განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
200210016001536205
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200210016001536205

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5239-18

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ს- ,,ს--------------------------------------–------’’

წარმომადგენელი - ლ---- მ---------–--

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ------- ქ------–----

წარმომადგენელი - დ----- ა---–------

 

დავის საგანი - სადაზღვევო თანხის დაბრუნება და ვალდებულების შეწყვეტა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ს- ს--------------------------------------–------ს’’ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით თ------- ქ------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ს- ,,ს--------------------------------------–-----ს” (მის: ქ------–---, კ----------------, ს/კო-------------) დაეკისრა აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის მიმართ 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებითა და 2015 წლის 25 სექტემბრის N 3-------------- სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის გამო - სადაზღვევო საზღაურის სახით 6000 (ექვსიათასი) ლარის ანაზღაურება. შეწყდა აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრლებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებები მოპასუხე ს- ,,თ----------ის" მიმართ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 25 სექტემბერს პ------ ქ------–---ისა და ს------------------------------------------–-----ს“ შორის დაიდო სიცოცხლის სადაზღვევო ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრა საწყისი სადაზღვევო თანხა: 6000 ლარი, სადაზღვევო ანაზღაურება: სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეულის ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (სესხის ძირითადი თანხა და მასზე დამატებული სარგებელი), მაგრამ არაუმეტეს სესხის საწყისი თანხისა; სადაზღვევო პრემია - მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 1%.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 25 სექტემბრის სიცოცხლის სადაზღვევო ხელშეკრულება (ს.ფ. 31-34)

-პ------ ქ------–---ის გარდაცვალების მოწმობა(ს.ფ.41)

 

2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------- ქ------–---- არის აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის მემკვიდრე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა(ს.ფ.54-56)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. პ------ ქ------–---ის გარდაცვალების N0-------------- სამედიცინო ცნობის თანახმად მისი გარდაცვალების მიზეზი არის უცნობი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- N 0-------------- სამედიცინო ცნობა(ს.ფ.43)

 

2.4. ს------------------------------------------–-----ში“ დაზღვეულ პ------ ქ------–---ის გარდაცვალების გამო სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე, 2016 წლის 27 აპრილის მზღვეველის წერილით სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარი იქნა გაცხადებული იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დაზღვეულს აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადება, რომელიც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის კავშირშია გარდაცვალებასთან. ამასთანავე არ არის მიწოდებული სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს საპირისპიროს. მოსარჩელე მხარემ ს------------------------------------------–-----ში“ დამატებით წარადგინა პ------ ქ------–---ის მკურნალი ექიმის ახსნა-განმარტება. აღნიშნული ახსნა-განმარტების მიხედვით დადასტურებულია, რომ პ------ ქ------–----მ ჩაიტარა მკურნალობა და მისი ჯანმრთელობის ბოლო დროინდელი მდგომარეობა, რომელიც იყო დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე არ იძლეოდა პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ვარაუდის საფუძველს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული. ექიმის ახსნა-განმარტების და პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით ბოლო მდგომარეობა არ იყო ქრონიკული.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ს------------------------------------------–-----ის“ 27.04.2016 წლის 3300 წერილი, მკურნალი ექიმის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 45)

- მოწმე მ---- ვ-–----ის ჩვენება(იხ.ოქმი)

 

2.3. სიცოცხლის დაზღვევის პირობების ,,3 თავის 13.1 პუნქტის მიხედვით ანაზღაურება არ მოხდება თუ დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული და/ან ქრონიკული დაავადებით.“ აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე ანაზღაურებაზე უარი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს და არა მხოლოდ ეჭვს, რომ გარდაცვალება გამოწვეულია მანამდე არსებული და/ან ქრონიკული დაავადებით, რაც არ დგინდება პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ცნობით, კერძოდ 0-------------- სამედიცინო ცნობის პ------ ქ------–---ის სიკვდილის უცნობია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის (სსდს) შედგენილი დოკუმენტის სამედიცინო ბარათი 1--- მიხედვით სასწრაფო დახმარების მისვლისას პაციენტი იყო 20-25 წუთის გარდაცვლილი, ირგვლივ მყოფების განცხადებით გადმოვარდა მანქანიდან და გონება დაკარგა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სამედიცინო ცნობა (ს.ფ. 43)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ან არარსებობის შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრებისა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

დაზღვევის ხელშეკრულება სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებაა; პირი ამ სახის ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანიასთან აფორმებს ბუნების დამანგრეველი ძალების ან სხვა ფაქტორებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფად. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი, რეალური ხელშეკრულებაა. ამ ხელშეკრულების მხარეებია ერთის მხრივ, დამზღვევი და მეორეს მხრივ მზღვეველი.

 

დამზღვევი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც აზღვევს ქონებას, სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ხოლო მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც ჩამოყალიბებულია განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და გააჩნია სპეციალური ნებართვა (ლიცენზია) სადაზღვევო საქმიანობისათვის. ინტერესისა და საგნის შესახებ; ზუსტად უნდა განისაზღვრონ სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო საზღაურის გამოანგარიშების წესი, ასევე სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირობები. ამ პირობებზე შეთანხმების გარეშე დაზღვევის ხელშეკრულება არ დაიდება.

 

სადაზღვევო ურთიერთობის ობიექტია პირის ქონება, სოცოცხლე ან ჯანმრთელობა. დაზღვევის ობიექტს განიხილავენ როგორც დაზღვევის ინტერესს, რომლის განსაზღვრაც აუცილებელია დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სადაზღვევო შემთხვევა უკვე დამდგარი ვითარებაა, რომლის დადგომის ალბათობას ითვალისწინებს დაზღვევის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა (პოლისი).

 

მზღვეველი, როგორც წესი, აფორმებს ერთ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს როგორც დაზღვევის ხელშეკრულებას, ისე დაზღვევის პოლისს.

 

დაზღვევის ხელშეკრულება ყოველთვის უნდა გაფორმდეს წერილობით. სადაზღვევო მოწმობის წარდგენა აუცილებელია სადაზღვევო საზღაურის გასაცემად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 805-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს პ------ ქ------–---ისა და ს------------------------------------------–-----ს“ შორის დაიდო სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება (დანართიN1/პოლისი N3-------

8------), სადაც განისაზღვრა საწყისი სადაზღვევო თანხა: 6000 ლარი, სადაზღვევო ანაზღაურება: სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეულის ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (სესხის ძირითადი თანხა და მასზე დამატებული სარგებელი), მაგრამ არაუმეტეს სესხის საწყისი თანხისა; სადაზღვევო პრემია - მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 1%. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საბანკო კრედიტის თანხა შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს, საბანკო კრედიტის ვადა: 24 თვეს, დაზღვევის საგანი: მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, დაზღვეული რისკი: დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება გარდა წინამდებარე პოლისის დანართში N- მითითებული გამონაკლისებისა. სადაზღვევო თანხა: 6000,00, სადაზღვევო ანაზღაურება - სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეულის ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (სესხის ძირითადი თანხა და მასზე დამატებული სარგებელი), მაგრამ არაუმეტეს სესხის საწყისი თანხისა; სადაზღვევო პრემია - მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 1%.

 

სადაზღვევო საზღაურის თანხა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (2015 წლის 27სექტემბრისათვის, როდესაც გარდაიცვალა პ------ ქ------–----) შეადგენს 6000 ლარს. პ------ ქ------–---- დაბადებული 1955 წლის 01 სექტემბერს გარდაიცვალა 2015 წლის 27 სექტემბერს და მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ასევე მოწმე ექიმ მ---- ვ-–----ის ჩვენებისა და სამედიცინო ცნობის თანახმად პ------ ქ------–----ს არ ჰქონდა გულის ქრონიკული დაავადება.

 

ასევე ადგილი არ ჰქონია მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულების მოშლას სადაზღვევო შესატანის (პრემიის) არადროულად გადახდის გამო. (სსკ-ის 818-ე მუხლი).

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის უარი სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის თაობაზე იმ საფუძვლით რომ მხარის მიერ არ არის წარდგენილი ცნობა დაავადების განვითარების სტადიებზე (მაშინ როდესაც არ არის დადგენილი გარდაცვალების მიზეზი, მას არ ჰქონდა ქრონიკული გულის დაავადება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის განმარტებით არ იყო ისეთი რომ ლეტალურად დასრულებულიყო) დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ სარჩელის მოთხოვნას მოპასუხე ს- ,,ს--------------------------------------–-----ს” დაეკისროს აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის მიმართ 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებითა და 2015 წლის 25 სექტემბრის N 3-------------- სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის გამო - სადაზღვევო საზღაურის სახით 6000 (ექვსიათასი) ლარის ანაზღაურებას - სამართლებრივი საფუძველი გააჩნია და იგი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს. შესაბამისად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებით უნდა შეწყდეს აწ გარდაცვლილ პ------ ქ------–---ის 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვადლებულებები მოპასუხე ს- ,,თ----------ის" მიმართ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია რომ თ------- ქ------–---- წარმოადგენს გარდაცვლილი პ------ ქ------–---ის მემკვიდრეს, თუმცა მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი სამკვიდროს მოწმობის მიხედვით თ------- ქ------–----სთან ერთად პ------ ქ------–---ის მემკვიდრეს წარმოადგენს ნ-----–---- ქ------–----ც. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მოსარჩელეს მისცა დრო მოსარჩელეთა წრის დასაზუსტებლად, მოსარჩელეთა წრე მაინც არ იქნა დაზუსტებული, რასაც მოწმობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც მითითებულია რომ დაკმაყოფილდა თ------- ქ------–---ის სარჩელი, შესაბამისად ნათელია რომ სასამართლომ დაადგინა სამკვიდრო მოწმობისგან განსხვავებულად ფაქტობრივი გარემოება ისე რომ დაეყრდნო ამავე სამკვიდრო მოწმობას.

 

3.1.2. აპელანტის განმარტებით საქმეში წარმოდგენილი დაზღვევის პოლისის მიხედვით სადაზღვევო მომსახურების მოსარგებლეს წარმოადგეს ს- ,,თ----------ი’’. აღნიშნულიდან გამომდინარე ს- ,,ს--------------------------------------–------ს" მიმართ დაზღვევის პოლისიდან გამომდინარე დავებზე სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს ს- "თ----------ი", რაზეც დაყენებული იქნა კიდეც შესაბამისი შუამდგომლობა. აღსანიშნავია რომ მოსარჩელე არ დაეთანხმა მის ჩანაცვლებას თ----------ით, გარდა ამისა ბანკმა განაცხადა რომ მას რაიმე მოთხოვნა უშუალოდ ჰ---–-----ის მიმართ არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სადაზღვევო კომპანიის მიმართ. გარდა ამისა, გათვალისწინებით იმისა, რომ სამკვიდრო მოწმობის თანახმად მოსარჩელის გარდა პ------ ქ------–---ის მემკვიდრეს სხვა პირიც წარმოადგენს აღნიშნულის გათვალისწინებით მხოლოდ თ------- ქ------–---- არ იყო უფლებამოსილი სარჩელი აღეძრა, თუნდაც ეს უკანასკნელი ყოფილიყო სათანადო მოსარჩელე.

 

3.1.3. აპელანტის მითითებით სარჩელზე დართული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ პ------ ქ------–----მ სესხი აიღო 2015 წლის 25 სექტემბერს, გარდაცვალების ცნობის მიხედვით პ------ ქ------–---- გარდაიცვალა 2015 წლი 27 სექტემბერს, პ------ ქ------–---- მისი მკურნალი ექიმის ახსნა განმარტების შესაბამისად მასთან გულის უკმარისობის ჩივილებით გამოცხადდა 2015 წლის 07 სექტემბერს და 2015 წლის 16 სექტემბერს, ვიდრე დაეზღვეოდა. მკურნალი ექიმის განმარტებით მას აწუხებდა გულის უკმარისობა, საქმეში წარმოდგენილი ფ–---–-- სამედიცინო ამბულატორიის მიერ 2015 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად პაციენტი უჩიოდა ადვილად დაღლას, ქოშინს, გულის ფრიალს და ტკივილს, ჰაერის უკმარისობას, ქვემო კიდურების შეშუპებას. რაც მიუთითებს დაავადების განვითარების ხანგრძლივ პერიოდზე და მის სიმძიმეზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობაში გარკვევით წერია რომ პ------ ქ------–---- კი არ გადმოვარდა მანქანიდან როგორც მას მიუთითებს მოსარჩელე, არამედ გადმოვიდა მანქანიდან და ასევე ახლობლების განცხადებით როგორც ეს მითითებულია ცნობაში პ------ ქ------–---- დაავადებული იყო გულის მწვავე უკმარისობით რაც ნიშნავს იმას რომ მისი ახლობლებიც ვინც შეესწრო გარდაცვალების ფაქტს, პ------ ქ------–---ის სიკვდილს უკავშირებდნენ გულის მწვავე უკმარისობას, რომელიც აწუხებდა გარდაცვლილს.

 

აპელანტის მითითებით ფორმა 100-ით ირკვევა, რომ პაციენტს დანიშნული ჰქონდა დიგოქსინი, პირველადი ჯანდაცვის ეროვნული გულის უკმარისობის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით დიგოქსინის დანიშნვა რეკომენდებულია პაციენტებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით გამოწვეული გულის უკმარისობით, თუ კლინიკური მდგომარეობა მიუხედავად დანიშნული პირველი და მეორე რიგის მკურნალობისა არ უმჯობესდება. აპელანტს მოსაზრებით სამედიცინო ფორმა 100-ში მითითებული დიგოქსინი უკვე მიუთითებს პაციენტის მდომარეობის სიმწვავეზე, გარდა ამისა ხაზგასასმელია ორი გარემოება, ექიმის ახსნა განმარტება სამედიცინო საკითხებზე რომელიც წარმოდგენილია საქმეში გაირკვა რომ დაწერილია ადვოკატის და არა თვით ექიმის მიერ და საქმეში სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. ასევე გარდაცვალების ფაქტზე როგორც საეჭვო სიკვდილზე არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე რაც პირდაპირ ადასტურებს ბუნებრივად გარდაცვალების ფაქტს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სასამართლო თვლის, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2015 წლის 25 სექტემბერს ერთი მხრივ ს- ,,თ----------ს’’ და მეორე მხრივ პ------ ქ------–----ს შორის მხარეებს შორის 25.09.2015 წელს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის თანხა 6000 ლარით, კრედიტის ვადა კი 24 თვით განისაზღვრა. ხელშეკრულების 2.16 პუნქტის თანახმად მხარეები ხელშეკრულების დამატებითი პირობებზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც კრედიტის მოქმედების პერიოდში (24 თვე), კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე, მსესხებლის ვალდებულებად განისაზღვრა ბანკის სასარგებლოდ G----ში სიცოცხლის დაზღვევა.

 

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ 25.09.2015 წლის ხელშეკრულების მე-10 მუხლით მხარეებმა დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრეს. კერძოდ, 10.1 პუნქტის მიხედვით ბანკის უფლებად განისაზღვრა ნებისმიერ დროს კლიენტისთვის ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შემცველი სადაზღვევო პოლისის წარდგენის მოთხოვნა. 10.3. პუნქტის მიხედვით ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტის ვალდებულებად განისაზღვრა სადაზღვევო პოლისში ბენეფიციარად ბანკის დასახელება. (ტ.1. ს.ფ. 19-30)

 

25.09.2015 წელს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში 25.09.2015-დან 25.09.2016-მდე მოქმედების ვადით დანართი #1 პოლისი #3------------- გაიცა, პოლისის მიხედვით მზღვეველს - G-- ჰ---–-----ი, დამზღვევს - პ------ ქ------–----, მოსარგებლეს კი ს- ,,თ----------ი’’ წარმოადგენდა. პოლისის მიხედვით დაზღვეულ რისკად განისაზღვრა დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა ამ პოლისის დანართი #2-ში მითითებული გამონაკლისებისა. დანართი #2-ის მიხედვით გამონაკლისად, კერძოდ, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად განისაზღვრა დაზღვეულის გარდაცვალება დაზღვევამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე მოშლის საფუძვლით, იმ პირობით, რომ დადასტურებული იქნებოდა გამონაკლისში მითითებული პირობით დაზღვეულის გარდაცვალების ფაქტი. სადაზღვევო პოლისის მიხედვით პ------ ქ------–---ის სიცოცხლე დაზღვეული იყო საბანკო კრედიტის თანხით – 6000 აშშ დოლარით. სადაზღვევო ანაზღაურება მოიცავდა სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეული ბანკის მიმართ დარჩენილ საკრედიტო მიმდინარე დავალიანებას (ძირითად თანხას დამატებულ სარგებელს), მაგრამ არაუმეტეს სესხის საწყისი თანხისა. სადაზღვევო პრემიას – მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 1%-ს. (ტ.1.ს.ფ. 31-34)

 

4.1.2. 2015 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა პ------ ქ------–----. (ტ.1.ს.ფ. 41)

 

4.1.3. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საბანკო კრედიტის აღებამდე/დაზღვევამდე არსებული ქრონიკული დაავადებით პ------ ქ------–---ის გარდაცვალება, რაც ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო თანხის გადახდის გაცემაზე უარის თქმის წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ 29.09.2015 წელს შედგენილ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ პ------ ქ------–---ის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. აღნიშნული დოკუმენტში მითითებულია, რომ გამოძახების ადგილზე მისვლისას პაციენტი დაახლოებით 20-25 წუთის გარდაცვლილი იყო, სისხლის კვალი არ შეიმჩნეოდა, იწვა გულაღმა, ირგვლივ მყოფების გადმოცემით გადმოვიდა მანქანიდან და სწრაფადვე გონება დაკარგა. ახლობლების გადმოცემით იგი დაავადებული იყო გულის ქრონიკული უკმარისობით. (ტ.1. ს.ფ. 43-44)

 

თ--–---- რაიონის ფ–---- ს/ამბულატორიის ექიმის მიერ 19.10.2015 წელს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა ფორმა #100-ით ირკვევა, რომ პ------ ქ------–---- მკურნალობდა ფ–---–-- ს/ამბულატორიაში, სადაც დაესვა დიაგნოზი გულის ქრონიკული იშემიური დაავადების მ. უ. I-II წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის შესახებ. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტი უჩიოდა გულის ფრიალს, ადვილად დაღლას, ქოშინს, ჰაერის უკმარისობას, დაღლას, ტკივილს მარჯვენა გ/არეში. ქვემო კიდურების შეშუპებას, ხშირ შარდვას, ჩაუტარდა მკურნალობა, ლერონით, კარტანით, დიგოქსინით, კარდიომაგნილით, ინსტენონით, პროსტამოლით. (ტ.1. ს.ფ. 42) აღსანიშნავია, რომ სადავო საკითხის გამოსარკვევად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები. მოწმედ დაკითხულმა ლ---- ღ---–--–-------, რომელიც გარდაცვალების მომენტში პ------ ქ------–----სთან ერთად იმყოფებოდა განმარტა, რომ პ------ ქ------–---- მანქანიდან გადავიდა, ფეხი რაღაცას წამოკრა და წაიქცა, თავი რაღაცას დაარტყა. მოწმის განმარტებით პ------ ქ------–---ის მანქანიდან გადასვლისას უკვე კარებში იყვნენ, საწვავი შეჰქონდათ შიგნით. (იხ 23.05.2018 წ. სხდომის ოქმი 14:10:18-14:11:48; 14:12:04) მოწმე მ---- ვ-–----ემ, რომელიც პ------ ქ------–---ის მკურნალ ექიმს წარმოადგენდა განმარტა, რომ პ------ ქ------–----ს მასთან ვიზიტის დროს აღენიშნებოდა არითმია, რის სამკურნალოდაც დაინიშნა პრეპარატი დიგოქსინი, პაციენტი განმეორებით ვიზიტზე დროის მოკლე მონაკვეთში დაიბარა, გათვალისწინებით იმისა, რომ განმეორებითი ვიზიტისას დაფიქსირდა ჯანმრთელობის მადგომარეობის გაუმჯობესება, კერძოდ, აღარ ფიქსირდებოდა არითმია, პრეპარატი დიგოქსინი მოიხსნა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე დასტაბილურებული არ იყო სხვა მედიკამენტების მიღება გაგრძელდა. მოწმემ განმარტა, რომ პ------ ქ------–----ს მწვავე არითმია არ ჰქონდა. (14:33:43-14:33:55; 14:34:36; 14:35:56; 14:37:44- 14:38:30). ამდენად, მართალია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა ფორმა #100-ით ირკვევა, რომ პ------ ქ------–----ს დადგენილი ჰქონდა გულის ქრონიკული იშემიური დაავადების შესახებ დიაგნოზი, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული დიაგნოზი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პ------ ქ------–---ის მკურნალი ექიმის განმარტებით ირკვევა, რომ პ------ ქ------–----ს გულის უკმარისობის მწვავე ფორმა არ ჰქონდა, მასთან ბოლო ვიზიტისას პაციენტის მდგომარეობა გაუმჯებესებული იყო, რის საფუძველზეც მას პრეპარატი დიგოქსინი მოეხსნა, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სადავო გარემოების - დაზღვევამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე მოშლის შედეგად პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ფაქტის დადასტურებულად მისაჩნევად, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 29.09.2015 წელს შედგენილ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ პ------ ქ------–---ის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

 

დაზღვევამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე მოშლის შედეგად პ------ ქ------–---ის გარდაცვალების დადასტურებულად მიჩნევის მიზნებისთვის სააპელაციო სასამართლო საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილავს კლინიკა კ-----–---- კლინიკური დირექტორის მიერ 21.10.2016 წელს გაცემულ პაციენტის მართვის შეფასების ოქმს, რადგან აღნიშნულ დოკუმენტში მისი ავტორი სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პ------ ქ------–---ის გარდაცვალების მიზეზი დიდი ალბათობით ამ უკანასკნელის მიერ სესხის აღებამდე არსებული დაავადებები იყო. ამდენად, დოკუმენტის ავტორი პაციენტის მდგომარეობის უშუალოდ შემოწმების გარეშე, სხვა სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოთქვამს მოსაზრებას სხვა ექიმის მიერ დასმული დიაგნოზით პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ალბათობაზე, აღნიშული კი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სადავო გარემოების - ქრონიკული დაავადების შედეგად პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ფაქტის დადასტურებულად მისაჩნევად. რაც შეეხება მედიკამენტ დიგოქსინით მკურნალობას, ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მოწმე მ---- ვ-–----ის ჩვენებაზე მიაქცევს, რომელიც პ------ ქ------–---ის მკურნალ ექიმს წარმოადგენდა და პრეპარატი დიგოქსინი სწორედ ამ უკანასკნელის მიერ დაინიშნა, მოწმის ჩვენების მიხედვით პაციენტს მედიკამენტი დიგოქსინი დროის მცირე მონაკვეთით, არითმიის სამკურნალოდ დაენიშნა, მედიკამენტის დანიშვნის ეტაპზე არითმიის ფორმა მძიმე არ იყო. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოპასუხე/აპელანტი მხარის მიერ წარმოდგენილი ,,გაიდლაინის’’ მიხედვით ირკვევა, რომ მედიკამენტი დიგოქსინი სტადია ,,გ’’ HF - გულის უკმარისობის შემთხვევაში ინიშნება, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ პ------ ქ------–---ის სამკურნალოდ მედიკამენტი დიგოქსინი იქნა დანიშნული, არ ნიშნავს იმას, რომ პ------ ქ------–---ის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღნიშნული მედიკამნეტის ,,გაიდლაინით’’ გათვალისწინებულ სტადიას შეესაბამებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ მკურნალი ექიმის განმარტების თანახმად პ------ ქ------–---- პრეპარატ დიგოქსინით მცირე პერიოდით მკურნალობდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ 29.09.2015 წელს შედგენილ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობით ირკვევა, რომ პ------ ქ------–---ის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, პ------ ქ------–---ის მკურნალმა ექიმმა განმარტა, რომ პაციენტს გულის უკმარისობის მწვავე ფორმა

 

არ ჰქონდა, უფრო მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მასთან ბოლო ვიზიტისას გაუმჯობესდა, პ------ ქ------–---ის გარდაცვალების დადგომამდე და გარდაცვალების მომენტში მასთან ერთად მყოფი მოწმის სახით დაკითხული პირი განმარტავს, რომ პ------ ქ------–---- ავტომანქანიდან ,,დანიშულების ადგილზე’’ მისვლისას (სადაც მათ საწვავი მიიტანეს) და არა მაგალითად მისი შეუძლოდ ყოფნის მიზეზით ავტომანქანის გაჩერების დროს არ გადავიდა, (რა დროსაც ფეხი წამოკრა დაეცა და თავი დაარტყა) ამტკიცებს სასამართლოს რწმენას მასზედ, რომ პ------ ქ------–---- ქრონიკული დაავადების მძიმე მოშლის შედეგად არ გარდაცვლილა. თავის მხრივ მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები მის სასიკეთოდ აბრუნებს მტკიცების ტვირთს და დაზღვევამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე მოშლის შედეგად პ------ ქ------–---ის გარდაცვალების მტკიცების ტვირთს მზღვეველს აკისრებს. საგულისხმოა, რომ მზღვეველმა დასახელებულ მტკიცებულებებს ვერ დაუპირისპირა სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულებები, რომელიც დაუდგენელი მიზეზით პ------ ქ------–---ის გარდაცვალების ფაქტს სამართლებრივ საფუძველს შეურყევდა.

 

4.1.4. ს- ,,თ----------ის’’ მიერ გაცემული 20.10.2016წ. ცნობით ირკვევა, რომ სადაზღვევო საზღაურის თანხა 20.10.2016 წლის მდგომარეობით 6142,02 ლარს შეადგენდა, მათ შორის 6000 ლარი ძირითადი თანხა, 142,02 ლარი დარიცხული საპროცენტო სარგებელი.

 

4.1.5. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ თ------- ქ------–---- სათანადო მოსარჩელეს არ წარმოადგენს. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ არსებით პირობაზე, რაზეც მხარეები 25.09.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პოლისით შეთანხმდნენ. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მსესხებელმა ბანკის სასარგებლოდ მისი სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება იკისრა (25.09.2015წ. ხელშეკრულების 2.1.6 პუნქტი), მზღვეველს G-- ჰ---–-----ი, დამზღვევს - პ------ ქ------–----, ხოლო მოსარგებლეს - ს- ,,თ----------ი’’ წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არაერთხელ დააფიქსირა და ხაზი გაუსვა ფაქტს მასზედ, რომ თ------- ქ------–---ის მიერ სადაზღვევო კომპანიის მიმართ სარჩელის აღძვრის ერთადერთ მიზანს მისი უფლებრივი წინამორბედის - პ------ ქ------–---ის მიერ ს- ,,თ----------ის’’ მიმართ 25.09.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით შეწყვეტა წარმოადგენს, რისთვისაც მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში მზღვეველისთვის დაკისრებული თანხა მიქცეული უნდა იქნეს დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული მოსარგებლის - ს- ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ. (იხ. 07.12.2018წ. სხდომის ოქმი 13:0025-13:0045; 14:52:00) აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ------- ქ------–---ის მიერ აღძრული სარჩელის ფარგლებში მიღწეული იქნება ის იურიდიული შედეგი - მოსარგებლის/ბანკის დაკმაყოფილება, რაზეც მხარეები 25.05.2015 წლის ხელშეკრულებით და დაზღვევის პოლისით შეთანხმდნენ. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ს- ,,თ----------ს’’ მის სასარგებლოდ საკრედიტო ვალდებულების მოცულობით (6000 ლარი) მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის და მსესხებლის გარდაცვალების მიუხედავად სადაზღვევო თანხის მოთხოვნით მზღვეველისთვის არ მიუმართავს. გათვალისწინებით იმისა, რომ ბანკის, როგორც კრედიტორის უფლებას წარმოადგენს მსესხებლის მემკვიდრეს წარუდგინოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მამკვიდრებლის პ------ ქ------–---ის მიმართ არსებული მოთხოვნა, აღნიშნული გარემოება მსესხებლის სამართალმემკვიდრეს სადაზღვევო კომპანიის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვეული ვალდებულების მოცულობით, ბანკის მიმართ მისი უფლებრივი წინამორბედის ვალდებულების შესრულებით შესაწყვეტად თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრულ დავაზე სათანადო მოსარჩელედ აქცევს. აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომ რადგან პ------ ქ------–----ს თ------- ქ------–---ის გარდა სხვა მემკვიდრეც ჰყავს აღნიშნული ფაქტი მას მაინც არასათანადო მოსარჩელედ აქცევს, პალატა კვლავ წინამდებარე სარჩელის აღძვრის მიზანზე ამახვილებს ყურადღებას და შენიშნავს, რომ მზღვეველისთვის თანხის დაკისრების მიზანს ბანკის მიმართ მოსარჩელის მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულებით შეწყვეტა წარმოადგენს, შესაბამისად, იმ იურიდიული შედეგის გათვალისწინებით, რაც აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებას უნდა მოჰყვეს, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ერთ-ერთ მემკვიდრის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, სხვა მემკვიდრეების სავალდებულო თანამონაწილეობაზე მითითების საფუძვლით.

 

4.1.6. ამგვარად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სკ-ის 316, 317 და 799-ე მუხლებზე მითითებით, სწორად დააკმაყოფილა სარჩელი. სააპელაციო პალატა აქვე დასძენს, რომ 2015 წლის 25 სექტმებრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების შეწყვეტის ნაწილში, მართალია თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი) არ გასაჩივრებულა, თუმცა იმის გათალისწინებით, რომ 2015 წლის 25 სექტმებრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულებების შეწყვეტის მოთხოვნა გამომდინარეობს სადაზღვევო თანხის - 6000 ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნიდან, სააპელაციო პალატა მიზანშწეონილად მიიჩნევს განიმარტოს, რომ 2015 წლის 25 სექტმებრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები შეწყვეტილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც კრედიტორისათვის ს- "თ----------ისათვის" გადახდილი იქნება თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული თანხა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საბოლოოდ სახ. ბაჟის გადახდა ეკისრება წაგებულ მხარეს. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა ს- ,,ს--------------------------------------–------ს’’ სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს- ,,ს--------------------------------------–------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თ--–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ვანო წიკლაური /