განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 521210018002748281
საქმე #2/ბ-1366-18წ.
ganCineba
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: გ--- თო-----ა
წარმომადგენელი: ვ-–- ხა-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე:თ----- თო-----ა, მ-----–- თო-----ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩვრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 05 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ--- თ--------- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა თ----- თო-----ა, მ-----–- თო-----ა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, გ--- თ--------- უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირობების დარღვევას, რაც ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ” პუნქტის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გ--- თ--------- სასარჩელო მოთხოვნას თ----- თ---------ა და მ-----–- თ--------- მიმართ წარმოადგენდა, ჩ-------------------–----–----------------–--------––-, მის საკუთრებაში არსებული 1208 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 2-----------, მოპასუხეების მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება, ამიტომ მოსარჩელე - გ--- თო-----ამ უნდა დააზუსტოს სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისობაში მოიყვანოს მის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ--- თ--------- წარმომადგენელმა ვ-–- ხა-------–---–მა და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრულია სსკ 172-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხეთა მხრიდან მის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობაზე ხელშეშლის აღკვეთა.
გაურკვეველია, გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ მოთხოვნა დასაზუსტებელია, მაშინ როცა დასახელებული ნორმა (სკ-ის 172-ე მუხლი) პირდაპირ მიუთითებს, რომ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს „ხელშეშლის აღკვეთა“.
გარდა ამისა, სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარემ სარჩელში უნდა აღნიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარმოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას-გაუგებარია. მოსარჩელემ ზუსტად მიუთითა და წარდგენილი მტკიცებულებებითაც უტყუარად დადგენილია, რომ გ--- თო-----ა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს სადაო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და, რომ სადაო მიწის ნაკვეთს უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ გ--- თ--------- წარმომადგენლის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადენილია, რომ 2018 წლის 05 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ--- თ--------- წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა თ----- თო-----ა, მ-----–- თო-----ა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა.
დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, გ--- თ--------- უარი თქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ--- თ--------- წარმომადგენელმა ვ-–- ხა-------–---–მა და მისი გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ დავის საგნის გრაფაში მოსარჩელემ დააფიქსირა, რომ მისი მოთხოვნაა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის გრაფაში მიუთითა: ჩ-------------------–----–----------------–--------––- მდებარე, მის საკუთრებაში არსებული 1208 კვმ უძრავი ქონებიდან (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 2-----------) მოპასუხეების, თ----- თ--------- და მ-----–- თ--------- გამოსახლება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება.
საქმის მასალების შესწავლით პალატა ადგენს, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული სარჩელის ფორმის შესაბამის გრაფაში ნათლად არის დაფიქსირებული მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი, ასევე მითითებულია თითოეული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, წარმოდგენილია მტკიცებულებები (საჯარო რეესტრის ამონაწერი, პოლიციიდან მიღებული პასუხები, მიწის ნაკვეთის ელექტრონული ვერსია, აუდიტის დასკვნა), რომლითაც მოსარჩელეს სურდა თავისი მოთხოვნის დადასტურება. აღნიშნული ადასტურებს, რომ სარჩელი წარდგენილია სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც მისი დასაშვებად ცნობის საფუძველია.
შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და ამ განჩინების დასაბუთება, რომლითაც სარჩელს მიღებაზე ეთქვა უარი არასწორია, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია.
თუ სააპელაციო (კერძო) საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო (კერძო) საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, გ--- თ--------- სარჩელის მიღებაზე უარის თქმით არასწორად გამოიყენა საპროცესო ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანა გამოიწვია, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება და გ--- თ--------- სარჩელი, მოპასუხე თ----- თ--------- და მ-----–- თ--------- მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში, სსკ-ის 48.2 მუხლის საფუძველზე, გ--- თ--------- კერძო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული იქნა.
ვინაიდა, საქმე განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივართან დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ--- თ--------- (წარმომადგენელი- ვ-–- ხა-------–---–ი) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. გ--- თ--------- სარჩელი, მოპასუხე თ----- თ--------- და მ-----–- თ--------- მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხი გადაწყდეს, საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე