განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2019
საქმის ნომერი
330100118002752315
ინსტანცია
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002752315

საქმე №1ბ 187-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ დ-------–--–-----ის მიმართ, დაბადებულის 2----–-–----------- , საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, პირადი N------------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ი--------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დ-------–--–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64ე მუხლების სასფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ-------–--–-----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, დ-------–--–-----მა ქ.------–----------------------–--–-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლე მ----------------ს, კერძოდ ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილიგანაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–-----------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ-------–--–-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ აშკარად მსუბუქი სასჯელი გამოიტანა. მსჯავრდებულის თავისუფლებაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და დ-------–--–-----მა კვლავ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ-------–--–-----ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. დ-------–--–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე ხ--------------------------–--------------- გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, დაზარალებულ მ----------------ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერებით, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ისინი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს. პალატა პროკურორის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ დ-------–--–-----ის პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

დ-------–--–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების სასფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ-------–--–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 06 ნოემბრიდან-2018 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ დ-------–--–-----ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

დ-------–--–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ელექტრონული დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი