განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
330100118002266198
ინსტანცია
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002266198

საქმე №1ბ/1196-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორის: და-----–----–---–-ს

მსჯავრდებულის: და--------------–-–---–-ს

ადვოკატის: ნი--------------ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ და--------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ და-----------------------–---------–-–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ რეგისტრირებული: თ---–------–------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–------------–---------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი);

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენით, და--------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’ პუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ--------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, და---------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ და--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 დეკემბრიდან - 2017 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

და--------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის ივლისის თვეში და--------------–-–---–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ნივთს. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 19 ივლისს ქ.თბილისი, წ-------–---------------------- მდებარე ნოტარიუს ეკ--------------–-------ნ გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, და--------------–-–---–მა დროებითი სარგებლობით, 2019 წლის 20 იანვრამდე დროის პერიოდით იქირავა ქ------–-------------–-------------------------–- მდებარე ალ------------------–---–-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, ყოველთვიურად 850 ლარის გადახდის ვალდებულებით. და--------------–-–---–მა განიზრახა რა მოტყუების გზით ალ------------------–---–-ს აღნიშნული ქონების გამოყენებით სხვისი ფულადი თანხის დაუფლება, აღნიშნულ ბინაში მოელაპარაკა ი------------ ბინის დაგირავებაზე, მოატყუა, რომ ბინა ეკუთვნოდა ბიძას ალ------------------–---–ს და შეუთანხმდა სესხის ხელშეკრულებისა და შინაურული ხელწერილით ბინის დაგირავების გაფორმებაზე. იმავე დღეს 2017 წლის 19 ივლისს, ქ.თბილისი, მტ--------------------------–---------------- ში განთავსებულ ნოტარიუს გი--------–----–---–-ს სანოტარო ბიუროში ი------------ა და და--------------–-–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად ვალის აღიარების ხელშეკრულება 1 წლის და 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 670 ლარის გადახდით. სესხის პერიოდის განმავლობაში ბინაში და---------------–-–---–ი ცხოვრების უფლებას აძლევდა ი-----------------------------–----–------- ნოტარიუს გი--------–----–---–-ს სანოტარო ბიუროში და--------------–-–---–მა ი------------ დაუწერა ხელწერილი, რაც დაერთო ვალის აღიარების ხელშეკრულებას, ხოლო ი------------ თავის მხრივ და--------------–-–---–ს იქვე გადასცა ბინის გირავნობის თანხის ნაწილი. 3000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით 2000 აშშ დოლარი. თანხის მიღების შემდეგ და--------------–-–---–- მიიმალა. და--------------–-–---–-ს მიერ ზემოაღნიშნული ბინის დაგირავება და ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ისე, რომ მისმა მესაკუთრემ - ალ------------------–---–მა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რის გამოც მან მოსთხოვა ი------------ და მის შვილებს მ-----------------------–----–------- ბინის დაცლა. დ----------------–-–--–-- დანაშულებრივი ქმედებით ი------------- მიადგა 5000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი- 12039 ლარის ოდენობით.

2017 წლის 4 ოქტომბერს მოქალაქე თა------–------------ა და და--------------–-–---–ს შორის ქ.თბილისში, წ-------–---------------------ში გაფორმებულ იქნა ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც თამ-----–----------ე მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ.თბილისი, წ-------–-------------------------- აქირავებდა 2 წლის ვადით, ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის გადახდით. და--------------–-–---–მა განიზრახა რა მოტყუების გზით თამ-----–----------ის კუთვნილ ქონების - მდებარე ქ.თბილისი, წ-------–---------------------ის გამოყენებით სხვისი ფულადი თანხის დაუფლება, 2017 წლის 5 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც და--------------–-–---–მა თამ-----–----------ისაგან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე იქირავა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინა, დაგირავების მიზნით, აღნიშნულ ბინაში მოელაპარაკა ნი-------------ს ბინის დაგირავებაზე, მოატყუა, რომ ბინის მესაუთრე იყო მისი დედა - თამ-----–----------ე. იმავე დღეს, ქ.თბილისი, მ---------------------------–----------------ში განთავსებულ ნოტარიუს გი--------–----–---–-ს სანოტარო ბიუროში ნ---------------ს და და---------------–-–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულების ნაცვლად სესხის ხელშეკრულება ორი წლის ვადით, ყოველთვიურად 600 ლარის ანაზღაურებით. ანაზღაურებამდე, სესხის პერიოდის განმავლობაში, და---------------–-–---–ი ბინაში ცხოვრების უფლებას აძლევდა ნი-------------ს. და--------------–-–---–ს ნი-------------მ მოსთხოვა დედამისის - თამ-----–----------ის მინდობილობა აღნიშნული ბინის განკარგვის უფლების შესახებ, რაზეც მან განუცხადა, რომ აღნიშნულ მინდობილობას აუცილებლად მიაწვდიდა პირადად და დრო რომ არ დაეკარგათ, იქვე ნოტარიუს გი--------–----–---–-ს სანოტარო ბიუროში ნი-------------ს დაუწერა ხელწერილი, რაც დაერთო სესხის ხელშეკრულებას, ხოლო ნი-------------მ თავის მხრივ და--------------–-–---–ს იმავე დღეს გადასცა ბინაში ცხოვრების სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის ნაწილი - 6500 ლარი, ხოლო მოგვიანებით 5 000 ლარი და შემდგომ 2 900 ლარი. თანხის მიღების შემდეგ და--------------–-–---–- მიიმალა. და--------------–-–---–-ს მიერ ზემოაღნიშნული ბინის დაგირავება და ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ისე, რომ მისმა მესაკუთრემ - თამ-----–----------ემ არაფერი იცოდა. ნი------------- ბინის მესაკუთრის მოთხოვნით იძულებული გახდა დაეტოვებინა ბინა. და--------------–-–---–-ს დანაშულებრივი ქმედებით ნი-------------ს მიადგა 14400 ლარის მატერიალური ზიანი

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და--------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა.

სააპელაციო ინსტანციის სასაართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და--------------–-–---–-ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ--------------- ჩვენებით, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მოწმეების: ა-–--------------------–---–------–-------------------------–----–----------------–----–------- გი--------–----–---–-ს, ე---------------–---------–----------------- თამ-----–----------ის, ოქმებით, ნოტარიუსიდან ამოღებული ხელშეკრულებებით, ამოღების ოქმებით და დათვალიერების ოქმებით, რომლებიც რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მართალია მსჯავრდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ხერხი და დამდგარი შედეგი. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული და ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არც ერთ დაზარალებულზე მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ და--------------–-–---–ს შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. სააპელაციო სასამართთლოში კი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ და--------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ და--------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. და--------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’ პუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ--------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, და---------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

4. მსჯავრდებულ და--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 დეკემბრიდან - 2017 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ და--------------–-–---–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- შპს „ჯ------–-“-დან და შპს „მ--------–-“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია ორ ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი