განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
020210117001675548
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210117001675548

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე№2/ბ-1294-2018წ.

31 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე

აპელანტი: სს თ----------ი

მოწინააღმდეგე მხარე: გ--–- თ-------, რ----- ლ-----–--ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

1. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „თ----------მა“. მოპასუხედ გ--–- თ-------, რ----- ლ-----–--ა მიუთითა და მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრება ითხოვა.

2. მოსარჩელის განმარტებით სს „ბ---------------ასა“ და ზ------ თ-------ს შორის 2----–-–-------------- დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

3. ზ------ თ-------ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად 2013 წლის ნოემბრის შემდეგ არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანებების დაკისრება.

4. 2016 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3 315.12 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2 275.84, პროცენტი - 371.07 აშშ დოლარი და ჯარიმა - 668.21 აშშ დოლარი.

5. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ბ---------------ასა“ და გ--–- თ-------ს, ასევე სს „ბ---------------ასა“ და რ----- ლ-----–--ას შორის 2----–-–-------------- დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აღნიშნულმა პირებმა სრულად და სოლიდარულად იკისრეს ზ------ თ-------ს ვალდებულებების შესრულება ბანკის მიმართ. თითოეული თვადების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხაა 3900 აშშ დოლარი.

6. მოსარჩელემ მოითხოვა გ--–- თ-------სა და რ----- ლ-----–--ასათვის, სს“თ----------ი“-ს სასარგებლოდ, 3 315.12 აშშ დოლარის დაკირსება, საიდანაც ძირი თანხაა 2 275.84 აშშ დოლარი, პროცენტი - 371.07 აშშ დოლარი და ჯარიმა - 668.21 აშშ დოლარი.

აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ ასევე მოითხოვა აეკრძალოს გ--–- თ-------ს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების წილის, მდებარე: ზ----------------------------–------–------------, საკადასტრო კოდით: 4----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

7. სს „თ----------ის“ სარჩელზე მოპასუხეებმა გ--–- თ-------მ და რ----- ლ-----–--ამ შესაგებელი წარმოადგინეს, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს:

8. 2----–-–-------------- საბანკო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ზ------ თ-------მ შეწყვიტა 2013 წლის ნოემბრის თვეში, ამავე ხელშეკრულების თანახმად თუ: კლიენტი ზედიზედ ორჯერ დარღვევს საბანკო კრედიტის დაფარვის გრაფიკს და მიუხედავად ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემისა გადახდა არ განხორციელდება სრულად, ხელშეკრულება წყდება. შესაბამისად მოსარჩელე მხარეს ზ------ თ-------სთან და თავდებ პირებთან ხელშეკრულება უნდა შეეწყვიტა 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2 თვის გასვლის შემდეგ ე.ი 2014 წლის იანვარში, რაც არ განუხორციელებია, რამაც განაპირობა პირგასამტეხლოსა და პროცენტის მნიშვნელოვანი ზრდა. ხელშეკრულების 9.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო 2014 წლის იანვარში. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მსესხებელი ზ------ თ------- 2015 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა, რაც ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.

9. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის გასვლა, ვინაიდან აღნიშნულის საფუძველზე ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყეტილება

 

10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ----------ი“-ს სარჩელი, მოპასუხეების - გ--–- თ-------სა და რ----- ლ-----–--ას მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სარჩელზე გამოყენებული ღონისძიება რომლითაც - გ--–- თ-------ს აეკრძალა (პ/ნ 1----------- თანასაკუთრებაში არსებული - ზ----------------------------–-----–------------ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #4-----------) საკუთარი წილის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

11. დადგენილ იქნა, რომ სს ,,ბ---------------ა’’-ს და ზ------ თ-------ს შორის 2----–-–-------------- დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა: კრედიტის ვადა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი -33 %. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 18 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველი 10 დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

12. დადგენილ იქნა, რომ ზ------ თ-------მ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა აითვისა და გამოიყენა.

13. დადგენილ იქნა, რომ მსესხებელი ზ------ თ------- გარდაიცვალა 2015 წლის 06 ივლისს, ხოლო ზ------ თ-------ს გარდაცვალების გამო სს „თ----------ი“ დავალიანების გადახდას ითხოვს სოლიდარული თავდებთაგან – გ--–- თ-------სა და რ----- ლ-----–--ასგან.

14. მთავარ სადავო ფაქტობრივ გარემოებებად მიჩნეულ იქნა ხანდაზმულობის საკითხი.

15. დადგენილ იქნა, რომ ზ------ თ-------მ ბოლო გადახდა ბანკში გადაიხადა 2013 წლის 18 ნოემბერს. მომდევნო გადახდა მას უნდა უწევდა 2013 წლის 18 დეკემბერს. მოპასუხემ 18 დეკემბერს გადასახადი აღარ გადაიხადა. ანუ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 18 დეკემბრიდან. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 10 იანვარს. 2013 წლის 18 დეკემბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე სამი წელი გასულია. ამდენად დადგენილია, რომ მოპასუხემ სესხი მიიღო 2013 წელში. მან სესხი არ დაფარა. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 10 იანვარს. ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია სამ წელზე მეტი დრო.

16. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელა საქართველოს კონტიტუციის 42-ე; სამოქალაოქ კოდექსის 128-ე; 129-ე; 130-ე; 132-ე; 137-ე; და 144-ე მუხლებით.

17. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ზ------ თ-------მ სესხი აითვისა 2----–--–-. თანხის ათვისების შემდეგ მას სესხი უნდა დაეფარა ეტაპობრივად. კრედიტის ათვისებიდან 24 თვის განმავლობაში. მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მსესხებელს ზ------ თ-------ს სესხის გადახდის მიზნით ყოველი თვის 18 რიცხვში ბანკში უნდა შეეტანა 172.41 აშშ დოლარი. თუ მსესხებელი (მოპასუხე) ამ ვადაში თანხას არ გადაიხდიდა, ბანკს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

18. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. აღნიშნულ შემთხვევაში კი სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

19. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2----–--–-. მან სარჩელი აღძრა 2017 წლის 10 იანვარს. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

20. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ სს „თ----------ის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

21. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „თ----------მა“.

22. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა. მისი განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულად.

23. მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდის ვალდებულება ითვლება პერიოდულად შესასრულებლად და მის მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აუცილებელია აღნიშნული მუხლი სწორად განიმარტოს კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებით.

24. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე ვალდებულების შესრულებისას მნიშვნელოვანია სესხის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულების მიმართება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან. კერძოდ, მსესხებელი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს არა სესხის მთლიანი თანხა, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის კონკრეტული ნაწილი, რომელიც მოიცავს სესხის ძირითადი თანხის ნაწილს და მასზე დარიცხულ პროცენტს, სესხის სრულად დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა უკვე სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ.

25. სს "თ----------სა" და ზ------ თ-------ს შორის 2----–-–-------------- დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობიდან, რომლის შესაბამისად, მოვალეს ყოველთვიური გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, უნდა შეესრულებინა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულება. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშვება გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული გადახდის ვადის დარღვევიდან სამი წლის ვადაში. შესაბამისად, სარჩელის შეტანიდან უკუსვლით 3 წელზე დაანგარიშებით, 2014 წლის 20 იანვრიდან 2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით არსებულ გრაფიკით გადასახდელი თანხის მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 იანვრამდე. მართალია, მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის 18 ნოემბერს, მაგრამ ბანკს არ გამოუყენებია სსკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი ითვალისწინებს კრედიტის გამცემის მიერ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი კრედიტის მიმღები გადააცილებს ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას, მაგრამ ეს კრედიტის გამცემის უფლებაა და არა ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ბანკმა ვადაზე ადრე არ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშვა მსესხებლის მიმართ სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის უფლება. ხანდაზმულობის ვადის ათვლაც სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა მისი ვადის გასვლით და სწორედ აქედან წამოიშვა სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის ვალდებულებაც.

26. შესაბამისად, 2017 წლის 9 იანვრიდან (სარჩელის შეტანის თარიღი) უკან სამ წელში მოქცეული გრაფიკის მიხედვით გადასახდელი თანხები (რაც წარმოადგენს კიდეც მოსარჩელის მოთხოვნას) ხანდაზმული არ არის.

27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2018 წლის 1 მარტის განჩინებით სს „თ----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

28. დასახელებული განჩინება საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული სს „თ----------ის“ წარმომადგენლის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით: სს „თ----------ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება 2014 წლის 10 იანვრის შემდეგ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების განხორციელების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. 2014 წლის 10 იანვრამდე გადასახდელი თანხის ანაზღაურებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

29. საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, სს „თ----------ის სააპელაციო საჩივარს და თვლის, რომ სს თ----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება; სს თ----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და რ----- ლ-----–--ასა და გ--–- თ-------ს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, სს თ----------ის სასარგებლოდ, 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად გადასახდელი 172,41 აშშ დოლარისა და 2015 წლის იანვრის თვეში გადასახდელი 169,36 აშშ დოლარის გადახდა, რაც უდრის 2 238.28 აშშ დოლარს; maTve უნდა daekisroT, ss T------------” sasargeblod ZiriTadi Tanxis 1861.03 aSS dolaris yovelwliuri 10%-iს გადახდა 2016 wlis 16 seqtembridan gadawyvetilebis aRsrulebamde.

30. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

31. დადგენილა, რომ სს ,,ბ---------------ა’’-ს და ზ------ თ-------ს შორის 2----–-–-------------- დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა: კრედიტის ვადა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი -33 %. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 18 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველი 10 დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

32. დადგენილია, რომ ზ------ თ-------სთან სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა – გ--–- თ-------სა და რ----- ლ-----–--ასგან.

33. დადგენილა, რომ მსესხებელი ზ------ თ------- გარდაიცვალა 2015 წლის 06 ივლისს.

34. დადგენილა, რომ ზ------ თ-------მ ბოლო გადახდა ბანკში გადაიხადა 2013 წლის 18 ნოემბერს. მომდევნო გადახდა მას უნდა განეხორციელებია 2013 წლის 18 დეკემბერს. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 10 იანვარს.

35. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა.

36. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

35. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

37. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014).

38. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).

39. მოცემულ შემთხვევაში, მოვალეს ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა გადაეხადა 2013 წლის 18 დეკემბერს, რაც მას არ შეუსრულებია. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა აითვალოს დამოუკიდებლად. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის – 2017 წლის 10 იანვრისათვის ხანდაზმული იყო სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 10 იანვრამდე გადასახდელის თანხის ანაზღაურების ნაწილში. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს პალატა განმარტავს შემდეგს:

40. საქმეში, ს.ფ. 24-ზე განთავსებულია გადახდის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2014 წლის 10 იანვრის შემდეგ თანხის გადახდის მომდევნო თარიღები იყო 2014 წლის 20 იანვარი - გადასახდელ თანხას შეადგენდა 172,41 აშშ დოლარი, 18 თებერვალს - 172,41 აშშ დოლარი, 18 მარტს - 172,41 აშშ დოლარი, 18 აპრილს- 172,41 აშშ დოლარი, 19 მაისს - 172,41 აშშ დოლარი, 18 ივნისს - 172,41 აშშ დოლარი, 18 ივლისს - 172,41 აშშ დოლარი, 18 აგვისტოს - 172,41 აშშ დოლარი, 18 სექტემბერს -172,41 აშშ დოლარი, 20 ოქტომბერს - 172,41 აშშ დოლარი, 18 ნოემბერს - 172,41 აშშ დოლარი, 18 დეკემბერს -172,41 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 15 იანვარს გადასახდელი თანხა შეადგენდა 169,36 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ მითითებული თანხები მოვალე მხარის მიერ სს „თ----------ისათვის“ გადახდილი არ არის. პალატა თვლის, რომ ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ხანდაზმული არ არის, მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

43. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

44. დადგენილია, რომ ზ------ ლ-----–--ას კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებობს სს ”თ----------ის” წინაშე სასესხო დავალიანება სულ 2238.28 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც სოლიდარულად მოვალე მხარეთა მიერ ექვემდებარება ანაზრაურებას.

45. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნა ამ აწილში ნაწილობრივ საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2007 წლის 29 ივნისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.

46. ამდენად კანონმდებელმა აღნიშნული ცვლილებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე პროცენტის ანაზღაურება იმავდროულად დაუკავშირა მხარეთა შეთანხმების არსებობას, რის გამოც პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არსებობს მხოლოდ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობამდე (სარჩელის შეტანამდე, რომლითაც შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა).

47.რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამდგარ ზიანს, სასამართლომ ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეამოწმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411, 412-ე მუხლების შესაბამისად.

48.სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

49.ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

50. 411-412-ე მუხლების თანახმად: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

51. გამომდინარე ზემოაღნიშნული რეგულაციებიდან, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დაყოვნებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

52.იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განისაზღვრება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით სავარაუდო ზიანად შეიძლება განისაზღვროს გადაუხდელ ძირი თანხის ყოველწლიური 10%, და იგი მოპასუხეს დაეკსიროს ხელშეკრულების შეწყვეტიდან, ვიდრე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

53. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის Nას -1701 – 1685-2011 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სარგებლის, პროცენტის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.“

54. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული პერიოდისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

55. 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავის შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო“.

56. ამ განმარტებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, პროცენტის დარიცხვის გარორიცხვას ემსახურება იმ პრეზუმფციული ზიანის ანაზღაურება, რომელიც კრედიტორს მიადგა ხელშეკრულების შუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით.

57.უდავოა, რომ საბანკო - საფინანსო ორგანიზაციისათვის (როგორსაც მოსარჩელე წარმოადგენს), რომლის საქმიანობაც ფულიდან მოგების მიღებას გულისხმობს (ფულის გასესხება), პრეზუმირებულად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანმა შესრულებამ მას ზიანი მიაყენა, რომელიც შეიძლება იყოს ძირ თანხაზე ყოველწლიური 10% (რაც მინიმალური ზიანია), ამდენად მოთხოვნა ამ ნაწილში მოსარჩელისა - საფუძვლიანია და მოპასუხეებს ss T------------” sasargeblod, ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისრო ZiriTadi დავალიანების 1861.03 aSS dolaris yovelwliuri 10%-i 2016 wlis 16 seqtembridan gadawyvetilebis aRsrulebamde.

 

საპროცესო ხარჯი:

მოსარჩელის სს“თ----------ის“ მიერ მოგებული თანხის ოდენობისა (2238.28$) და იმის გათვალისწინებით, რომ სს „თ----------ის“ მიერ სახელემწიფო ბაჟი გადახდილი იქნა სამივე ინსტანციის სასამართლოში, მოპასუხეებს რ----- ლ-----–--ასა და გ--–- თ-------ს სს“თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი თანხის სანაცვლოდ, მოგებული თანხის პროპორციულად - 607.42 ლარის გადახდა; (2238.28% * 11 % = 246.21$, რომლის ეკვივალენტი ლარებში შეადგენს 607.42 ლარს); (3%-პირველი ინსტანციის სახ.ბაჟი + 4% სააპელაციო ინსტანციის სახ.ბაჟი +5% საკასაციო ინსტანციის სახ.ბაჟი = 11%-ს)

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს თ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. სს თ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. დაეკისროს რ----- ლ-----–--ასა და გ--–- თ-------ს, სოლიდარულად, სს თ----------ის სასარგებლოდ, 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით 2 238.28 აშშ დოლარი;

5. maTve daekisroT, ss T------------ sasargeblod ZiriTadi Tanxis 1861.03 aSS dolaris yovelwliuri 10%-i 2016 wlis 16 seqtembridan gadawyvetilebis aRsrulebamde.

 

6. დაეკისროს რ----- ლ-----–--ასა და გ--–- თ-------ს, სოლიდარულად, სს თ----------ის სასარგებლოდ, 607.42 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

9. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/

 

მოსამართლეები: /სიმონ ჩხაიძე/

 

/ირმა პერანიძე/