განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
330310115001178698
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310115001178698 (№3ბ/2983-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი - შპს ,,კ-----------------“;

წარმომადგენლები - მ--–---- ბ------, თ------ ჭ-----ე, ა-----------------;

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“;

წარმომადგენელი - თ---------------–---;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.აპელანტის მოთხოვნა

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,კ------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:

 

2014 წლის 28 მაისს, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ამ“ გამოაცხადა SPA1-------- ელექტრონული ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამუშაოების და სამოქალაქო მშენებლობის (GPV45200000) შესყიდვის მიზნით, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ტ------–ის სრული გაზიფიცირებისათვის გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას. სატენდერო დოკუმენტაცია პრეტენდენტისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა, მოიცავდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ პირობებს, ხარჯთაღიცხვის თაობაზე ინფორმაციას. შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნა ზემოაღნიშნული პროექტის გაცნობა, მისი სრული სახით გამოქვეყნებით. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,კ-----------------“.

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,კ-----------------“ შორის 2014 წლის 01 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1--------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის დავალებით და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალაქ ტ------–ის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება. სამუშაოების შესრულება ხორციელდებოდა ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელიც მოცემული იყო ხელშეკრულების დანართის სახით და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგინდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ: 2.1. და 2.2 პუნქტების შესაბამისად, ,,შემსყიდველი“ ვალდებულია მიმწოდებელი უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ოდენობით. შემსყიდველი უფლებამოსილია მოთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და სრულად შესრულება; 2.3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია: კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულოს მასზე ამ ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები; ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულოს მისთვის გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად; სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის შესახებ; გამოასწოროს უხარისხოდ შესრულებული სამუშაო საკუთარი ხარჯით; შეათანხმოს შემსყიდველთან სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალა-მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები. მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული მასალა -მოწყობილობების აღიარებულ სტანდარტებთან ან/და შემსყიდველის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით ჩაანაცვლოს შემსყიდველისათვის მისაღები მასალა - მოწყობილობებით; სამუშაოს შესრულების პროცესში დაიცვას საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმები და სტანდარტები; სამუშაოს შესრულების შემდეგ წარუდგინოს შემსყიდველს სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ. 2.4. მუხლის მიხედვით კი, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და სრულად შესრულება.

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ,,სამუშაოები“ იწყება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და უნდა დასრულდეს 360 (სამას სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. სამუშაოს შესრულების ადგილია ქალაქი ტ------–ის ტერიტორია. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით და შესრულებული სამუშაოების აქტით (ფორმა N2), სადაც აღინიშნება შესრულებული სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი და ღირებულება. მიღება -ჩაბარების აქტს და შესრულებული სამუშაოების აქტს (ფორმა N2) ხელს აწერენ მხარეთა მიერ უფლებამოილი პირები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულების შემდეგ მიმწოდებლი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, განსაზღვრული სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების ღირებულება) განისაზღვრა 2 124 378, 58 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით. 4.3. პუნქტის შესაბამისად, საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს სამუშაოს სრულად შესრულების/მიწოდების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახდო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობისა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის საკითხი. 8.2. პუნქტის მიხედვით, მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი დარღვევის და/ან შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს უფლება აქვს წერილობით მიუთითოს მას აღნიშნულ გარემოებაზე და მოთხოვოს მისი გამოსწორება გონივრულ ვადაში (რაც შეტყობინების სახით ეგზავნება მეორე მხარეს), ხოლო შეტყობინებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. 8.3. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების დაყოვნების შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამუშაოების ჯამური ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით. 8.7. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან ვადამდე გასვლასთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

 

ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ივლისის ჩათვლით. მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით, ორმხრივად შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე. მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ან უარი განაცხადონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე თუ მეორე მხარე არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია (ტ. 1, ს.ფ. 163-280)

-2014 წლის 01 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №1-------- (ტ.1, ს.ფ. 296-300).

 

2014 წლის 04 აგვისტოს, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,კ-----------------“ შორის შედგენილია მიღება - ჩაბარების აქტი მასზედ, რომ მიმწოდებელმა 2014 წლის 01 ივლისის N1-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, ამა წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 52344,73 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახდისა და გადასახდელის ჩათვლით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-04.08.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 92, 93-99);

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2014 წლის 05 აგვისტოს N0--------- წერილით შპს ,,კ-----------------“-ს ეცნობა, რომ ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით 2014 წლის 01 ივლისის N1-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს ნელი ტემპით. მოთხოვნილი იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით სამუშაო ტემპის გაზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვეტდა ხელშეკრულებას.

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2014 წლის 28 აგვისტოს 0---------- წერილით შპს ,,კ-----------------“-ს მიმდინარე სამუშაოების ნელი ტემპიდან გამომდინარე, ასევე მიეთითა კონტრაქტის ვადის მიხედვით დროში გაწერილი გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკით (თვეების მიხედვით) მიწოდება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2014 წლის 05 აგვისტოს N0--------- წერილი (ტ. 2, ს.ფ. 25);

-შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2014 წლის 28 აგვისტოს 0---------- წერილი (ტ. 2, ს.ფ. 26).

 

2014 წლის 01 სექტემბერს, მხარეთა შორის შედგენილია მიღება - ჩაბარების აქტი მასზედ, რომ მიმწოდებელმა 2014 წლის 01 ივლისის N1-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, ამა წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 150522,58 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახდისა და გადასახდელის ჩათვლით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-01.09.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 100, 101-110);

 

2014 წლის 4 სექტემბერს, შპს ,,კ-----------------“ -ის N99 წერილობითი მომართვით წარდგენილი იქნა ქალაქ ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

 

წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე, 2014 წლის 4 სექტემბერს, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,კ-----------------“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 01 ივლისის №1-------- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: 1) დაერთოს ხელშეკრულებას, მიმწოდებლის 2014 წლის 4 სექტემბრის N99 წერილობითი მომართვით წარდგენილი ქალაქ ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკი და გახდეს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი; 2) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე დართული გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკის თითოეული ეტაპის შესრულების დაყოვნების შემთხვევაში შემსყიდველი წერილობით ატყობინებს მიმწოდებელს ასეთი დაყოვნების შესახებ და განუსაზღვრავს 14 (თოთხმეტი) დღიან ვადას დაყოვნების აღმოსაფხვრელად; 3) იმ შემთხვევაში თუ დაყოვნების აღმოფხვრის შესახებ შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკის კონკრეტული ეტაპის შესრულების დაყოვნების აღმოფხვრას, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-2014 წლის 4 სექტემბერის შეთანხმება (ტ.1, ს.ფ. 24);

 

2014 წლის 06 ოქტომბერს მხარეთა შორის შედგენილი მიღება - ჩაბარების აქტით მიმწოდებელმა 2014 წლის 01 ივლისის N1-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, ამა წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 113880.51 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახდისა და გადასახდელის ჩათვლით.

 

ამასთან, 2014 წლის 06 ნოემბერს მხარეთა შორის შედგენილი მიღება - ჩაბარების აქტით შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 127645.14 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-06.10.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 111, 112-119);

-06.11.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 120, 121-127);

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2014 წლის 02 დეკემბრის N1----------- წერილით შპს ,,კ-----------------“-ს მიეთითა, რომ 26 ნოემბერს განხორციელებულ გაზიფიცირების სამუშაოებზე ჩატარებული აუდიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა წარდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მოთხოვნილი იქნა პრობლემის გამომწევევ მიზეზთან დაკავშირებით განმარტება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2014 წლის 02 დეკემბრის N1----------- წერილი (ტ.2, ს.ფ. 27);

 

შპს ,,კ-----------------“-ის 2014 წლის 3 დეკემბერის N105 წერილობითი მომართვისა და შემსყიდველის მთავარი ინჟინრის 2014 წლის 4 დეკემბრის სამსახურებრივი წერილის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებაზე თანდართულ ქალაქ ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკში საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა.

 

კონკრეტულად, 2014 წლის 3 დეკემბერის N105 წერილობით მიმართვაში შპს ,,კ-----------------“-მა განმარტა, რომ ქ. ტ------–ში განსაზღვრულ 8 (რვა) ობიექტიდან (ქუჩები), მთლიანად დასრულებული და დატესტილი იყო 4 (ოთხი) ობიექტი. ჩასაბარებლად მზადდებოდა დეკემბრის თვის ბოლომდე 5 (ხუთი) ობიექტი; გრაფიკით გათვალისწინებული იყო მიმდებარე წლის ბოლომდე 9 (ცხრა) ობიექტის ჩაბარება, რომლებიც წლის ბოლომდე აუცილებლად ჩაბარდებოდა. მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ ასრულებდნენ 3 (სამი) ქუჩის გაზიფიცირებას. მოსახლეობა შიშობს, რომ უამინდობის დროს ქუჩების გადათხრა გამოიწვევს ატალახებას. მიმდინარეობს გამგეობასთას ერთად მოსახლეობასთან მოლაპარაკება. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დაუყონებლივ გაგრძელდებოდა მუშაობა. ნაწილი ქუჩებისა (ორი ქუჩა) მდებარეობს ქალაქის ცენტრში, რომელზეც სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია უნალექო ამინდში, სავარაუდოდ მომავლის წლის აპრილიდან. მოთხოვნილი იქნა ახალი გრაფიკის დამტკიცება.

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,კ-----------------“ -ს შორის 2014 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება N2, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 01 ივლისის №1-------- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში. მხარეები შეთანხმდნენ: 1) შეიცვალოს მხარეთა შორის 2014 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებაზე თანდართული ქალაქ ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკი კორექტირებული გეგმა-გრაფიკით და ქალაქ ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების კორექტირებული გეგმა-გრაფიკი გახდა ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი; 2) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაზე დართული გაზიფიცირების სამუშაოების კორექტირებული გეგმა-გრაფიკის თითოეული ეტაპის შესრულების დაყოვნების შემთხვევაში შემსყიდველი წერილობით ატყობინებს მიმწოდებელს ასეთი დაყოვნების შესახებ და განსაზღვრავს 14 (თოთხმეტი) დღიან ვადას დაყოვნების აღმოსაფხვრელად; 3) იმ შემთხვევაში თუ დაყოვნების შესახებ შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს გაზიფიცირების სამუშაოების კორექტირებული გეგმა-გრაფიკის კონკრეტული ეტაპის შესრულების დაყოვნების აღმოფხვრას, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება; ხელშეკრულების სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,კ-----------------“-ის 2014 წლის 3 დეკემბერის N105 წერილი (ტ.2, ს.ფ. 28-29);

-2014 წლის 04 დეკემბრის შეთანხმება N2 (ტ.1, ს.ფ. 25-26);

 

2014 წლის 05 დეკემბერს, მხარეთა შორის შედგენილია მიღება - ჩაბარების აქტი მასზედ, რომ მიმწოდებელმა 2014 წლის 01 ივლისის N1-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, ამა წლის 05 დეკემბრის მდგომარეობით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 152781.44 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახდისა და გადასახდელის. 2014 წლის 26 დეკემბერს შედგენილი მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, ამ დროის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების ღირებულამ შეადგინა 136182.84 ლარი. 2015 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით შესრულებულია 102453,70 ლარის ღირებულების სამუშაოები, 2015 წლის 15 აპრილს - 169 109,73 ლარის, 2015 წლის 18 მაისს - 161860.80 ლარის, ხოლო 2015 წლის 22 ივნისს მხარეთა შორის შედგენილი მიღება - ჩაბარების აქტით შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 220079,40 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-05.12.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 128, 129-136);

-26.12.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 137, 138-144);

-15.02.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 48);

-06.04.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 49) ;

-18.05.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 50);

- 22.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 51).

 

ტ------–ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20---–-–-----------------------------------–-–-------------------, შემსყიდველის 20---–-–--------------------------------–-----------------------–-–--------------–-------------–----------–--------–-–------------–--------------- და მიმწოდებლის 20---–-–------------–------- წერილების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა. კერძოდ:

 

ტ------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 23 იანვრის N157 წერილით მიმართა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და მიუთითა, რომ ტ------–ი მდებარეობს განსაკუთრებით რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე, შესაბამისად, გასულ წელს ზამთრის სეზონის დადგომამდე სწრაფი ტემპით განხორციელდა ქალაქი ქუჩებში ბეტონის საფარის დაგება. აღნიშნულმა სამუშაოებმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა ქალაქის სრული გაზიფიცირების პროექტს. კერძოდ, რამოდენიმე ქუჩაზე საჭირო გახდა მიწისქვეშა პოლიეთილენის გაზსადენის, საჰაერო ფოლადის გაზსადენით შეცვლა. მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პროექტის ცვლილება დანართის მიხედვით.

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ამ“ 2015 წლის 27 იანვრის N1/06-2/27-01/8 წერილით მიმართა შპს ,,--------“-ს ტ------–ში არსებული ვითარების შესწავლისა და პროექტში შესაბამისი კორექტირებების შეტანის მოთხოვნით. დავალების საფუძველზე, შპს ,,--------“-ის 2015 წლის 4 თებერვლის N02/2015 წერილით ტრანსპორტის კომპანიას გადაეგზავნა ადგილზე შესწავლის შედეგად შედგენილი კორექტირებული პროექტი.

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 15 აპრილის N1/4/15-04/8 წერილით შპს ,,კ-----------------“-ს ეცნობა, რომ ქ. ტ------–ის გაზიფიცირების პროექტში ცვლილებიდან გამომდინარე, მიწისქვეშა გაზსადენის მაგივრად კონკრეტულ ქუჩებზე უნდა მოწყობილიყო მიწისზედა გაზსადენი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით სამუშაოებზე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. მის მიერ შესასრულებელ სამუშაოებშიც მოხდა ცვლილებები. შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა კორექტირებული პროექტის მიხედვით ხარჯთაღრიცხვის წარდგენა.

 

2015 წლის 17 აპრილს, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,კ-----------------“ შორის გაფორმდა შეთანხმება N3, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 01 ივლისის №1-------- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში. მხარეები შეთანხმდნენ: 1) შეიცვალოს ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვა წინამდებარე შეთანხმებაზე დართული ხარჯთაღრიცხვით; 2) შეიცვალა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების ღირებულა) და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების ღირებულაბ) შეადგენს 2005078.14 ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათალისწინებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით. სამუშაოების განფასება (ერთეულის ფასი) მოცემულია ხელშეკრულებაზე დართული ხარჟთაღრიცხვაში (დანართი N1); ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ტ------–ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 23 იანვრის N157 წერილი, დანართი N1 (ტ. 2, ს.ფ. 22-23);

-შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 27 იანვრის N1/06-2/27-01/8 წერილი (ტ. 2, ს.ფ. 20);

-შპს ,,--------“-ის 2015 წლის 4 თებერვლის N02/2015 წერილი( ტ. 2, ს.ფ. 21);

-შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 15 აპრილის

N1/4/15-04/8 წერილი (ტ. 2, ს.ფ. 24);

-2015 წლის 17 აპრილის შეთანხმება N3 (ტ.1, ს.ფ. 27);

 

ტ------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 07 მაისის N1--- (რეგისტრირებული: 11.05.2015წ. N1/11.05/3) წერილით შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ ეცნობა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს სერიოზული დარღვევებით, იწვევს მოსახლეობის გულისწყრომას. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი და წერილობითი თხოვნისა მწარმოებელი ორგანიზაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ არ განხორციელებულა ტერიტორიებს პირვანდელ მდგომაროებაში მოყვანა, ქუჩები გახდა გაუვალი, მაცხოვრებელებისათვის რთულდება გადაადგილება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია არ აწესრიგებს და აღადგენს დაზიანებულ გზებს. მოითხოვა მიმდინარე სამუშაო პროცესში სამუშაოების თანმდევი ხარვეზების აღმოფხვრის საქმისმწარმოებელი კომპანიისათვის დავალება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ტ------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 07 მაისის N1--- (რეგისტრირებული: 11.05.2015წ. N1/11.05/3) წერილი (ტ.2, ს.ფ. 43);

 

შპს ,,კ-----------------“-ის 2015 წლის 5 მაისის N122 წერილის, შემსყიდველის 2015 წლის 20 მაისის N1/06-2/20-05/3 წერილის, მიმწოდებლის 2015 წლის 27 მაისის N123 წერილის და შემსყიდველის მთავარი ინჟინრის 2015 წლის 29 მაისის სამსახურებრივი წერილის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული N2 შეთანხმების საფუძელზე, ხელშეკრულებაზე თანდართულ ქალაქ ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკში საჭირო გახდა ცვლილების შეტანა და შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სამუშაოების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დასრულება.

 

შპს ,,კ-----------------“-ის 2015 წლის 5 მაისის N122 წერილით შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ ეცნობა, რომ ქ. ტ------–ის გაზსადენის მშენებლობაში ჰქონდათ ჩამორჩენა გრაფიკში, რომელიც გამოწვეულია მარტის და აპრილის ნალექიანი ამინდების გამო, კერძოდ ორივე თვეში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 34 დღე იყო ნალექიანი, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე წვიმიან ამინდში შეუძლებელია, როგორც ფოლადის, ისე პოლიეთილენის მილების შედუღების სამუშაოების წარმოება. ამის გარდა, პროექტით გათვალისწინებულია ნაწილი ამოთხრილი გრუნტის გზაზე დაყრა, რაც წვიმის დროს იწვევს ხალხის უკმაყოფილებას. აგრეთვე გათხრილი ტრანშეის ჩაქცევას, რაც დაკავშირებულია გაუთვალისწინებელ ხარჯებთან. იმის გამო, რომ არ გამოეწვია ხალხის უკმაყოფილება, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ერიდებიან ნალექიან ამინდში მუშაობას, არ არის გამორიცხული მაისის თვეც, როგორც ყოველთვის იყოს ნალექიანი. გარდა ამისა, მოხდა ქ. ტ------–ის გაზსადენის მშენებლობის კორექტიება, რაც ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსადენის შეცვლას ფოლადის მიწისზედა გაზსადენით, რისთვისაც მოცემულია 3 თვე. მოითხოვა მშენებლობის დამთავრების ვადის გადაწევა აგვისტოს ბოლომდე.

 

2015 წლის 29 მაისს, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,კ------------------“ შორის გაფორმდა შეთანხმება N4. მხარეები შეთანხმდნენ: 1) შეიცვალოს მხარეთა შორის 2014 წლის 04 დეკემბერს გაფორმებული N2 შეთანხმების საფუძველზე თანდართული ქალაქ ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკი კორექტირებული გეგმა-გრაფიკით, რაც გახდა ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი; 2) შეიცავალოს ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა და 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და უნდა დასრულდეს 390 კალენდარული დღის ვადაში. 3) შეიცალოს ხელშეკრულების მე-12 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,კ-----------------“-ის 2015 წლის 5 მაისის N122 წერილი (ტ. 2, ს.ფ. 30-31);

-2015 წლის 29 მაისის შეთანხმება N4 (ტ.1, ს.ფ. 28-29);

 

შპს ,,კ------------------“ -ის 2015 წლის 24 ივლისს დათარიღებული N126 წერილით შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ ეცნობა, რომ ქალაქ ტ------–ში არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შეუძლებელია წინასწარ იცოდეს პოლიეთილენის მილისათვის ტრანშეის გაჭრის შემთხვევაში რა წინააღმდეგობას წააწყდებიან, ვინაიდან არარსებობს ქალაქში არსებული კომუნიკაციების, გარდა სილქნეტის კაბელისა, მდებარეობის განმსაზღვრელი დოკუმენტი, მუშაობა უწევთ ბრმად, ხდება აღნიშნული კომუნიკაციების დაზიანება და შემდეგ აღდგენა. მშენებლობის დასასრულებლად გაგრძელებული 30 დღიანი ვადა არასაკმარისი აღმოჩნდა სამუშაოების დასრულებისათვის, რაც გამოწვეულია ივლისის თვეში 1-დან 20 რიცხვამდე არსებული ნალექით. აღნიშნული ჩამორჩენა გამოწვეული იყო იმით, რომ წვიმიან ამინდებში პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა წარმოება შეუძლებელია ქუჩის ატალახების გარეშე, ქუჩების ატალახება კი იწვევდა ხალხისა და რაიონის ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას. დარჩენილია მესამე კორექტირების მოცემული სამუშაოები და ნაწილი ძირითადი სამუშაოებისა. მოითხოვა აგვისტოს ბოლომდე სამუშაოების გაგრძელება.

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,კ-----------------“ შორის 2015 წლის 27 ივლისს გაფორმდა შეთანხმება N5. მხარეები შეთანხმდნენ: 1) შეიცვალოს ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა და 3.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და უნდა დასრულდეს 402 კალენდარული დღის ვადაში. 2) შეიცვალა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების ღირებულა) და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების ღირებულება) შეადგენს 2 012 186.44 ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათალისწინებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით. სამუშაოების განფასება (ერთეულის ფასი) მოცემულია ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1); 4) შეიცალა ხელშეკრულების მე-12 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-2015 წლის 24 ივლისის შპს ,,კ------------------“ -ის N126 წერილი (ტ.1, ს.ფ. 34);

-2015 წლის 27 ივლისის შეთანხმება N5 (ტ.1, ს.ფ. 30-31);

 

2015 წლის 12 აგვისტოს, მხარეთა შორის შედგენილია მიღება - ჩაბარების აქტი მასზედ, რომ მიმწოდებელმა 2014 წლის 01 ივლისის N1-------- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, ამა წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 120512,48 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახდისა და გადასახდელის ჩათვლით. 2015 წლის 01 სექტემბერს შედგენილი მიღება - ჩაბარების აქტით შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 116962,78 ლარი, ხოლო 2015 წლის 13 ოქტომბერს მხარეთა შორის შედგენილი მიღება - ჩაბარების აქტით შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 714 891, 36 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-12.08.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 145; 146-152);

- 01.09.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1, ს.ფ. 53);

-13.10.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1, ს.ფ. 54).

 

შპს ,,კ------------------“-ის 2015 წლის 12 აგვისტოს N131 წერილით შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ ეცნობა, რომ პროექტში არსებული D-160 პოლიეთელინის მილის ტრანშეის გადაჭრისას აღმოჩნდა ადრე აშენებული სადრენაჟე არხი. პროექტით მილის გატარებისათვის საჭიროა სადრენაჟე არხის დანგრევა. სამუშაოების შესრულებისათვის მოთხოვნილი იქნა ეცნობებინა სათანადო გადაწყვეტილება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,კ------------------“ -ის 2015 წლის 12 აგვისტოს N131 წერილი (ტ.1, ს.ფ. 35);

 

2015 წლის 01 სექტემბრის შპს ,,კ------------------“-ის N135 წერილით შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ ეთხოვა გაეთვალისწინებინა რთული პირობები, რომლებსაც ქ. ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების შესრულებისას წააწყდა, რაც გამოიხატა შემდეგში: არარსებობს მიწისქვეშა კომუნიკაციების წყლის, კანალიზაციის, სხვადასხვა კაბელების დისლოკაციის ადგილების მიმანიშნებელი დოკუმენტები, უწევთ ბრმად მუშაობა, რაც იწვევს აღნიშნული კომუნიკაციების დაზიანებას, შემდგომ უხდებათ დაზიანებული ადგილების აღდგენა. შესაბამისად, მუშაობის ტემპი ეცემა და ირღვევა ობიექტის ჩაბარების ვადები. პროექტი საჭიროებდა კორექტირებას. ამასთან, გადაწყვეტილი არ არის თუ როგორ შეიცვლება არსებული D-160 მილის მონტაჟის სამუშაოები, რაც საბოლოოდ აფერხებს ობიექტის დამთავრებას. აღნიშნულ სიტუაციაში ორგანიზაციის დაჯარიმება ყოველდღიურად 2 000 ლარით მართებულად არ მიაჩნია, დაექვითა უკვე 10 000 ლარი წინა შესრულებაზე, რაც საბოლოოდ სამუშაოების შეჩერებას გამოიწვევს. მოთხოვნილი იქნა სამუშაოების დასრულებისათვის, საბოლოოდ, 25 სექტემბრამდე ვადის გაგრძელება.

 

ამასთან, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 07 სექტემბრის N1/4/17.09/3 წერილით შპს ,,კ-----------------“-ს ეცნობა, რომ ქ. ტ------–ის გაზიფიცირების პროექტში კვლავ მოხდა გარკვეული ცვლილებები. კერძოდ, ქ. ტ------–ის გაზიფიცირებისათვის შესასრულებელი სამუშაოებიდან ამოღებული იყო იმ ქუჩებზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები, რომელიც პრობლემატურია. ითხოვა შესაბამისი შეთანხმების გაფორმება.

 

2015 წლის 07 სექტემბერს, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,კ-----------------“ შორის გაფორმდა შეთანხმება N6. მხარეები შეთანხმდნენ: 1) შეიცვალა ხელშეკრულების მე-12 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით; 2) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას არაუგვიანეს 2015 წლის 15 სექტემბრისა წარმოუდგინოს შემსყიდველს არანაკლებ 119 000 ლარის ღირებულების შეუალედური შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმა N2; 3) მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას წინამდებარე შეთანხმების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში წარმოუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის და საავანსო საბანკო გარანტიები, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 2015 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით; 4) მიმწოდებლის მიერ წანამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას უსასყიდლოდ, უპირობოდ და სრულად გადასცეს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით, როგორც წინამდებარე შეთანხმების გაფორმებამდე შეძენილი, აგრეთვე წინამდებარე შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2015 წლის 25 სექტემბრამდე შეძენილი ყველა მასალა; 5) წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად, ამასთან, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულებას; 6) წინამდებარე შეთანხმების მე-5 პუნქტში მითითებული გარემოების დადგომის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიითა და საავანსო საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხების განკარგვის უფლება რჩება შემსყიდველს. 7) წინამდებარე შეთანხმების მე-5 პუნქტში მითითებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგნოს სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას შესრულებული სამუშაოების შესახებ; 8) მიმწოდებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების მე-7 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველის მიერ სერტიფიცირებული ექსპერტიზის მიერ გაცემული საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მოპოვების მიზნით გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურება“. ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-2015 წლის 01 სექტემბრის შპს ,,კ------------------“ -ის N135 წერილი (ტ.1, ს.ფ. 36-37);

-შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 07 სექტემბრის N1/4/17.09/3 წერილი (ტ. 2, ს.ფ. 40);

-2015 წლის 07 სექტემბრის შეთანხმება N6 (ტ.1, ს.ფ. 32-33);

 

შპს ,,კ------------------“-ის 2015 წლის 17 სექტემბრის N141 წერილით შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ ეთხოვა დაქვითული 10 000 ლარის უკან დაბრუნება, კომპანიის ფუნქციონირებისათვის. იმის გამო, რომ ვერ ახდენენ ობიექტის საჭირო მასალებით მომარაგებას, აფერხებს ნორმალურ მუშაობას და საფრთხეს უქმნის ობიექტის დროზე დამთავრებას. ითხოვა, ბოლო კორექტირებიდან გამომდინარე ობიექტის ჩაბარების ვადების გადახედვა.

 

ხსენებული წერილის პასუხად, შემსყიდველი ორგანიზაციის 2015 წლის 21 სექტემბრის N1/05/21.09/1 წერილით კომპანიას ეცნობა, რომ უსაფუძვლოდ მიაჩნია მათ მხრიდან დაქვითული თანხის უკან დაბუნების თაობაზე მოთხოვნა, ვინაიდან მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დაეკისრა მათ შორის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვადების სისტემატიურად დარღვევამ. ამასთან, სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელებული ჰქონდათ 2015 წლის 7 აგვისტომდე, ხოლო პროექტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მომართული ჰქონდათ 12 აგვისტოს, ანუ მას შემდეგ, რაც უკვე დარღვეული იყო სამუშაოების შესრულების ვადა. გარდა ამისა, 2015 წლის 07 სექტემბრის N1/4/17.09/3 წერილით ეცნობათ, რომ ქ. ტ------–ის გაზიფიცირებისათვის შესასრულებელი სამუშაოებიდან ამოღებული იყო იმ ქუჩებზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები, რომელიც პრობლემატურია და საჭიროებს კორექტირებას, რისთვისაც შესაბამისი შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიეთითა. ამასთან, ზემოთმითითებული სამუშაოების გარდა სხვა უამრავი სამუშაო შესასრულებელი დარჩა, რომელიც არანაირ კორექტირებას არ მოითხოვდა და თავიდანვე იყო განსაზღვრული, როგორც ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვით, ასევე შეთანხმების საფუძველზე, დართული სამუშაოების გეგმა-გრაფიკით. მიმწოდებელს მიეთითა, მხართა შორის განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისარგებლებდა 07 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებით მინიჭებული უფლებამოსილებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,კ------------------“ -ის 2015 წლის 17 სექტემბრის N141 წერილი (ტ,1, ს.ფ. 38);

- შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 21 სექტემბრის N1/05/21.09/1 წერილი (ტ.2, ს.ფ. 41);

 

2015 წლის 21 სექტემბრის შპს ,,კ------------------“-ის N144 წერილით შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ დამატებით ეცნობა, რომ პროექტით გათვალისწინებულ გარკვეულ ადგილებზე შეუძლებელი იყო სამუშაოების შესრულება. თანხის არქონამ გამოიწვია ობიექტზე სამუშაოების შეჩერება. ამის გამო, მოსალოდნელი იყო ობიექტის განსაზღვრულ ვადაში ჩაუბარებლობა. ფორმა N2-ით გათვალისწინებული თანხის 92472,03 ლარის სრულად დაქვითის შემთხვევაში სამუშაოები ვერ გაგრძელდება. ითხოვა საკითხის შესწავლა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-2015 წლის 21 სექტემბრის შპს ,,კ------------------“ -ის N144 წერილი (ტ.1, ს.ფ. 39-40);

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ სატენდერო კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით 2014 წლის 01 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1-------- ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2015 წლის 26 სექტემბრიდან, ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 155-156);

 

2015 წლის 28 სექტემბერს, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ამ“ N1/02/28-09/3 წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აცნობა შპს ,,კ-----------------“-ის მიერ SPA 1-------- ელექტრონული ტენდერის ჩატარების საფუძველზე დადებული 2014 წლის 01 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1-------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ.

 

შპს ,,ს----------–-----------------------------------------ამ“ განმარტა, რომ ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელ ორგანიზაციას - შპს ,,კ-----------------“-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად განესაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 კალენდარული დღე. მიმდინარე წლის 27 ივლისს N5 შეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 402 კალენდარული დღით. მიუხედავად ვადის ცვლილებისა, მომწოდებელმა კვალვ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, რის გამოც 2015 წლის 7 სექტემბრის N6 შეთანხმების მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოქმედების ვადის ამოწურვის გამო შეწყდა ხელშეკრულება და შედგა სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 28 სექტემბრის N1/02/28-09/3 წერილი (ტ.1, ს.ფ. 157);

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს ,,კ-----------------“-ს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართის - m-------------------------- მეშვეობით, 2015 წლის 29 სექტემბრის N4203 წერილით ეცნობა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, განემარტა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების წარდგენის თაობაზე, რასაც მის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ინფორმაცია ვებ-გვერდიდან.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 02 ნოემბრის N8-- განკარგულებით შპს ,,კ-------------------“ 2015 წლის 03 ნოემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. სააგენტომ განმარტა, რომ მიუხედავად ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადის არაერთგზის გაგრძელებისა, მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 02 ნოემბრის N8-- განკარგულება შპს ,,კ------------------“ -ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ (ტ.1. ს.ფ. 159-161).

 

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ----------- 2016 წლის 30 ნოემბრის N0---- ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ 2014 წლის 01 ივლისს შპს ,,კ-----------------“-სა და შპს ,,ს---------–-----------------------------------------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებისას წარმოქმნილი შემაფერხებელი გარემოებების შედეგად დაირღვა ხელშეკრულების პირობები, რომელიც გამოწვეული იყო შპს ,,კ------------------“-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აქედან გამომდინარე გამოტანილი იქნა დასკვნა, რომ: 1) პირგასამტეხლო, რომელიც დაეკისრა შპს ,,კ-----------------“-ს 2015 წლის 07 აგვისტოდან-2015 წლის 12 აგვისტომდე და რომელმაც შეადგინა 10 000 ლარი არ უნდა დაკისრებოდა, რადგან სამუშაოები შესრულებული იყო ვადაში. გარდა ამისა, მოცემულ მომენტში ორგანიზაციას არ გააჩნდა სრულო პროექტი სამუშაოების დასასრულებლად, რომელიც მიიღო მხოლოდ 2015 წლის 11 სექტემბერს; 2) 2015 წლის 12 აგვისტოდან 2015 წლის 25 სექტემბრამდე დაკისრებული პირგასამტეხლო არაა მართებული, რადგან თვითონ შემსყიდველი კომპანიის მიერ იქნა არაერთჯერ შეცვლილი საპროექტო მონაცემები, რამაც გამოიწვია გარკვეული შეფერხებები; 3) 2012 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით ასანაზღაურებელი თანხიდან პირგასამტეხლოს არამართებულად ჩამოჭრამ გამოიწვია შპს ,,კ------------------“-ს ფინანსური მდგომარეობის გაუარესება; 4) პროექტში განხორციელებული ცვლილებებისა და შპს ,,კ-----------------“-ის მიერ შემსყიდველი კომპანიისათვის შეთავაზებული ცვლილებების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია შპს ,,კ-----------------“-ის ფინანსური ზიანი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ----------- 2016 წლის 30 ნოემბრის N0---- ექსპერტის დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 90-98).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

 

ხსენებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა არის ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა. იმავე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ამავე მუხლის ,,კ“ პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; ამავე მუხლის ,,გ“ პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი არის შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო.

 

აღნიშნული კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერი არის 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების (გარდა ამ პუნქტის „ს 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს.

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის, ასევე მე-121 მუხლი მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელიც ამტკიცებს სატენდერო დოკუმენტაციას. მე-121 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს; ვ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში); ზ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას; კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ; მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამავე მუხლის 51-ე პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სასამართლომ მიუთითა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტერნდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებისა და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ.

 

აღნიშნული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. ამრიგად, შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლია თავად განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია.

 

საქმის მასალებზე დაყრდნობით სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ამ“ გამოაცხადა SPA1-------- ელექტრონული ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამუშაოების და სამოქალაქო მშენებლობის (GPV45200000) შესყიდვის მიზნით, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ტ------–ის სრული გაზიფიცირებისათვის გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას. სატენდერო დოკუმენტაცია პრეტენდენტისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა, მოიცავდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ პირობებს, ხარჯთაღიცხვის თაობაზე ინფორმაციას. შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე უზრუნველყოფილი იქნა ზემოაღნიშნული პროექტის გაცნობა, მისი სრული სახით გამოქვეყნებით. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,კ-----------------“, რომელთანაც 2014 წლის 01 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1-------- ხელშეკრულება.

 

სასამართლომ მიუთითა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია შავი სიის წარმოების წესი და პირობები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო. ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ; გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო; დ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კანონისმიერი ვალდებულების შესაბამისად, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მართებს სრულყოფილად გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, ვინაიდან მხარის არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას, რაც გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს. უნდა აღნიშნავს ისიც, რომ სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სატენდერო დოკუმენტაციის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარდა, მის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ამ“ 2015 წლის 28 სექტემბრის N1/02/28-09/3 წერილობითი შეტყობინებით ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობა SPA 1--------- ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2014 წლის 1 ივლისის N1-------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შპს ,,კ-----------------“-ის მხრიდან არაჯეროვანი შესრულების შესახებ.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 02 ნოემბრის N8-- განკარგულებით შპს ,,კ-------------------“ 2015 წლის 03 ნოემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე. სააგენტომ განმარტა, რომ მიუხედავად ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადის არაერთგზის გაგრძელებისა, მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.

 

მოსარჩელე სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე დაადგინა შპს ,,კ------------------“ -ის მხრიდან 2015 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონკრეტულ ვადაში, რომელიც ასევე არაერთხელ გაგრძელდა მხარეთა შეთანხმებით, შეუძლებელი იყო ვალდებულების შესრულება შემსყიდველი ორგანიზაციის - შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ მხრიდან დაშვებული შეცდომების, მის მხრიდან შეგნებულად შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაქცია სახელმწიფოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შინაარსზე, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია მხარეთა უფლება-მოვალეობები. კერძოდ, 2.3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია: კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულოს მასზე ამ ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულოს მისთვის გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად; სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის შესახებ; გამოასწოროს უხარისხოდ შესრულებული სამუშაო საკუთარი ხარჯით; შეათანხმოს შემსყიდველთან სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალა-მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები. მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული მასალა-მოწყობილობების აღიარებულ სტანდარტებთან ან/და შემსყიდველის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით ჩაანაცვლოს შემსყიდველისათვის მისაღები მასალა - მოწყობილობებით; სამუშაოს შესრულების პროცესში დაიცვას საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმები და სტანდარტები; სამუშაოს შესრულების შემდეგ წარუდგნოს შემსყიდველს სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაების შესახებ. ხელშეკრულების მე-8 მუხლში მოცემულია პასუხისმგებლობისა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის საკითხი. 8.2. პუნქტის მიხედვით, მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი დარღვევის და/ან შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს უფლება აქვს წერილობით მიუთითოს მას აღნიშნულ გარემოებაზე და მოთხოვოს მისი გამოსწორება გონივრულ ვადაში (რაც შეტყობინების სახით ეგზავნება მეორე მხარეს), ხოლო შეტყობინებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. 8.3. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების დაყოვნების შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამუშაოების ჯამური ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების მე-3 და მე-12 მუხლების მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე და უნდა დასრულებულიყო 360 (სამას სამოცი) კალენდარული დღეს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ თავდაპირველად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ დააფიქსირა მიმწოდებლის მხრიდან სამშენებელო სამუშაოების ნელი ტემპით მიმდინარეობა, რასთან დაკავშირებითაც მხარეს მიუთითა. ამავდროულად მოითხოვა შესაბამისი განმარტება და კონტროლის მიზნით, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის მიხედვით დროში გაწერილი გაზიფიცირების სამუშაოების გეგმა-გრაფიკის მიწოდება. წარდგენილი გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, მხარეთა შორის 2014 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება. სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში დადგინდა მიმწოდებლის მხრიდან გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების განუხორციელებლობა, რის საფუძველზეც მხარეთა შორის 2014 წლის 4 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება N2, რომლითაც გეგმა-გრაფიკმა ცვლილებები განიცადა. ასევე, ცვლილება განიცადა ქალაქ ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების პროექტმაც, ვინაიდან კონკრეტულ ქუჩებზე საჭირო გახდა მიწისქვეშა გაზსადენის მაგივრად მიწისზედა გაზსადენების მოწყობა. ასევე სამუშაოების პროცესში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, რამოდენიმე ქუჩა ამოღებული იქნა პროექტიდან, რამაც მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის შემცირება გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის 2015 წლის 17 აპრილს გაფორმდა შეთანხმება N3. სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, 2015 წლის მარტისა და აპრილის თვეში ნალექიანი ამინდებიდან გამომდინარე, 2015 წლის 29 მაისს, მხარეთა შორის შედგა შეთანხმება N4, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 390 კალენდარული დღით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2015 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. პროექტში შეტანილი კორექტირების გამო, 2015 წლის 27 ივლისის N5 შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადა გაიზარდა 12 დღით და იგი განისაზღვრა 402 კალენდარული დღით (2015 წლის 07 აგვისტომდე), ხოლო მოქმედების ვადა - 2015 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. ასევე, შემცირდა სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების ღირებულა) 2 012 186.44 ლარით. დადასტურებულია, რომ N5 შეთანხმებით სამუშაოების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის - 07 აგვისტოს გასვლის შემდეგომ მხარეთა შორის 2015 წლის 07 სექტემბერს კვლავ შედგა ახალი შეთანხმება N6, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 2015 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. 2015 წლის 21 სექტემბერს, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებელს მიუთითა განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფაზე. დადასტურებულია, რომ 2015 წლის 07 სექტემბრის N6 შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაშიც მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა, რის გამოც 2015 წლის 26 სექტემბრიდან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა, ვადის გასვლის გამო. ამდენად, ქალაქ ტ------–ის გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში არაერთხელ განხორციელდა შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ცვლილება, ასევე მოხდა პროექტის კორექტირება. ამასთან, ნებისმიერი სახის ცვლილებასთან ერთად მხარეები თანხმდებოდნენ სამუშაოებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდაზე. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ზემოაღნიშნული შეთანხმებების გაფორმება ძირითადად გამოწვეულია მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სამშენებლო სამუშაოების დაუსრულებლობით.

 

საქმის მასალებით ასევე დგინდება და მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი, შესრულებული სამშენებელო სამუშაოების შესაბამისად, მიმწოდებლისათვის შემსყიდველის მხრიდან ხარჯთაღრიცხვის გაწევის ფაქტი. საგულისხმოა ისიც, რომ მიმწოდებლის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების ხარვეზებით შესრულებაზე მიუთითებს ტ------–ის მუნიციპალიტეტის მიწერილობები.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ვ----------- 2016 წლის 30 ნოემბრის N0---- ექსპერტის დასკვნას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ადასტურებს სადავო საკითხს, კერძოდ, მოცემულ დავაში არსებითია მიმწოდებლის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებლობის ფაქტის დადგენა, რაც საქმის მასალებით ცალსახად დატურდება და თავად მოსარჩელეც სადავოდ არ ხდის, ხოლო რაც შეეხება იმ გარემოებას, ჰქონდა თუ არა ადგილი ხელშეკრულების მხარეებს შორის კეთილსინდისირების პრინციპის დარღვევას, აღნიშნული საკითხი ვერ გახდება მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელი.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად არის წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ადასტურებდა შპს ,,კ-----------------“-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს, კერძოდ, სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელს 2015 წლის 01 ივლისის N1-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა არაერთხელ, თუმცა განსაზღვრულ ვადებში სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულდა სრულად, რაც თავად მიმწოდებელმაც დაადასტურა. თავად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სატენდერო დოკუმენტაციის შეუსაბამო მოთხოვნების არსებობა, უფრო მეტიც, შემსყიდველის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნა შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე შედგენილი პროექტის, ხარჯთაღიცხვის თაობაზე ინფორმაციის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის პრეტენდენტისათვის გაცნობა, რაზედაც მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია, ხოლო ხელშეკრულებაში ნებისმიერ სახის ცვლილებაზეც გამოხატულია მიმწოდებლის ნება. ყოველივე აღნიშნული მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შედეგად მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,კ-------------------”-ის შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 02 ნოემბრის №8-- განკარგულება შპს ,,კ-------------------”-ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არარსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილოებისა და საკუთარი ინტერესების დასაცავად საკითხზე ახსნა-განმარტების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ წარმოების თაობაზე პროგრამაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსარჩელეს აცნობა და მისცა საქმის გარემოებებთან მიმართებაში საკუთარი აზრი გამოთქმის შესაძლებლობა, ხოლო ,,კ-------------------”-ს საკითხზე განმარტება წარდგენილი არ ჰქონია. ამასთანავე, საქმის განხილვის დროს, არ დადასტურდა, რომ შპს ,,კ------------------“-ის მიერ წარსადგენი იყო ისეთი განმარტება ან/და მტკიცებულება, რომელიც არსებითად შეცვლიდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. შპს ,,კ------------------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ტედერის შესაბამისად შემსრულებლისთვის წარდგენილი ტენდერი იყო ხარვეზიანი და მისი შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში იყო შეუძლებელი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ მოხდა საქმისათვის ძირითადი მნიშვნელობის მქონე საკითხების არსებითი გამოკვლევა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მოპასუხე მხარის მოსაზრებებიდან გამომდინარე. სასამართლომ არასწორად განმარტა ის გარემოება, რომ ვალდებულება დაირღვა შპს "კ-----------------"-ის მიერ. სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რამ გამოიწვია შესრულებისთვის დამატებითი ვადების მოთხოვნა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან აშკარად იკვეთებოდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სრულად და სწორად არ იყო შედგენილი სატენდერო მასალები. შპს "ს----------–-----------------------------------------ამ" გამოაცხადა ტენდერი. კანონის მოთხოვნების შესაბამისად თან დაურთო დოკუმენტაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, შემდგომში აღმოჩნდა, რომ მათ მიერ არ ყოფილა საკითხი შესწავლილი, პროექტი შექმნილი იყო ყოველგვარი კვლევის გარეშე. შესაბამისად, შეცვლილი არსებითი პირობებიდან გამომდინარე შპს "კ-----------------"-სთვის გართულებული იყო სატენდერო ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, სამუშაოების განხორციელების პროცესში გაირკვა, რომ მიწის ქვეშ გადიოდა საკომუნიკაციო საშუალებები, შესაბამისად მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო ნელი ტემპით, რათა არ მომხდარიყო აღნიშნული საშუალებების დაზიანება. ამასთანავე, მოცემული იწვევდა დამატებით ხარჯს. მოცემული გარემოება არ იყო თავის დროზე გამოკვლეული, რამაც გამოიწვია პროცედურის დროში გაწელვა. აღნიშნული გარემობები დაადასტურა საქართველოს ტრანპორტირების კომპანიის წარმომადგენელმაც. პროექტში არაერთხელ შევიდა ცვლილება, მათ შორის თავად შემსყიდველის მიერ, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე თუ რამდენად არასწორი და უზუსტო იყო სატენდერო პროექტი და დოკუმენტაცია.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სააგენტო ვალდებულია გამოიკვლიოს ყველა გარემოება და თუ მხარის მიერ მიმდინარეობს სამოქალაქო დავა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაზე დაელოდოს მის გადაწყვეტას, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებულ შუამდგომლობაზე საქმისწარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასამართლოში მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა იგივე მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადგენა და ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა შეეჩერებინა, ვიდრე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დასრულდებოდა და არ დადგინდებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის ფაქტი. სააპელაციო საჩივრის განხილვისას აპელანტმა მოხსნა ეს მოთხოვნა.

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ იქნა, რომ მიმწოდებლის მიერ არ ჰქონია ვალდებულების დარღვევას ადგილი და მოპასუხეებს დააკისრა ზიანის ანაზღაურებაც. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად დაყენებული შუამდგომლობისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა იგი, გვერდი აუარა კანონის დანაწესს და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შპს "კ-----------------"-ს, პროფილში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - m--------------------------, გადაეგზავნა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნული ელ.ფოსტის მისამართით კომპანიას არასდროს უსარგებლია. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ამავე სისტემაში კომპანიის "საკონტაქტო პირების" შესახებ პროფილში მითითებულია არა ის მისამართი, რაზედაც გადაგზავნილი იქნა შეტყობინება, არამედ სხვა მისამართი: "g------------------".

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.

 

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ საქმეზე სადავო გარემოებას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შპს ,,კ------------------ის“ შავ სიაში რეგისტრაციის კანონიერების საკითხი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის კვლევის საგანსაც წარმოადგენს აღნიშნულ სიაში პირთა რეგისტრაციისთვის დადგენილ წინაპირობათა და შპს ,,კ------------------ის“ საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა თანხვედრის საკითხი, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს სადავო აქტის კანონიერების საკითხსაც.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. სახელმწიფო შესყიდვა თავის მხრივ განმარტებულია, როგორც ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა უმეტესწილად სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით (3,,ა“ მუხლი). შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად (3,,ბ“ მუხლი); ხოლო მიმწოდებელი განიმარტება, როგორც პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (3,,კ“ მუხლი). შესყიდვის ობიექტი არის შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო (3,,გ“ მუხლი).

 

აღნიშნული კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერი არის 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების (გარდა ამ პუნქტის „ს 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს.

 

აღნიშნული კანონი ითვალისწინებს შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის ე.წ. შავი სიის არსებობას, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (3,,მ“ მუხლი). ამდენად, კონკრეტულ პირთა მოხვედრა შავ სიაში იწვევს მათ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონის ზედმიწევნით დაცვით, რათა არ მოხდეს უფლებათა გაუმართლებელი ხელყოფა.

 

სადავო აქტის პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლით განსაზღვრულია შავი სიის წარმოების წესი და პირობები. კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები.

 

ზემოაღნიშნულ სამართლებრიც ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირის შავ სიაში რეგისტრაციის საკითხის განხილვისას, თუკი იგი ეხება მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას, სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მათი შესრულების მიმდინარეობის, დარღვევის არსებობისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია. დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ დამდგარი შედეგის - არაჯეროვანი შესრულების მიხედვით. მნიშვნელოვანია, არაჯეროვან შესრულებაში მიმწოდებლის კეთილსინდისიერების როლი. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ხელშეკრულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა გამოწვეული იყოს მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალეულობით. საკითხის შესწავლისას სააგენტოს ეკისრება ვალდებულება გამოიკვლიოს სწორედ აღნიშნული გარემოებები და იმ შემთხვევაში თუკი დადგინდება ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, შეაფასოს დარღვევის გამომწვევი გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მიმწოდებლის არაკეთილსინდისიერი ქმედების დადგენის მიხედვით.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ამდენად, კანონმდებელი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ნაკისრი ვალდებულების დარღვევის დადასტურების პირობებში შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის დაცვით. თანაბარზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ან დაარეგისტრიროს მიმწოდებელი შავ სიაში ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით.

 

პალატას არსებითად მიაჩნია განიმარტოს დისკრეციული უფლებამოსილების მნიშვნელობა, მისი გამოყენების მიზანი და აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლები.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მოცემული ნორმის საფუძველზე პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა მმართველობით ორგანოებს გარკვეულ შემთხვევებში ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას - გადაწყვეტილების მიღების გარკვეულ თავისუფლებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტილებიდან თავად შეარჩიოს მიზნის შესრულებისათვის ყველაზე შესაბამისობაში მყოფი გადაწყვეტილება. ამასთან, მმართველობისადმი გარკვეული თავისუფლების მინიჭებასთან ერთად მას ასევე ეკისრება ვალდებულებაც, განახორციელოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება ისე, რომ მის თვალსაწიერში მუდმივად იყოს ძირითადი უფლებების რეალიზაციის აუცილებლობა.

 

ზემოაღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილების თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეცია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სრულ თავისუფლებასა და თვითნებობას, იგი შეზღუდულია აქტის დასაბუთების ვალდებულებითა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. მისი გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას. ,,სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს“ (სუსგ №ბს-1655-1627(კ-11)).

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ,,საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში და მიუთითებს, რომ სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე -კანონიერებაზე, ვინაიდან დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. სადავო აქტის მიზანშეწონილობის საკითხი სცილდება სასამართლოს კონტროლის ფარგლებს, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს აქტის მიზანშეწონილობის საკითხზე. სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ აქტის კანონიერების შემოწმებით“ (სუსგ 290-288(კ-17)).

 

პალატას ასევე მიაჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სანქციის სახით, ყველაზე უფრო შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს დაასაბუთოს თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა შედარებით მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დარღვევის აღმოფხვრასა და მის მომავლაში პრევენციას, რაც წარმოადგენს სანქციის მიზანს. პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირის - მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაცია წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, ვინაიდან მას ეზღუდება კანონიერი უფლება მომავალში გარკვეული ვადით მიიღოს მონაწილეობა ამგვარ შესყიდვებში. შესაბამისად, პირთა შავ სიაში რეგისტრაციისას სააგენტოს ეკისრება ვალდებულება შეაფასოს უფრო მსუბუქი ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენება ხომ არ იქნება დასახული მიზნის ადეკვატური, ამავდროულად თანაბარზომიერი ღონისძიება.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს შპს ,,კ-----------------“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი. მისი დარღვევის დადგენის შემთხვევაში შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი და ვალდებული პირის - მოსარჩელის კეთილსინდისიერების საკითხი.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,კ-----------------“ შორის 2014 წლის 01 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1--------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის დავალებით და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალაქ ტ------–ის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება. სამუშაოების შესრულება ხორციელდებოდა ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელიც მოცემული იყო ხელშეკრულების დანართის სახით და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, განსაზღვრული სამუშაოების ჯამური ღირებულება (ხელშეკრულების ღირებულება) განისაზღვრა 2 124 378, 58 ლარით, ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ადგილი ქონდა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებას, რაც თავის მხრივ იწვევდა ხელშეკრულების პირობების შეცვლას და მხარეთა შორის ახალი შეთანხმებების დადებას. მხარეთა შორის ბოლო შეთანხმება დაიდო 2015 წლის 07 სექტემბერს, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

 

2015 წლის 25 სექტემბერს შპს ,,ს----------–---------------------------------------იის“ სატენდერო კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,კ-----------------“-თან სახელმწიფო შესყივის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის და მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. საგულისხმოა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს მხარეთა შორისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ 2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, შესრულებულმა სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1 714 891, 36 ლარი. ამდენად, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს ,,კ------------------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან შესრულდა მხოლოდ 1 714 891, 36 ლარის სამუშაოები და შეუსრულებელი დარჩა 297 295 ლარის სამუშაოები.

 

მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სამუშაოთა სრულყოფილად შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მიმწოდებლის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის არაკვალიფიციურად შედგენის გამო. სააპელაციო პალატა ყურადრებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ----------- 2016 წლის 30 ნოემბრის N0---- ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც განხორციელდა საინჟინრო-ტექნიკური და ანალიტიკური ექსპერტიზა შპს ,,კ-----------------“-ის მიერ ჩატარებულ სამუშაებზე. დასკვნაში აღინიშნა, რომ ექსპერტის მიერ ინსპექტირებულ იქნა ადგილზე შესრულებული სამუშაოები და დეტალურად იქნა შესწავლილი წარდგენილი დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხელშეკრულების პირობებით, შპს „კ-----------------“-ს სამუშაოები უნდა შეესრულებინა შპს “ს----------–-----------------------------------------ა“-ს მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, თუმცა სამუშაოების დაწყების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო ადაპტირებული ადგილზე არსებულ რეალურ მდგომარეობასთან, ჩასატარებელი სამუშაოები გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო შესრულება პირველადი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით. წყალმომარაგებისა და სხვა მიწისქვეშა კომუნიკაციების გავლის ტრაექტორიის შესახებ არ არსებობდა მონაცემები, რამაც გამოიწვია ხარვეზი საპროექტო დოკუმენტაციაში და მიწის დამუშავება, გაზგაყვანილობის დასამონტაჟებლად მიმდინარეობდა ბრმად, რამაც გამოიწვია დროისა და რესურსების გაუთვალისწინებლად ზედმეტად ხარჯვა. ტ------–ის ქუჩების სივიწროვის გამო ვერ ხერხდებოდა გასაზიდი გრუნტის თვითმცლელებზე დატვირთვა, ხდებოდა აღნიშნული გრუნტის ადგილზე დაყრა რაც იწვევდა ქუჩების ატალახებას, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება. ხელშეკრულების 2.3.3. პუნქტის მიხედვით, სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრება ვალდებულება დაუყოვნებლივ აცნობოს „შემსყიდველს“ აღნიშნულის შესახებ. წარმოქმნილი სიძნელეებისა და დილემების გამო, „შემსრულებელმა“, ანუ შპს „კ-----------------”-მა არაერთხელ მიმართა „შემსყიდველს კოპროექტო მონაცემებში ცვლილებებისა და კორექტირებების შეტანის მიზნით. იმ გარემოებას, რომ დარჩენილი სამუშაოების შესრულება პროექტის მიხედვით შეუძლებელი იყო, ადასტურებს ის ფაქტორიც, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შპს “ს----------–-----------------------------------------ა”-ს მიერ დასრულებული იქნა დარჩენილი სამუშაოები, რომლების შესრულდა სწორედ იმ სახით, რასაც ითხოვდა შპს “კ-----------------”. აღნიშნულს ადასტურებს შპს “ს----------–-----------------------------------------ის” მიერ წარმოდგენილი პროექტებიც. ექსპერტის მიერ დასკვნის სახით მიეთითა, რომ 2014 წლის 01 ივლისს შპს “კ-----------------”-სა და შპს “ს----------–-----------------------------------------ა”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებისას წარმოქმნილი შემაფერხებელი გარემოებების შედეგად, დაირღვა ხელშეკრულების პირობები, რომელიც გამოწვეული იყო შპს “კ-----------------”-ისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

 

ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შეუსრულებლობა დასტურდება, თუმცა აღნიშნულში ბრალეულ პირად მითითებულია თავად შემსყიდველი ორგანიზაცია. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია შპს ,,კ-----------------“-და და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ შორის გაფორმებული 2014 წლის 01 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული და აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პრეიუდიციული ძალა ვერ ექნება განსახილველ დავასთან დაკავშირებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მოიყვანოს სამოქალაქო პალატის მიერ განვითარებული მსჯელობა. კერძოდ, სამოქალაქო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მხოლოდ მიმწოდებლის მიზეზით და აღნიშნულში ასევე იკვეთება შემსყიდველი ორგანიზაციის თანამონაწილეობა (შერეული ბრალი). თუ საპროექტო დოკუმენტაცია მისი ხარვეზიანობის გამო არ იძლეოდა შეთანხმებული სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში განხორციელების შესაძლებლობას, სახეზეა საფუძველი სამუშაოთა შეუსრულებლობის ვადის დარღვევაში შემსყიდველის თანამონაწილედ მიჩნევისათვის; სააპელაციო პალატის პოზიცია იმის შესახებ, რომ შემსყიდველის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია იყო ხარვეზის მქონე, ხოლო აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელი ახდენდა დროულ ინფორმირებას, ეფუძნება საქმის მასალებს, რომლის დეტალური ანალიზი ასევე მოცემულია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ----------- დასკვნაში; აღნიშნული დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია არ იყო ადაპტირებული ადგილზე არსებულ რეალურ მდგომარეობასთან და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო სამუშაოთა შესრულება საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით.

 

ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატამ თავისი მსჯელობა დააფუძნა იმ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ასევე წარმოდგენილია განსახილევლ საქმეში და რომელიც ადასტურებს დამდგარ შედეგში - მოსარჩელის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობაში შემსყიდველი პირის ბრალეულობასაც. საგულისხმოა, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების მიზნით საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. შესაბამისად, პალატას დამდგარ შედეგში შერეული ბრალი დადასტურებულად მიაჩნია, აღნიშნული გარემოება კი შპს ,,კ-----------------“-ის კეთილსინდისიერების საკითხს მის სასარგებლოდ წყვეტს. ყოველივე აღნიშნული გარემოება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ არ ყოფილა შესწავლილი და გამოკვლეული სადავო აქტის გამოცემისას.

 

პალატა მიუთითებას საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად ვერ უზრუნველყო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება, მან არ დაასაბუთა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლისგან იგი არ ყოფილა განთავისუფლებული. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მითითებული სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და დაეკისროს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი, დასაბუთებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და შეფასების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობას. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეაფასოს შპს ,,კ-----------------“-ის ბრალეულობის ხარისხი ხელშკერულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობაში, გაითვალისწინოს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ასევე სამოქალაქო საქმეთა პალატისა და წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები და საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობისა და თანაბარზომიერების პრინციპის დაცვის მიიღოს ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება შპს ,,კ-----------------“-ის შავ სიაში რეგისტრაციისა თუ მისთვის გაფრთხილების გამოცხადების თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნება ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შპს ,,კ-----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი, ასევე მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევა და ახალი აქტის გამოცემა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის სასაგებლოდ.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შს ,,კ-----------------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შს ,,კ-----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის N8-- განკარგულება და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალოს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. შპს ,,კ-----------------“-ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლეები მირანდა ერემაძე

 

შოთა გეწაძე