განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
190210116001340852
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-ბ/2468-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ქ. რ-------ის მ----–----–------ის მ----ა;

წარმომადგენლები - ე-–-----------–---–ი, ს------------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „----“;

წარმომადგენელი - პ--------------–--ე;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ის სარჩელი მოპასუხე შპს ”პ---ს” მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ”პ---ს” ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 3,130.94 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”პ---ს” ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ დაეკისრა - 4408.21 ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2----–-–------------–ს ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ასა (თ--------------–-----–--- რ-------ი) და შპს ”პ--ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-----, რომლის თანახმად, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ქალაქ რ-------ში ს-------------–--------------ის შენობის სარემონტო სამუშაოები, რომლებიც განსაზღვრული იყო მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში. მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 55 დღე. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო 2--- წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველს შეეძლო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა მიმწოდებელისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

2.2. 2--- წ-–----------ს, 2----–-–------------–ს ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ასა (თ--------------–-----–--- რ-------ი) და შპს ”პ--ს” შორის დადებულ №----- ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 44 398.40 ლარით.

 

2.3. 2--- წ-–----------------ს 2----–-–------------–ს ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ასა (თ--------------–-----–--- რ-------ი) და შპს ”პ--ს” შორის დადებულ №----- ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ფორმა №--სა და ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ 20 სამუშაო დღის განმავლობაში. ფორმა №- დამოწმებული და ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო ტ-----------------–-ს ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ის ი----------------------------------------------------–---–------------------- უფროსის მიერ. საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორცილებულიყო მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულებაზე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურითა და ფორმა №--ით განსაზღვრული თანხის 90%-ის ოდენობით. შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივად მიღება უნდა მომხდარიყო სამუშაოს შესრულებაზე წარმოდგენილი ფორმა №--ის საფუძველზე დამოწმებული და ხელმოწერილი ტ-----------------–-სა და ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ის ი----------------------------------------------------–---–------------------- უფროსის მიერ, ხოლო საბოლოო მიღება მოხდებოდა სამუშაოს შესრულებაზე წარმოდგენილი ფორმა №--ის საფუძველზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.

 

2.4. ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №------ის საფუძველზე შპს ”პ---ს” ანგარიშზე 2--- წლის 14 მაისს დაირიცხა - 11500 ლარი, 2--- წლის 10 ივნისს - 12,588.72 ლარი, ხოლო 2--- წლის 03 ივლისს - 7,700.91 ლარი.

2.5. შპს ”პ---ს” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა და 2--- წლის 29 დეკემბერს ქ. რ-------ის მ----–----–------ის მ----ის მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შპს ”პ---ს” მიერ ნაწილობრივ შესრულდა, კერძოდ სარემონტო სამუშაოები შესრულებულ იქნა მხოლოდ 16988 და 10392,59 ლარის ფარგლებში.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ მან სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 4408.21 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა. ამასთან, რომც არსებობდეს თანხის დაკისრების ვალდებულება, აღნიშნული მ----ას უნდა მოეთხოვა სადაზღვევო კომპანიიდან და არა შპს ”პ---დან”.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა, რომ შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივად მიღება უნდა მომხდარიყო სამუშაოს შესრულებაზე წარმოდგენილი ფორმა №--ის საფუძველზე დამოწმებული და ხელმოწერილი ტ-----------------–-სა და ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ის ი----------------------------------------------------–---–------------------- უფროსის მიერ, ხოლო საბოლოო მიღება მოხდებოდა სამუშაოს შესრულებაზე წარმოდგენილი ფორმა №--ის საფუძველზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ამდენად, მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების შესრულება დადასტურებული უნდა ყოფილიყო მითითებული დოკუმენტების საფუძველზე, რაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე 2----–-–------------–ის №----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”პ---ს” მიერ შესრულებული სამუშაოს ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 27 381.42 ლარი, ხოლო მ----ის მიერ მოპასუხეს გადაერიცხა 31 789.63 ლარი, რომელთაგანაც 11 500 ლარი წარმოადგენდა ავანსის წესით გადახდილ თანხას, ვინაიდან შპს ”პ--მა” სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 4408.21 ლარის გადახდა, როგორც სხვაობა მოსარჩელის მიერ გადარიცხულ თანხასა და მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შორის. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ თანხის გადახდა უნდა დაეკისროს სადაზღვევო კომპანიას, ვინაიდან, სს ”ს--------------------------------------–------” არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს.

 

2.8. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2--- წლის 29 დეკემბერს ქ. რ-------ის მ----–----–------ის მ----ის მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება.

 

სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შემცირდეს 0,1%-მდე. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3,130.94 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ა მიიჩნევს, რომ რ-------ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს "პ---"-ს მიმართ პირგასამტეხლოს 15 654.72 ლარიდან 3 130.94 ლარამდე შემცირების ნაწილში დაუსაბუთებელია, ვინაიდან, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ის არსებითი ინტერესები. კერძოდ, განსახილველი საკითხი უკავშირდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს განსაკუთრებულ ინტერესს, რასაც წარმოადგენდა ქალაქ რ-------ში ს-------------–--------------ის სარემონტო სამუშაოების ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში დასრულება, ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე ს-------------–--------------ის პერსონალს გ----------------–----–--–- უწევდა მუშაობა. შესაბამისად, შპს "პ---"-ს მიერ ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის და ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულიად შესაბამისი იყო მოცემულ ინტერესთან მიმართებით. ვინაიდან, ქალაქ რ-------ის მ----–----–------ის მ----ისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად დასრულება, მიმწოდებელს არაერთხელ ეთხოვა აღებული ვალდებულების შესრულება, თუმცა უშედეგოდ. პირგასამტეხლოს არსებული ოდენობაც შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივი პერიოდით იქნა განპირობებული, რაც თავად მიმწოდებლის მიერ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. სასამართლომ კი პირგასამტეხლოს შემცირებისას დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველ დავაში, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული პრეტენზიების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად იქნა თუ არა შემცირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო, კონკრეტულ შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალია და იგი მართებულად დაექვემდებარა შემცირებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართლიან ოდენობამდე {სსკ-ის 420-ე მუხლი}. პირგასამტეხლოს შემცირების დისკრეციით ლეგიტიმური სარგებლობისათვის მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-1199-1127-2015; 13 აპრილი, 2016 წელი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-მდე შემცირებით და შესაბამისად, მოპასუხისათვის 3,130.94 ლარის გადახდის დაკისრებით დაცულ იქნა ორივე მხარის ინტერესი. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.რ-------ის მ----ას უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დასახელებული კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანრი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ. რ-------ის მ----–----–------ის მ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი