განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
160100118002474327
ინსტანცია
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002474327

საქმე №1/ბ-1592-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------------–---–-ს,ადვოკატ: ო-----------------–----ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ: ა----–---------------------ს

მონაწილეობის გარეშე,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა----–------------------------------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: მ--------–----------–---------------–-------–------------------------–-------–--------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

არ დაემორჩილა მის მოთხოვნას დაბრუნებულიყო შინ მეზობლისგან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ა----–--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი.

 

ა----–--------------------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

ა----–--------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 23:20 საათზე, ქ----------––-------–----------------–-----------–--------------------ში მდებარე ე-–-------–----ს სახლში ა----–--------------------მა, მარჯვენა ხელის და ლითონის სკამის ზურგის არეში დარტყმების და ლითონის სკამის მარჯვენა ფეხის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით იძალადა თავისი ცოლის - ა------------------------ს მიმართ, ხოლო ანთებული სიგარეტის მარცხენა ხელზე მიდების გზით იძალადა თავისი შვილის - რ------------------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ა----–--------------------ს მიერ ა----------------------ს და რ------------------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს შეესწრო არასრულწლოვანი ოჯახის წევრი რ----------------------ი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენში და მსჯავრდებულ ა----–---------------------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, ვინაიდან, ა----–--------------------მა ჩაიდინა ოჯახური დანაშაული. ამასთან ოჯახის ერთი წევრის მიმართ იძალადა ანებული სიგარეტის ხელზე მიდების გზით.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა----–---------------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა----–---------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების რ------------------------ის და ა---------------------ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმე ე-–-------–----ს გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 29 მაისის ოქმით ალკოტესტის შემოწმების შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაციით და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ა----–---------------------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ ა----–--------------------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულებთან და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა----–---------------------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებული ა----–--------------------- სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, ხოლო სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ა----–--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

ა----–--------------------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

ა----–---------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე, პირობით მსჯავრდებულის - ა----–---------------------ს - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი