განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
330100118002319444
ინსტანცია
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002319444

საქმე №1ბ/1028-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: თი-----------------–--ს და მა---------–-----ს

მსჯავრდებულის: მ----------–--ს

ადვოკატის: ნინ------–-–---–-ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ----------–--ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნინ------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ მ---------------------–------–--ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------------------------–----------–--------------------- რეგისტრირებული: მ--------–-------------------–-------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------–--------------–--- დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და „გ“ პუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით, მ----------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, 1(ერთი)წლის ვადით ჩამოერთვა საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულ მ----------–--ს სასჯელის ვადის ათვლა განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

მ----------–--ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2107 წლის 22 სექტემბერს, მ----------–-- ქ.თბილისში, მეტროსადგურ „--------–---–--- მიმდებარედ განთავსებულ შპს „----- მარკეტში დაინიშნა მოლარედ. მითითებულ თანამდებობაზე იგი მუშაობდა 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. შპს „----- მარკეტის მოლარე მ----------–--მ, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 2017 წლის 26 სექტემბრიდან 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „----- მარკეტის კუთვნილი ფულადი თანხა 3900 ლარის ოდენობით.

მ----------–--ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით, შპს ,------ მარკეტს მიადგა 3900 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ----------–--მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

სააპელაციო ინსტანციის სასაართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ----------–--ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ი-–-----–-----–--------–-----–----------–---–-------------–-–-----------------------–---–------------------–--- გამოკითხვის ოქმებით, გაყიდული პროდუქციის ზეტებით, პროდუქციის აღწერის დოკუმენტების გახსნისა და თავალიერების ოქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფინანსური ექსპერტიზის N22-ფინ დასკვნითა და რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულ მ----------–--ს ისედაც სასჯელის მინიმალური ვადა აქვს განსაზღვრული, სასჯელის შემსუბუქების სხვა სამართლებრივი საფუძველი კი პალატას არ გააჩნია.

ამასთან, სააპელაციო საჩივრიდანაც ჩანს და სააპელაციო სასამართლოშიც მსჯავრდებულის ადვოკატმა დაადასტურა, რომ განაჩენის გასაჩივრიების მიზანს წარმოადგენდა საპროცესო შეთანხმების დადება, რაზედაც ბრალდების მხარე არ დათანხმდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ მ----------–--ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მ----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავების უფლება.

4. მსჯავრდებულ მ----------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 ივლისიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ----------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი