განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
150100118002753640
ინსტანცია
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002753640

საქმე #1ბ/170-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა-----------------ის, დაბადებულის 1----–-–----- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა---–---–----------------------–------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“და „გ“ ქვეპუნქტებით; გ------------------ის, დაბადებულის 1976 წლის 31 იანვარს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა---–---–----------------------–------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ა---–---–----------------------–-------ში, ერთის მხრივ ა------ და გ------------------ებსა და მეორეს მხრივ რ----–-----–--ეს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ა-----------------მა და გ------------------მა ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით სცემეს რ----–-----–--ე, რომელმაც აღნიშნული დარტყმების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ჩხუბის დროს მათთან გასაშველებლად მივიდა რ----–-----–--ის ძმა, რ---------–--ე. გაშველების დროს ა-----------------მა სახის არეში მუშტი დაარტყა რ---------–--ეს, რომელიც დარტყმის შედეგად დაეცა ძირს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ა---–---–----------------------–-------ში, ერთის მხრივ ა------ და გ------------------ებსა და მეორეს მხრივ რ----–-----–--ეს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ა-----------------მა და გ------------------მა ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით სცემეს რ----–-----–--ე, რომელმაც აღნიშნული დარტყმების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

 

ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

გ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულების - ა-----------------ისა და გ------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ---------------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულების - ა-----------------ისა და გ------------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების - ა-----------------ისა და გ------------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების - რ----–-----–--ის, რ---------–--ის და მოწმეების - თ-----------–--ის, მ------------ის, ხ------------–--ის, შ--–----–-–--–--ის, ჟ--–---------–--ის და მ---------------------–--ის გამოკითხვის ოქმების, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განიხლვისას ბრალდებულების - ა-----------------ისა და გ------------------ის მიერ დანაშაულის აღიარების, ამბულატორიული პაციენტების - რ----–-----–--ისა და რ---------–--ის სამედიცინო ბარათების, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის №8--------- დასკვნის რ---------–--ის მიმართ, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის № 8--------- დასკვნის რ----–-----–--ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო გ------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ა-----------------ისა და გ------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. მათ მიმართ დანიშნული ლმობიერი სასჯელი მსჯავრდებულებისთვის ვერ იქნება ხელისშემშლელი და შემაკავებელი იმისა, რომ მათ კვლავ არ ჩაიდინონ სხვა განზრახი დანაშაული. იგი უფრო ატარებს ფორმალურ, ერთგვარ წამახალისებელ ხასიათს და არ ემსახურება კანონით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებს და დაზარალებულებს შორის კვლავ გრძელდება დაძაბული ურთიერთობა. ისინი არ შერიგებულან და მათ შორის კონფლიქტი არ არის აღმოფხვრილი. (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულების - ა-----------------ისა და გ------------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

აპელანტს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულები არ შერიგებულან დაზარალებულებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულებს, პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მსჯავრდებულებისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ა-----------------ისა და გ------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულებს ექნებათ რა ლმობიერი სასჯელის მიღების განცდა, აღნიშნული იქნება მათთვის წამახალისებელი ხასიათის და ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულების - ა-----------------ისა და გ------------------ის პიროვნებები არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტები. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულების მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, დაკავშირებულია განაჩენის სამართლიანობასთან და არა განაჩენის დასაბუთებულობასთან. განაჩენის დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ა-----------------ისა და გ------------------ის მიმართ გამოტანილი, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი არის დასაბუთებული, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია განაჩენის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულების - ა-----------------ისა და გ------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულების პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ა-----------------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ჯარიმის, ხოლო გ------------------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრის შესახებ. ა-----------------მა და გ------------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დამნაშავედ ცნეს თავი წარდგენილ ბრალდებაში, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ა-----------------მა და გ------------------მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აგრეთვე, სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - ა-----------------ისა და გ------------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების - ა-----------------ისა და გ------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელები არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-----------------ისა და გ------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების - ა-----------------ის და გ------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ა-----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მოეხსნას ყადაღა ა-----------------ის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ა---–---–----------------------–------ში (ს---------------------) მდებარე 6863.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდი: 6-----------.

 

გ------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულების - გ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მოეხსნას ყადაღა ა-----------------ის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ა---–---–----------------------–------ში (ს---------------------) მდებარე 6863.00 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდი: 6-----------.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე