განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
330100117002224560
ინსტანცია
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002224560

საქმე #1ბ/1156-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევის

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძის

გოჩა ჯეირანაშვილის

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ---- ქ-------ს

მსჯავრდებულის: ს--–--- ე------------

ადვოკატების: ა-----– ბ--------ის, ი---- ი--------ის

თარჯიმანების: ქ--------------------------------–---–--------------–------------------–------------------------------------

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ს--–--- ე------------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ს--–--- ე----------ი (დაბადებული - 1----–-–--------–---- თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ----------------------------------------ში), მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს--–--- ე----------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება; კერძონ მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 50,2697 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინის’’ შემცველი მოლურჯო, მრგვალი ფორმის 996 აბი და აბის 2 ნატეხი, რაც 2017 წლის 1 დეკემბერს, ქ---------–--------–-----–-----------------------–- 10 000 აშშ დოლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ ი------ ჰ--–--–-----–--ზე, რაც გამოძიებისთვის წარდგენილ იქნა ამ უკანასკნელის მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით ს--–--- ე----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

ს--–--- ე----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12(თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს--–--- ე----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ს--–--- ე----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 დეკემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს--–--- ე----------მა, რომელიც აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მსჯავრდებულმა გაასაღა ან შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული ნივთიერება, შესაბამისად ითხოვს ს--–--- ე------------ უდანაშაულოდ ცნობას .

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ს--–--- ე----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---- ი--------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;

 

ბრალდების მხარემ, პროკურორმა ზ---- ქ-------მ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ს--–--- ე------------ მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში ს--–--- ე------------ დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - ს--–--- ე------------ დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს--–--- ე------------ მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას ს--–--- ე----------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და შესაბამისად არც გაუაღებია. თანხა 10 000 აშშ დოლარი თავის ნაცნობ ი------ ჰ--–--–-----–--ზე, რომელიც მისგან იქნა ამოღებული იყო ვალი, რომელიც მისმა ნაცნობმა ი------ ჰ--–--–-----–--მ დაუბრუნა;

 

პალატა ვერგაიზიარებს ს--–--- ე------------ მითითებას იმის შესახებ, თითქოს მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და შესაბამისად არც გაუაღებია, რადგან მისი ასეთი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მასალებს და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს. კერძოდ:

 

მოწმე ი------ ჰ--–--–-----–--მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ს--–--- ე------------გან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტი და განმარტა, რომ დაახლოებით 3-4 წელია ცხოვრობს საქართველოში და ეწევა ბიზნეს საქმიანობას (ავტომანქანები ჩამოჰყავს ი----------ნ სარეალიზაციოდ). მეგობრისგან გაიცნო ს--–--- ე----------ი, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. თავდაპირველად მისი წინადადება არასერიოზულად აღიქვა (ხუმრობად ჩათვალა), თუმცა ბრალდებულთან საუბარი ჩაიწერა და აუდიოჩანაწერი წარადგინა სამართალდამცავ ორგანოში. მას შემდეგ რაც ს--–--- ე------------გან მობილურ ტელეფონზე ნარკოტიკების ფოტოსურათი მიიღო, მიხვდა, რომ მისი სიტყვები ხუმრობა არ იყო. მოგვიანებით დაუკავშირდა ს--–--- ე----------ი და ბ------–ი ჩასვლა სთხოვა, რის შესახებაც აცნობა პოლიციას. ბრალდებულთან შეხვედრა შედგა ქ---------–--------–-----–------------------------–- მდებარე მის მიერ ნაქირავებ ბინაში, რომელსაც ასევე ესწრებოდა ს--–--- ე------------ მეგობარი ე-–--ნ მ---------ი, რომელიც ნარკოტიკების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. შეხვედრისას იგი (ი------ ჰ--–--–-----–--) სამართალდამცავების მიერ აღჭურვილი იყო შესაბამისი ჩამწერი მოწყობილობით და თან ჰქონდა ოპერატიული მიზნებისთვის განკუთვნილი (ნარკოტიკების შესაძენად განკუთვნილი), გამომძიებლის მიერ გადაცემული ფულადი თანხა. შეხვედრისას ბრალდებულმა უჩვენა 3-4 ცალი ნარკოტიკული საშუალება. გარკვეული პერიოდი ისაუბრეს, რის შემდეგაც ს--–--- ე----------ი მარტო წავიდა სახლიდან, ნახევარ საათში დაბრუნდა და მიუტანა ნარკოტიკული საშუალება სრულად. გამოართვა ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება და გადასცა ფულადი თანხა, რომელიც ს--–--- ე----------მა ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ს--–--- ე----------ი დააკავეს და პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის წინა ჯიბიდან ამოუღეს აღნიშნული ფულადი თანხა.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს შს სამინისტროს კ--------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–------------------–-------–----–----------–---------------–-----------------–--------------––-–------–---------------------–--–-----–-------------------–-------------–---- გამომძიებელ გ-------–--ა-----–---–ის მიერ გაჩხრეკილ იქნა ს--–--- ე----------ი, რომლისგანაც ამოღებულ იქნა 10 000 აშშ დოლარი, 60 ცალი 10 აშშ დოლარიანი კუპიურა, 80 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა. გარდა აღნიშნულისა, ს--–--- ე------------გან ამოღებულ იქნა თ---------ს რესპუბლიკის პასპორტი გაცემული ს--–--- ე------------ სახელზე, 30 ლარის ოდენობით ფულადი თანხა და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

გამომძიებელმა გ------- მ----------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ს--–--- ე----------ი დააკავეს მაშინ, როდესაც იგი ტოვებდა ი------ ჰ--–--–-----–--ს სახლს (ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთანავე). აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გ-------–--ა-----–---–მა და რ----- კუ--------მა.

 

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც ი------ ჰ--–--–-----–--ს გადაეცა ოპერატიული მიზნებისთვის. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები შედგა დაკავების ადგილზე, თარჯიმნის მონაწილეობით და აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

გამომძიებელმა გ-------–--ა-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტების, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ ს--–--- ე------------ ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ი------ ჰ--–--–-----–--ს განცხადებისსაფუძველზე. მოწმის გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული აპირებდა 10 000აშშ დოლარის სანაცვლოდ მისთვის 1 000 აბი ნარკოტიკული საშუალების გადაცემას ი------ ჰ--–--–-----–--ს საცხოვრებელ სახლში, ქ. ბ------–ი. შეიქმნა საგამოძიებოჯგუფი, დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიებები - ი------ ჰ--–--–-----–-- და მისი ბინააღიჭურვა შესაბამისი აპარატურით, საკონტროლო შესყიდვის მიზნით 10 000 აშშდოლარი გადაეცა ი------ ჰ--–--–-----–--ს. ს--–--- ე----------ი დააკავეს სახლიდან გამოსვლისას, როცა აპირებდა ბინის დატოვებას. პირადი ჩხრეკისას ბრალდებულისგან ამოიღეს 10 000 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 30 ნოემბრის ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, დეტექტივ-გამომძიებელ გ-------–--ა-----–---–ის მიერ ი------ ჰ--–--–-----–--ს ს--–--- ე------------გან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა ფულადი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

გამომძიებელმა რ----- კუ--------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გამოძიება დაიწყო ი------ ჰ--–--–-----–--ს განცხადების საფუძველზე, ფარული ჩაწერა განხორციელდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქ---------–--------–-----–-----------------------–-. საგამოძიებო ჯგუფი მივიდა აღნიშნულ მისამართზე, ბინის კარი გააღო ს--–--- ე----------მა, რომელიც შეაჩერეს და ჩხრეკისას ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს 10 000 აშშ დოლარი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, თ---------ს მოქალაქის პასპორტი და 20 ლარი. ჩხრეკის ოქმი ადგილზე იქნა შედგენილი, ამოღებული ნივთები კი დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ჩხრეკის ოქმში რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

გამომძიებელმა ი-----–- ნ----------მ სპირველი ინსტანციის ასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა ქ. ბ------–ი დაგეგმილი ოპერატიული ღონისძიების ფარგლებში. შეაჩერა ბინიდან გამომავალი ე----- მ---------ი. წარუდგინა დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, რის შემდგომაც გაჩხრიკეს იგი. ე----- მ---------ის ნარკოტიკული საშუალება არაღმოაჩნდა. დაკითხვისას ე----- მ---------იმ განმარტა, რომ იქ იყო შემთხვევით მისული და არ ფლობდა ინფორმაციას მომხდარი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბერს საქართველოს შს სამინისტროს კ--------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–-------------------–-------–----–----------–---------------–-----------------–--------------––-–------–---------------------–--–-----–-------------------–-------------–---- დეტექტივ გამომძიებელ უ----------–---–-- მიერ ი------ ჰ--–--–-----–--სგან ამოღებულ იქნა მის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი ერთი პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში და ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდებში შეხვეული მოლურჯო ფერის მრგვალი ფორმის 996 აბი და ერთი აბის ორი ნატეხი. აბებს წინა მხრიდან აქვს გულის ფორმის ლოგო. ი------ ჰ--–--–-----–--ს განმარტებით, აღნიშნული აბები მას გადასცა ს--–--- ე----------მა 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ.

 

გამომძიებლებმა - ვ-–-----------–----–---–-------------------–---–-- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ი------ ჰ--–--–-----–--სგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების კანონთან შესაბამისობა. მათი განმარტებით, ქ. ბ------–ი ი------ ჰ--–--–-----–--სგან ამოღებულ იქნა ცელოფნის პარკში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მან ნებაყოფლობით წარადგინა. ამოღებული ნივთიერება დაილუქა კანონის შესაბამისად. ამოღების შესახებ ადგილზე შედგა შესაბამისი ოქმი, რასაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

გამომძიებელმა ლ------------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, თ---------ს მოქალაქე ი------ ჰ--–--–-----–--სგან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები: ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც ი------ ჰ--–--–-----–-- აღიჭურვა შესაბამისი აპარატურით და საკონტროლო შესყიდვისთვის გადაეცა 10 000 აშშ დოლარი. ს--–--- ე----------ი და ი------ ჰ--–--–-----–-- ერთმანეთს შეხვდნენ ქ. ბ------–ი, აღ--–-----–-------------ში. თანამშრომლებთან ერთად ი------ ჰ--–--–-----–--სგან ამოიღო 996 ცალი მოლურჯო აბი და აბის ორი ნატეხი, რომლებიც დაილუქა კანონის შესაბამისად. მათ მიერ ასევე გაჩხრეკილ იქნა ს--–--- ე------------ საცხოვრებელი სახლი, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, ს--–--- ე----------ი ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთანავე დააკავეს. ი------ ჰ--–--–-----–--სა და ს--–--- ე------------ გარდა ბინაში ასევე იმყოფებოდა მესამე პიროვნება (ე----- მ---------ი), მაგრამ მისი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ და შესაბამისად არ დაუკავებიათ.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 11 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს კ--------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–------ეტექტივ გამომძიებელ კა------------–---–-- მიერ ი------ ჰ--–--–-----–--სგან ამოღებულ იქნა DVD დისკი, რომელზეც მოწმის განმარტებით ჩაწერილია მისი და ს--–--- ე------------ საუბრის აუდიო ჩანაწერი.

 

გამომძიებელმა კ-------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მის მიერ იქნა დაწყებული, გამოკითხა განმცხადებელი პირი ი------ ჰ--–--–-----–--, შეადგინა ზეპირი გასაუბრების ოქმი შესაძლო დანაშულის შესახებ, ი------ ჰ--–--–-----–--სგან ამოიღო აუდიოჩანაწერი, რომელზეც დანიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, გამოითხოვა ბრალდებულის ფოტოსურათები, ასევე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი. ოპერატიულ ჩანაწერებთან ერთდ დანიშნა კომპლექსური ექსპერტიზა.

 

პალატა ასევე ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულ ს--–--- ე------------ მამხილებელი ჩვენებები, რადგან მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის; შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ ს--–--- ე------------ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თ---------ს წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს--–--- ე------------ მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ს--–--- ე------------ მიმართ დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ს--–--- ე------------ დანიშნული სასჯელი, მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი ს--–--- ე------------ მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298- muxlis pirveli nawilis „ დ „ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს--–--- ე------------ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი ს--–--- ე------------ მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

ს--–--- ე----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12(თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს--–--- ე----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში -საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ს--–--- ე----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 დეკემბრიდან.

 

ს--–--- ე------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ნარკოტიკული ნივთიერება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ს--–--- ე------------ პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

ამოღებული 10 000 აშშ დოლარი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს;

 

დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მურმან ისაევი

 

მოსამართლეები გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე