განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
130210017002144042
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210017002144042

საქმე №2ბ/6491-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი 2019 წ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შპს „ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ი“

წარმომადგენელი - ო-–----------–--ე; მ------ რ-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ--–------ ა------–---–ი

წარმომადგენელი - მა--------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ;

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მოპასუხე იურიდიული პირი - შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ი" - მისი მ---------------ი ფ--–---–ის მეშვეობით საქართველოში ხ-–------------–----–----------------–----–----ში აწარმოებს სარ-------ო გ------ის მშენებლობას, მშენებლობის პროცესში გამოიყენება, მიწისქვეშა აფეთქებები.

 

2. ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–------------–----–-----------------–----–----ში.

 

3. ვ--–------ ა------–---–მა სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა:

 

3.1. დაეკისროს მოპასუხე შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ს'' ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ, მისი (ვ--–------ ა------–---–ის) კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიყენებული ზიანის - 14 914 ლარის ანაზღაურება.

3.2. დაეკისროს მოპასუხე შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ს"' ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ ექსპერტიზისათვის გადახდილი თანხა 930 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების საფასური - 300 ლარი.

3.3. მოპასუხე შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ს” მოსარჩელე ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 402 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის განმარტებით: - მოსარჩელე ვ--–------ ა------–---–ი ხ-–------------–----–----------------–----–----ში საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას - ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის საკადასტრო კოდია 6-----------. მოპასუხე შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ი"' ხ-–------------–----–----------------–----–----ში აწარმოებს ს--------------------ების მშენებლობას, რომელიც დაკავშირებულია აფეთქებით სამუშაოებთან, ზიანდება შენობა-ნაგებობები. გ------ის მშენებლობის პროცესში წარმოებულმა აფეთქებითმა სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება, სახლის კედლებზე, როგორც შიგნით მხარეს, ისე გარეთ მხარეს გაჩენილია სხვადასხვა ზომის, ხასიათის და მიმართულების მნიშვნელოვანი დაზიანებები, რომლებიც თანდათან პროგრესირებს. მდგომარეობის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”, რომელთა მიერ შემოწმებული იქნა მისი (ვ--–------ ა------–---–ის) საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და მისი დაზიანების გამომწვევი მიზეზები, რაზედაც გაიცა სათანადო დასკვნა.

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–-------------ოს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ზოგადად, და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გ------ის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო ს------– ქ--–----ში ს--------------------ის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები.

ამდენად, აღნიშნული დასკვნის მიხედვით ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.

ხ-–------------------------– ქ--–----ში მდებარე მოქალაქე ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარცხენა ტორსულ კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ხოლო დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დაკმაყოფილებულია, თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. იმის დასადგენად ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია, თუ არა გ------ის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება ს--------------------ის და ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა.

 

2017 წლის 14 დეკემბერს დანიშნული დამატებითი ექსპერტიზის მიხედვით, სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–-----------ს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ამჟამად ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზონის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. კერძოდ აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ამდენად თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია "ე---------ის" მიერ შესრულებული დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას ს------– ქ--–----ში მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (ქ--–----ის ტერიტორიაზე N- ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013 - 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით, აქვე ავღნიშნავთ, რომ არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქ--–----ის ტერიტორიაზე N- ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების დასასრული). ანუ გამოტოვებული პერიოდებში თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს.

 

სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს, რადგან ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირძთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე.

 

თეორიულად დასაშვებია, რომ ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია მიწისძვრას. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ზოგადად და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გ------ის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო ს------– ქ--–----ში ს--------------------ის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს ვიზუალური დათვალიერებით ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები არ აღინიშნება.

 

საქართველოში ინდივიდუალური სახლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აშენებულია 1990 წლამდე ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებს და წესებს, თუმცა ამ სახლების ტექნიკური მდგომარეობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დასაშვებია. ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ "ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარცხენა ტორსულ კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია. თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით".

 

ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში (2013-2017 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხ-–------------------------– ქ--–----ში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და ს------– ქ--–----ში მდებარე ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს შეიძლება დავასკვნათ, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N- ს--------------------ის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–აძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა - 14 914 ლარი.

 

4. მოპასუხე შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ის" წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ კომპანიას ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის, რაც დადასტურებულია აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია "ე---------ის" მიერ 2017 წლის 20 ივლისის საექსპერტო დასკვნით. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2----–-–-------------ოს №0-------- დასკვნა არ ადასტურებს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები კომპანიის ბრალით არის გამოწვეული. ექსპერტი პ------ მ-------–---–ი მის მიერ გაცემული დასკვნის როგორც კვლევით, ისე დაკვნით ნაწილში ცალსახად მიუთითებს, რომ "იმის დასადგენად, ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გ------ის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზი გ------ის და ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა". რაც მხარეს ექსპერტისთვის არ წარუდგენია და აქედან გამომდინარე, ექსპერტი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა დასკვნა დაზიანების მიზეზთან მიმართებაში. აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციისა და ტოპო-გეოდეზიური სქემების და სხვა მასალების სატანადო კვლევების საფუძველზე კომპანიის დაკვეთით, ექსპერტიზა ჩაატარა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელმა საერთაშორისო კომპანია "ე---------მა", რომლის 2017 წლის 20 ივლისის დასკვნით დადგენილია, რომ კომპანიის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში, რომელიც მდებარეობს ვერკიკალურად - გ------ის ღერძის უახლოესი წერტილიდან 262 მეტრზე, ხოლო ჰორიზონტალურად - ზემოქმედების ზონის უახლოეს წერტილიდან 253 მეტრზე. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარდგენილია უტყუარი მტკიცებულება ექსპერტის დასკვნის სახით, რომელიც გამორიცხავს მოპასუხე კომპანიის ბრალს მოსარჩელის ქონების დაზიანებაში. ეს დასკვნა სწორედ ამ კვლევების საფუძველზეა გაცემული და დამატებითი ექსპერტიზა საჭირო აღარ არის. ეს მხოლოდ პროცესს გააჭიანურებს.

 

საქმეზე დართულ ინდ. მეწარმე ზ-------------–აძის მიერ შედგენილ ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, რომლითაც სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებულია შპალერისა და ქაღალდის დემონტაჟი შიდა კედლებიდან და ჭერიდან, საძირკვლის არმატურის გახვრეტა აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვას მათთან (მოპასუხე კომპანიასთან) კავშირი არ აქვს, ვინაიდან კომპანიას დაზიანებების მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ მოპასუხე თვლის, რომ დაზიანებები კომპანიის ბრალითაც, რომ იყოს მიყენებული, ამ ხარჯთაღრიცხვით სარეაბილიტაციო ხარჯები უსაფუძვლოდ და მეტისმეტადაა გაზრდილი.

 

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ--–------ ა------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ს" ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 13 400 ლარის გადახდა. შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ს" ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯი - 930 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი და ადვოკატის მომსახურების - 300 ლარი.

 

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

6.1. სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–-------------ოს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ზოგადად, და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გ------ის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო ს------– ქ--–----ში ს--------------------ის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები.

ამდენად ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.

ამრიგად, ხ-–------------------------– ქ--–----ში მდებარე მოქალაქე ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარცხენა ტორსულ კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ხოლო დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დაკმაყოფილებულია, თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. იმის დასადგენად ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია, თუ არა გ------ის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება ს--------------------ის და ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა.

6.2. 2017 წლის 14 დეკემბერს დანიშნული დამატებითი ექსპერტიზის მიხედვით, სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–-----------ს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ამჟამად ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზონის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. კერძოდ აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ამდენად თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია "ე---------ის" მიერ შესრულებული დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას ს------– ქ--–----ში მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (ქ--–----ის ტერიტორიაზე N- ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013 - 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით, აქვე ავღნიშნავთ, რომ არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქ--–----ის ტერიტორიაზე N- ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების დასასრული). ანუ გამოტოვებული პერიოდებში თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს.

სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს, რადგან ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირძთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე.

თეორიულად დასაშვებია, რომ ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია მიწისძვრას. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ზოგადად და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გ------ის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო ს------– ქ--–----ში ს--------------------ის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს ვიზუალური დათვალიერებით ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები არ აღინიშნება.

საქართველოში ინდივიდუალური სახლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აშენებულია 1990 წლამდე ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებს და წესებს, თუმცა ამ სახლების ტექნიკური მდგომარეობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დასაშვებია. ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ "ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარცხენა ტორსულ კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია. თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით".

ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში (2013-2017 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხ-–------------------------– ქ--–----ში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და ს------– ქ--–----ში მდებარე ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს შეიძლება დავასკვნათ, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N- ს--------------------ის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სასამართლო თვლის, რომ უნდა დადგინდეს კონკრეტულად რა ოდენობის ზიანი მიაყენა მოპასუხე ორგანიზაციამ მოსარჩელეებს სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში და რომ ეს ზიანი გამოიწვია მოპასუხის ქმედებამ.

მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–აძის მიერ შედგენილი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ ხარჯთაღრიცხვა ჯამში შეადგენს 14 914 ლარს.

6.3. დადგენილია, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლი საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს რომლის ღირებულებაც შეადგენს 14 914 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის არსებობის ფაქტი; 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ბრალი დამდგარ შედეგის მიმართ. ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება; 4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–------------------------– ქ--–----ში ამავე სოფლის ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს ს--------------------ის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მიწისქვეშა აფეთქებებს. ს--------------------ის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული სახლის დაზიანება.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში ბრალი მიუძღვის შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს მ--------------- ჯ-----ს". აღნიშნული დადასტურებულია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით. მოპასუხის განმარტება, რომ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მშენებლობის წესების სრული დაცვით შესაბამისად აფეთქებითი სამუშაოები წარმოებდა დასაშვები ნორმების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით სახლის დაზიანება გამოწვეულია ხშირი, მრავალჯერადი აფეთქებებით. აფეთქებების სიხშირე და მრავალჯერადობა დადასტურებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია "ე---------ის" დასკვნითაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე შპს "ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----მა (კერძოდ მისმა მ---------------მა ფ--–---–--------------–--–-) მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, რაც გამოიხატა მის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა (ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ-–------------------------– ქ--–----ში მდებარე ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს ”ჩ------- რკინიზის 2--- ბ-------ს ჯ-----ის” მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელებული აფეთქებებით, რაც დასტურდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში ადგილი აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ წინაპირობებს და 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს. სასამართლო ამასთან იზიარებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ ვ--–------ ა------–---–ის უძრავ ქონებაზე მიყენებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია გ------ის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებებით, და, რომ აღნიშნული სახლის მშენებლობა არ არის ნაწარმოები სამშენებლო ნორმების სრული დაცვით, რის გამოც აღნიშნულის გათვალისწინებით ზიანის ოდენობა გარკვეულწილად უნდა შემცირდეს, და მიყენებული ზიანის ოდენობა გონივრული შეფასების საფუძველზე ნაცვლად 14 914 ლარისა უნდა განისაზღვროს 13 400 ლარით.

 

7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----მა“. აპელანტის განმარტებით:

 

7.1 მათი ბრალის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან სამხარაულის ექსპერტიზა მიუთითებს როგორც მშენებლობის ნორმების დარღვევაზე ასევე უხარისხო მშენებლობაზე და განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე მიყენებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია გ------ის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებებით, მაგრამ ექსპერტი არ აზუსტებს დაზიანებების რა ნაწილია გამოწვეული აფეთქებებით და რა ნაწილი სხვა გარემოებებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად ასეთ შემთხვევაში ზიანი თანაბრად ნაწილდება.

 

7.2. სასამართლო მათ მიერ წარდგენილ კომპანია „ე---------ის“ 2017 წლის 20 ივლისის დასკვნას იყენებს მათ წინააღმდეგ და სამოტივაციო ნაწილში უთითებს, რომ სახლის დაზიანება, რამაც გამოიწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები დადასტურებულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო აფეთქებების სიხშირე და მრავალჯერადობა დადასტურებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე---------ის“ დასკვნითაც. მათ მიერ წარდგენილი დასკვნით აფეთქებები მიმდინარეობდა ნორმის ფარგლებში და მათ არ შეეძლოთ გამოეწვიათ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება, რომელიც არ მდებარეობს რისკის ზონაში. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიანიჭა მოსარჩელეს და მტკიცებულება, რომელიც მათ მიერ იქნა წარმოდგენილი განიხილა მხოლოდ მის სასარგებლოდ, მაგრამ არ იმსჯელა კომპანია „ე---------ის“ დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ აფეთქებები მიმდინარეობდა ნორმის ფარგლებში და მათ არ შეეძლოთ მოსარჩელის ქონებისთვის ზიანი მიეყენებინათ.

 

7.3. სასამართლო გვერდს უვლის იმ გარემოებას, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები არ არის კატეგორიული, ისინი სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს. არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. ექსპერტს ისიც არ დაუდგენია თუ სად და რა მანძილზე მდებარეობს აფეთქების ადგილიდან საცხოვრებელი სახლი. ექსპერტის მითითება იმაზე, რომ ძირითადად დაზიანებები გამოწვეულია აფეთქებების შედეგად არ არის კატეგორიული, ვინაიდან იგი ვერ ადგენს პროცენტულ ოდენობას. ამასთან წარდგენილი დასკვნით აფეთქებები მიმდინარეობდა ნორმის ფარგლებში და მათ არ შეეძლოთ გამოეწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება, რომელიც არ მდებარეობს რისკის ზონაში. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 7 აგვისტოს დასკვნა არ ადასტურებს, რომ დაზიანებები კომპანიის ბრალით არის გამოწვეული. ექსპერტი პ------ მ-------–---–ი მის მიერ გაცემულ დასკვნის როგორც კვლევით ისე დასკვნით ნაწილში ცალსახად მიუთითებს, რომ „იმის დასადგენად, ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გ------ის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება ს--------------------ის და ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული სახლის ადგიმდებარეობა“, რაც მხარეს ექსპერტისათვის არ წარუდგენია და ექსპერტი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა დასკვნა დაზიანების მიზეზთან მიმართებაში. 2018 წლის 18 ივნისის დასკვნა #5--------- რომელიც გასცა იმავე ექსპერტმა „ე---------ის“ დასკვანსთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებით გამოწვეული ზონის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. კერძოდ, აუცილებელია გეო-ტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. თავად ექსპერტს არანაირი საინჟინრო ანალიზი არ ჩაუტარებია და არც სხვა ფაქტორები გამოუკვლევია.

 

7.4. დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რასაც სასამართლო ვერ უვლის გვერდს. ერთ შემთხვევაში ექსპერტი ამბობს, რომ ძირითდად გამოწვეულია აფეთქებებით და აპელირებას აკეთებს სხვა გარემოებებზე, ხოლო მეორე დასკვნაში ამ გარემოებებს საერთოდ აღარ უთითებს და დასკვნას აკეთებს, რომ დაზიანებები გამოწვეულია 9 გ------ის ს--------------------ის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით. მათ მიერ წარდგენილი კომპანია „ე---------ის“ 2017 წლის 14 ნოემბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად: „მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აფეთქება საშიში ზონის გარეთ, მშენებარე 9 გ------ის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გ------ის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 262 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 253 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ადაპტირებული სპეციფიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით ვ--–------ ა------–---–ის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გ------ში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.

 

7.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, გონივრული შეფასების საფუძველზე შეადგენს არა 14914 ლარს, როგორც ეს მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ინდ. მეწარმე ზ-------------–აძის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით არის გათვალისწინებული, არამედ 13400 ლარს. აღნიშნული სრულიად დაუსაბუთებელია, გაურკვეველია საიდან გამოვიდა სასამართლო კონკრეტული თანხის დაკისრებისას. ვინაიდან თავად ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტით მეტისმეტადაა გაზრდილი ხარჯები და გათვალისწინებულია ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც არ შეიძლება გამოწვეულ იყოს აფეთქებებით და ეწინააღმდეგება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც მხოლოდ საცხოვრებელი სახლის აღგდენა-გაძლიერებითი სამუშაოებია გათვალისწინებული. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა გოგოლაძის ხარჯთაღიცხვა ზიანის დასაკისრებლად ოდენობის განსაზღვრისას, ვინაიდან იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება და მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით დაედგინა შენობაზე აფეთქებების შედეგად მიყენებული ზიანი. თუმცა სახლზე არსებული დაზიანებები რომ აფეთქების შედეგადაა მიყენებული, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლითგათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018) ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127 -1047 -2017 და საქმეზე Nას-189-189-2018 ).

 

10. სასამართლო მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2.მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3.მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას,კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 07 აგვისტოს გაცემული №0-------- დასკვნა და საერთაშორისო კომპანია "ე---------ის" 2017 წლის 20 ივლისის დასკვნა და სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისს გაცემული №0-------- დასკვნა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ზიანის სახით 14 914 ლარის დაკისრება, რადგან მოპასუხის ქმედებების შედეგად მოსარჩელის სახლი დაზიანდა. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა იმ ფაქტების მტკიცება, რომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლი მას ეკუთვნოდა; მოქმედებები, რის შედეგადაც ქონება დაზიანდა, მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ აფეთქებების წარმოებასთან. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ კომპანიის ბრალეულობა სადავო უძრავი ქონების დაზიანებაში არ იკვეთება. მან სადავოდ გახადა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები.

 

11. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------ოს №0--------დასკვნას რომლითაც დგინდება, რომ "ზოგადად, და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გ------ის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო ს------– ქ--–----ში ს--------------------ის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად, ვ--–------ ა------–---–ის შენობის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან ს------------ გ------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.’’

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–-----------ს გაცემული №0-------- დასკვნის მიხედვით "ამჟამად ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზონის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. კერძოდ აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ამდენად თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია "ე---------ის" მიერ შესრულებული დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას ს------– ქ--–----ში მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (ქ--–----ის ტერიტორიაზე N- ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013 - 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით, აქვე ავღნიშნავთ, რომ არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქ--–----ის ტერიტორიაზე N- ს--------------------ის სამშენებლო სამუშაოების დასასრული). ანუ გამოტოვებული პერიოდებში თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს. სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს, რადგან ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირძთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. თეორიულად დასაშვებია, რომ ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები შესაძლოა გამოეწვია მიწისძვრას. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ზოგადად და ასევე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N-- დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გ------ის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო ს------– ქ--–----ში ს--------------------ის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს ვიზუალური დათვალიერებით ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები არ აღინიშნება.

საქართველოში ინდივიდუალური სახლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აშენებულია 1990 წლამდე ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებს და წესებს, თუმცა ამ სახლების ტექნიკური მდგომარეობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დასაშვებია. ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ "ვ--–------ ა------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარცხენა ტორსულ კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია. თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით".

ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში (2013-2017 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხ-–------------------------– ქ--–----ში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და ს------– ქ--–----ში მდებარე ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს შეიძლება დავასკვნათ, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე ვ--–------ ა------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N- ს--------------------ის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

 

12. მოპასუხის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი იქნა კომპანია ,,ე---------ის“ მიერ 2017 წლის 14 ნოემბრის 0717.1.019 დასკვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი შეეხება ზოგადად ს--------------------ის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მიერ მითითება მასზედ, რომ „მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აფეთქება საშიში ზონის გარეთ, მშენებარე 9 გ------ის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გ------ის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 262 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 253 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ადაპტირებული სპეციფიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით ვ--–------ ა------–---–ის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გ------ში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომ შენობის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან ს------------ გ------ის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.’’ აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გ------ის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობება არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი (და არა თეორიული ან სამეცნიერო) ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და ა.შ

 

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018)

 

სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ განპირობებულია მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებებით, ხოლო აღნიშნული აფეთქებების შედეგად დამდგარი ზიანი უნდა შეფასდეს აქედან გამომდინარე 10 000 ლარად. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დაზიანებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გ------ის მშენებლობის დაწყებამდე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მისთვის მიყენებული ზიანი- 14 914 ლარი, სრულად მხოლოდ მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებითაა გამოწვეული. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის მხოლოდ ნაწილობრივი, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნაშია ასახული. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თანხა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 10 000 ლარის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის, შპს „ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ის’’ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და არსებობს მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი და სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზემოაღნიშნული მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია მსგავს საქმეებზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018

 

14. სასამართლო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შესაბამისად მოპასუხე შპს ”ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ს" მოსარჩელე ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯი - 930 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი. ამასთან ერთად, შპს „ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ის“-ს დაეკისროს ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 300 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 136 ლარის ანაზღაურება;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

4. შპს „ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ი“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

6. ვ--–------ ა------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

7. შპს „ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ი“-ს დაეკისროს ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა;

 

8. შპს „ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ი“-ს დაეკისროს ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ ექსპერტიზის ხარჯი - 930 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი.

 

9. შპს „ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ის“-ს ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 300 ლარის ანაზღაურება.

 

10. შპს „ჩ------- რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ის“-ს დაეკისროს ვ--–------ ა------–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 136 ლარის ანაზღაურება, ხოლო 400 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი