განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015704112
საქმე N3ბ/1055-16
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მესამე პირი) - ა------- ს--–----- (მ---- ს--–-----ს უფლებამონაცვლე);
წარმომადგენელი - ი-----–- ლ-----–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ც---- მ-----–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ----- ბ-–--–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ------ ლ-–----ე;
წარმომადგენელი - მ------ ს-----------ე;
მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - შ------- ბ----–-–---–ი;
მესამე პირი - ჰ---–--- ბ------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. აპელანტების მოთხოვნა:
1.1. აპელანტი ა------- ს--–----- ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2. აპელანტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.3. აპელანტი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ------ ლ-–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 0-------წ. №------- წერილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 1-------წ. №------- ბრძანება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. მოსარჩელე ზ------ ლ-–----ე არის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ს----------–----–-------------–-----–---------------ში დათხოვნილი პირი, პ---–-–-----------ი, რომელიც შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა 1----–-–----------------იდან 1----–-–-----------ამდე. 1----–-–-----------იდან აღდგენილი იქნა შსს ორგანოებში. 2----–-–-----------------იდან დათხოვნილია თადარიგში ასაკის გამო.
2.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1-------წ. N----------–ერილით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, თ---ის მ--- მიკრორაიონში, პირველი კვარტლის მ---- კორპუსის პირველ სადარბაზოში პირველ სართულზე არსებულ ფართში განთავსებული იყო ყოფილი უ-----------------ის ოთახი. ფართი არ წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას. წერილში მითითებულია, რომ ქონება ირიცხებოდა ადგილობრივი თვითმართველობის ბალანსზე.
2.2.3. ქ. თბილისის ლ----ის რაიონის აღმასკომის 2--------- წლის №--- გადაწყვეტილების საფუძველზე, გაიცა №------ ორდერი, რომლის თანახმად, მ---- ს--–-----ს სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპ. №---–- მდებარე ბინა №-.
1----–-–----------------–ს ნ----–-----ის რაიონის ს-----------------ა და მ---- ს--–-----ს შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ---- ს--–-----ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუსი №--, ბინა №- (რეგისტრირებულია რეესტრში №-----, დამოწმებულია ნოტარიუს ა. მ-----–---–ის მიერ).
ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე N- ბინა თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა 1----–-–---------------–ს მ---- ს--–-----ს სახელზე.
2----–-–---------------ს ნოტარიუს ა-–---------ე მ-----–---–ის მიერ 1----–-–---------------–ის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა შესწორება და მასში დაფიქსირდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ბინა №--ის ნაცვლად უნდა ეწეროს ბინა №-.
1----–-–---------------–ის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე 2----–-–----------ს საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუსი №---–- მდებარე ბინა №-, ფართით 29.03 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №-----------------------) საკუთრების უფლებით აღირიცხა მ---- ს--–-----ს სახელზე.
ზ------ ლ-–----ის განცხადებების საფუძველზე, ძ---–-------–---------------–---------------------მ 2----–-–----------------ს N----------- წერილით მიმართა ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონის გამგეობას შესაბამისი რეაგირების თაობაზე, რაც გულისხმობდა გამგეობის ვალდებულებას მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სათანადო რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე, რომ მ---- ს--–-----ს მხრიდან არ მომხდარიყო იმავე კორპუსში მდებარე ბინა N--ის დარეგისტრირებაც საცხოვრებელი ბინის ორდერის საფუძველზე.
ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონის გამგეობამ 2----–-–---------------ს N--------- წერილით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა მ---- ს--–-----ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის სარეგისტრაციო მონაცემებში შესწორების შეტანა, რომლის შესაბამისადაც, ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №- ნაცვლად რეგისტრირებული იქნებოდა ბინა N-.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2----–-–----------------–ს მიღებული იქნა №--------------- გადაწყვტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ წერილის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება თ---ა, მიკრო/რაიონი I--, კ--------–---, კორპუსი---- ბინა N- (საკადასტრო კოდი:------------------------) 2----–--–ს დარეგისტრირდა მ---- ს--–-----ს (პ.ნ------------) სახელზე. 2----–--–ს აღნიშნულ უძრავ ნივთს შეეცვალა საკადასტრო კოდი ჩასწორებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე და მიენიჭა 0---------------------- საკადასტრო კოდი. დღეის მდგომარეობით უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი თბილისი, დასახლება თ---ა, მიკრო/რაიონი I--, კ--------–---, კორპუსი---- ბინა N-, ფართი: 29.03 კვ.მ (საკადასტრო კოდი:------------------------) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ჰ---–--- ბ------–---–ის სახელზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------–--ის A---------------- განკარგულების საფუძველზე, ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №- (საკადასტრო კოდი №-----------------------) საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ---- ტ------–-–---–ის სახელზე 2----–-–---------–--ს, ხოლო 2----–-–------------------ს, დარეგისტრირდა ჰ---–--- ბ------–---–ის საკუთრებაში, 0---------წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2.2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის N----- წერილით ზ------ ლ-–----ეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №--ზე (საკადასტრო კოდი:-----------------) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი უფლებრივად (იპოთეკა, სერვიტუტი, იჯარა, აღნაგობა, ქირავნობა და ა.შ) დატვირთული არ იყო.
2.2.5. ზ------ ლ-–----ის N-------- განცხადება ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №--ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ და 2----–-–-----------ის N------- წერილით ზ------ ლ-–----ეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერით ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №-, საერთო ფართით 29.03 კვ.მ. რეგისტრირებული იყო მ. ს--–-----ს საკუთრებად (ს/-------------------------), ხოლო ამავე კორპუსში არსებული ბინა N-, საერთო ფართით 29.03 - ჰ. ბ------–---–ის საკუთრებად (ს/-------------------------). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი, ვინაიდან ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს კომპეტენციაში არ შედიოდა.
ზ------ ლ-–----ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
სამინისტროს 2----–-–---------------ის N------- ბრძანებით ზ------ ლ-–----ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.2.6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ------ ლ-–----ემ არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ისე სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №--ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; იმავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების განკარგვა გულისხმობს სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემას, პრივატიზებას, მართვის უფლებით გადაცემას, რეალიზაციას, ლიზინგის ფორმით გაცემას, განაწილებას და განადგურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2----–-–----------------ის N--- დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დებულების მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №--ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ზ------ ლ-–----ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო კერძო საკუთრება.
სასამართლოს მიერ დავის განხილვისას დადგინდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპ. №---–- მდებარე ბინა №--ზე კერძო საკუთრება რეგისტრირებული არ იყო. აღნიშნული გარემოება დაადასტურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმაც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ამდენად, სასამართლომ განმარტა, იმ პირობებში, როცა საქმის მასალებით დადასტურებულია გასაჩივრებული აქტებით უარის თქმის საფუძვლის შეუსაბამობა რეალურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა განიხილოს მხარის მიერ წარდგენილი განაცხადება, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------ის N------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------------ის N------- ბრძანება. საკითხი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და დაევალოს საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. ა------- ს--–-----ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ ზ------ ლ-–----ეს N- ბინასთან მიმართებით არ გააჩნია რაიმე კანონიერი უფლება ან ინტერესი, რაც სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა მ---- ს--–-----სა სააპელაციო საჩივრის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მ---- ს--–-----ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე აღნიშნულ ბინაზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აღდგენაზე.
3.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლომ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, რის გამოც უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კვარტალი--- კორპ. N---–- მდებარე ბინა N--ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, რაზედაც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო კერძო საკუთრება, სასამართლოს მიერ დავის განხილვისას კი დადგინდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის სადავო ბინა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული არ იყო.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმული - მ---- ს--–-----, რომელსაც ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კვარტალი--- კორპ. N---–- მდებარე N- ბინა, 1----–-–---------------–ის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, 2----–-–----------ს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ჰქონდა აღრიცხული (ს/-------------------------), დავობს ამავე ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე და მისი სასამართლო განხილვა ჯერ არ არის დასრულებული. ამასთან, აღნიშნული ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია და პრივატიზებაზე გადაწყვეტილების მიღება, "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" დისკრეციას განეკუთვნება. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადაო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის N-------- ბრძანებით, მიღებულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში ზ------ ლ-–----ის ადმინისტრაციული საჩივარი და დაიწყო წარმოება ამავე საჩივართან დაკავშირებით. სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გასაჩივრებული ბრძანებით არ დააკმაყოფილა დასახელებული ადმინისტრაციული საჩივარი. სამინისტროს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიმართ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევას, ასევე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევა არ არის სახეზე. რაც შეეხება კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, არ იკვეთება. საჩივრის განმხილველმა ორგანომ - სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, დასახელებული ბრძანება მატერიალური თვალსაზრისით სრულად შეესაბამება აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას და ის კანონიერია ფორმალური თვალსაზრისითაც. გამოცემულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასების, უთიერთშეჯერების საფუძველზე და აკმაყოფილებს ინდივიდულური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტროს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, კანონსაწინააღმდეგო და ის უნდა გაუქმდეს სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლების გათავლისწინებით.
3.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის კვალიფიციური გამოყენების შესახებ ხელმძღვანელობით სტანდარტთან დაკავშირებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 393.2. მუხლის მოთხოვნა, კერძოდ: როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ზ------ ლ-–----ემ რამოდენიმეჯერ მიმართა როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქ.თბილისში, თ---ის დასახლება, მ--- მ/რ. კვარტალი--- კორპუს N---–- მდებარე ბინა N--ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელის ყოველი განცხადება განხილულ იქნა და შესაბამისად, წერილობით ეცნობა მხარეს შედეგი. კერძოდ, სააგენტოს 1-------წ N------- წერილით ზ------ ლ-–----ეს ეცნობა, რომ ქონება არ იყო რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებად და რომ მიმდინარეობდა ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისათვის სავალდებული პროცედურები. ამავე წლის 1-----------ის N------- წერილით ზ------ ლ-–----ეს განემარტა, რომ მიმდინარეობდა მონაცემთა ერთიანი ბაზის შემუშავება და გაანალიზება, ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით სააგენტოსათვის პრიორიტეტულ საკითხთა გადაჭრის უზრუნველსაყოფად, რაც არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს დაპირებას და ბოლოს გასაჩივრებული აქტით, რომელიც თარიღდება 2----–-–----------ით, ზ------ ლ-–----ეს სააგენტომ აცნობა, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი, იმის გამო რომ კონკრეტულ ქონებაზე ფიქსირდებოდა ფიზიკურ პირთა საკუთრება, რომელიც გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2----–-–----------------ის N--- დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, მართალია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას და შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს ქონებაზე სახელმწიფო ინტერესის არსებობასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებული ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპის შესაბამისად - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე - სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებაა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია. ამ უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მინიჭებით კანონმდებელმა მას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და მისი საჯარო წესრიგთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა დააკისრა. სწორედ ამიტომაც საჯარო რეესტრის ჩანაწერთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს, ვიდრე ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის წერილი, რომლითაც ზ------ ლ-–----ეს ეცნობა რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ.თბილისში, თ---ის დას, მ--- მ/რ-ნი, კვ--- კორპ----–- მდებარე, ბინა N--ზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო წინააღმდეგობაშია (სააგენტოს სადავო აქტის გამოცემიდან დღემდე) N----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერებთან, რისი გადამოწმებაც სასამართლოსათვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. ამას გარდა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს წარმოებაშია დავა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მ---- ს--–-----ს შორის, სწორედ ბინა N--ის მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. მოსარჩელე ზ------ ლ-–----ე არის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ს----------–----–-------------–-----–---------------ში დათხოვნილი პირი, პ---–-–-----------ი, რომელიც შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა 1----–-–----------------იდან 1----–-–-----------ამდე. 1----–-–-----------იდან აღდგენილი იქნა შსს ორგანოებში. 2----–-–-----------------იდან დათხოვნილია თადარიგში ასაკის გამო.
4.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1-------წ. N----------–ერილით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, თ---ის მ--- მიკრორაიონში, პირველი კვარტლის მ---- კორპუსის პირველ სადარბაზოში პირველ სართულზე არსებულ ფართში განთავსებული იყო ყოფილი უ-----------------ის ოთახი. ფართი არ წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებას. წერილში მითითებულია, რომ ქონება ირიცხებოდა ადგილობრივი თვითმართველობის ბალანსზე.
4.1.3. ქ. თბილისის ლ----ის რაიონის აღმასკომის 2--------- წლის №--- გადაწყვეტილების საფუძველზე, გაიცა №------ ორდერი, რომლის თანახმად, მ---- ს--–-----ს სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპ. №---–- მდებარე ბინა №-.
1----–-–----------------–ს ნ----–-----ის რაიონის ს-----------------ა და მ---- ს--–-----ს შორის გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ---- ს--–-----ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუსი №--, ბინა №- (რეგისტრირებულია რეესტრში №-----, დამოწმებულია ნოტარიუს ა. მ-----–---–ის მიერ).
ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე N- ბინა თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა 1----–-–---------------–ს მ---- ს--–-----ს სახელზე.
2----–-–---------------ს ნოტარიუს ა-–---------ე მ-----–---–ის მიერ 1----–-–---------------–ის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა შესწორება და მასში დაფიქსირდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ბინა №--ის ნაცვლად უნდა ეწეროს ბინა №-.
1----–-–---------------–ის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე 2----–-–----------ს საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუსი №---–- მდებარე ბინა №-, ფართით 29.03 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №-----------------------) საკუთრების უფლებით აღირიცხა მ---- ს--–-----ს სახელზე.
ზ------ ლ-–----ის განცხადებების საფუძველზე, ძ---–-------–---------------–---------------------მ 2----–-–----------------ს N----------- წერილით მიმართა ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონის გამგეობას შესაბამისი რეაგირების თაობაზე, რაც გულისხმობდა გამგეობის ვალდებულებას მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სათანადო რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე, რომ მ---- ს--–-----ს მხრიდან არ მომხდარიყო იმავე კორპუსში მდებარე ბინა N--ის დარეგისტრირებაც საცხოვრებელი ბინის ორდერის საფუძველზე.
ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონის გამგეობამ 2----–-–---------------ს N--------- წერილით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა მ---- ს--–-----ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის სარეგისტრაციო მონაცემებში შესწორების შეტანა, რომლის შესაბამისადაც, ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №- ნაცვლად რეგისტრირებული იქნებოდა ბინა N-.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2----–-–----------------–ს მიღებული იქნა №--------------- გადაწყვტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–ის N------ წერილის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება თ---ა, მიკრო/რაიონი I--, კ--------–---, კორპუსი---- ბინა N- (საკადასტრო კოდი:------------------------) 2----–--–ს დარეგისტრირდა მ---- ს--–-----ს (პ.ნ------------) სახელზე. 2----–--–ს აღნიშნულ უძრავ ნივთს შეეცვალა საკადასტრო კოდი ჩასწორებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე და მიენიჭა 0---------------------- საკადასტრო კოდი. დღეის მდგომარეობით უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი თბილისი, დასახლება თ---ა, მიკრო/რაიონი I--, კ--------–---, კორპუსი---- ბინა N-, ფართი: 29.03 კვ.მ (საკადასტრო კოდი:------------------------) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ჰ---–--- ბ------–---–ის სახელზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------–--ის A---------------- განკარგულების საფუძველზე, ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №- (საკადასტრო კოდი №-----------------------) საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ---- ტ------–-–---–ის სახელზე 2----–-–---------–--ს, ხოლო 2----–-–------------------ს, დარეგისტრირდა ჰ---–--- ბ------–---–ის საკუთრებაში, 0---------წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
4.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ის N----- წერილით ზ------ ლ-–----ეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №--ზე (საკადასტრო კოდი:-----------------) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი უფლებრივად (იპოთეკა, სერვიტუტი, იჯარა, აღნაგობა, ქირავნობა და ა.შ) დატვირთული არ იყო.
4.1.5. ზ------ ლ-–----ის N-------- განცხადება ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №--ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ და 2----–-–-----------ის N------- წერილით ზ------ ლ-–----ეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერით ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №-, საერთო ფართით 29.03 კვ.მ. რეგისტრირებული იყო მ. ს--–-----ს საკუთრებად (ს/-------------------------), ხოლო ამავე კორპუსში არსებული ბინა N-, საერთო ფართით 29.03 - ჰ. ბ------–---–ის საკუთრებად (ს/-------------------------). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი, ვინაიდან ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სააგენტოს კომპეტენციაში არ შედიოდა.
ზ------ ლ-–----ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
სამინისტროს 2----–-–---------------ის N------- ბრძანებით ზ------ ლ-–----ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.1.6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ------ ლ-–----ემ არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ისე სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №--ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპუს №---–- მდებარე ბინა №--ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ზ------ ლ-–----ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო კერძო საკუთრება. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის ქ. თბილისში, თ---ის დასახლება მ--- მ/რ, კ--------–---, კორპ. №---–- მდებარე ბინა №--ზე კერძო საკუთრება რეგისტრირებული არ იყო.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2----–-–----------------ის N--- დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დებულების მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია გასაჩივრებული აქტებით უარის თქმის საფუძვლის შეუსაბამობა რეალურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა განიხილოს მხარის მიერ წარდგენილი განაცხადება, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------ის N------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------------ის N------- ბრძანება. აღნიშნულ პირობებში კი საკითხი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და დაევალოს საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მ1 ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტი ა------- ს--–----- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------- ს--–-----ს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა