განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002542733
საქმე №1ბ/1473-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გ-------–---–-------ს, ნ-------------ის,გამართლებულ: ზ------------–---–ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ--------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------- ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, მ-–---------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 ივნისს, დღის საათებში, თ---–--–-----------------–-----------------------ში ზ------------–---–მა არასრულწლოვან შვილს ი------------–---–ს არასრულწლოვანი შვილის ბ---------------–---–ის თანდასწრებით თმებში მოქაჩა და ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ი------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ზ------------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–-------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ზ------------–---–ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არაობიექტურად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვით ზ------------–---–ი ცნობილი იქნებოდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. არ იქნა გათვალისწინებული მოწმის სახით დაკითხული ე------------ის ჩვენება და პრეიუდიციულად მიჩნეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ზ------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმის სახით დაკითხული ე------------ის ჩვენებას და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულებმა ი------------–---–მა, ბ---------------–---–მა და მოწმე ე-–--------------მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
მოწმე ე------------ემ განაცხადა, რომ დაზარალებულები ი------------–---–ი და ბ---------------–---–ი არიან მისი დის შვილები. ზ------------–---–ი კი მისი სიძე. 2018 წლის 17 ივნისს მას დაურეკა მისმა დამ ე-–--------------მ, რომელიც იყო აღელვებული და უთხრა, რომ წასულიყო ზ------------–---–თან და წამოეყვანა შვილები ბ--------------------------–---–-ბი მამისგან. როდესაც მივიდა სახლთან ზ------ და ბავშვები იყვნენ ეზოში. ი-----მ უთხრა მას მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, რაზედაც მან განუცხადა ზ------------–---–ს, რომ აუცილებლად აგებდა პასუხს ჩადენილი ქმედებისთვის, რის შემდეგაც მან მიმართა პოლიციას. ის უშუალოდ ცემის ფაქტს არ შესწრებია. მომხდარის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის ბავშვებისგან.
სამედიცინო ექსპერტიზის N1--------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით ი------------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმის სახით დაკითხული ე------------ის ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება ზ------------–---–ის ბრალდება, ვინაიდან მითითებული მოწმის ჩვენება, გამომდინარეობს დაზარალებულებისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ზ------------–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. უშუალო თვითმხილველი, რომელსაც ექნებოდა რაიმე ინფორმაცია ზ------------–---–ის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. გ--------–-–---–-- გ-------------, ზ---------–--–---- თ-----------–-–---–ი, ი-----------–---–-- რომლებიც ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიაში შეიყვანა, არიან პოლიციის თანამშრომლები და არცერთი მათგანი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე პირი (თვითმხილველი). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს ი------------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ზ------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ზ------------–---–ის მხრიდან ი------------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ზ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი
მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ზ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი ზ------------–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–-------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი ზ------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ------------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
ზ------------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი