განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002750716
საქმე №1/ბ-169-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-----------–-------------–---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ა---–---–------------–-----------------–------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
რ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
რ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა;
რ----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.
რ---------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რ---------------ი, რომელმაც იცოდა, რომ მ--------–----–-------ი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, 2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე მივიდა ქ.-----–---–--–-------------–----------------–------------------ში მდებარე მ--------–----–-------ის კუთვნილ ჯიხურში, სადაც მათ შორის მოხდა კონფლიქტი. აღნიშნული კონფლიქტისას რ---------------მა თმით ითრია მ--------–----–-------ი და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რის შედეგადაც მ--------–----–-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ რ---------------ს დაენიშნოს სამართლიანი, უფრო მკაცრი სასჯელი. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასაჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის დღემდე დაძაბული ურთიერთობაა, შესაბამისად დანაშაულის განმეორების საფრთხე ისევ არსებობს. აპელანტი მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ატარებს ფორმალურ ხასიათს და იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩაიდინა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. რ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - მ--------–----–-------ის და მოწმეების - ნ----------–----–-------------------–---------–---–---------------------–---–----------------------- გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ატარებს ფორმალურ, ერთგვარ წამახალისებელი ხასიათს. რელაურია მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორების საფრთხე. პალატა პროკურორის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ რ----------------ის პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ რ----------------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ რ---------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ რომ მსჯავრდებულს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი.
რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ რ---------------მა დანაშაულებრივი ქმედება წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩაიდინა. აღნიშნულს სააპელაციო პალატა ვერ მიიჩნევს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად, რადგან იგი წარმოადგენს ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,..სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის გამკაცრების საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი რ---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი რ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
რ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია; ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით რ---------------ის მიმართ შერჩეული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით რ---------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: მ------------------–---–------------------------------------------------------ დადებული ყადაღა გაუქმდეს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი