ზიანის’’ გათვალისიწნებით, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

4.7. პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მართებული იქნებოდა სასამართლოს მსჯელობა "პრეზუმირებული მინიმალური ზიანის" ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე და მიჩნეული იქნებოდა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მიზნად ისახავდა მინიმალური ზიანის ანაზღაურებას, მაშინ უსაფუძვლო იყო, სასამართლოს დასკვნა მიუღებელი შემოსავლის სახით, მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების თაობაზე.

 

ამ კუთხით პალატა მიუთითებს წინამდებარე განჩინების 4.4. პუნქტში სააპელაციო პალატის მსეჯელობაზე და დამატებით განმარტავს, რომ 2 946.64 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნილი საპროცენტო სარგებელი შეადგენს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მომენტისათვის არსებულ საპროცენტო სარგებელს, ხოლო, მიუღებელი სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხა - 6 096.83 აშშ დოლარი, წარმოადგენს ხელშეკურლების ვადამდე შეწყვეტის მომენტიდან მისაღებ სარგებელს, რომელსაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლები). რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხს, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი). შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება, თავის მხრივ არ გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლების საფუძველზე, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

4.8. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას, დავალიანების თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული მ-----– ჭ-----–---–ის (მ-----–-–---–ი) კუთვნილი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი), მდებარე, ქალაქი ყ------–-, ქუჩა გ-------–---–----- (ს/კ N------------), სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანინიბაზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 377.1. მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ კუთხით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ნაწილში (მითითებული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ/სამართლებრივ, გარემოებებზე, აპელანტს სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონებები, 1. მდებარე, ქ. ყ------–ში, ქუჩა გ-------–---–-----, საკადასტრო კოდი: N------------ და 2. ქალაქი თბილისში, დასახლება ვ---------–---------------------------, საკადასტრო კოდი №0---------------------- (ტომი 1; ს.ფ. 24-28 – 2--------- წლის იპოთეკის ხელშეკრულება; ს.ფ. 29-33 – 2--------- წლის იპოთეკის ხელშეკრულება).

 

2--------- წელს, სს ”ბ--- კ----------ანს” და მ-----– მ-----–-–---–ს შორის დადებული N--------------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული უზრუნველყოფის საშუალებები უზრუნველყოფენ ამ ხელშეკურლების ფარგლებში გაფორმებული ,,შემადგენელი ხელშეკრულებებით’’ ,,კლიენტის’’ მიერ ,,ბ---ის’’ მიმართ ნაკისრ ყველა ვალდებულებას, მათ შორის სამომავლო და პირობითს. ამ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი ხელშეკურლებებით გათვალისიწნებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დადებული ხელშეკურლებები წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამავე ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით ამ/და გირავნობირ უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად...ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ, ჩაითვლება დაკმაყოფიებულად მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის შესაბამისი ოდენობით და მხოლოდ მის ფარგლებში და ბ---ი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე. (ტომი 1; ს.ფ. 17-23 - 2--------- წლის N--------------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება).

 

ვინაიდან, მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება კრედიტორს ანიჭებდა უფლებამოსილებას მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების, მათ შორის, ქ. ყ------–ში, გ-------–---–--------ში ს/კ N------------, მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

 

ამასთან, პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სს ,,თ----- ბ---ის’’ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომელიც ძირითადი ხელშეკურლების შემადგებელი ნაწილია, ასევე გათვალისწინებული იქნა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქარტველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები ეკისრება აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის (959.00 ლარის ოდენობით) სახით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– ჭ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი