განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2019
საქმის ნომერი
051210017001947558
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/7382-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტები - გ--------ი ს-----–---–ი, ა-–---------ე ბ---–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ნ-------ი ხ------–---–ი;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - გ--------ი ს-----–---–ისა და ა-–---------ე ბ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ნ------- ხ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ--------ი ს-----–---–ს და ა-–---------ე ბ---–---–ს მოსარჩელე ნ------- ხ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1500 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. გ--------ი ს-----–---–ი და ა-–---------ე ბ---–---–ი 2016 წლის 22 აგვისტოს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მწყემსავდნენ სოფლის ნახირს, მათ შორის, ნ------- ხ------–---–ის კუთვნილ ძროხას. შეთანხმების მიხედვით, მწყემსები ვალდებულნი იყვნენ დილით წაეყვანათ ძროხები და საღამოს ნახირი მიეყვანათ სოფელში. მწყემსებმა დაკარგეს ორი სული ძროხა, ერთი - გ------ ს-----–---–ის კუთვნილი, ხოლო მეორე მოსარჩელის კუთვნილი. ნ------- ხ------–---–ის ძროხა დაბრუნდა იმავე საღამოს გვიან. გ------ ს-----–---–ის ძროხა არ დაბრუნებულა და 23 აგვისტოს იპოვა მოპასუხე გ--------ი ს-----–---–მა ტ------– ც-------–---–ის ნაკვეთის მახლობლად ტყის პირას მკვდარი. ასევე, დადგენილია, რომ ტ------– ც-------–---–მა თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთში გაშალა თაგვის საწამლავი. ნ------- ხ------–---–ის კუთვნილი ძროხა 23 აგვისტოს მოკვდა. შპს ,,შ-----------" 3--------- წლის N- ცნობის თანახმად, 7-8 წლის ასაკის 400 კგ წონის საქონლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით შეადგენს 1500-1600 ლარს.

 

2.2. გ--------ი ს-----–---–ი და ა-–---------ე ბ---–---–ი 2016 წლის 22 აგვისტოს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მწყემსავდნენ სოფლის ნახირს, მათ შორის, ნ------- ხ------–---–ის კუთვნილ ძროხასაც. მხარეთა შეთანხმებით, მწყემსებს დილით უნდა წაეყვანათ ნახირი, ხოლო საღამოს სოფელში უნდა მოეყვანათ. ასევე, მწყემსების ვალდებულებას წარმოადგენდა მოევლოთ საქონლისთვის, გაეწიათ ზედამხედველობა და არ დაეშვათ საქონლის შესვლა სოფლის მოსახლეობის ნათესებში. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს დილით მწყემსებმა გ--------ი ს-----–---–მა და ა-–---------ე ბ---–---–მა პირუტყვი, მათ შორის, მოსარჩელის კუთვნილი ძროხა წაიყვანეს საძოვარზე, ხოლო როდესაც ნახირი დააბრუნეს სოფელში, მოსარჩელე ნ------- ხ------–---–ის კუთვნილი ძროხა ნახირში არ იყო. ის მოვიდა გვიან და ეტყობოდა როგორც გარეგნული დაზიანებები, ასევე ჰქონდა მოწამვლის ნიშნები. საქმეზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით ასევე დადგენილია, რომ რამდენიმე ძროხა შევიდა საძოვრის მიმდებარედ არსებულ ტ------– ც-------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, სადაც დათესილი იყო სიმინდი. ასევე დადგენილია, რომ ტ------– ც-------–---–ს ნაკვეთში რამდენიმე ადგილას გაშლილი ჰქონდა თაგვის საწინააღმდეგო შხამი. დადგენილია, რომ სოფლის ნახირი ხშირად შედიოდა ტ------– ც-------–---–ის ნაკვეთში და უზიანებდა სიმინდის ნათესებს. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს, მწყემსებმა გ--------ი ს-----–---–მა და ა-–---------ე ბ---–---–მა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს საქონელს და რამდენიმე სული ძროხა შევიდა ტ------– ც-------–---–ის ნაკვეთში. ასევე დადგენილია, რომ ნაკვეთში შევიდა გ--------ი ს-----–---–ის ძმის - გ------ ს-----–---–ის კუთვნილი ძროხა და მოსარჩელის ნ------- ხ------–---–ის კუთვნილი ძროხაც. დადგენილია, რომ გ------ ს-----–---–ის ძროხა ნაპოვნი იქნა 23 აგვისტოს ტ------– ც-------–---–ის ნაკვეთთან ახლოს მკვდარი. ასევე დადგენილია, რომ მას ეტყობოდა მოწამვლის ნიშნები. ნ------- ხ------–---–ის ძროხა, დაბრუნდა სოფელში 22 აგვისტოს გვიან, ეტყობოდა მოწამვლის ნიშნები და 23 აგვისტოს გარდაიცვალა. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გამოძიების ფარგლებში 21.10.2016 წელს შედგენილი გამოკითხვის ოქმის თანახმად, სოფელ ა-----–--ის ვ--------–--–ის ნ-------- გ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან შეამოწმა ნ------- ხ------–---–ის კუთვნილი ძროხა, რომელიც იყო დავარდნილი, (ფეხზე ვერ დგებოდა), ძროხას რაიმე ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა ცხვირიდან და პირიდან ჰქონდა ლორწოვანი გამონადენი, რაც მოწმობს, რომ საქონელი იყო მოწამლული. ამის შემდეგ 23.08.2017 წელს ძროხა მოკვდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მწყემსების პასუხისმგებლობა მოიცავდა დღის მონაკვეთში ეპატრონათ საქონლისთვის და განეხორციელებინათ ზედამხედველობა მათზე, ხოლო საღამოს დაებრუნებინათ განსაზღვრულ ადგილას, საიდანაც მიჰყავდათ მეპატრონეებს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოპასუხეების ახსნა-განმარტებით, დადგენილია, რომ მათ სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს საქონელს და რამდენიმე სული ძროხა, მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი ძროხაც, გაეპარათ და შევიდა სიმინდის ნათესებში, სადაც გაშლილი იყო თაგვის საწამლავი. მხარეები ასევე სადავოდ არ ხდიან ნ------- ხ------–---–ის ძროხის მოწამვლის ფაქტს, რაც გამოწვეული იყო საქონლის შესვლით ტ------– ც-------–---–ის ნაკვეთში, სადაც გაშლილი იყო თაგვის საწინააღმდეგო შხამი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა მოპასუხეების ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანს შორის, ასევე დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულ იქნა მოპასუხეების ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე დადასტურებულია მიყენებული ზიანის ოდენობა. თავის მხრივ, მოპასუხე გ--------ი ს-----–---–მა და ა-–---------ე ბ---–---–მა წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაუპირისპირა, მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომელმაც ვერ გააბათილა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, ნ------- ხ------–---–ის სარჩელი გ--------ი ს-----–---–ის და ა-–---------ე ბ---–---–ის მიმართ მიყენებული ზიანის 1500 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. 2016 წლის 22 აგვისტოს, გ--------ი ს-----–---–ი და ა-–---------ე ბ---–---–ი მწყემსავდა სოფელ ა-----–--ის ძროხის ნახირს. დამკვიდრებული წესის თანახმად, დილით, ძროხის მესაკუთრეს მიჰყავს კუთვნილი ძროხა და აბარებს მორიგე მწყემს, საღამოს კი, იმავე ადგილზე ხვდება კუთვნილ ძროხას და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში იქვე აცხადებს. 2016 წლის 22 აგვისტოს, მესაკუთრეს ძროხა მწყემსებისათვის არ ჩაუბარებია, თუმცა, მოგვიანებით ძროხა ნახირში შენიშნეს. მოპასუხემ მოსარჩელის ძროხა, სხვა ძროხებთან ერთად გააცილა სოფელში, თუმცა, მეპატრონე არ დახვედრია. სწორედ, ნ------- ხ------–---–ის უმოქმედობით დადგა ზიანი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საქონელი უპატრონოდ იქნა დატოვებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა, მსჯელობის საგანია წარმოადგენს თუ არა გ--------ი ს-----–---–ი და ა-–---------ე ბ---–---–ი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირის პირად და პიროვნულ უფლებებთან ერთად დაცულია პირის ინტერესი მატერიალური და არამატერიალური ქონების მიმართ. შესაბამისად, ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ საკუთრების უფლების შელახვით უშუალოდ გამოწვეული ზიანი და შემდგომი თანმდევი ზიანი. ვინაიდან საკუთრების უფლება მოიცავს საკუთრებაში მყოფი ნივთით სარგებლობის უფლებასაც, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანი, ე.ი ნივთის სუბსტანციისათვის ზიანის მიყენება (ნივთის გაუფასურება, შეკეთების ხარჯი), არამედ ის ზიანიც, რომელიც გამოიწვია დაზიანებული ნივთით სარგებლობის შეუძლებლობამ (მიუღებელი შემოსავალი). განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა, ნივთის სუბსტანციისათვის მიყენებული ზიანი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1-2.3 პუნქტები) და დამატებით განმარტავს, რომ წარმოდგენილ შესაგებელში გ--------ი ს-----–---–მა მიუთითა, რომ „გარკვეული დროით დაგვეკარგა 5 სული ... მათგან ოთხი სული ვიპოვეთ, ერთი ვერა ... “ აღნიშნული განმარტება დაფიქსირებულია გ--------ი ს-----–---–ისა და ა-–---------ე ბ---–---–ის 23.08.2016 წლის გამოკითხვის ოქმებშიც (იხ. ტ.1; ს.ფ 133-138). ამდენად, დადგენილია, რომ რამდენიმე სული ძროხა, მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი, მწყემსებს გაეპარათ და შევიდნენ სიმინდის ნათესებში, სადაც გაშლილი იყო თაგვის საწამლავი. მხარეები, ასევე სადავოდ არ ხდიან ნ------- ხ------–---–ის ძროხის მოწამვლის ფაქტს, რაც გამოწვეული იყო საქონლის შესვლით ტ------– ც-------–---–ის ნაკვეთში, სადაც გაშლილი იყო თაგვის საწინააღმდეგო შხამი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის ანალიზი, მაღალი ალბათობით, იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხეებმა ვერ განახორციელეს მათთვის მიბარებული საქონლის მოვლა-შენახვა და იმგვარი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ზიანის დადგომის თავიდან არიდება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გ--------ი ს-----–---–ისა და ა-–---------ე ბ---–---–ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც, უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა გ--------ი ს-----–---–ისა და ა-–---------ე ბ---–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--------ი ს-----–---–ისა და ა-–---------ე ბ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი