განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/1030-18 27 თებერვალი, 2019 წელი
№330310017001928195 ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი
წარმომადგენელი - ფ-----ა ზ------–---–ი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
წარმომადგენელი - ს---–------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ--- ს---–----–---–ი
წარმომადგენელი - ც-–--------------–---–-
მესამე პირი - ი-------------ე
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
მესამე პირები - ი---------------ე, ერთობლივი საქმინობის ამხანაგობა „ლ--------------“
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ--- ს---–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,, ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 2--------------------, 2001 წლის 11-------------------------, 2000 წლის 3-----------------------, 2003 წლის 10 ივლისის №--------- დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №---------- დადგენილება მ--- ს---–----–---–ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №---- განკარგულება მ--- ს---–----–---–ის ნაწილში.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა საქართველოს მთლიანობისათვის ომში დაინვალიდებულის დ----- ლ---------–---–ისა და აფხაზეთში დაღუპულის ქვრივის მ--- ს---–----–---–ის თხოვნა და აღეძრათ შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე პირდაპირი განკარგვის წესით მათთვის 600 კვ.მ-მდე ორი სასახლკარე მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ ლ------------------–-–----რის მიმდებარე ფერდობზე.
2.2. ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის შუამდგომლობა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით მ--- ს---–----–---–ს- აფხაზეთში დაღუპულის ქვრივს, მიეყიდა (ნორმატიულ ფასად) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 600 კვ.მეტრი ლ------------------–-–----რის მიმდებარე ფერდობზე. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მერიამ(ი.--------–---) დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოოს მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება.
2.3. ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ.თბილისის მთავრობასთან არ ქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, უნდა გაფორმებოდათ სათანადო ხელშეკრულებები 2007 წლის 1 დეკემბრამდე შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში: ა) წარმოადგინონ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასვნა; ბ) წარმოადგინონ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები; გ) წარმოადგინონ ქ.თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-7 გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის №--------- დადგენილების თანახმად, შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებაში, მათ შორის მე-5 პუნქტში, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ.თბილისის მთავრობასთან არ ქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გაუფორმდეთ სათანადო ხელშეკრულებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, 2009 წლის 01 იანვრამდე შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში: ა) წარმოადგინონ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასვნა; ბ) წარმოადგინონ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები; გ) წარმოადგინონ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №--------- დადგენილების თანახმად, კვლავ იქნა შეტანილი ცვლილებები და დამატებები ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებაში, მათ შორის მე-5 პუნქტს დაემატა ,,დ’’ ქვეპუნქტი შემდეგი სახით: ,,დ) ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 01 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებენ მათ’’.
2.4. 2008 წლის 09 ივნისს, მ--- ს---–----–---–მა №----------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერის პირველ მოადგილეს და მოითხოვა ხელშეკრულების გაფორმება ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი, მ--- ს---–----–---–ის 2008 წლის 25 ნოემბრის №---------- განცხადებით ირკვევა, რომ 2008 წლის 2 ოქტომბრის №------ წერილით, სათანადო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მ--- ს---–----–---–ს ეთხოვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა ჯერ კიდევ 2008 წლის ივნისში.
საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ 2008 წლის 23 დეკემბერს მ--- ს---–----–---–მა №---------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურს და დამატებით წარადგინა მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდის ქვითარი.
2.5. 2008 წლის 31 დეკემბერს, მ--- ს---–----–---–მა და ც-–--ო დ-------–---–მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე-ქ.თბილისის მთავრობის, ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების შესაბამისად ქ.თბილისის მთავრობისთვის ხელშეკრულების გაფორმების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, მ--- ს---–----–---–ის და ც-–--------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტეროტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების შესაბამისად, ქ.თბილისში, ლ---------------------–-–------ის მიმდებრე ფერდობზე 600-600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე დ----- ლ---------–---–ის უფლებამონაცვლე ც-–--ო დ-------–---–თან და მ--- ს---–----–---–თან ხელშეკრულების გაფორმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქ.თბილისის მთავრობის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ.თბილისის მთავრობის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის განჩინებით, ქ.თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
2.6. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ 2010 წლის 02 აგვისტოს, №---------- წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სადაც მიუთითა, რომ მოქალაქე მ--- ს---–----–---–ს 2009 წლის 1 იანვრამდე ქ.თბილისის მერიისათვის არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია, რის გამოც მის მიმართ ძალადაკარგულია ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის N-------- დადგენილება, რომელიც გახდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის საფუძველი და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- და იმავე წლის 2 ნოემბრის №---- განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადება.
2.7. ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №---------- დადგენილების თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილება(მ--- ს---–----–---–თან მიმართებაში) იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულმა მოქალაქეებმა არ შეასრულეს მათთვის ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება (ქ.თბილისის მერიაში 2009 წლის 01 იანვრამდე არ წარადგინა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა).
2.8. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №---- განკარგულების ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი.
2.9. 2010 წლის 08 ნოემბერს, ქ.თბილისის მთავრობამ(2010 წლის 03 ნოემბერს №---------- განცხადება) განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის №3/8-09წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, ქ.თბილისის მთავრობის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის №3/8-09წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით კი, ც-–--------------–---–-ს და მ--- ს---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.10. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ლ---------- მიმდებარე(ნაკვეთი 0-----) ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 600.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №----------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი---- ჯ------ის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ლ---------- მიმდებარე(ნაკვეთი 0-----) ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 600.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №----------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი---------------ის სახელზე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.11. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №---------- დადგენილება ,,ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2--------------------, 2001 წლის 11-------------------------, 2000 წლის 3-----------------------, 2003 წლის 10 ივლისის №--------- დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(მ--- ს---–----–---–ის ნაწილში) და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №---- განკარგულება ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(მ--- ს---–----–---–ის ნაწილში), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.13. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის N65 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესი(სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის 1.3 მუხლის თანახმადაც, გადაწყვეტილებებს მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელობაში ან სარგებლობაში განკარგვის შესახებ აუქციონის ან კონკურსის მეშვეობით იღებენ შესაბამისი რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში მმართველობის ორგანოები, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე წესის 2.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის მიზნით ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო ქმნის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიას(შემდგომში- კომისია), ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია შედგება საქალაქო(რაიონული) მმართველობისა და თვითმმართველობის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სახელმწიფო ქონების მართვის, საფინანსო და ეკონომიკური ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებისა და სხვა მოქალაქეებისაგან. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიის შემადგენლობას ემატება მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი პირი. კომისიის წევრები დაინიშნებიან 3(სამი) წლის ვადით, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისა, რომლებიც კომისიაში იმუშავებენ მხოლოდ შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის მომენტამდე. ადგილობრივი მმართველობის ორგანომ დასაბუთებული მიზეზების საფუძველზე შეიძლება დაითხოვოს კომისიის ნებისმიერი წევრი, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მიიწვიოს არქიტექტურისა და ურბანიზაციის ექსპერტები და საჯარო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მიწის ნაკვეთის განკარგვის თაობაზე კონსულტაციების მიღების მიზნით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის N65 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის(სადავო პერიოდში მოქმედი) მე-7 მუხლით განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვა. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მიწის ნაკვეთის შეძენით ან სარგებლობით, განაცხადი შეაქვთ იმ რაიონის(ქალაქის) მმართველობის ორგანოში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მოთხოვნაში ნაჩვენები უნდა იყოს მიწის გამოყენების მიზანი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რაიონის(ქალაქის) მმართველობის ორგანოს დავალებით ხდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის შესაძლებლობის დასკვნის გაკეთება რაიონის შესაბამის ორგანოს მიერ. დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში რაიონის გამგეობა თავის სხდომაზე იხილავს მიწის განკარგვის საკითხს, თანხმობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილებით დაკმაყოფილდა აფხაზეთში დაღუპულის ქვრივის მ--- ს---–----–---–ის თხოვნა და აღეძრათ შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე პირდაპირი განკარგვის წესით მისთვის 600 კვ. მეტრამდე სასახლკარე მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ ლ------------------–-–----რის მიმდებარე ფერდობზე.
2.14. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში - სახელმწიფო მიწის) მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის შუამდგომლობა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით მ--- ს---–----–---–ს - აფხაზეთში დაღუპულის ქვრივს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით მიეყიდა(ნორმატიულ ფასად) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 600 კვ.მეტრი, ლ------------------–-–----რის მიმდებარე ფერდობზე.
2.15. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ.თბილისის მთავრობასთან არ ქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, უნდა გაფორმებოდათ სათანადო ხელშეკრულებები 2007 წლის 1 დეკემბრამდე შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში: ა) წარმოადგინონ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასვნა; ბ) წარმოადგინონ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები; გ) წარმოადგინონ ქ.თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-7 გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის №--------- დადგენილების თანახმად, შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებაში, მათ შორის მე-5 პუნქტში, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ.თბილისის მთავრობასთან არ ქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გაფორმდეთ სათანადო ხელშეკრულებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, 2009 წლის 01 იანვრამდე შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში: ა) წარმოადგინონ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასვნა; ბ) წარმოადგინონ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები; გ) წარმოადგინონ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; - ქალაქ თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის №--------- დადგენილების თანახმად, კვლავ იქნა შეტანილი ცვლილებები და დამატებები ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებაში, მათ შორის მე-5 პუნქტს დაემატა ,,დ’’ ქვეპუნქტი შემდეგი სახით: ,,დ) ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 01 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებენ მათ’’; - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, მ--- ს---–----–---–ის და ც-–--------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების შესაბამისად, ქ.თბილისში, ლ---------------------–-–------ის მიმდებრე ფერდობზე 600-600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე დ----- ლ---------–---–ის უფლებამონაცვლე ც-–--ო დ-------–---–თან და მ--- ს---–----–---–თან ხელშეკრულების გაფორმება; - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება; - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის განჩინებით, ქ.თბილისის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ.თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, უნდა გაფორმდებოდათ სათანადო ხელშეკრულებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები შესრულებული იქნებოდა 2009 წლის 01 იანვრამდე, ხოლო ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 01 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებდნენ ვალდებულებებს.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ასევე ადასტურებს იმას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, მ--- ს---–----–---–ის და ც-–--------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების შესაბამისად, ქ.თბილისში, ლ---------------------–-–------ის მიმდებრე ფერდობზე 600-600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე დ----- ლ---------–---–ის უფლებამონაცვლე ც-–--ო დ-------–---–თან და მ--- ს---–----–---–თან ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალში შევიდა 2010 წლის 21 ივლისს. საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები მ--- ს---–----–---–ის მხრიდან სასამართლომ შესრულებულად მიიჩნია, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებთ, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის N--------- დადგენილებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებები რიგ პირებთან გაფორმდეს 2001 წლის 24 იანვრის N-------- დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, ხოლო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მხარის ვალდებულებას წარედგინა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესაბამისი უწყებისათვის დადებითი ქალაქგეგმარებთი დასკვნა და რომ დადებით ქალაქგეგმარებითი დასკვნის წარუდგენლობა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველს,- სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მ--- ს---–----–---–ის სარჩელი და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების შესაბამისად, ქ.თბილისში, ლ---------------------–-–------ის მიმდებარე ფერდობზე 600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე მ--- ს---–----–---–თან ხელშეკრულების გაფორმება.
2.16. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს თავად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას კი წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №---------- დადგენილების თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილება(მ--- ს---–----–---–თან მიმართებაში) იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულმა მოქალაქეებმა არ შეასრულეს მათთვის ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება (ქ.თბილისის მერიაში 2009 წლის 01 იანვრამდე არ წარადგინა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა), ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №---- განკარგულების ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც ქ. თბილისის მთავრობის, ისე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (მ--- ს---–----–---–ის ნაწილში) მიღებული იქნა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის რეალური, ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ მოუხდენია ერთობლიობაში. ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას შეფასება არ მიუციათ და არ გაუთვალისწინებიათ ის გარემოება, რომ 2010 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით უკვე არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 21 ივლისს), რომლის თანახმადაც მ--- ს---–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების შესაბამისად, ქ.თბილისში, ლ---------------------–-–------ის მიმდებრე ფერდობზე 600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე მ--- ს---–----–---–თან ხელშეკრულების გაფორმება. საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები მ--- ს---–----–---–ის მხრიდან სასამართლომ შესრულებულად მიიჩნია, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებთ, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის N--------- დადგენილებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებები რიგ პირებთან გაფორმდეს 2001 წლის 24 იანვრის N-------- დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი საკანონმდბელო აქტების საფუძველზე, ხოლო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მხარის ვალდებულებას წარედგინა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესაბამისი უწყებისათვის დადებითი ქალაქგეგმარებთი დასკვნა და რომ დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის წარუდგენლობა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველს,- სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დააკმაყოფილა მ--- ს---–----–---–ის სარჩელი და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების შესაბამისად, ქ.თბილისში, ლ---------------------–-–------ის მიმდებარე ფერდობზე 600კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე მ--- ს---–----–---–თან ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული შეფასება კი არსებითი მნიშვნელობის არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები(განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
ამდენად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმ პირობებში, მაშინ როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ--- ს---–----–---–ის მიერ შესრულებულად ჩაითვალა ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები,- ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილების(მ--- ს---–----–---–თან მიმართებაში) ძალადაკარგულად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მ--- ს---–----–---–მა არ შეასრულა მისთვის ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება(ქ.თბილისის მერიაში 2009 წლის 01 იანვრამდე არ წარადგინა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა) და ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის(მ--- ს---–----–---–ის ნაწილში) ძალადაკარგულად ცნობა,- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე მითითებით უსაფუძვლოა.
2.17. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №---------- დადგენილება ,,ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2--------------------, 2001 წლის 11-------------------------, 2000 წლის 3-----------------------, 2003 წლის 10 ივლისის №--------- დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(მ--- ს---–----–---–ის ნაწილში) და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №---- განკარგულება ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(მ--- ს---–----–---–ის ნაწილში), როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხე მხარე მიუთითებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მ--- ს---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა,-სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებისათვის არსებითი განმსაზღვრელი ვერ იქნება, იმდენად რამდენადაც სასამართლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას ამოწმებს უშუალოდ მათი გამოცემის მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ როგორც 2010 წლის 10 სექტემბრის, ასევე 2010 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით (გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დრო) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობდა, იგი გაუქმებული არ იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემდგომ პერიოდში - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით(ქ.თბილისის მთავრობის 2010 წლის 08 ნოემბერს განცხადების საფუძველზე), რომლითაც ქ.თბილისის მთავრობის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის №3/8-09წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, ხოლო მოგვიანებით კი, სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ--- ს---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
აპელანტი მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის N---------, 2001 წლის 11 ოქტომბერის N---------, 2000 წლის 30 ნოემბრის N---------, 2003 წლის 10 ივლისის N-------- დადგენილებებით საქართველოს პრეზიდენტის წინაშე აღიძრა შუამდომლობები მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით მოქალაქეებისათვის (დ. ლ---------–---–ი, მ. ს---–----–---–ი, რ. ჩ-----–ი მ.ხ-------ე, ჯ. ქ-----–---–ი) საკუთრების გადაცემის თაობაზე. ქ. თბილისის მთავრობის 2008 ნაწილის 3 აპრილის N---------- დადგენილებით ცვლილებები და დამატებები შევიდა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N1-------- დადგენილების მე-5 პუნქტში და დაინტერესებულ პირებს დაევალათ 2009 წლის 1 იანვრამდე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქთგეგამრებითი დასკვნა; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი საფასურის გადახდის ქვითარი. აღნიშნულმა მოქალაქეებმა, 2009 წლის 1 იანვრამდე ქ. თბილისის მერიაში არ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის N---------- დადგენილებით, ასევე, დადგინდა დადებითი ქალაქთგეგმარებითი დასკვნების მქონე პირები, რომლებსაც განსაზღვრულ ვადებში წარდგენილი ჰქონდათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ამასთან, დადგენილებით არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მოქალაქეები, რომელთაც არ შეუსრულებიათ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N1-------- დადგენილების მოთხოვნები, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N1-------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 1 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომელებიც არ შეასრულებენ ხსენებული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული მოქალაქეების მსგავსად, მ--- ს---–----–---–მა არ შეასრულა მისთვის ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N1-------- დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება და შესაბამისად თბილისის მთავრობა უფლებამოსილი იყო ძალადაკარგულად გამოეცხადებინა ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის N---------, 2001 წლის 11 ოქტომბრის N---------, 2000 წლის 30 ნოემბრის N---------, 2003 წლის 10 ივლისის N-------- დადგენილებები.
აპელანტის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. სადავო გადაწყვეტილების 6.5. პუნქტის თანახმად, სასამართლო ეყრდნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გაუქმებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა. ამასთან, სასამართლო სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მ--- ს---–----–---–მა შეასრულა ხელშეკრულების გასაფორმებლად განსაზღვრული ვალდებულებები და რომ 2001 წლის 24 იანვრის N-------- დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მხარის ვალდებულებას, წარედგინა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესაბამისი უწყებისათვის დადებითი ქალაქგეგმარებთი დასკვნა, ასევე, დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის წარუდგენლობა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ განმარტებას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად დადგენილი წინაპირობები, მათ შორის, დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის წარდგენის ვალდებულება, გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან. ამასთან, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N1-------- დადგენილების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით იმპერატიულად არის დადგენილი მხარის ვალდებულება, „წარმოადგინონ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა". მ--- ს---–----–---–ს აღნიშნული დადგენილება სადავოდ არ გაუხდია.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.6. პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას ამოწმებს უშუალოდ მათი გამოცემის მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც 2010 წლის 10 სექტემბრის, ისე 2010 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით (გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დრო) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობდა, იგი გაუქმებული არ იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემდგომ პერიოდში - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ განმარტებას და აღნიშნავს, რომ მ--- ს---–----–---–მა არ შეასრულა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს N1-------- დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები (რომელთა შესრულებაც წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას) და შესაბამისად, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი იყო ძალადაკარგულად გამოეცხადებინა ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის N------- დადგენილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის (საქმე N37-490-10) განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის (საქმე N3/8-09) გადაწყვეტილება და იმავე კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/4819-10) ც-–--------------–---–-სა და მ--- ს---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება გაუქმებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ქ. თბილისის მთავრობას დაევალა ხელშეკრულების გაფორმება მ--- ს---–----–---–თან. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის რეალიზება, რასაც ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. კანონის აღნიშნული ნორმა ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს, რაც უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანია ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, მტკიცების ტვირთი გადადის ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გასაჩივრებული აქტებით მისი კანონიერი ინტერესისა თუ უფლების შეზღუდვის ფაქტს, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე მსჯელობა.
აპელანტი მიუთითებს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეა (მიმწოდებელი) ვალდებული დაამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მის მიერ სრულად იქნა შესრულებული ვალდებულება, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება - დადებითი ქალაქთგეგმარებითი დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები, რადგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე და მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მ--- ს---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
აპელანტი ითხოვს დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტას საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის N---- განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის წერილზე თანდართული სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის გზავნილით დგინდება, რომ მ--- ს---–----–---–ს თბილისის მთავრობის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის N---- განკარგულებასთან ერთად ჩაბარდა 2010 წლის 15 ნოემბერს, რაც დასტურდება გზავნილზე არსებული ხელმოწერით. მოსარჩელეს სასამართლოსთვის მიმართული აქვს სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2017 წლის 17 მაისს. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელეს გაშვებული აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი ერთთვიანი გასაჩივრების ვადა, არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის N---- განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტში არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ მ--- ს---–----–---–მა ჯერ კიდევ 2008 წლის ივნისში წარადგინა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ყველა საჭირო დოკუმენტი (თუმცა, შემდეგ უთითებს, რომ 2008 წლის 23 დეკემბერს დამატებით წარადგინა მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდის ქვითარი), ვინაიდან, აღნიშნული გარემოება იმთავითვე სადავო გარემოებას წარმოადგენს. ის გადაწყვეტილება კი, რომლითაც მ--- ს---–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის მთავრობას დაევალა ხელშეკრულების გაფორმება, სარჩელის განხილვის დროისთვის გაუქმებულია. გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი სარჩელის ხანდაზმულობაზე. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მათ, ამასთან, არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა.
აპელანტი მიუთითებს, რომ როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, 2010 წლის 19 ოქტომბრის N---- განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის N-- განკარგულების „გ“ ქვეუპუნქტი, რომლითაც, მათ შორის, მ--- ს---–----–---–ს - საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ქვრივს, პირდაპირი განკარგვის წესით, ნორმატიულ ფასად მიეყიდა 600 კვ.მ. ლ------------------–-–----რის მიმდებარე ფერდობზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2003 წლის 30 იანვრის N-- განკარგულებითვე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მერიას უნდა ეწარმოებინა განკარგულებით განსაზღვრული მოქალაქებისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება. ამავე განკარგულების გამოცემას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მთავრობის შესაბამისი დადგენილებები მოქალაქეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილების შესახებ. როგორც 2007 წლის 27 აგვისტოს ქ. თბილისის მთავრობის N1-------- დადგენილებით დასტურდება, ქ. თბილისის მერიაში ჩატარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის, მ--- ს---–----–---–ს (2001 წლის 24 იანვრის N-------- ქ.თბილისის მთავრობის
დადგენილება), რომელთაც არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის შესახებ, დაევალათ გარკვეული პირობების შესრულება, კერძოდ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის, მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ ეს პირობები უნდა შეესრულებინათ 2007 წლის 1 დეკემბრამდე, რის შემდეგაც გაფორმდებოდა ხელშეკრულებები, ხოლო ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირდაპირი მიყიდვის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცხადდებოდა ძალადაკარგულად. 2008 წლის 3 აპრილის ქ. თბილისის მთავრობის N--------- დადგენილებით ცვლილება შევიდა ზემოხსენებულ დადგენილებაში და მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2009 წლის 01 იანვრამდე. წარმოების მასალებში არსებული ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის N---------- დადგენილების თანახმად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის, მოსარჩელემ, 2009 წლის 01 იანვრამდე ქ. თბილისის მერიაში არ წარადგინა ზემოაღნიშნული დადგენილებებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის N-------- დადგენილება, რის შემდეგაც, საქართველოს პრეზიდენტმა, 2010 წლის 19 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის მიერ წარდგენილი შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღო სადავო განკარგულება, 2003 წლის 30 იანვრის N-- განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, ზემოხსენებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ქ. თბილისის მთავრობის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, აქტები გამოცხადდა ძალადაკარგულად. პირველი ინსტანციის სასამართლო სარჩელი დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მხარის ვალდებულებას, წარედგინა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესაბამისი უწყებისათვის დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა, თუმცა საგულისხმოა, რომ ხსენებული დადგენილებები მხარის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა, არც ამჟამად არის გასაჩივრებული და შესაბამისად, ისინი სავალდებულო იყო შესასრულებლად. გარდა ამისა, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.თბილისის მთავრობას დაევალა ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელესთან, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება გაუქმებულია და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ--- ს---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამჟამად აღნიშნული ქონება გასხვისებულია და წარმოადგენს მესამე პირის საკუთრებას, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტები მხარეების მიერ გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რაც მას სურს. აღნიშნული კი ეჭვქვეშ აყენებს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას გასაჩივრებულ აქტებთან მიმართებაში. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაზეც მხარეები აპელირებდნენ. აპელანტი მიიჩნევს, რომ გასულია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის სასამართლოში წარდგენისთვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. გასაჩივრებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება პრივატიზების შესახებ განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რა დროსაც, სასამართლოს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება ქონების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები. ეს ვადა კი შეადგენს 3 წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როცა პი---- შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც სასამართლომ ამ განკარგულების საფუძველზე გააუქმა 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა მ--- ს---–----–---–ის სარჩელი. შესაბამისად, მხარეს აღნიშნული განკარგულება სადავო უნდა გაეხადა მინიმუმ 2010 წლიდან 3 წელში, რაც არ განუხორციელებია (უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სარჩელის წარდგენისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის გამოყენების შემთხვევაშიც კი სარჩელი ასევე ხანდაზმულია).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მ--- ს---–----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
4.3. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:
4.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის N65 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის“ 1.3 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებებს მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელობაში ან სარგებლობაში განკარგვის შესახებ აუქციონის ან კონკურსის მეშვეობით იღებენ შესაბამისი რაიონის, ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) მმართველობის ორგანოები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე წესის 2.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის მიზნით ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო ქმნის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიას. მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 7.1 მუხლის თანახმად, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მიწის ნაკვეთის შეძენით ან სარგებლობით, განაცხადი შეაქვთ იმ რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანოში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მოთხოვნაში ნაჩვენები უნდა იყოს მიწის გამოყენების მიზანი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანოს დავალებით ხდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის შესაძლებლობის დასკვნის გაკეთება რაიონის შესაბამის ორგანოს მიერ. დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რაიონის გამგეობა თავის სხდომაზე იხილავს მიწის განკარგვის საკითხს, თანხმობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილებით დაკმაყოფილდა აფხაზეთში დაღუპულის ქვრივის მ--- ს---–----–---–ის თხოვნა, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე შუამდგომლობის აღძვრისა და პირდაპირი განკარგვის წესით, მისთვის 600 კვ. მეტრამდე სასახლკარე მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ, ლ------------------–-–----რის მიმდებარე ფერდობზე. ასევე დადგენილია, რომ ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის შუამდგომლობა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, მ--- ს---–----–---–ს - აფხაზეთში დაღუპულის ქვრივს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით მიეყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 600 კვ.მეტრი, ლ------------------–-–----რის მიმდებარე ფერდობზე.
4.6. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ. თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ იყო გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, უნდა გაფორმდებოდათ სათანადო ხელშეკრულებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები შესრულებული იქნებოდა 2009 წლის 01 იანვრამდე, ხოლო ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების 2009 წლის 01 იანვრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ პირთა ნაწილში, რომლებიც არ შეასრულებდნენ ვალდებულებებს.
4.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
4.8. მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №---------- დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 2-------------------- დადგენილება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულმა მოქალაქეებმა (მათ შორის, მ--- ს---–----–---–მა) არ შეასრულეს მათთვის ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება (ქ. თბილისის მერიაში 2009 წლის 01 იანვრამდე არ წარადგინეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა). ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №---- განკარგულების ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი.
4.9. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მ--- ს---–----–---–ის ნაწილში გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ მოუხდენიათ ერთობლიობაში. კერძოდ, არ გაუთვალისწინებიათ ის გარემოება, რომ 2010 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით უკვე არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მ--- ს---–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების შესაბამისად, ქ. თბილისში, ლ---------------------–-–------ის მიმდებრე ფერდობზე, 600 კვ.მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე მ--- ს---–----–---–თან ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ შესრულებულად მიიჩნია ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №--------- დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები მ--- ს---–----–---–ის მხრიდან, ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის N--------- დადგენილებით განისაზღვრა ხელშეკრულებების რიგ პირებთან გაფორმება 2001 წლის 24 იანვრის N-------- დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, ხოლო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მხარის ვალდებულებას, წარედგინა ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, შესაბამისი უწყებისათვის დადებითი ქალაქგეგმარებთი დასკვნა, დასკვნის წარუდგენლობა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველს. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ აღნიშნული შეფასება არსებითი მნიშვნელობისაა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №---------- დადგენილება ,,ქ.თბილისის მთავრობის 2001 წლის 2--------------------, 2001 წლის 11-------------------------, 2000 წლის 3-----------------------, 2003 წლის 10 ივლისის №--------- დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(მ--- ს---–----–---–ის ნაწილში) და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 ოქტომბრის №---- განკარგულება ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №-- განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(მ--- ს---–----–---–ის ნაწილში), კანონშეუსაბამო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად.
4.10. სააპელაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში მნიშვნელობის მქონედ არ უნდა ჩაითვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მ--- ს---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სასამართლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას ამოწმებს უშუალოდ მათი გამოცემის მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით ანუ სადავო აქტების გამოცემის დროს, არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო იყო შესასრულებლად. ზემოთ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმდა უფრო გვიან, სადავო აქტების გამოცემის შემდგომ პერიოდში, ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 08 ნოემბერს განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით (კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის №3/8-09წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, ხოლო მოგვიანებით, სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ--- ს---–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა). ასევე საგულისხმოა საქმის განხილვის ეტაპზე დადგენილი გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის N37-490-10 განჩინება და 2010 წლის 28 დეკემბრის N3/4819-10 გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის განცხადების განხილვის ეტაპიდან. აღნიშნულ განჩინებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ (საქმე N3/8-09).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები მერაბ ლომიძე
მირანდა ერემაძე