განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002267601
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/2807-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
I.აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს------------–--ი’’
წარმომადგენელი – კ-------- კ--–------ე
II.აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – თ----- ძ---–---–ი
დავის საგანი – პირგასამტელოს შემცირება, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ს------------–--ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2----–-–-----------ს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შემცირდა და მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ს------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 19 000 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2----–-–-----------ს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ს------------–--ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №----- ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ------------–- ს------–------------------–------ის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 114 770 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.2. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 120 კალენდარული დღით - 2----–-–---------------რის ჩათვლით.
2.3. 2017 წლის 28 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შუალედური მიღება- ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2----–-–-----------ს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------–- ს------–------------------–------ის მშენებლობის სამუშაოები, თანხით 114770 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 36896.16 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.
2.4. 2017 წლის 3 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2----–-–-----------ს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------–- ს------–------------------–------ის მშენებლობის სამუშაოები, თანხით 114770 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შპს ,,ს------------–--ს’’ 2017 წლის 28 ივლისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღებული აქვს 36896.16 ლარი. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შპს ქ--------–-----’’-ის მიერ დამოწმებული ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 15993.81 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.
2.5. 11.10.2017წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმართა შპს ,,ს------------–--ის’’ დირექტორს და მიუთითა, რომ ს------–------------------–------ის მშენებლობისას სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე აუცილებელი გახდა 34.41 კვ მ- ზე წვრილი საკედლე ბლოკების ნაცვლად არმირებული ბეტონის კედლების მოწყობა მოცულობით 11.94 კუბ მ-ი. მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის წინააღმდეგი ზემოთ აღნიშნული დამატებითი სამუშაოები შესრულდეს გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯზე.
2.6. 27.10.2017წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმართა შპს ,,ს------------–--ის’’ დირექტორს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ბ---------–- ს------–---- ც------ის მშენებლობის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 120 კალენდარული დღის ვადაში - 2----–-–------------------ს. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა, ხელშეკრულების თანახმად შპს ,,ს------------–--ს’’ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.
2.7. 2017 წლის 21 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2----–-–-----------ს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------–- ს------–------------------–------ის მშენებლობის სამუშაოები, თანხით 114770 ლარი, შესრულდა დამაკმაყოფილებლად. შპს ,,ს------------–--ს’’ 2017 წლის 28 ივლისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღებული აქვს 36896.16 ლარი, ხოლო 2017 წლის 3 ოქტომბრის მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე კი 15993.81 ლარი, სულ 52889.97 ლარი. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შპს „ქ--------–-----’’-ის მიერ დამოწმებული ფორმა 2-ი მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 56300.53 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.4 პუნქტის მიხედვით შპს ,,ს------------–--ს’’ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა 0.3%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 23413.08 ლარს (68 დღე X 344.31).
2.8. 1---------წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,ს------------–--მა’’ გადააცილა 68 დღით.
2.9. შპს ,,ს------------–--ის’’ მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო - 23413.08 ლარის ოდენობით.
2.10. შპს ,,ს------------–--ს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება ბ---------ის მუნიციპალიტეტმა სრულად აუნაზღაურა, თანხა ჩაირიცხა შპს ,,ს------------–--ის’’ ანგარიშზე.
2.11. შპს ,,ს------------–--ისათვის’’ შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ჩარიცხული თანხიდან ბ---------ის მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს სახით დაკისრებულა თანხა 23 413.08 ლარი, შპს ,,ს------------–--მა’’ უკან გადარიცხა ბ---------ის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–-----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N---;
- 28.07.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 03.10.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 21.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 11.10.2017წ. N0------ მიმართვა;
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 27.10.2017წ. N0------ მიმართვა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება 1560 ლარამდე, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია, ამასთან ბ---------ის მუნიციპალიტეტს ზიანი არ მისდგომია ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2----–-–-----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.4 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ მუნიციპალიტეტის მოთხოვნით მოხდა ცვლილებების შეტანა გარკვეული სახის სამუშაოებში, რამაც გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოს შეფერხება და იმოქმედა შესასრულებელი ხელშეკრულების ვადაზე. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2----–-–-----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3% შეუსაბამოდ დიდია, რაც მისი შემცირების საფუძველია. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ვადაგადაცილებულ დღეთა შესაბამისად უნდა დადგინდეს პირგასამტეხლოს სახით დასაკავებელი საჯარიმო თანხა და ბ---------ის მუნიციპალიტეტის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის შპს ,,ს------------–--ისათვის’’ დაბრუნება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.13. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2----–-–-----------ს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს
,,ს------------–--ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ.ბ---------–- ს------–------------------–------ის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 114 770 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 120 კალენდარული დღით - 2----–-–---------------რის ჩათვლით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 1---------წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,ს------------–--მა’’ გადააცილა 68 დღით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის 1---------წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პიერგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 23413 ლარს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტრომა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ მიუთითა სასაკციო პალატის განმარტებაზე. რომლის თანამხად პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოტივაცია და მიიჩნია, რომ 2----–-–-----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.4. პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. დაკსრებული პირგასამტეხლო არ გამომდინარეობს გამოწვეული სავარაუდო ზიანიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებულია, ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2----–-–-----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.4 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 0.3% შემცირდა და ვადაგადაცილებულ დღეთა (68 დღე) შესაბამისად განისაზღვრა 4413.08 ლარით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა შპს ს------------–--ის მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით გაუგებარია რა საფუძვლით შეამცირა სასამართლომ პირგასამტეხლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ ოდენობამდე. აპელანტის აზრით მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა პირგასამტეხლოს შემცირების, არამედ სარჩელში მითითებული პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის თანხის სრულად დაბრუნების საფუძველი.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.2. აპელანტის განმარტებით არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევას ზიანის დადგომა არ მოჰყოლია. აპელანტის მითითებით გაუგებარია რა საფუძვლით დაიყვანა დარიცხული პირგასამტეხლო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობამდე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1.1 2----–-–-----------ს ერთი მხრივ ბ---------ის მუნიციპალიტეტეს და მეორე მხრივ შპს ,,ს------------–--ს’’ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საგანს ქ------------–- ს------–------------------–------ის მშნებლობის სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების საგნის, ანუ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით 114 770 ლარით განისაზღვრა.
ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე მხარეებმა შესრულების კონტროლის წესი განსაზღვრეს. კერძოდ, შემსყიდველის ან მისი წარმომადგენლის უფლებად განისაზღვრა შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინა ინსპექტირება მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე. კონტროლის მიზანს შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენდა.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-5 პუნქტით სამუშაოების შესრულების პირობები განისაზღვრა. კერძოდ, აღნიშნული პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 120 კალენდარული დღის ვადაში შესრულდებოდა. მიმწოდებელს შეთანხმებული (წარდგენილი) გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღეში უნდა დაეწყო.
ხელშეკრულების მე-6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება ჩაბარება ეტაპობრივად მოხდება. 16.4 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკის) შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევისთვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,3 %-ის ოდენობით. (ტ.1.ს.ფ. 17-22)
4.1.1.2. 2017 წლის 28 ივლისს ერთი მხრივ ბ--------- მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და მეორე მხრივ შპს ,,ს------------–--ის’’ დირექტორის შორის შუალედური მიღება ჩაბარების აქტი შედგა. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს ფაქტი მასზედ, რომ 1---------წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ს------–---- ც------ის მშენებლობის სამუშაოები დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. (ტ.1.ს.ფ. 23)
4.1.1.3. 2017 წლის 03 ოქტომბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და შპს ,,ს------------–--ს’’ შორის კიდევ ერთი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლითაც მხარეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ 1--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალსიწინებული სამუშაოები დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. (ტ.1.ს.ფ. 24)
4.1.1.4. 2017 წლის 21 დეკემბერს ერთი მხრივ ბ---------ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და შპს ს------------–--ის’’ დირექტორმა’’ მათ შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტით დაადასტურეს, რომ 1--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალსწინებული სამუშაოები შესრულდა დამაკმაყოფილებლად. აღნიშნული აქტით დადასტრებული იქნა ასევე, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება დამოწმებული შპს ,,ქ--------–------’’-ის მიერ შესაბამისობაში იყო ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან. აქტში მითითებული იქნა, რომ შპს ,,ს------------–--ს’’ სამუშაოების დასრულების ვადის 68 დღით დარღვევის გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო 23 413,08 ლარის ოდენობით.
4.1.2. სააპელაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია შპს ,,ს------------–--ის’’ პოზიცია, რომ არ არსებობს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ უდავო გარემოებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ 1--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა მხარეთა შეთანხმებით გაიზარდა. კერძოდ, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სამუშაო მოედნის მოსწორების შემდეგ ცოკოლმა მოითხოვა გათვალისწინებულზე ორმაგი სიმაღლით აწევა, აგრეთვე ბილიკის ნაცვლად საჭირო გახდა 35 კვ.მ ფართი კედლის მოწყობა, მშენებლობის მოედანზე შენარჩუნდა ორი ფიჭვის ხე, რომელიც თავის მხრივ შესასვლელი კიბის უჯრედში და შენობის შიგნით მოექცა. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 11.10.2017 წლის წერილით ირკვევა, რომ ს------–---- ც------ის მშენებლობისას აუცილებელი გახდა 34.41 კვ.მ-ზე წვრილი საკედლე ბლოკების ნაცვლად არმირებული ბეტონის კედლის მოწყობა მოცულობით 11.94 კუბ.მ-ი. დადგენილია, რომ სამუშაოების მიღების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მხარეებს შორის ორი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა 1--------- წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობა დამაკმაყოფილად შეაფასეს. 28.07.2017 წელს შედგენილი აქტით მხარეებმა დაადასტურეს 36 896,16 ლარის ღირებულების სამუშაოების, ხოლო 03.10.2017 წლის აქტით 15993,81 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი, ანუ ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულებისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე მხარეებმა დაადასტურეს შპს ,,ს------------–--ის’’ მიერ საბოლოოდ შესრულებული და დამკვეთის მიერ მიღებული სამუშაოების 93.94 %-ის შესრულების ფაქტი. სამუშაოების დასრულებისთვის გარიგებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე სამუშოების 93.94 % -ის დასრულების, სამუშაოების მოცულობის გაზრდის შესახებ უდავო გარემოების და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ შემსრულებელმა სამუშოები გარიგებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამკვეთისთვის მისაღები ხარისხით შეასრულა/დაასრულა, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ 1--------- წლის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა არაერთხელ დაკორექტირდა/გაიზარდა, ერთ-ერთი ბოლო ცვლილება კი შესასრულებელ სამუშაოებში გარიგებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე 11.10.2017 წელს შევიდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 120 დღიანი ვადის დარღვევა არა შემსრულებლის მიერ გარიგებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევამ, არამედ დამკვეთის მხრიდან სამუშაოების მოცულობის გაზრდამ განაპირობა, რამაც საბოლოოდ გამორიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების ხარისხიანად შესრულების შესაძლებლობა. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დამკვეთის მხრიდან სამუშაოებში მორიგი ცვლილების შეტანის მოთხოვნამდე შემსრულებელს საბოლოოდ შესრულებული და დამკვეთის მიერ მოწონებული სამუშოების 93,94 % უკვე შესრულებული ჰქონდა. შესაბამისად, გარიგებით გათვალისწიებული ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე სამუშაოების თითქმის 94% პროცენტის შესრულების და გარიგებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე სამუშაოებში მორიგი ცვლილების შეტანის ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ, რომ არა დამკვეთის მხრიდან სამუშაოების მოცულობის გაზრდის მოთხოვნა შემსრულებელი სამუშაოების შესრულებისთვის გათვალისწინებულ ვადას არ დაარღვევდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამუშაოების შესრულებისთვის შემსრულებლის მხრიდან 1--------- წლის გარიგებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა სამუშაოების მოცულობის გაზრდის და ამ სამუშაოების ხარისხიანად შესრულების გათვალისწინებით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ სახის დარღვევად, რაც გარიგების მეორე მონაწილის მხრიდან შემსრულებლისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვას გაამართლებდა. გარდა ამისა, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება 1--------- წლის ხელშეკრულებით გათვალსწინებული და შემდგომში გაზრდილი სამუშაოების გარიგებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დასრულების შედეგად დამკვეთისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მართალია მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უთითებდა სამუშაოების სამოცდარვა დღის შემდეგ დასრულების შედეგად ზიანის დადგომასთან დაკავშირებით, თუმცა ამ უკანასკნელმა ზიანის დადგომის ფაქტის დასადასტურებლად მისივე ახსნა-განმრეტბის გარდა, რომელსაც არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითა სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებეზე. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაში, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნდა უპირატესობა, სასამართლოსთვის წარმოედგინა მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაზრდილი მუცულობის სამუშაოების ხარისხიანად, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში მიუწოდებლობით კონკრეტული ზიანი მიადგა.
4.1.3. საბოლოოდ, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ს------------–--მა’’ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია, მან პირგასამტეხლოს დარიცხვის უსაფუძვლობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხეს (აპელანტს/მოწინააღმდეგე მხარეს), მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში ვერ შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც შპს ,,ს------------–--ის’’ მიერ განვითარებული მსჯელობა ეჭვქვეშ დააყენებდა და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდს პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერად მიჩნევასთან დაკავშირებით.
4.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების შედეგად.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ექვემდებარება, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
განსახილველ შემთხვევაში, პალატამ დასაბუთებულად მიაჩნია შპს ,,ს------------–--ის’’ პოზიცია, რომ არ არსებობდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, დადგენილია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას 1--------- წლის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს სახით შპს ,,ს------------–--ისგან’’ მიღებული აქვს სარჩელში მითითებული ოდენობის თანხა. მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული 21 753.08 ლარი უნდა დაექვემდებაროს უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
4.1.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მიხედვით სასასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა განსაკუთრებულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, პალატას აპელანტის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოდ მიაჩნია.
4.1.6. რაც შეეხება, ბ---------ის მუნიციპალიტეტეის მერიის სააპელაციო საჩივარს, რომლითაც იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმას მოითხოვს, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.1. - 4.1.5. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნები პირდაპირ გამორიცხავს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, შესაბამისად, პალატა ცალკე აღარ იმსჯელებს მასზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის საააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ს------------–--ის’’ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,ს------------–--ის’’ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ს------------–--ის’’ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 653 ლარს შეადგენს (ტ.1.ს.ფ. 32) ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, შპს ,,ს------------–--ის’’ სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას 21753.08 ლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ს------------–--ის’’ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 150 ლარის, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 653 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ს------------–--ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს ,,ს------------–--ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
4.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,ს------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 21753.08 ლარის გადახდა.
5. შპს ,,ს------------–--ის’’ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
6. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ს------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა.
6.1. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ს------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 653 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /