განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210117002103905
საქმე №2ბ/2294-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - შ--–-- ა-–------–---–ი
წარმომადგენელი - ნ---------–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ი-----–--- მ-----–---ი
წარმომადგენელი - ე-------------–---–---–ი
დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. ი-----–--- მ-----–---ისმა 2000 წელს შეიძინა უძრავი ქონება ქ. ა------ში, ნ----–---–---------ში,რომელიც 2----–-–----------------ს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა შ--–-- ა-–------–---–ს.
2. მოსარჩელე ი-----–--- მ-----–---ისს სხვა უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია.
3. მოპასუხე შ--–-- ა-–------–---–სა და მის ოჯახს აქვს საცხოვრებელი სახლი ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში.
4. თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი-----–--- მ-----–---ისმა და მოპასუხე შ--–-- ა-–------–---–ის მიმართ მოითხოვა გაუქმდეს 2----–-–----------------ს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ი-----–--- მ-----–---სა და შ--–-- ა-–------–---–ს შორის უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ა------ში, ე------ ნ----–---–ის ქ/№---ში, საკადასტრო კოდით №------------ და აღსდგეს მასზე მისი საკუთრების უფლება.
5. სარჩელის საფუძვლები:
ი-----–--- მ-----–---ისი საბერძნეთში იმყოფება სამუშაოდ. 2000 წელს შეიძინა უძრავი ქონება- მიწის ნაკვეთი და სახლი ქ.ა------ში, ნ----–---–ის 1. №---ში, იმ მიზნით, რომ ქ.ა------ში ჰქონოდა სახლი ეზოთი, სადაც ზაფხულში ჩამოვიდოდა, დაისვენებდა და როდესაც საქართველოში დაბრუნდებოდა ეცხოვრა. რამდენიმე წელი ეს ქონება აღრიცხული იყო მის სახელზე. სახლი და მიწის ნაკვეთი უპატრონოდ რომ არ ყოფილიყო და არ გაპარტახებულიყო მოუვლელობით, ნება დართო თავის დის შვილს მ------ ა-–------–---–ს ეცხოვრა თავისი ცოლშვილით ამ სახლში. 2014 წელს გადაწყვიტა ქონება ეჩუქებინა მ------ს არასრულწლოვანი შვილისათვის-შ--–-- ა-–------–---–ისათვის, რათა ქონებას მეტი გულისყურით მოპყრობოდნენ და მოევლოთ. ამასთან შეუთანხმდა, რომ როდესაც მოუნდებოდა ი-----–--- მ-----–---ისს ჩამოვიდოდა და იცხოვრებდა. 2----–-–----------------ს მასსა და შ--–-- ა-–------–---–ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება და ქონება გადავიდა შ--–-- ა-–------–---–ის საკუთრებაში. მიმდინარე წელს, ი-----–--- მ-----–---ისის მიერ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, შ--–-- ა-–------–---–ისა და მისი ოჯახის წევრებისაგან დაიწყო ი-----–--- მ-----–---ისის მიმართ შეურაცხყოფები ლანძღვისა და უცენზურო სიტყვების სახით, რითიც მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს ი-----–--- მ-----–---ისს და მის მიმართ გამოხატეს დიდი უმადურება. ამის შემდეგ ი-----–--- მ-----–---ისმა შეიტყო, რომ შ--–-- ა-–------–---–ი აპირებს ამ უძრავი ქონების გაყიდვას, რაც ი-----–--- მ-----–---ისს მოუსპობს შესაძლებლობას ჰქონდეს საქართველოში ჩამოსვლისა და შემდგომში ცხოვრების უფლება.
6. მოპასუხის შესაგებელი:
მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მას ბებიამისს ი-----–--- მ-----–---ისთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს ამჟამადაც. ამდენად მისთვის უცხო და გაუგებარია, ბებიის ი-----–--- მ-----–---ისაგან ამგვარი ბრალდება მის მიმართ.
7. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ი-----–--- მ-----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 2----–-–----------------ს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ი-----–--- მ-----–---ისა და შ--–-- ა-–------–---–ს შორის უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ა------ში, ე------ ნ----–---–ის ქ. №---ში, საკადასტრო კოდით №------------ და აღსდგა მასზე ი-----–--- მ-----–---ის საკუთრების უფლება. მოპასუხე შ--–-- ა-–------–---–ს დაეკისრა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ი-----–--- მ-----–---ის სასარგებლოდ.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. სსკ-ის კოდექსის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე ხელშეკრულება დადებულად ითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით გამჩუქებელი დასაჩუქრებულს საკუთრებაში გადასცემს ნივთს. ჩუქების ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში ბრუნვის ობიექტს წარმოადგენს და რომელის კანონის საფუძველზე ბრუნვიდან არ არის ამოღებული. იმ შემთხვევაში, თუ ჩუქების საგანს უძრავი ქონება წარმოადგენს, მაშინ ხელშეკრულების წერილობით ფორმით დადება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–----------------ს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება ი-----–--- მ-----–---სა და შ--–-- ა-–------–---–ს შორის უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ა------ში, ე------ ნ----–---–ის ქ/№---ში, საკადასტრო კოდით №------------ და შ--–-- ა-–------–---–ი საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
ამდენად, მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან მოპასუხე ამ ქონების ერთადერთ მესაკუთრედ აღირიცხა. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის და უმადურობის გამოჩენის, აგრეთვე გამჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის საფუძვლით მოითხოვს. შესაბამისად, განსახილველი საქმე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმის, კერძოდ 529-530-ე მუხლთან მიმართებით უნდა გადაწყდეს.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით, დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დიდი უმადურობის გამოჩენა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება წარმოადგენს. აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილით კი, თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი მჩუქებლისგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს ზნეობრივი ქცევის ვალდებულებას აკისრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით ხდება, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი – მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა [...] „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას, ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი)
ამდენად, ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. თუ რა სახის შეურაცხყოფაა პირისათვის მძიმე ან რას მიიჩნევს დიდ უმადურობად, ეს მოსარჩელის განსასაზღვრია და სასამართლოს მხრიდან შეფასების საგანია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შ--–-- ა-–------–---–ის მხრიდან ი-----–--- მ-----–---ის მიმართ.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გარდა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლში მითითებული გარემოებებისა (მძიმე შეურაცხყოფა, დიდი უმადურობა) ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი შეიძლება ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ გამჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენა გახდეს.
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 526-ე და 530-ე მუხლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე განმარტა შემდეგი [..] ,,მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია, მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც.“ (იხ. სუსგ №ას-257-247-2013, 2013 წლის 10 ივლისი)
სასამართლო ყურადღებას მხარეთა განმარტებაზე ამახვილებს, რომლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების დადებით მოსარჩელისთვის ფაქტობრივი მდგომარეობა საცხოვრებელი სახლით სარგებლობასთან მიმართებით არ უნდა შეცვლილიყო და რომ ჩუქების დადების დროს არსებობდა შეთანხმება, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მათთან ერთად უნდა ეცხოვრა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქებულს მოსთხოვოს გაჩუქებული, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. მითითებული ნორმა დასაშვებად თვლის ჩუქების გაუქმებას, შემდეგი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობისას: ა) თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე; ბ) თუ რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი; და გ) თუ გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
მოცემულ შემთხვევაში არსებობს გაჩუქებული ნივთი, მოსარჩელეს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი ა------ში, მოპასუხეს აქვს საცხოვრებელი სახლი ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში.
9. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა შ--–-- ა-–------–---–მა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
9.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არასრულად და არასწორად არის დადგენილი კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, სადაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-- ა-–------–---–მა მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ი-----–--- მ-----–---ის სოციალური ქსელით მიმოწერისას და მის მიმართ გამოიჩინა დიდი უმადურობა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და ეჭვგარეშეა შ--–-- ა-–------–---–ს ამ მიმოწერასთან არ აქვს არანაირი კავშირი, რასაც უდაოდ ადასტურებენ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ლ--–----------–---–ი და ნ----- ქ---------ი. ლ--–----------–---–ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ი-----–--- მ-----–---ისი არის მისი მეუღლის დეიდა, ხოლო მოპასუხე შ--–-- ა-–------–---–ი არის მისი შვილი. 2017 წლის იანვრის თვეში მიუხედავად მასსა და ი-----–--- მ-----–---ის შორის უსიამოვნო საუბრისა, ოჯახის წევრებისთვის არ უამბია. აღნიშნული ურთიერთობა გაგრძელდა 2017 წლის სექტემბრის თვემდე, ხოლო მას შემდეგ, რაც ლ--–----------–---–ს დაურეკა მისმა შვილმა ლ---–- ა-–------–---–მა და აცნობა ი-----–--- მ-----–---ის შეურაცხმყოფელი წერილის თაობაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ ლ---–- ა-–------–---–მა თავისი გვარი მოიხსენია ხ--–----–---–ად. ი-----–--- მ-----–---ისმა პირადი რეპუტაციის ღირსების, პატივის და ზნეობის ზღვარს გადასული შეურაცხყოფა მიაყენა ლ--–----------–---–ს, რის შემდეგაც თავისი შვილის შ--–-- ა-–------–---–ის ფ-------იდან მიწერა წერილი მოსარჩელეს, რათა ისევე ეტკინა გული მისთვის, როგორც მას ატკინა გული და იცოდა, რომ სწორედ შ--–--სგან მიწერილი წერილი ატკენდა გულს. თუმცა ამის შემდგომ უფრო მეტად ინერვიულა, რადგან შ--–-- ამ საქციელს დედას არასდროს აპატიებდა. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ასევე მოწმე ნ----- ქ---------ის ჩვენება, რომელიც რეალური შემსწრე გახდა აღნიშნული ფაქტის.
9.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელე ი-----–--- მ-----–---ის სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია საქართველოში უსაფუძვლოა, რადგან ი-----–--- მ-----–---ისმა შეცდომაში შეიყვანა სასამართლო ვინაიდან მას აქვს საკუთრებაში არსებული ბინა ქ. ა------ში, დ------------ში, რაც ბევრად აღემატება შ--–-- ა-–------–---–ისთვის ა-----ის გარე უბანში ნაჩუქარ ბინას, ხოლო გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტში მითითებული ბინა, რომელზეც მსჯელობს სასამართლო არ წარმოადგენს შ--–-- ა-–------–---–ის საკუთრებას და იგი ეკუთვნის მის ბებიას.
9.3. აპელანტის განმარტებით, გარდა შ--–-- ა-–------–---–ის ფ-------იდან ამოღებული წერილისა ი-----–--- მ-----–---ისმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინა სასამართლო პროცესზე მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებაზე, ამასთან აღნიშნა, რომ არანაირი სატელეფონო თუ პირადი დაპირისპირება არ ჰქონია გარდა აღნიშნული წერილის და იგი ძირითადად განაწყენებული იყო შ--–--ს მამაზე, ასევე არ უარყო ლ--–----------–---–თან კამათის ფაქტი, ხოლო შ--–--ზე ნაწყენობა განპირობებული იყო მხოლოდ იმით რომ არ დაურეკა სიტუაციის გასარკევავდ. შ--–-- ა-–------–---–მა კი აღნიშნულის შესახებ, მხოლოდ სარჩელის მიღებისას შეიტყო. შესაბამისად, მას არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც უმადურობა არ გამოუჩენია ი-----–--- მ-----–---ისის მიმართ, ხოლო მშობლების საქციელზე პასუხს ვერ აგებს.
9.4. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 6.3. პუნქტში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მჩუქებელი არანაირ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილა და როგორც ის აცხადებს, რომ აპელანტი აპირებდა მის მიერ ნაჩუქარი ბინის გაყიდვას და თითქოს ამით უსპობდა შესაძლებლობას ჰქონოდა საქართველოში ჩამოსვლისა და შემდგომში ცხოვრების უფლება ცრუ განცხადებაა, რადგან ნაჩუქარ ბინაზე ბევრად უფრო კომფორტული და ბევრად მეტი საბაზრო ღირებულებით ბინა აქვს ა-----ის ცენტრში.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა, რომლის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი, რომლის თანახმად ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
12. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი) და დამატებით განმარტავს შემდეგს:
13. პალატა აპელანტის განჩინების 9.1 პუნქტებში გადმოცემული პოზიციების საწინააღმდეგოდ განმარტავს რომ, მოცემული დავის ფარგლებში ჩუქების გაუქმების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის წინაპირობებზეც, კერძოდ უმადურობაზე, რომელიც გამოიხატება შ--–-- ა-–------–---–ის სოციალურ ქსელში „ფ-------ში“ მიმოწერით, შესაბამისად იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული მიმოწერა განხორციელდა არა შ--–-- ა-–------–---–ის, არამედ ლ--–----------–---–ის მიერ საქმის მასალებით არ დგინდება.
14. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შ--–-- ა-–------–---–მა არსებული სიტუაციის შესახებ მხოლოდ სარჩელის მიღებისას შეიტყო უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და როგორც საქმის მასალებით ირკვევა მას, არც მოსარჩელისთვის მიუმართვას მიმოწერის განმახორციელებლის დადგენისა და გარკვევის მიზნით. (იხ.13.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმის ჩვენების შესახებ პალატა განმარტავს რომ, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებისაგან განსხვავებით, რომლებიც თავისი შინაარსით, ფორმით ან თვისებებით წარმოადგენენ მტკიცებულებას და ამ მხრივ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიღების ობიექტურ წყაროდ მიიჩნევიან, მოწმის განმარტება უფრო კრიტიკულად უნდა შეფასებულიყო. თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით, მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, ემოციურობით თუ ინტერესებით, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს პირი ამა თუ იმ მოვლენას და როგორ გადმოსცემს მას. გასათვალისწინებელია ასევე გარემო ფაქტორები და მოწმის პირადი ინტერესი განვითარებული მოვლენებისადმი. მართალია, მოწმე, როგორც წესი, არ არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაინტერესებული პირი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მას ჰქონდეს საქმის გადაწყვეტის შედეგით სხვაგვარი დაინტერესება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ერთ-ერთ მხარესთან მეგობრული, მტრული ურთიერთობით, სიმპათიითა და ანტიპათიით, სამსახურებრივი ან ნათესაური ურთიერთკავშირებით. ყოველივე აღნიშნული, ცხადია, თავისთავად არ განაპირობებს მოწმის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ იძლევა მისი კრიტიკული შეფასების საფუძველს; მოწმე მართალია ფიცს დებს, რომ სასამართლოს მიაწვდის არსებითად სწორ ინფორმაციას თუმცა ამ შემთხვევაში არ შეიძლება ის მიჩნეული იქნეს, როგორც არა დაინტერესებული პირი. ვინაიდან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმე არის მოპასუხის დედა, რომელიც აცხადებს რომ თავად არის ამ მიმოწერის ავტორი, შესაბამისად დავის გადაწყვეტის შედეგი, რა თქმა უნდა შედის უშუალოდ მოწმის ინტერესებში, აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწმის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ სარწუმო მტკიცებულებად.
15. აპელანტი აღნიშნავს, რომ არასწორია მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს იგი აპირებდა ნაჩუქარი ბინის გაყიდვას და ამით მოსარჩელეს უსპობდა შესაძლებლობას ჰქონოდა საქართველოში ჩამოსვლისა და შემდგომში ცხოვრების უფლება, ვინაიდან მას აქვს საკუთრებაში არსებული ბინა ქ. ა------ში, დ------------ში, რაც ბევრად აღემატება შ--–-- ა-–------–---–ისთვის ა-----ის გარე უბანში ნაჩუქარ ბინას, ხოლო გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტში მითითებული ბინა, რომელზეც მსჯელობს სასამართლო არ წარმოადგენს შ--–-- ა-–------–---–ის საკუთრებას და იგი ეკუთვნის მის ბებიას, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა მიუთითებს, რომ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს მოპასუხის მხრიდან იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, სადაც მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მას სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია და იმყოფება თავის დასთან, ხოლო კუთვნილი საცხოვრებელი სახლი კი აჩუქა შვილს, აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ არ იქნა წარდგენილი და არც შესაგებელში იქნა მითითებული. (იხ.13.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 1, ს.ფ. 34-41, ს.ფ.68-69)
16. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივი გარემოებები არასრულად და არასწორად არის დადგენილი კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში და განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას კანონი უკავშირებს ისეთი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას, როგორიც არის: 1. დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა, ანდა 2. მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. მითითებული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. ამდენად, სასამართლო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს (იხ. სუსგ 5.11.2013წ. საქმე №ას-62-59-2012).
სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ, დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს და არა თავად მოსარჩელის შეფასების საგანია, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.(იხ. სუსგ 25.05.2016, საქმე №ას-290-276-2016). პალატას მიაჩნია რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულება მოპასუხის მიწერილობა მოსარჩელის მიმართ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების, წინაპირობას, დასაჩუქრებულის მხრიდან უმადურობასა და გამჩუქებლის შეურაცხყოფას.
17. რაც შეეხება მოთხოვნის მეორე საფუძველს, საცხოვრისის გასხვისების გამო მოსარჩელის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნას, პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. მითითებული ნორმა ჩუქების გაუქმების სამ კუმულატიურ წინაპირობას ითვალისწინებს: ჩუქების შემდეგ მჩუქებლის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას, მის უუნარობას არჩინოს საკუთარი თავი ან მის კმაყოფაზე მყოფი პირები და გაჩუქებული ქონების არსებობას დასაჩუქრებულის საკუთრებაში. ნორმის მიზანია მჩუქებელს მისცეს შესაძლებლობა, ღირსეულად ირჩინოს თავი და შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულებები ოჯახის წევრთა მიმართ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მჩუქებლის ინტერესი, მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მეტად მნიშვნელოვანი და პატივსადები, უნდა აღემატებოდეს დასაჩუქრებულის ინტერესს საკუთრებაში იქონიოს ნაჩუქარი ნივთი, რათა გამართლებული იყოს მასა და დასაჩუქრებულს შორის არსებული სამართლებრივი კონფლიქის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოსეულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობებიც სახეზეა: მოსარჩელე საპენსიო ასაკის პირია, მას სხვა ქონება გარდა ჩუქების ხელშეკრულების საგნისა საკუთრებაში არ გააჩნია, ქონების გასხვისებით იგი უდავოდ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, მას მოესპო იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი შეხედულებით განკარგოს ქონება, მაგალითად, გააქირაოს [სსკ-ის 531-ე მუხლი] და მიიღოს სარგებელი ან მთელი სიცოცხლის მანძილზე მისთვის მისაღებ პირს (მარჩენალს) სარჩოს გადახდის პირობით, გადასცეს უძრავ ნივთზე საკუთრება [სსკ-ის 941- 942-ე მუხლი] და ა.შ. ამდენად, პალატას მიაჩნია რომ სახეზეა ჩუქების გაუქმების 530-ე მუხლით გათვალისიწნებული წინაპირობებიც. ( შდრ. სუსგ #ას-710-676-2015 22.09.2015 წელი).
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წანამძღვრების არსებობა საქმის მასალებით დადასტურდა, ამასთან სასამართლოს მიერ სრულად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობებიც.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
17. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი შ--–-- ა-–------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის “ვ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
2. შ--–-- ა-–------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა
ქეთევან დუგლაძე