განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.12.2018
საქმის ნომერი
020310018002392700
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310--8002392700

საქმე N3/ბ-4-6-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

0- დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

 

მოწინააღმდეგე მხარე _ მ------ ჯ----; ლ---- ჯ----

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

მ------ ჯ----მ და ლ---- ჯ----მ სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: 1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1-----------–-ს №1-- გადაწყვეტილების და 2018 წლის 2-----------–ის №1-- განკარგულების ბათილად ცნობა; 2.დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–-აში მდებარე 24-0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მ------ ჯ----ს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ;

3.საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1-----------–-ს №1-- გადაწყვეტილების და 2018 წლის 2-----------–ის №1-- განკარგულების ბათილად ცნობა; 4.დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–-აში მდებარე 2410 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ---- ჯ----ს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით მ------ ჯ----ს და ლ---- ჯ----ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1-----------–-ს №1-- გადაწყვეტილება და 2018 წლის 2-----------–ის №1-- განკარგულება; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–-აში მდებარე, 24-0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მ------ ჯ----ს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1-----------–-ს №1-- გადაწყვეტილება და 2018 წლის 2-----------–ის №1-- განკარგულება; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–-აში მდებარე 2410 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ---- ჯ----ს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე მ------ ჯ----ს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე ლ---- ჯ----ს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ჟ----–- ჯ----ს ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-აში 2000 წელს გადაეცა 2489,68 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №4-.3-.0-.0--

 

მ------ ჯ----ს სახელზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №140793489, რომლითაც მ------ ჯ----მ მიიღო 2014 წელს 24 იანვარს გარდაცვლილი მამის - ჟ----–- ჯ----ს მემკვიდრეობა;

 

მ------ ჯ----მ №140793489 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (რაიონის) სოფელ ა----–-აში მდებარე მამის - ჟ----–- ჯ----ს სახელზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2490 კვ.მ.-ის ოდენობით (საკადასტრო კოდი №4-.3-.4-.0--).

 

ლ---- ჯ----ს საკუთრებაში გააჩნია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–-აში მდებარე 2490 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში №4-.3-.4-.0-- საკადასტრო კოდით.

 

2018 წლის 24 იანვარს მ------ ჯ----მ №2284/02 განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-აში მის საკუთრებაში არსებული და საჯარო რეესტრში №4-.3-.4-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2490 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2450 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მ------ ჯ----ს მიერ 2002 წლიდან 2450 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის თაობაზე გ------- ყ----–-ას, რ----- გ----–--ს, მ---- ყ----–-ას, დ----- ყ----–-ას და ლ--–- ყ----–-ას ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება;

 

2018 წლის 25 იანვარს ლ---- ჯ----ს წარმომადგენელმა მ------ ჯ----მ №2285/02 განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-აში ლ---- ჯ----ს საკუთრებაში არსებული და საჯარო რეესტრში №4-.3-.4-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2490 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2410 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მ------ ჯ----ს მიერ 2002 წლიდან 2410 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის თაობაზე გ------- ყ----–-ას, რ----- გ----–--ს, მ---- ყ----–-ას, დ----- ყ----–-ას და ლ--–- ყ----–-ას ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

რაიონულმა სასამართლომ განმარტა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნიია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე და მას წარუდგინა მათ ხელთ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტი.

 

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ კომისიამ მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განახორციელა მიწის ადგილზე დათვალიერება და შეადგინა ოქმი, რომელშიც მიუთითა, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი. სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად სადავო აქტების მიღებას, თუმცა მითითებულ გარემოება რაიონულმა სასამართლო არ გაიზიარა, ვინაიდან საქმის განხილვით საწინააღმდეგო დადასტურდა. კერძოდ, სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ სოფელ ა----–-აში მცხოვრები გ------- ყ----–-ა, რ----- გ----–-- და მ---- ყ----–-ა, რომელმაც განმარტეს, რომ 2000 წლის დასაწყისიდან სადავო მიწის ნაკვეთს ამუშავებდა მოსარჩელეთა მამა ჟ----–- ჯ---- და მოსარჩელე ლ---- ჯ----. ამ პროცესში მათ ეხმარებოდნენ თავად მოწმეები გ------- ყ----–-ა, მ---- ყ----–-ა და რ----- გ----–--. მოწმე რ----- გ----–--ს და მ---- ყ----–-ას განმარტებით, მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა ოჯახს მოყავდა ერთწლიანი ნარგავები - სიმინდი. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიწის ნაკვეთი შემოკავებული იყო ბეტონის ბოძებითა და მავთულბადით, თუმცა მოწმე გ------- ყ----–-ას განმარტებით, შემდგომ ღობე მოსარჩელეებს მოპარეს. მსგავსი ინფორმაციის შემცველია მოსარჩელის მიერ წარდგენილი №1-- ექსპერტიზის დასკვნაც, რომელშიც მითითებულია ძველი ღობის ნარჩენების შესახებ.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთით 2000 წლის დასაწყისიდან სარგებლობდა მ------ ჯ----ს მამკვიდრებელი - ჟ----–- ჯ---- და მოსარჩელე ლ---- ჯ----, რაც კომისიას არ შეუსწავლია.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

რაიონული სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

სასამართლოს მითითებით, არ არსებობდა მოსარჩელეთა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები, რის გამოც ბათილად ცნო კომისიის სადავო გადაწყვეტილებები და კომისიას დაავალა გამოსცეს აქტები მოსარჩელეთათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–-აში მდებარე 2450 კვ.მ. და 2410 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აპელანტის მითითებით, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც სწორედ კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტა, ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ზემოთ ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც კანონის ამოქმედებამდე იყო თვითნებურად დაკავებული, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებობა რაც შეიძლება გამოიხატოს ნარგავებით, მიწის დამუშავების მდგომარეობით, შემოკავების სიძველით და სხვა, სწორედ აღნიშნული ფაქტების დადგენა წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების განცხადებებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთებზე, კომისიამ ვერ დააფიქსირა სარგებლობის კვალი, რომელიც დაადასტურებდა კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 11 ივლისამდე) ნაკვეთების თვითნებურად დაკავების ფაქტს და გადაწყვეტილება მიიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ბათილად ცნო კომისიის გადაწყვეტილებები, ფაქტიურად შეითავსა კომისიის უფლებამოსილება და მიიღო გადაწყვეტილება ლ---- ჯ----ზე და მ------ ჯ----ზე კომისიის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შესახებ, რაც წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევას.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

საქართველოს სსკ-ის 390.3 „გ“ მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, მითითებული წესი ასევე, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

„წესის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.

 

მითითებული წესის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 24 იანვარს მ------ ჯ----მ №2284/02 განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-აში მის საკუთრებაში არსებული და საჯარო რეესტრში №4-.3-.4-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2490 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2450 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მ------ ჯ----ს მიერ 2002 წლიდან 24-0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის თაობაზე გ------- ყ----–-ას, რ----- გ----–--ს, მ---- ყ----–-ას, დ----- ყ----–-ას და ლ--–- ყ----–-ას ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება;

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 25 იანვარს ლ---- ჯ----ს წარმომადგენელმა მ------ ჯ----მ №2285/02 განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-აში ლ---- ჯ----ს საკუთრებაში არსებული და საჯარო რეესტრში №4-.3-.4-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2490 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2410 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მ------ ჯ----ს მიერ 2002 წლიდან 2410 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის თაობაზე გ------- ყ----–-ას, რ----- გ----–--ს, მ---- ყ----–-ას, დ----- ყ----–-ას და ლ--–- ყ----–-ას ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ მწისი ნკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენისა და სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------ ჯ----ს და ლ---- ჯ----ს მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და მ------ ჯ----ს და ლ---- ჯ----ს მიერ 2002 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთების ფლობისა და სარგებლობის ფაქტის თაობაზე გ------- ყ----–-ას, რ----- გ----–--ს, მ---- ყ----–-ას, დ----- ყ----–-ას და ლ--–- ყ----–-ას ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კომისიის მიერ განმცხადებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ არ დადასტურდა სადავო მიწის ნაკვეთების 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი, რაც საკუთრების უფლების აღიარებისათვის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის სავალდებულო პირობას წარმოადგენდა.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე.

 

სააპელაციო პალატა მითითებულ ნორმათა საფუძველზე მიუთითებს, რომ მოსარჩელის სასარგებლო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა სწორედ მას ეკისრება, რაც განსახილველ შემთხვევაში რეალიზებულია მ------ და ლ---- ჯიქიების მიერ, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმებისას მტკიცების ტვირთი გადადის რა აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, კომისიამ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელეებს სადავო მიწის ნაკვეთები 2007 წლამდე არ ჰქონდათ თვითნებურად დაკავებული.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კომისიის აღნიშნული გარემოება არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას და დაუსაბუთებელ ვარაუდს, რის გამოც ვერ გამოდგებოდა მ------ და ლ---- ჯიქიების განცხადების უარყოფის საფუძვლად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი იქნა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს.

 

აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს საკმარის საფუძველს დასკვნისათვის, რომ კომისია ფორმალურად მიუდგა განმცხადებელთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მითითებით, რასაც შედეგად კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემა მოჰყვა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1-----------–-ს №1-- გადაწყვეტილება და 2018 წლის 2-----------–ის №1-- განკარგულება, საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1-----------–-ს №1-- გადაწყვეტილება და 2018 წლის 2-----------–ის №1-- განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რის გამოც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ რაიონულმა სასამართლომ ფაქტიურად შეითავსა კომისიის უფლებამოსილება და მიიღო გადაწყვეტილება ლ---- ჯ----ზე და მ------ ჯ----ზე კომისიის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შესახებ.

 

აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დადგენილია, რომ მ------ და ლ---- ჯიქების მიერ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აღძრულია კომბინირებული სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22, 23, 32 და 33-ე მუხლების მუხლების საფუძველზე, ბათილად ცნო სადავო აქტები და ამ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა, რაც არ გულისხმობს სასამართლოს მხრიდან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას (თავად არ გაუცია მოსარჩელეთა სასარგებლოდ საკუთრების უფლების მოწმობა).

 

სასამართლოს დასკვნით, რაიონულმა სასამართლომ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6.საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი