განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2019
საქმის ნომერი
330100117002177547
ინსტანცია
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002177547

საქმე №1ბ/1680-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნი----–------–-ს

მსჯავრდებულის: ან-----–-–---–-ს

 

მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურორის მოადგილის ნი----–------–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ა-------------–--------–-----–-–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------------------–----------–------------------------------ ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–----------–------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ათი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ან-----–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ათი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----–---------- წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----–---------- წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----–---------- წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „-----------------ს 2016 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა

5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს---–----------- წლის 5 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-------–------------------------ 2017 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „---------- 2017 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----------------ს 2017 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა

5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „------------ს 2017 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „---------------ს 2017 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----–---------- წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ან-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ან-----–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

-2016 წლის 24 აგვისტოს, ქ------–--–--------–------------------------------–------------–- არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ან-----–-–---–მა, ქე---------------ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „----–----ს ვებ გვერდზე „----------ზე რეგისტრაცია გაიარა და ქე---------------ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „----–----ს კუთვნილ ფულად თანხას 1300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „----–---- სათვის 1300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

- 2016 წლის 12 სექტემბერს, თბილისში, კ-------–-------–-------------------–------------------------ში განთავსებული კომპიუტერული მოწყობილობით, ქე-------------–-–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, ან-----–-–---–მა გააფორმა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება შპს „----–----სთან, რის შემდგომაც მოტყუებით დაეუფლა შპს „----–----ს თანხას 1500 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

- 2016 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, კ----–-------------------–------------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ან-----–-–---–მა, ნი--------------–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „----–----ს ვებ გვერდზე „----------ზე რეგისტრაცია გაიარა და ნი--------------–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგად გადმორიცხული ფულადი თანხას 2000 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „----–---- სათვის 2000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

- 2016 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში, კ----–-------------------–------------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ან-----–-–---–მა, ნი--------------–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „-----------------ს ვებგვერდზე „----------ზე რეგისტრაცია გაიარა და ნი--------------–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „-----------------სათვის 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

- 2017 წლის 5 იანვარს, თბილისში, კ----–-------------------–------------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ან-----–-–---–მა, თა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „----–----ს ვებ გვერდზე „----------ზე რეგისტრაცია გაიარა და თა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „----–----ს კუთვნილ ფულად თანხას 1005 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „----–---- სათის 1005 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

- 2017 წლის 20 იანვარს, თბილისში, კ-------–-------–-------------------–------------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ან------–-–---–მა, თამარ მოსიაშვილის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს„ფ-------–------------------------ ვებგვერდზე „------------ზე რეგისტრაცია გაიარა და თა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ-------–------------------------ კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „---------–----------------------“-სათვის 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

- 2017 წლის 20 იანვარს, თბილისში, კ----–-------------------–------------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ან-----–-–---–მა, თა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „---------- ვებ გვერდზე „-----------ზე რეგისტრაცია გაიარა და თა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „---------- კუთვნილ ფულად თანხას 1250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „--------- სათვის 1250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

- 2017 წლის 23 იანვარს, თბილისში, კ----–-------------------–------------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ან-----–-–---–მა, თა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „---------------ს ვებგვერდზე „----------ზე რეგისტრაცია გაიარა და თა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ბ-------------“-ს კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „---------------სათვის 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

- 2017 წლის 23 იანვარს, თბილისში, კ-------–-------–-------------------–------------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ან-----–-–---–მა, თა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „------------ს ვებ გვერდზე „----------ზე რეგისტრაცია გაიარა და თა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „------------ს კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „------------სათვის 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

-2017 წლის 23 იანვარს, თბილისში, კ----–-------------------–------------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ან-----–-–---–მა, თა-----------–---–-ს პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ფ----------------------------------------ზე რეგისტრაცია გაიარა და თა-----------–---–-ს სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „--------------ს კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ან-----–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „--------------სათვის 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნი----–------–--, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახიტ ტავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ან-----–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ქე---------------ს, ქე-------------–-–---–-ს, დაზარალებულის წარმომადგენლის ი-----–---------------- თა-----------–---–-ს, შპს „----–----ს წარმომადგენელ თამთა ლომიძის, დაზარალებულის წარმომადგენლის დ------------------ დაზარალებულის წარმომადგენლის თ-----------–---–--- ნი--------------–-ს, ნ--------------–--- დაზარალებულის წარმომადგენლის კ------------–----- დაზარალებულის წარმომადგენლის გ---------------–----- და დაზარალებულის წარმომადგენლის თ------------------- გამოკითხვის ოქმებს, სს „საქართველოს ბანკი“-დან, სს „სილქნეტი“-დან, შპს „----–----დან, სს „თიბისი ბანკი“-დან, შპს „---------------დან, შპს „---------დან, შპს „---------–---------------------“-დან, შპს „------------დან, შპს „--------------დან და შპს „----------------- დან გამოთხოვილ ინფორმაციებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ან-----–-–---–-ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, გამოთქვა მზადყოფნა აანაზღაუროს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი. ამასთან სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი ნასამართლობები იმ მოტივით, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენები გასაჩივრებული იყო ზედა ინსტანციის სასამართლოში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეულწილად შეეძლო ემსჯელა პირობითი სასჯელის გამოყენების თაობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დადგენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს თავად მსჯავრდებულის პიროვნებაზე, დამოკიდებულებაზე კანონთან მიმართებაში და დანაშაულის სიმრავლეზე.

უპირველესად, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ან-----–-–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებები ატარებს აშკარად მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ხასიათს, ასევე დანაშაულთა სიმრავლე და ქმედებების ჩადენა დროის მოკლე ინტერვალში, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების აშკარა მაჩვენებელია.

გარდა ამისა, ან-----–-–---–- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის, 28 ივლისის და 11 ოქტომბრის განაჩენებით გასამართლებული იქნა ანალოგიური ხასიათის დანაშაულების ჩადენაში, რისთვისაც არასაპატიმრო სახის სასჯელები - ჯარიმა- განესაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში იქნა დატოვებული. აღნიშნული გარემოება აშკარად მიუთითებს, რომ მსჯავრდებული მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მსჯავრდებულს თუნდაც ერთი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ აქვს ანაზღაურებული.

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის თქმით ის გამოსწორდა, დაიწყო მუშაობა და რამდენიმე დაზარალებულს (სხვა საქმეზე) აუნაზღაურა ზიანი., თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ვერ წარმოადგინა და განაცხადა, რომ სასამართლო მის სიტყვას უნდა ენდოს.

პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც სახეზეა ასეთი გარემოებები, დანაშაულის აღიარება, მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება იმის გარანტი, რომ დანაშაულის ხასიათისა და ჩადენის სიხშირის მიუხედავად, სასჯელის დადგენისას ყოველთვის მისი ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. სასჯელის მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყველა ეს კრიტერიუმი უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებიდან და ინდივიდიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმალურად იმაზე მითითება, რომ პირმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ან ის წარსულში არ არის ნასამართლევი, სასჯელს უკარგავს სამართლებრივ ეფექტს და მას ფორმალურ ხასიათს სძენს.

მსჯავრდებულ ან-----–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს და ამას პალატაც ითვალისწინებს, თუმცა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მთლიანად არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი ვერ გახდება.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულის საუარესოდ უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნი----–------–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3.ან-----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ათი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----–--- -ს 2016 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) - 4(ოთხი)წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----–--- -ს 2016 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - 4(ოთხი)წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი)წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----–--- -ს 2016 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) – 4(ოთხი)წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „---------------- -ს 2016 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) – 4(ოთხი)წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----–--- -ს 2017 წლის 5 იანვრის ეპიზოდი) - 4(ოთხი)წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „---------–------------------------- -ს 2017 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) – 4(ოთხი)წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „-------- -ს 2017 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4 (ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ბ-------------“-ს 2017 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - 4(ოთხი)წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----------- -ს 2017 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - 4(ოთხი)წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობით;

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ ფ----------- -ს 2017 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) – 4 (ოთხი) წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი)წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „----–--- -ს 2016 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი ) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ ან-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თ/აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი)წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2(ორი) წელი;

4.მსჯავრდებული ან-----–-–---–- დაკავებული იქნეს სასამართლოს სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 18 თებერვლიდან;

5. პირობითი მსჯავრის მოხდის ვადის განმავლობაში მსჯავრდებულ ან-----–-–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6.ნივთმტკიცებები:

-სს „თი ბი სი ბანკი“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი