განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200310015001167440 (3ბ/3068-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი
აპელანტი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი - თ----------–------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს-----–-----------ი“
წარმომადგენლები - თ----------------–ი, თ--------------–---–ი (დირექტორი)
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ აღიარება, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ს-----–-----------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს ,,ს-----–-----------ი“ აღიარებულ იქნა ,,ა------- ს-----–-------ის“ უფლებამონაცვლედ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის N2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ოფისს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა სს ,,ს-----–-----------ის“ რეგისტრაციის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ს-----–-----------ი“ დაფუძნდა ა------- რაიონის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, 1996 წლის 30 აგვისტოს და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. მისი იურიდიული მისამართია საქართველო, ა------, რ--------–-- 5-, დირექტორი თ--------------–---–ი, საიდენტიფიკაციო კოდი 2--------.
2.2. ა------- სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 24 ივლისს განცხადებით მიმართა სს ,,ს-----–-----------მა“ და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ ფლობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე ა------, რ---------–ის ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე სს ,,ს-----–-----------ს“ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-74 მუხლი, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
2.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ს-----–-----------მა’’. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილებით სს ,,ს-----–-----------ის’’ წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.4. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1994 წლის 8 ნოემბერს ა------- რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ დირექტორის №5 ბრძანების თანახმად, ა------- რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის მიზნით, შეიქმნა სამუშაო კომისია. კომისიას სხვა ღონისძიებებთან ერთად დაევალა სახელმწიფო ქონების მართვის ა------- რაიონულ განყოფილებაში სააქციო საზოგადოების რეგისტრაციაში გატარებისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა 1994 წლის 25 დეკემბრამდე. ბრძანებას სამართლებრივ საფუძვლად დაედო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №2-- დადგენილება ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ღონისძიებათა შესახებ’’.
2.5. შედგა ა------- რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ პრივატიზაციის გეგმა, რომლის თანახმად ობიექტის იურიდიული მისამართია ა------, რ---------–ის 56, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა - სახელმწიფო საწარმო. აღნიშნული გეგმის მე-6 პუნქტის თანახმად, საწარმოს არ გააჩნია ისეთი ობიექტები, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზაციას. ამავე გეგმის თანახმად, საწარმოს საქმიანობის ძირითადი სახეებია ტრაქტორების, ავტომობილების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების და იარაღების რემონტი და ტექნიკური მომსახურება, მექანიზირებული სამუშაოების ჩატარება, მარაგ ნაწილებითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება. გეგმის თანახმად, ნომინალური ღირებულებით განლაგებული აქციების საერთო ღირებულებაა 46641,4 ათასი მანეთი. ერთი აქციის ნომინალური ღირებულებაა 1000 მანეთი. საწარმოს მუშაკებზე და მოქმედი კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებზე შეღავათიანი პირობებით აქციების განაწილების წესი, მოცულობა და ვადები საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N2-- დადგენილებით და სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული წესის შესაბამისობაშია. პრივატიზაციის გეგმას თან ერთვოდა შეფასების აქტი, 1991-1992 წლების საწარმოს წლიური ბალანსი, მონაცემები კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანების (ვადაგადაცილებული დავალიანების ჩვენებით) შესახებ, სააქციო საზოგადოების წესდება, საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანება პრივატიზაციის სამუშაო მისიის შექმნის შესახებ, საწარმოს მიწის ნაკვეთის განლაგების სიტუაციური გეგმა.
2.6. ა------- რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 დეკემბრის N3-- გადაწყვეტილებით ,,სამეწარმეო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო გაერთიანების, სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N2-- დადგენილების შესაბამისად, რეგისტრაციაში გატარდა სააქციო საზოგადოება ა------- ,,ს-----–-----------ის’’ წესდება. წესდების თანახმად, სააქციო საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სახეებია: სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ტრაქტორების, ავტომობილების და სხვა იარაღის რემონტი და ტექნიკური მომსახურება მექანიზებული სამუშაოების ჩატარება, სატრანსპორტო მომსახურეობა, მარაგი ნაწილებით და ტექნიკით მომარაგება კოოპერატივების, მეურნეობების და სხვა კერძო პირების. სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 46641 ლარს. საზოგადოება უშვებს 45 982 ცალ ჩვეულებრივ აქციას და მათი ნომინალური ღირებულებაა 1000 კუპონი.
2.7. 1996 წლის 30 აგვისტოს ა------- რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სს ა------- ,,ს-----–-----------ის’’ ხელახალი რეგისტრაცა. საწარმოს მისამართია ქ. ა------, რ---------–ის 5-, საქმიანობის საგანი - მაქსიმალური მოგების მიღება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რემონტი, მექანიზირებული სამუშაოს შესრულება, ფერმერული მეურნეობების შექმნა, კომერციული ბაზების მშენებლობა, მარაგი ნაწილებით და ტექნიკით მომარაგება, რეალიზაცია. 1996 წლის 19 აგვისტოს საერთო კრების მიერ დამტკიცებული იქნა სააქციო საზოგადოების ,,ა------- ს-----–-----------ის’’ ახალი წესდება. იმავე წესდების თანახმად, სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 66180 აშშ დოლარს, რომელიც დაყოფილი იყო 45 982 აქციად. ერთი აქციის ნომინალუი ღირებულება შეადგენდა 1,46 აშშ დოლარს.
2.8. ,,სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №2-- დადგენილების თანახმად, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარებისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების და რაიონების ქონების მართვის ტერიტორიული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე შეუდგნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას სახელმწიფო საწარმოებისა (საზოგადოებრივ მეურნეობების გარდა), საწარმოო და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებებისა (მათი სამართლებრივი სტატუსის მოყვანით საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში), აგრეთვე იმ სააქციო საზოგადოებებისა, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება. საწარმოთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნა და აუქციონირება განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გათვალისწინებით. სააქციო საზოგადოებად ამ დადგენილების შესაბამისად გარდაქმნას არ ექვემდებარებიან სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად პრივატიზებული უნდა იქნენ სხვა მეთოდებით, აგრეთვე საწარმოები უცხოური ინვესტიციების წილობრივი მონაწილეობით. იმავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად ხორციელდება ყველა საწარმოში შექმნილი პრივატიზაციის სამუშაო კომისიის მიერ. პერსონალური პასუხისმგებლობა შესაბამისი დოკუმენტების მომზადებისა და კომისიისათვის მათი დროული წარდგენისათვის ეკისრებათ საწარმოთა ხელმძღვანელებს. განსახილველ შემთხვევაში №2-- დადგენილების საფუძველზე, 1994 წლის 8 ნოემბერს დაიწყო სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ა------- რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ პრივატიზაციის გეგმა, ხოლო 1994 წლის 12 დეკემბრის N3-- გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა სს ,,ს-----–-----------ი’’. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ გასხვისდა მხოლოდ სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ აქციები, ხოლო უძრავ-მოძრავი ქონება დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზება არის სახელმწიფო ქონებაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთრების უფლების შეძენა. რაიონულმა სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო საწარმოს საქციო საზოგადოებად გარდაქმნასთან ერთად, სააქციო საზოგადოების საკუთრებაში გადავიდა საწარმოს უძრავ-მოძრავი ქონება (მიწის ნაკვეთის გარდა). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ პრივატიზაციის გეგმაში არ არის მითითებული საპრივატიზებოდ გატანილი ქონება, გეგმის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოს არ გააჩნია ობიექტი, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას. ამრიგად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმის პროცესი მოიცავდა საწარმოს უძრავ-მოძრავი ქონების განსახელმწიფოებრიობას. ამასთან, თუ პრივატიზების გეგმა არ ითვალისწინებდა სახელმწიფო საწარმოს ქონების გასხვისებას, აღნიშნული უნდა ყოფილიყო მითითებული გეგმაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააქციო საზოგადოების იურიდიული მისამართი იდენტურია სახელმწიფო საწარმოს იურიდიული მისამართის. იდენტურია როგორც სახელმწიფო საწარმოს, აგრეთვე სააქციო საზოგადოების საქმიანობის სახეები. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სარგებლობს სახელმწიფო საწარმოს მოძრავი ქონებით, თუმცა, მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სააქციო საზოგადოებას წარმოეშვა ქონებით სარგებლობის უფლება, კერძოდ, საიჯარო ხელშეკრულება ან სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ს-----–-----------ი’’ წარმოადგენს ,,ა------- ს-----–-------ის’’ უფლებამონაცვლეს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. რაიონული სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე სს ,,ს-----–-----------ს’’ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის’’ მე-74 მუხლი. ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილებით სს ,,ს-----–-----------ის’’ წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
2.10. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში - საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. იმავე კანონის მე-74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია გააჩნდა თუ არა სს ,,ს-----–-----------ს’’ უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) დამაგრების აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
2.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელესთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა. რაიონული სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოთხოვნას სს ,,ს-----–-----------ი’’ აღიარებულ იქნეს ,,ა------- ს-----–-------ის’’ უფლებამონაცვლედ, ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მითითებული ნორმის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, სამართლის ნორმები კი დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოებები, შედეგად, მან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა სწორედ ის ნორმები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი.
3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სს ,,ს-----–-----------ი“ დაფუძნდა ა------- რაიონის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, 1996 წლის 30 აგვისტოს და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. ,,სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N2-- დადგენილების თანახმად, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარებისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების და რაიონების ქონების მართვის ტერიტორიული სახელმწიფო საწარმოები, პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე შეუდგნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას სახელმწიფო საწარმოებისა (საზოგადოებრივ მეურნეობების გარდა), საწარმოო და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებებისა (მათი სამართლებრივი სტატუსის მოყვანით საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში), აგრეთვე იმ სააქციო საზოგადოებებისა, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება. დადგინდა, რომ საწარმოთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნა და აუქციონირება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გათვალისწინებით. სააქციო საზოგადოებად ამ დადგენილების შესაბამისად გარდაქმნას არ დაექვემდებარნენ სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად პრივატიზებული უნდა ყოფილიყვნენ სხვა მეთოდებით, აგრეთვე საწარმოები უცხოური ინვესტიციების წილობრივი მონაწილეობით. იმავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად ხორციელდება ყველა საწარმოში შექმნილი პრივატიზაციის სამუშაო კომისიის მიერ. პერსონალური პასუხისმგებლობა შესაბამისი დოკუმენტების მომზადებისა და კომისიისათვის მათი დროული წარდგენისათვის ეკისრებათ საწარმოთა ხელმძღვანელებს.
3.3. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, N2-- დადგენილების საფუძველზე, 1994 წლის 8 ნოემბერს დაიწყო სახელმწიფო საწარმო „ს-----–-----------ის’’ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ა------- რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ პრივატიზაციის გეგმა, ხოლო 1994 წლის 12 დეკემბრის N3-- გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა სს ,,ს-----–-----------ი“. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სს ,,ს-----–-----------ი“ მხოლოდ იმ მოტივით ცნო „ა------- ს-----–-------ის“ უფლებამონაცვლედ, რომ სააქციო საზოგადოების იურიდიული მისამართი სახელმწიფო საწარმოს იურიდიული მისამართის იდენტურია, ამასთანავე, იდენტურია როგორც სახელმწიფო საწარმოს, აგრეთვე სააქციო საზოგადოების საქმიანობის სახეები. აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული იურიდიულად არ წარმოადგენს უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძველს, მაშინ, როდესაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საწარმოთა რეორგანიზაციის სახეებს, ასევე, იმას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საწარმო სხვა საწარმოს სამართალმემკვიდრედ, კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.4 მუხლის თანახმად, საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა). განსახილველ შემთხვევაში, სს ,,ს-----–-----------ი“ რეგისტრაციაში გატარდა ა------- რაიონის გამგეობს მიერ 1994 წლის 12 დეკემბრის N3-- გადაწყვეტილებით, საწარმომ 1996 წლის 30 აგვისტოს გაიარა ხელახალი სახელმწიფო რეგისტრაცია, სს „ს-----–-----------ის’’ არც 1994 წლის წესდებაში და არც 1996 წლის ახალ წესდებაში არ არის აღნიშნული, რომ საწარმო არის „ა------- ს--------------ის“ უფლებამონაცვლე, რისი მითითებაც წესდებაში სავალდებულოა. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების შესაბამისად, ა------ში, რ---------–ის ქუჩაზე მდებარე 3---- კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 1983 წლის 25 თებერვლის სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად, მესაკუთრის (მოსარგებლის) გრაფაში მითითებულია „ა------- ს--------------ა“, რომლის უფლებამონაცვლედ ვერანაირად ვერ იქნება მიჩნეული სს ,,ს-----–-----------ი’’. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სამართალმემკვიდრეობის ფაქტი.
3.4. აპელანტის მითითებით, რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზე სს ,,ს-----–-----------ს“ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, მართალია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვერდი უნდა ავუაროთ და უგულებელვყოთ ამავე კანონის მე-74 მუხლი, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აპელანტის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკითხის გადაწყვეტისას სწორედ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად მოქმედებდა და ამის გამო მოსთხოვა დაინტერესებულ პირს წარედგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ სს „ს-----–-----------ი’’ არის „ა------- ს-----–-------ის“ სამართალმემკვიდრე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აპელანტის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მითითებული ნორმის დარღვევას ადგილი არა აქვს, აღნიშნული კი გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.5. აპელანტის მითითებით, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხულია 3---- კვ.მ. მიწის ფართი და მასზე არსებული შენობები (მოსარგებლე ა------- ს--------------ა). სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა ა------- სახელმწიფო საწარმოს ,,ს-----–-----------ის’’ ძირითადი საშუალებების საერთო ღირებულების აქტები (1994 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით) და ა------- სახელმწიფო საწარმოს ,,ს-----–-----------ის’’ პრივატიზაციის გეგმა, უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) დამაგრების აქტი მოსარჩელის სახელზე წარდგენილი არ ყოფილა, არც სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება, რომელი მტკიცებულება მიიჩნია სასამართლომ აღნიშნულ დოკუმენტად.
3.6. აპელანტი მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მიღებულია საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის არასწორად შეფასების შედეგად, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, ამასთანავე, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის ,,ე’’, ,,ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. შესაბამისად, არსებობს თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
3.7. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N8-------------- და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის N2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნების ნაწილში არასწორად ჩათვალა დადგენილად, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია გარემოებები, არ მიუთითებია შესაბამის მტკიცებულებაზე და კანონის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც (თუნდაც მიწის ნაკვეთის დამაგრების აქტის არსებობის შემთხვევაში) N8----------- განცხადებაზე შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, N8----------- განცხადებით (24.07.2015) დაინტერესებული პირი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე. დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა კერძო სამართლის იურიდიული პირი - სს ,,ს-----–-----------ი’’. N8-------------- გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-74 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის N525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, (ადმინისტაციული აქტის გამოცემის პერიოდისთვის მოქმედი ნორმა) წარმოადგენდა მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტს. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც კი, სარეგისტრაციო სამსახური ვერ მიიღებდა 2015 წლის 30 ივლისს მიღებულისაგან (N8--------------) განსხვავებულ გადაწყვეტილებას.
3.8. აპელანტი მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოიყენა ნორმა, რომელიც არ იყო აღნიშნული დავის რელევანტური, კერძოდ, სასამართლომ სამართლებრივ შეფასებაში მიუთითა საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აღნიშნა, რომ თელავის სარეგისტრაციო სამსახურს არ დაუდგენია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ. აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ფორმულირება ამგვარია: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აპელანტის მითითებით, აღნიშნული ნორმა საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-351-336 -(კ-09) მითითებულია შემდეგი: ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დავის არსებით გადაწყვეტაზე ანუ მართლმსაჯულების ფუნქციაზე უარის ტოლფასია. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კი შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა’’. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო ყველა დოკუმენტი, რასაც იგი მიიჩნევდა მართლზომიერი ფლობის/სარგებლობის დამადასტურებლად, ამასთანავე, სააგენტოს მხრიდან წარდგენილი იყო ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად. ტერიტორიულმა სარეგისტრაციო სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა ყველა ფაქტობრივი გარემოება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ყველა ფაქტობრივი გარემოება იყო ცხადი და მას სამართლებრივად სწორად უნდა შეეფასებინა განსახილველი საკითხი. ასეთ პირობებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დაუშვებელია საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით უკან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან თელავის რაიონულმა სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა განსახილველ დავასთან დაკავშირებით, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, ასევე გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და შესაბამისად, არსებობს მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მითითებული ნორმის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, სამართლის ნორმები კი დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტების მსჯელობას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოებები, შედეგად, მან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა სწორედ ის ნორმები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,ს-----–-----------ი“ დაფუძნდა ა------- რაიონის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, 1996 წლის 30 აგვისტოს და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. მისი იურიდიული მისამართია საქართველო, ა------, რ--------–-- 5-, დირექტორი თ--------------–---–ი, საიდენტიფიკაციო კოდი 2--------.
4.2. ა------- სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 24 ივლისს განცხადებით მიმართა სს ,,ს-----–-----------მა“ და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ ფლობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე ა------, რ---------–ის ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე სს ,,ს-----–-----------ს“ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-74 მუხლი, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სს ,,ს-----–-----------მა’’. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №2----- გადაწყვეტილებით სს ,,ს-----–-----------ის’’ წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
4.4. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 1994 წლის 8 ნოემბერს ა------- რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ დირექტორის №5 ბრძანების თანახმად, ა------- რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის მიზნით, შეიქმნა სამუშაო კომისია. კომისიას სხვა ღონისძიებებთან ერთად დაევალა სახელმწიფო ქონების მართვის ა------- რაიონულ განყოფილებაში სააქციო საზოგადოების რეგისტრაციაში გატარებისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა 1994 წლის 25 დეკემბრამდე. ბრძანებას სამართლებრივ საფუძვლად დაედო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №2-- დადგენილება ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ღონისძიებათა შესახებ’’.
4.5. შედგა ა------- რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ პრივატიზაციის გეგმა, რომლის თანახმად ობიექტის იურიდიული მისამართია ა------, რ---------–ის 56, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა - სახელმწიფო საწარმო. აღნიშნული გეგმის მე-6 პუნქტის თანახმად, საწარმოს არ გააჩნია ისეთი ობიექტები, რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზაციას. ამავე გეგმის თანახმად, საწარმოს საქმიანობის ძირითადი სახეებია ტრაქტორების, ავტომობილების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების და იარაღების რემონტი და ტექნიკური მომსახურება, მექანიზირებული სამუშაოების ჩატარება, მარაგ ნაწილებითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება. გეგმის თანახმად, ნომინალური ღირებულებით განლაგებული აქციების საერთო ღირებულებაა 46641,4 ათასი მანეთი. ერთი აქციის ნომინალური ღირებულებაა 1000 მანეთი. საწარმოს მუშაკებზე და მოქმედი კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებზე შეღავათიანი პირობებით აქციების განაწილების წესი, მოცულობა და ვადები საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N2-- დადგენილებით და სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული წესის შესაბამისობაშია. პრივატიზაციის გეგმას თან ერთვოდა შეფასების აქტი, 1991-1992 წლების საწარმოს წლიური ბალანსი, მონაცემები კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანების (ვადაგადაცილებული დავალიანების ჩვენებით) შესახებ, სააქციო საზოგადოების წესდება, საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანება პრივატიზაციის სამუშაო მისიის შექმნის შესახებ, საწარმოს მიწის ნაკვეთის განლაგების სიტუაციური გეგმა.
4.6. ა------- რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 დეკემბრის N3-- გადაწყვეტილებით ,,სამეწარმეო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო გაერთიანების, სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N2-- დადგენილების შესაბამისად, რეგისტრაციაში გატარდა სააქციო საზოგადოება ა------- ,,ს-----–-----------ის’’ წესდება. წესდების თანახმად, სააქციო საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სახეებია: სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ტრაქტორების, ავტომობილების და სხვა იარაღის რემონტი და ტექნიკური მომსახურება მექანიზებული სამუშაოების ჩატარება, სატრანსპორტო მომსახურეობა, მარაგი ნაწილებით და ტექნიკით მომარაგება კოოპერატივების, მეურნეობების და სხვა კერძო პირების. სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 46641 ლარს. საზოგადოება უშვებს 45 982 ცალ ჩვეულებრივ აქციას და მათი ნომინალური ღირებულებაა 1000 კუპონი.
4.7. 1996 წლის 30 აგვისტოს ა------- რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სს ა------- ,,ს-----–-----------ის’’ ხელახალი რეგისტრაცა. საწარმოს მისამართია ქ. ა------, რ---------–ის 5-, საქმიანობის საგანი - მაქსიმალური მოგების მიღება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რემონტი, მექანიზირებული სამუშაოს შესრულება, ფერმერული მეურნეობების შექმნა, კომერციული ბაზების მშენებლობა, მარაგი ნაწილებით და ტექნიკით მომარაგება, რეალიზაცია. 1996 წლის 19 აგვისტოს საერთო კრების მიერ დამტკიცებული იქნა სააქციო საზოგადოების ,,ა------- ს-----–-----------ის’’ ახალი წესდება. იმავე წესდების თანახმად, სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 66180 აშშ დოლარს, რომელიც დაყოფილი იყო 45 982 აქციად. ერთი აქციის ნომინალუი ღირებულება შეადგენდა 1,46 აშშ დოლარს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაიონულ სასამართლოში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის N2----- გადაწყვეტილება. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მის სახელზე მომხდარიყო სადავო უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ს-----–-----------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს ,,ს-----–-----------ი“ აღიარებულ იქნა ,,ა------- ს-----–-------ის“ უფლებამონაცვლედ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის N2----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ოფისს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა სს ,,ს-----–-----------ის“ რეგისტრაციის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად არასწორად ცნო ისინი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არასწორად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4.13. პირველ რიგში, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტების მსჯელობას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან ამ მოთხოვნის ნაწილში დავა ეხებოდა არა ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სამართლებრივი საკითხის შეფასებას, კერძოდ იმას, მოსარჩელეს რამდენად სწორად ეთქვა უარი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-74 მუხლის საფუძველზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან დავა ამ კონკრეტულ საკითხზე არ ეხებოდა ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ მხოლოდ სამართლებრივი შეფასების საკითხს, ამიტომ ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაიონულ სასამართლოს თვითონ უნდა გადაეწყვიტა სადავო საკითხი არსებითად. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ფორმულირება ამგვარია: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული ნორმა საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის განიმარტა. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-351-336 -(კ-09) მითითებულია შემდეგი: ,,ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დავის არსებით გადაწყვეტაზე ანუ მართლმსაჯულების ფუნქციაზე უარის ტოლფასია. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კი შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა’’. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო ყველა დოკუმენტი, რასაც იგი მიიჩნევდა მართლზომიერი ფლობის/სარგებლობის დამადასტურებლად, ამასთანავე, სააგენტოს მხრიდან წარდგენილი იყო ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად. ტერიტორიულმა სარეგისტრაციო სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა ყველა ფაქტობრივი გარემოება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ყველა ფაქტობრივი გარემოება იყო ცხადი და მას სამართლებრივად სწორად უნდა შეეფასებინა განსახილველი საკითხი. ასეთ პირობებში, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დაუშვებელია საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით უკან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან თელავის რაიონულმა სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა განსახილველ დავასთან დაკავშირებით, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, ასევე გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და შესაბამისად, არსებობს მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
4.14. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულ სასამართლოს ამ მოთხოვნის ნაწილში არა მარტო თვითონ უნდა ემსჯელა სადავო საკითხზე და არსებითად მიეღო გადაწყვეტილება, არამედ მას მოსარჩელისათვის ასევე უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა------- სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 24 ივლისს განცხადებით მიმართა სს ,,ს-----–-----------მა“ და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ ფლობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე ა------, რ---------–ის ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე სს ,,ს-----–-----------ს“ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-74 მუხლი, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, მითითებული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად ეთქვა უარი უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მითითებული ნორმა იმპერატიულად, ცალსახად უკრძალავს კერძო სამართლის იურიდიულ პირს (მათ შორის იგულისხმება სააქციო საზოგადოებაც) 2012 წლის 1 იანვრიდან მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოს და აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ამ საკითხზე მსჯელობისას უნდა გამოეკვლია საკითხი იმის შესახებ, სს ,,ს-----–-----------ს“ გააჩნდა თუ არა უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) დამაგრების აქტი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ამ საკითხის გამოკვლევას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ვინაიდან ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-74 მუხლი იმპეტარიულად, ცალსახად უკრძალავს კერძო სამართლის იურიდიულ პირს 2012 წლის 1 იანვრიდან მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით საერთოდ მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, განმცხადებელს გააჩნია თუ არა სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი მტკიცებულებები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.
4.15. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა უფლებამონაცვლეობის დადგენა, კერძოდ, სს ,,ს-----–-----------ის“ აღიარება ა------- ს-----–-------ის“ უფლებამონაცვლედ, რაც დაკმაყოფილდა რაიონული სასამართლოს მიერ სრულად. საქმის მასალების საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ სადავო საკითხის მიმართაც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სს ,,ს-----–-----------ის“ ა------- ს-----–-------ის“ უფლებამონაცვლედ აღიარების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობები. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადავოა სს ,,ს-----–-----------ის“ ა------- ს-----–-------ის“ უფლებამონაცვლედ აღიარების საკითხი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით. კერძოდ, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სასამართლოში არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა, რომ სს ,,ს-----–-----------ი“ წარმოადგენს ,,ა------- ს-----–-------ის“ უფლებამონაცვლეს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,ს-----–-----------ი“ დაფუძნდა ა------- რაიონის სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, 1996 წლის 30 აგვისტოს და რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში. ,,სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N2-- დადგენილების თანახმად, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარებისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაადგინა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების და რაიონების ქონების მართვის ტერიტორიული სახელმწიფო საწარმოები, პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე შეუდგნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას სახელმწიფო საწარმოებისა (საზოგადოებრივ მეურნეობების გარდა), საწარმოო და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებებისა (მათი სამართლებრივი სტატუსის მოყვანით საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში), აგრეთვე იმ სააქციო საზოგადოებებისა, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება. დადგინდა, რომ საწარმოთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნა და აუქციონირება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გათვალისწინებით. სააქციო საზოგადოებად ამ დადგენილების შესაბამისად გარდაქმნას არ დაექვემდებარნენ სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად პრივატიზებული უნდა ყოფილიყვნენ სხვა მეთოდებით, აგრეთვე საწარმოები უცხოური ინვესტიციების წილობრივი მონაწილეობით. იმავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად ხორციელდება ყველა საწარმოში შექმნილი პრივატიზაციის სამუშაო კომისიის მიერ. პერსონალური პასუხისმგებლობა შესაბამისი დოკუმენტების მომზადებისა და კომისიისათვის მათი დროული წარდგენისათვის ეკისრებათ საწარმოთა ხელმძღვანელებს. განსახილველ შემთხვევაში, N2-- დადგენილების საფუძველზე, 1994 წლის 8 ნოემბერს დაიწყო სახელმწიფო საწარმო „ს-----–-----------ის’’ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ა------- რაიონის სახელმწიფო საწარმო ,,ს-----–-----------ის’’ პრივატიზაციის გეგმა, ხოლო 1994 წლის 12 დეკემბრის N3-- გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა სს ,,ს-----–-----------ი“. რაიონულმა სასამართლომ სს ,,ს-----–-----------ი“ მხოლოდ იმ მოტივით ცნო „ა------- ს-----–-------ის“ უფლებამონაცვლედ, რომ სააქციო საზოგადოების იურიდიული მისამართი სახელმწიფო საწარმოს იურიდიული მისამართის იდენტურია, ამასთანავე, იდენტურია როგორც სახელმწიფო საწარმოს, აგრეთვე სააქციო საზოგადოების საქმიანობის სახეები. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტების მსჯელობას მასზედ, რომ აღნიშნული გარემოება არასაკმარისია და იურიდიულად არ წარმოადგენს უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძველს, მაშინ, როდესაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საწარმოთა რეორგანიზაციის სახეებს, ასევე, იმას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საწარმო სხვა საწარმოს სამართალმემკვიდრედ, კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.4 მუხლის თანახმად, საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა). განსახილველ შემთხვევაში, სს ,,ს-----–-----------ი“ რეგისტრაციაში გატარდა ა------- რაიონის გამგეობს მიერ 1994 წლის 12 დეკემბრის N3-- გადაწყვეტილებით, საწარმომ 1996 წლის 30 აგვისტოს გაიარა ხელახალი სახელმწიფო რეგისტრაცია, სს „ს-----–-----------ის’’ არც 1994 წლის წესდებაში და არც 1996 წლის ახალ წესდებაში არ არის აღნიშნული, რომ საწარმო არის „ა------- ს--------------ის“ უფლებამონაცვლე, რისი მითითებაც წესდებაში სავალდებულოა. უფრო მეტიც, არა მარტო არცეთ დოკუმენტში არ არის მითითებული, რომ სს „ს-----–-----------ი’’ წარმოადგენს „ა------- ს--------------ის“ უფლებამონაცვლეს, არამედ ასევე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება (მაგალითად, უძრავი ქონების მიმაგრების აქტი, ბალანსზე აყვანის აქტი და ა.შ), რომლითაც დადგინდებოდა, რომ „ა------- ს--------------ის“ უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) რაიმე ფორმით, თუნდაც ფლობისა და სარგებლობის უფლებით, გადაეცა სს „ს-----–-----------ს’’. უფრო მეტიც, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების შესაბამისად, ა------ში, რ---------–ის ქუჩაზე მდებარე 3---- კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 1983 წლის 25 თებერვლის სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად, მესაკუთრის (მოსარგებლის) გრაფაში მითითებულია „ა------- ს--------------ა“, რომლის უფლებამონაცვლედ ვერანაირად ვერ იქნება მიჩნეული სს ,,ს-----–-----------ი’’. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტების მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით ვერ დასტურდება სამართალმემკვიდრეობის ფაქტი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ს-----–-----------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების საფუძველზე, სს ,,ს-----–-----------ს’’ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,ს-----–-----------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. სს ,,ს-----–-----------ს’’ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე