განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141319700073318
საქმე №აგ/12-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019წ. ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ვა---------–------------–---–-ს (დაბ: 1----–-–-----------------------------------) ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ---------------–----- და ბრალდებულ ვა-------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
ვა-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5(ხუთი)წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელისს ახით განესაზღვრა ჯარიმა 3 500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით;
ვა-------------–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2019 წლის 23 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ვა-------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და მსჯავრდებულის დანიშნული ასასჯელისგან გათავისუფლება.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანას (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, ვა-------------–---–ს მსჯავრი დაედო 48,22 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვაში.
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ვა-------------–---–ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე - სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - როგორც ნარკოტიკული საშუალების სახეობის, ისე მისი ოდენობის გათვალისწინებით და შესაბამისად, ამ მუხლით დანიშნულ სასჯელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ვა-------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან და ამ მიმართებით ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვა-------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3.მსჯავრდებული ვა--------------–---–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რომელიც ჩათვლილი აქვს პირობით, 5(ხუთი)წლის გამოსაცდელი ვადით;
4. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას;
6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე