განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
330210017001854665
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001854665

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

საქმე №2ბ/3728-18

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე; მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----

წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი-- ზ---–ი ს----–---–ი

 

დავის საგანი - საჯარიმო სანქციების უკანონოდ ცნობა, თანხის დაკისრება

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება სრულად.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 13 ნოემბერს ქ------–---- მ----–----–------ის მ-----ს და ი-- ზ---–ი ს----–---–ს შორის დაიდო სახელწიფო შესყიდვების შესახებ N---------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია ქ------–----------------–--------------ში არსებული ხმელი და ზეხმელი ხეების მოჭრის, ფესვების ამოძირკვის და ადგილზე დასაწყობებით მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულება ძალაშია 2016 წლის 13 იანვრის ჩათვლით. ხოლო მომსახურების გაწევის ვადაა 2015 წლის 23 დეკემბერი.

 

2. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 7923.60 ლარს. ხოლო 3.5. პუნქტის შესაბამისად, მომსახურების გაწევის ადგილია ქ-------–---, დ---------–--------ი პარკის ტერიტორია. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება განხორცილდება 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

3. ხელშეკრულების მე-8 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები. კერძოდ, 8.2. პუნქტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%. 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%, ხოლო 8.6 პუნქტის მიხედვით, თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის მოთხოვნებს, დაეკისრება პირგასამტეხლო, მიმწოდებლისათვის დასარიცხი თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 9.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრულად ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

 

4. ი-- ზ---–ი ს----–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს მიმართ და ითხოვა: ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს ი-- ზ---–ი ს----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება- 4377.45 ლარი და პირგასამტეხლოს სახით - 237 ლარი. ასევე ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს მიერ ი-- ზ---–ი ს----–---–ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო.

 

4.1. მოსარჩელის პოზიცია

 

2015 წლის 13 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო სახელწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია ქ-------–---ს დ---------–-------- პარკში არსებული ხმელი და ზეხმელი ხეების მოჭრის, ფესვების ამოძირკვის და ადგილზე დასაწყობებით მომსახურების შესყიდვა. ვინაიდან, შემსყიდველის მიერ ზუსტად ვერ იქნა მითითებული რა ადგილებში უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული დავალება და არც ხელშეკრულებაში არ ყოფილა განსაზღვრული, მოსარჩელემ პარკის ტერიტორიაზე მოჭრა და ამოძირკვა ბევრად მეტი ხე, ვიდრე ამას ითვალისწინებდა ხელშეკრულება, რის შემდგომაც შესრულებული სამუშაოების ჩაბარების თხოვნით, 2015 წლის 23 დეკემბერს მიმართა შემსყიდველს. მოპასუხის მიერ 2----–-–----------------ს შედგა ე.წ „საველე დეფექტური აქტი“, რომლის თანახმად, მოჭრილი იქნა 154 ხმელი ხე, 94 ძირი მოუჭრელი და ამოძირკვული 137 კუნძი, 111 ამოუძირკველი კუნძი, რაც არასწორია, ვინაიდან შესრულებული სამუშაოების გადამოწმება მოხდა ბაღის ტერიტორიის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე, სადაც დათვლილი იქნა მოუჭრელი ხეები და ისე იქნა გამოყვანილი მოჭრილი ხმელი და ზეხმელი ხეების რაოდენობა.

 

2016 წლის 5 იანვარს N----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ხელშეკრულების პირობებისა და ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხემ 2015 წლის 29 დეკემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და ჯარიმის სახით დაეკისრა 4397.52 ლარი. შესაბამისად, მოპასუხემ შესრულებული სამუშაოების ნაცვლად 7923.60 ლარისა, მოსარჩელეს აუნაზღაურა მხოლოდ 3546.15 ლარი. მოსარჩელე არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და მოითხოვს დარჩენილი თანხის 4377.45 ლარის ანაზღაურებას და დაკისრებული პირგასამტეხლოს ბათილად ცნობას, ასევე და ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით 237 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას.

 

5. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ქ-------–---- მ----–----–------ის მ------ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში დამატებით მიუთითა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა 248 ძირი ხმელი და ზეხმელი ხის მოჭრა, ფესვების ამოძირკვა და ადგილზე დასაწყობება. 2----–-–----------------ს შედგენილი საველე აქტის შესაბამისად დასტურდება, რომ მოჭრილია 154 ძირი ხმელი ხე, ხოლო 94 ძირი არის მოუჭრელი, 137 ამოძირკვული და 111 ამოუძირკვავი კუნძი. აღნიშნულ აქტს ხელს აწერს თავად მოსარჩელეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს დაეკისრა საჯარიმო თანხა 4397.52 ლარი. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო პირგასამხტელოს დაკისრების ნაწილშიც.

 

6. ქ-------–---- მ----–----–------ის მ------ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით ი-- ზ---–ი ს----–---–ის მიმართ და ითხოვა ი-- ზ---–ი ს----–---–ს ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 4793.70 ლარის გადახდა;

 

6.1. მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

2015 წლის 13 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო სახელწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულების ობიექტია ქ-------–---ს დ---------–-------- პარკში არსებული ხმელი და ზეხმელი ხეების მოჭრის, ფესვების ამოძირკვის და ადგილზე დასაწყობებით მომსახურების შესყიდვა. მოპასუხე ი-- ზ---– ს----–---–მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განსაზღვრული მომსახურების ნაწილი განახორციელა არაჯეროვნად, ხოლო ნაწილი არ შეასრულა. ამასთან, მისთვის წერილობით განსაზღვრული ხარვეზის გამოსწორების ვადაშიც არ იქნა განხორცილებული დავალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 29 დეკემბერს ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად და დაეკისრა ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების 0.5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 4793.7 ლარს.

 

7. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

მოპასუხე ი-- ზ---– ს----–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და მასში ჩამოყალიბებული პოზიცია დააფუძნა ძირითად სარჩელში დასახელებულ ფაქტებზე.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი-- ზ---– ს----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი-- ზ---– ს----–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 13 ნოემბრის 3--------- ხელშეკრულებით გათვლისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი თანხის 4377.45 ლარის და პირგასამტეხლოს 237 ლარის ანაზღაურებაზე; ბათილად იქნა ცნობილი ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს მიერ ი-- ზ---– ს----–---–ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 3834.97 ლარის ნაწილში; ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი-- ზ---– ს----–---–ს თბილისის მ----–----–------ის მ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 958.73 ლარის გადახდა; ქ------–---- მ----–----–------ის მ-----ს ი-- ზ---– ს----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 116.16 ლარის გადახდა. ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს ი-- ზ---– ს----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის 200 ლარის გადახდა;

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ------–---- მ----–----–------ის მ------ და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება სრულად.

 

9.1. აპელანტის განმარტებით, ქ------–---- მ----–----–------ის მ-----სა და ი-------–----ე ზ---– ს----–---–ს შორის 2015 წლის 13 ნოემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #3--------- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ------–---- დ---------–-------- პარკში არსებული ხმელი და ზეხმელი ხეების მოჭრის, ფესვების ამოძირკვის და ადგილზე დასაწყობებით მომსახურების შესყიდვას. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 7923.60 ლარით. ი-------–----ე ზ---– ს----–---–ის მიერ დარღვეული იქნა აღნიშნული ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული წერილობითი დავალებით განსაზღვრული მომსახურების ნაწილი განხორციელდა არაჯეროვნად, ხოლო ნაწილი არ შესრულდა, ამასთან, ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წერილობით განსაზღვრული ხარვეზების გამოსწორების ვადაშიც არ იქნა განხორცილებული დავალებაში აღნიშნული ვალდებულებები. ვინაიდან მიმწოდებლის მიერ დარღვეული იქნა და არ შესრულდა ხელშკრულების პირობები და ნაკისრი ვალდებულებები ქ-------–---- მ----–----–------ის მ------ #3--------- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტისა და 9.5. პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნტების შესაბამისად, 2015 წლის 29 დეკემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. კერძოდ, - 3724.01 ლარი, ხოლო არაჯეროვნად (17 ამოუძირკავი ხმელი ხის კუნძი) შესრულების გამო, ყოველ ჯერზე ჯარიმა 673.51 ლარი. ამასთან, 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიმწოდებელს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით - 396.18 ლარი, სულ საჯარიმო თანხა 4793.7 ლარი.

 

9.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ი-- ზ---– ს----–---–მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად და შესრულებული სამუშაოების ნაწილი იყო არაჯეროვნად შესრულებული, რისთვისაც ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო. სასამართლოს მსჯელობიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობდა ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს მიერ ი-- ზ---– ს----–---–ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი-- ზ---– ს----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო ქ-------–--- მ----–----–------ის მ-----ს დაკისრებული პირგასამტეხლო 3834.97 ლარის ნაწილში. ი-- ზ---– ს----–---–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა არა პირგასამტეხლოს შემცირება, როგორც შეუსაბამოდ მაღალის, არამედ პირგასამტეხლოს ბათილად ცნობა, როგორც უკანონოდ დაკისრებულის. სასამართლომ თავად დაადგინა, რომ ი-------–----ე ზ---– ს----–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, რაც ასევე დასტურდება ამავე გადაწყვეტილებით ი-- ზ---– ს----–---–ისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რაც მიუთითებს გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების უსაფუძვლობასა და უკანონობაზე.

 

9.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათავლისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს. სასამართლომ ვალდებულების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შეამცირა 5-ჯერ. კერძოდ, 3724.01 ლარის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრა744.80 ლარი. 673.51 ლარის ნაცვლად 134.70 ლარი. ხელშეკრულების შეწყვეტისათვის დაკისრებულ ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს 396.18 ლარს, სასამართლომ აღნიშნული შაემცირა 79.23 ლარით, რაც გულისხმობს, რომ სასამართლომ მოპასუხეს ამ ნაწილში დააკისრა 316.96 ლარი. შესაბამისად, ჯამში სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა შეადგენს 1196.45ლარს (744.80 + 134.70 +316.96 = 1196.45) და არა 958.73 ლარს, როგორც სადავო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს განმარტებული, თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამო: მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, მიყენებულ ზიანთან თუ შეუსრულებელი ან დარღვეული ვალდებულების მოცულობასთან.

 

9.4. აპელანტის განმარტებით, გასათავლისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული ოდენობა. ხელშეკრულების შეუსრულებლობა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირედით მაინც აკომპენსირებს განუხორციელებლობით მიყენებულ ზიანს. წინამდებარე მსჯელობის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----სათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხისა და იურიდიული მომსახურეობის ხარჯების დაკისრების ნაწილშიც.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების პირველი; მესამე და მეექვსე პუნქტები; ი-- ზ---–ი ს----–---–ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

11. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება თავდაპირველ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში

 

მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება (სსკ 629-ე მუხლი) და ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გამო საჯარიმო სანქციების გაუქმება (სსკ 417-ე მუხლი)

 

12. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს (გასაჩივრებული არ არის) შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

12.1. ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----სა და ი-------–----ე ზ---– ს----–---–ს შორის 2015 წლის 13 ნოემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #3--------- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ-------–---- დ---------–-------- პარკში არსებული ხმელი და ზეხმელი ხეების მოჭრის, ფესვების ამოძირკვის და ადგილზე დასაწყობებით მომსახურების შესყიდვას. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 7923.60 ლარით. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა 248 ძირი ხმელი და ზეხმელი ხის მოჭრა, ფესვების ამოძირკვა და ადგილზე დასაწყობება. 2----–-–----------------ს შედგენილი საველე აქტის შესაბამისად, მოჭრილია 154 ძირი ხმელი ხე, ხოლო 94 ძირი არის მოუჭრელი, 137 ამოძირკვული და 111 ამოუძირკვავი კუნძი. (ტომი 2, ს.ფ. 61-75)

 

12.2. ვინაიდან ი-------–----ე ზ---– ს----–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები და მომსახურების ნაწილი განხორციელდა არაჯეროვნად, ხოლო ნაწილი არ შესრულდა, ქ-------–---- მ----–----–------ის მ------ #3--------- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტისა და 9.5. პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნტების შესაბამისად, 2015 წლის 29 დეკემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება.

 

12.3. ი-------–----ე ზ---– ს----–---–ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. კერძოდ, - 3724.01 ლარი, ხოლო არაჯეროვნად (17 ამოუძირკავი ხმელი ხის კუნძი) შესრულების გამო, ყოველ ჯერზე ჯარიმა 673.51 ლარი. ამასთან, 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიმწოდებელს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით - 396.18 ლარი, სულ საჯარიმო თანხა 4793.7 ლარი. (ტომი 2, ს.ფ. 76-77)

 

12.4. 2015 წლის 29 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად 2015 წლის 13 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #3--------- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული იქნა 3546.45 ლარის ღირებულების სამუშაო, შესაბამისად შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებაა 4 377.15 ლარი.

 

12.5. ი-------–----ე ზ---– ს----–---–ს ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს 2016 წლის წერილით ეცნობა საჯარიმო თანხის სულ 4793.7 ლარის გადახდის შესახებ .

 

13. პალატა განმარტავს რომ, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. (სუსგ ას 1242-2018)

 

14. პალატა არ იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან დაკისრებული პირგასამტეხლო საერთო ჯამში შემცირდა 958.73 ლარამდე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დაკისრებული პირგასამტეხლო 3834.97 ლარის ნაწილში. პალატა განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე პირგასამტეხლოს გაუქმებას უკავშირებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას რომ მის მიერ ვალდებულება სრულად შესრულდა და არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს გაუქმების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას. პალატა მიიჩნევს, რომ ი-- ზ---– ს----–---–ის მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს ბათილად ცნობის თაობაზე, უარყოფილი უნდა იყოს, ვინაიდან არ დადგინდა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები, რაზედაც იგი ამყარებდა პირგასამტეხლოს გაუქმების მოთხოვნას.

 

15. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება შეგებებული სარჩელზე;

 

შეგებებულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო საჯარიმო სანქციების დაკისრება; (სსკ 417-ე მუხლი)

 

აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს (გასაჩივრებული არ არის) მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებას. (წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი)

 

პალატა ვერ გაზიარებს აპელანტის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო (საჯარიმო თანხა) სრული 4793.70 ლარის ოდენობით და მოიხმობს სსკ 417-ე მუხლს, რომლი თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. სსკ 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

16. პირგასამტეხლოს წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918). ას-708-678-2016.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

17. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მენარდემ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 13 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #3--------- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული იქნა 3546.45 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებაა 4 377.15 ლარი. შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველის ინტსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არის გონივრული, ამასთან სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს შეამციროს როგორც მისი პროცენტული ოდენობის შემცირებით ასევე მთიანი თანხიდან გარკვეულ ოდენობამდეც. აქედან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

18. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას იურიდიული მომსახურეობის ხარჯების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე # ას-687-658-2016, სადაც პალატა განმარტავს, რომ „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მართლმსაჯულების განხორციელების გამო მოგებული მხარის ინტერესების დაცვის პროცენტულ ზღვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულია, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი დავისას იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი. 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან შეგებებული სარჩელი თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მომსახურებას უწევდა ადვოკატი, რომლის მომსახურებისთვის გაწეული აქვს ხარჯი 200 ლარის ოდენობით. შეგებებული სარჩელის მოპასუხის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეულის ხარჯის 200 ლარის ანაზღაურების მოსარჩელისათვის დაკისრება სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

19. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შეფასების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების 1-ლი; მე-3 და მე-6 პუნქტების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ქ-------–---- მ----–----–------ის მ-----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

20. საპროცესო ხარჯები: აპელანტი ქ-------–---- მ----–----–------ის მ----- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ქ------–---- მ----–----–------ის მ-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების 1-ლი; მე-3 და მე-6 პუნქტები.

 

3. ი-- ზ---–ი ს----–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;

 

4. ი-- ზ---–ი ს----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 - მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი