განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
030210018002087276
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210018002087276

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-1057-2018 29 იანვარი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - თ---------- წ--------, კ----–-- წ--------, თ-- დ------ი

წარმომადგენელი - ლ-----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი

წარმომადგენელი - გ--------–------

დავის საგანი - ვალდებულების შემცირება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თ---------- წ--------ს, კ----–-- წ--------ს და თ-- დ------ის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად - 8898,09 აშშ დოლარის და დარიცხული პროცენტის ნაწილში ნაწილობრივ - 4200 აშშ დოლარის შემცირების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შეწყდა სამოქალაქო N3--8 საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო. სოლიდარული მოვალეები თ-- დ------ი, კ----–-- წ-------- და თ---------- წ-------- სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას დაფარონ სს „პ------------------ის“ წინაშე არსებული დავალიანება 39 426 აშშ დოლარის ოდენობით მორიგების დღიდან მის სრულ დაფარვამდე - 120 თვის ვადით, დავალიანების თანხაზე წლიური 11%-ის დარიცხვით მორიგებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რომელიც წარმოადგენს მორიგების განუყოფელ ნაწილს. იპოთეკის საგნის მესაკუთრე თ---------- წ-------- თანახმაა უზრუნველყოს სალიდარული მოვალეების მიერ ამ მორიგებით გათვალისწინებული (ნაკისრი) მთლიანი ვალდებულება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც გამოიხატა, იმაში, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ უძრავ ქონებაზე მორიგების აქტის გაფორმებით არ უქმდება არანაირი იპოთეკა (გირავნობა), რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნებს: უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–-ს ქ.N--, საკადასტრო კოდი: 0-----------). იძულებითი აღსრულება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–-ს ქ.N--, საკადასტრო კოდი: 0-----------.იმ შემთხვევაში, თუ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში არ დაიფარება საკრედიტო დავალიანება ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო მოპასუხეები ვალდებული არიან გადაიხადონ პირგასამტეხლო გრაფიკით გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო განჩინების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. მოპასუხეები თანხმა არიან და იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯები 3854.23 ლარის ოდენობით მორიგების აქტის გაფორმებიდან 12 თვის ვადაში. იძულებითი აღსრულება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული (და დაგირავებული) შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–-ს N-- (ს/კ 0-----------). 2.2. ფოთის საქალაქო სასამრთლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენლის განცხადება და სამოქალაქო N3--8 საქმეზე, მოსარჩელის სს „პ------------------ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს----------–--------ი“. 2.3. 2010 წლის 14 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–-ს ქ.N--, საკადასტრო კოდი: 0----------- მესაკუთრე არის თ---------- წ--------, იპოთეკარი სს „პ------------------ი“, სს „ვი---------------------ა“. 2.4. 2017 წლის 15 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს A17-------------1 წინადადების შესრულების შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია A1------- საქმე ნოტარიუსის მიერ 22.06.2015 წელს გაცემული 3--5 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია სს“პ------------------ი, მოვალეები: თ-- დ------ი, კ----–-- წ-------- და თ---------- წ--------. სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით, მოვალეს დაეკისრა ჯამში 52283,45 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების გადახდა განხორციელდა იპოთეკით დატვირთული თ---------- წ--------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–-ს ქ.N--, საკადასტრო კოდი: 0-----------. თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებაზე. 2.5. სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენლის თამარ დარჩიას მიერ 2017 წლის 12 სექტემბრის გაცემული ცნობის მიხედვით, თ-- დ------ის ფინანსური ვალდებულება სს „ს----------–--------ის“ წინაშე 2017 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: 28-----P ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტის ოდენობა შეადგენს 409,07 ლარს, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 25,94 ლარს, ვალდებულების სრული მოცულობა შეადგენს 435,01 ლარს. 40-----R ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 36 713,11 ლარს, დარიცხული პროცენტის ოდენობა შეადგენს 6 672, 13 ლარს, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 8898,09 ლარს, ვალდებულების სრული ოდენობა შეადგენს 52 283,33 ლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 2.8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს მხარწეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით სოლიდარული მოვალეები თ-- დ------ი, კ----–-- წ-------- და თ---------- წ-------- სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას დაფარონ სს „პ------------------ის“ წინაშე არსებული დავალიანება 39 426 აშშ დოლარის ოდენობით მორიგების დღიდან მის სრულ დაფარვამდე - 120 თვის ვადით, დავალიანების თანხაზე წლიური 11%-ის დარიცხვით მორიგებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რომელიც წარმოადგენს მორიგების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული მორიგების შესაბამისად, იპოთეკის საგნის მესაკუთრე თ---------- წ-------- თანახმაა უზრუნველყოს სალიდარული მოვალეების მიერ ამ მორიგებით გათვალისწინებული (ნაკისრი) მთლიანი ვალდებულება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც გამოიხატა, იმაში, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ უძრავ ქონებაზე მორიგების აქტის გაფორმებით არ უქმდება არანაირი იპოთეკა (გირავნობა), რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნებს: უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–-ს ქ.N--, საკადასტრო კოდი: 0-----------). იძულებითი აღსრულება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–-ს ქ. N--, საკადასტრო კოდი: 0-----------. იმ შემთხვევაში, თუ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში არ დაიფარება საკრედიტო დავალიანება ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო მოპასუხეები ვალდებული არიან გადაიხადონ პირგასამტეხლო გრაფიკით გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო განჩინების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. მოპასუხეები თანხმა არიან და იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯები 3854.23 ლარის ოდენობით მორიგების აქტის გაფორმებიდან 12 თვის ვადაში. იძულებითი აღსრულება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული (და დაგირავებული) შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–-ს N-- (ს/კ 0-----------). 2.9. სააღსრულებო ბიუროში აღსრულება მიმდინარეობს 2014 წლის 12 აგვისტოს N3--8 განჩინების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალეთა მიმართ 52283,33 ლარს შეადგენს. საქმეში არსებული სს „ს----------–--------ის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით მოვალეთა მიერ გადაუხდელ ძირ თანხას შეადგენს 36713,11 აშშ დოლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის აღსრულების ბიუროს მიერ წარმოდგენილ 2014 წლის 12 აგვისტოს მორიგების აქტს მხარეები ეთანხმებიან, რასაც ადასტურებენ მორიგების აქტზე ხელმოწერით. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და ხელმოწერილი მორიგების აქტი. აღნიშნული განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა. 2.11. მოსარჩელის 2015 წლის 22 ივნისის განცხადების საფუძველზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს N3--8 განჩინებაზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, ნაწილობრივ, გაასაჩივრეს თ---------- წ--------მ, კ----–-- წ--------მ და თ-- დ------მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად 2014 წლის 12 აგვისტოს მოსარჩელეებსა და სს ,,პ------------------ს“ შორის შემდგარი მორიგება. რომლის საფუძველზეც, ს----------–--------ი, როგორც უფლებამონაცვლე კრედიტორი ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი და შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდა იძულებით აღსრულებას კრედიტორის, სს პ------------------ის სასარგებლოდ - მოვალეების, თ-- დ------ის, კ----–-- წ--------სა და თ---------- წ--------ს (აპელანტები) წინააღმდეგ. 4.2. აღსრულების პროცესში, 2014 წლის 12 აგვისტოს მხარეები მორიგდნენ და სააღსრულებო ბიურომ მორიგების აქტის დასამტკიცებლად ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 4.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დამტკიცდა მორიგება კრედიტორსა და აპელანტებს შორის. 4.3.1. ამ განჩინებით აპელანტების მიერ კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანება განისაზღვრა 39 426 აშშ დოლარით და დამტკიცდა მისი გადახდის წესი. 4.3.2. განჩინების 1.3. პუნქტით შეთანხმებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო, გრაფიკით გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო განჩინების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. 4.4. აპელანტებმა ვალდებულება დაარღვიეს და 2015 წლის 22 ივნისს სასამართლომ განჩინების იძულებით აღსრულების მიზნით გასცა სააღსრულებო ფურცელი. 4.5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით საქმეში კრედიტორის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ს----------–--------ი (მოპასუხე). 4.6. ამჟამად განჩინება აღსრულებული არ არის. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად არ გამოუტანია. 4.7.1. საქმის მასალებით და თავად მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დგინდება, რომ სასამართლომ მორიგება დაამტკიცა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. 4.7.2. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს არ განუხილავს საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით და, ამიტომ, აპელანტების სარჩელი დასაშვებია. 4.8. თუმცა, ამავდროულად, ნათელია, რომ აპელანტები, არსებითად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩნებით განსაზღვრული პირობების შეცვლას ითხოვენ. 4.8.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები)... სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. 4.8.2. როგორც აღინიშნა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, დადგენილი წესით გაუქმებული არ არის, სავალდებულო ძალა გააჩნია და უნდა შესრულდეს. 4.9. ამის გამო, აპელანტების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ, არსებითად, სწორად არ დააკმაყოფილა იგი. 4.10. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროეცსო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-7 და 42-ე მუხლების საფუძველზე, აპელატებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 69 ლარი და 40 თეთრი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. თ---------- წ--------ს, კ----–-- წ--------სა და თ-- დ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

3. თ---------- წ--------ს, კ----–-- წ--------სა და თ-- დ------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 69 ლარი და 40 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე