განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002635462
საქმე №1ბ/149-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კა--------–---–---–ის
გამართლებულის: ვ----------------ის
ადვოკატის: მ-----------–-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ვ-------------------------------ის მიმართ. ვ----------------ი დაბადებულია 1957 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №1-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-----------------------------------------–-------–----------------–--
ქმედების კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ვ----------------მა ჩაიდინა სხვის მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
ვ----------------ის აღნიშნული ქმედება პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ივლისის დასაწყისიდან ვ----------------მა მფლობელის გ---------------ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია ბ--------------------------------------–--–-------–---------–- მდებარე მის კუთვნილ 465 კვადრატულ მეტრ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში, გააჩერა სატვირთო ავტომანქანა, რითიც მესაკუთრეს აღარ მისცა შესაძლებლობა, საკუთრება თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა. ამით კი უხეშად დაარღვია მესაკუთრის მფლობელობის ხელშეუხებლობა და მას მიაყენა მორალური ზიანი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
ვ----------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა.
სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ვ----------------ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან ბრალდების მხარეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გამართლებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ვ----------------ის ადვოკატმა მ-----------–-----მა, გამართლებულის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი მიიჩნია დასაბუთებულად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ვ----------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობაზე მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტის თანახმად ისინი გამოკვლევის გარეშე იქნენ მიღებული, რაც მიუთითებს მასზედ, რომ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციების სისწორეს ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მხარეები ეთანხმებიან. მიუხედავად ამისა, პალატა საქმეზე წარმოდგენილი (მათ შორის უდავო) მტკიცებულებების უერთიერთშეჯერების შედეგად ობიექტური პირისთვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით ადგენს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა - არარსებობის საკითხს და მათი გაანალიზებით ამოწმებს კონკრეტული გარემოების უტყუარად მიჩნევის საფუძვლებს, რის შემდეგაც ახორციელებს უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატამ გააანალიზა წარმოდგენილი ბრალდებისა და დაცვის მხარეთა (უდავო) მტკიცებულებები - წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და მათი ურთიერთშეჯერებით მივიდა დასკვნამდე, რომ უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ვ----------------ის მიერ ინკრიმინრებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებები გაანალიზება და შეფასება:
მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად მიჩნეული დაზარალებულ გ---------------ის გამოკითხვის ოქმების თანახმად მან 2018 წლის 10 ივლისს ბ--------------------------------------ში ქ.თბილისში მცხოვრებ ნ------------–---–-სგან შეიძინა წ-------–----------- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადა ფულადი თანხა 35000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აპირებს, ააშენოს ორი კოტეჯი. ვინაიდან ცხოვრობს ქ.თბილისში და ხშირად ვერ ახერხებს ბ--------ნში ჩასვლას, 11 ივლისს სანოტარო აქტის საფუძველზე მინდობილობა გააფორმა ლე-----------–---–ზე და მიანიჭა უფლებამოსილება, იყოს მისი წარმომადგენელი ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში და შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საჭირო იქნება მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საწარმოებლად. მშენებლობის ნებართვის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლე-----------–---–ისგან შეიტყო, რომ დ.ბ--------ნში მცხოვრები ვ----------------ი უსაფუძვლოდ აცხადებდა პრეტენზიას, რომ მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნის და წინააღმდეგი იყო მასზე მშენებლობის დაწყებისა. ვ----------------ს ნაკვეთში ჰყავდა გაჩერებული თავისი კუთვნილი ,--------- მოდელის სატვირთო ა/მანქანა, რის გამოც შეუძლებელი იყო სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ლე-----------–---–მა რამდენჯერმე მოსთხოვა ვ----------------ს, რომ მიწის ნაკვეთიდან გაეყვანა სატვირთო ა/მანქანა, მაგრამ უშედეგოდ. მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების საწარმოებლად დაიქირავა მუშახელი და შეიძინა შესაბამისი სამშენებლო მასალა, თუმცა ვ----------------ის ქმედების გამო ვეღარ მოხერხდა სამშენებლო სამუშოების დაწყება და მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად მიჩნეული მოწმე ლე-----------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად 2018 წლის 10 ივლისს მან და მისმა მეგობარმა გ---------------ემ შეიძინეს 465 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც აპირებდნენ, აეშენებინათ ორი კოტეჯი. მიწის ნაკვეთი ოფიციალურად გაფორმდა გ---------------ის სახელზე. 2018 წლის 11 ივლისს გ---------------ემ გასცა მინდობილობა, რომლითაც მას მიენიჭა უფლებამოსილება, იყოს გ---------------ის წარმომადგენელი ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში და შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საჭირო იქნება მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საწარმოებლად. 2018 წლის 16 ივლისს მიიღო ნებართვა ორბინიანი სახლის მშენებლობაზე. 2018 წლის 19 ივლისს კი დაიწყეს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშოები, ადგილზე მიიყვანა მუშები. სამუშაოს მიმდინარეობისას ნაკვეთში მივიდა ვ----------------ი, რომელმაც დაიწყო ყვირილი მისი და მის მიერ დაქირავებულ მუშახელის მიმართ და მოითხოვდა, შეეწყვიტათ სამუშაოები. ემუქრებოდა, რომ თუ სამუშაოებს გააგრძელებდა, ყელს გამოჭრიდა. შეეშინდა, რადგანაც მუქარა რეალურად აღიქვა. ვ----------------ის სიტყვების გაგონებაზე მუშებმა ტერიტორია დატოვეს. როდესაც სამუშაობები შეწყდა, ვ----------------მაც დატოვა ტერიტორია. ამ ფაქტის შემდეგ ვ----------------ი აღარ უნახავს, თუმცა შეშინებულს სამშენებლო სამუშოები აღარ გაუგრძელებია, რადგან ფიქრობდა, რომ ვ----------------ი მუქარას შეასრულებდა. მოწმემ გამოკითხვის ოქმში ასევე დააფიქსირა, რომ ვ----------------ს რამდენჯერმე სთხოვა, გაეყვანა ა/მანქანა, თუმცა იგი ჯიუტად იმეორებდა, რომ მიწის ნაკვეთი მისი იყო და ა/მანქანის გაყვანას არ აპირებდა.
მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად მიჩნეული მოწმეების კო------–----------–------------–---–ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს ლე-----------–---–თან შეთანხმებით უნდა დაეწყოთ სამშენებლო სამუშაოები დ--------------–---–-------–----------- მდებარე ლე-----------–---–ისათვის მინდობილ მიწის ნაკვეთზე. დაახლოებით 19 საათზე მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოების დროს მათთან მივიდა ვ----------------ი, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამდა მიწის ნაკვეთზე. მან მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ სამუშაოები და დაეტოვებინათ ტერიტორია. ამასთან, ვ----------------ი დაემუქრა ლე-----------–---–ს, რომ თუ სამუშაოებს გააგრძელებდა, მას ყელს გამოჭრიდა. მოწმეებს შეეშინდათ, რომ ვ----------------ი მუქარას რეალურად შეასრულებდა და დატოვეს ტერიტორია.
მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად მიჩნეული 2018 წლის 31 ივლისის ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ლე-----------–---–მა დაადასტურა მისი გამოკითვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია. მიუთითა დაბა ბ--------ნში მდებარე წ-------–-----------, სადაც, მისი განმარტებით, მდებარეობს გ---------------ის მიერ მასზე მინდობილი მიწის ნაკვეთი ფართობით 465 კვადრატული მეტრი. მიუთითა მიწის ნაკვეთის საზღვრები და ამ ნაკვეთზე გაჩერებული ,--------- მოდელის სატვირთო ა/მანქანა სახ.ნომრით A------, რომელიც მისი განმარტებით, ეკუთვნის დ.ბ--------ნში მცხოვრებ ვ----------------ს.
მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად მიჩნეული 2018 წლის 09 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია შემდეგი: დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს ბ---------ის რ-ნის დ--------------–---–-------–----------- და ის წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. იგი შემოსაზღვრული არ არის. დათვალიერების დროს შპს ,,კ--------------------+’’-ს დირექტორმა სპეციალური საზომი ხელსაწყო GPS ნავიგატორის მეშვეობით ლე-----------–---–ის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის საფუძველზე მოახდინა მიწის ნაკვეთის საზღვრების დაფიქსირება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ნაკვეთის ტერიტორიაზე, რომელიც მინდობილია ლე-----------–---–ზე, გაჩერებულია სატვირთო ავტომანქანა ,---------, სახ. ნომრით A------.
მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად მიჩნეული 2018 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით ვ----------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სადავო მიწის ნაკვეთის შესაძლო გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრაციის ფაქტის დადგენის მიზნით. დაცვის მხარის განმარტებით, შესაძლო სიყალბეზე მიუთითებს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსი, კერძოდ, მისი შედგენის თარიღად მითითებულია იმაზე უფრო ადრინდელი პერიოდი, ვიდრე გამოცემული იქნებოდა მიღება-ჩაბარების საფუძვლად დაფიქსირებული ნორმატიული აქტი.
მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად მიჩნეული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ გ---------------ე საკუთრების უფლებით ფლობს მიწის ნაკვეთს ბ--------------------------------------ში ფართით 465 კვ.მ. საკადასტრო კოდით 6-----------. ამავე საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე გ---------------ის სახელზე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 16 ივლისს გაცემული იქნა მშენებლობის ნებართვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით დადგენილია, რომ ხ---------------------------–-ს ძე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე ფლობდა 552 კვ.მ. მიწის ნაკვეთს დაბა ბ--------ნში კ----------------------------–--–-------–-----------ში მასზე განთავსებული 61,50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდრომაზე ვ----------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივლისს იყო შეუძლოდ და იმყოფებოდა სახლში. როდესაც სახლიდან გავიდა, დაინახა, რომ მის ეზოში ლე-----------–---–ის მიერ მიყვანილი მუშები თიბავდნენ ტერიტორიას. მოუწოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მისი პაპის საკუთრება იყო და შეეწყვიტათ სამუშაოები. ლე-----------–---–მა მას აჩვენა რაღაც საბუთები და უთხრა, რომ ნაკვეთი მასზე იყო გაფორმებული. ვ----------------ს ეჭვი გაუჩნდა, რომ ყალბი დოკუმენტით იყო მიწის ნაკვეთი მისაკუთრებული. ნაკვეთზე განთავსებული იყო მისი პაპის საცხოვრებელი სახლი, სადაც ასევე ცხოვრობდა ბიძა - მამის ძმა. რუსეთის რესპუბლიკიდან დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით 2001 წელს, მიწის ნაკვეთზე არსებული სახლი დახვდა დაშლილი, მხოლოდ საყრდენი ბოძებიღა იდგა. იგი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ნაკვეთი იყო პაპისეული და, შესაბამისად, მისი კუთვნილი, ვინაიდან პაპისაგან მიიღო მემკვიდრეობით. სცადა კიდეც ეს ყოველივე დოკუმენტალურად გაეფორმებინა, მაგრამ აღნიშნული დაკავშირებულია ხარჯებთან და მისი დასრულება ვერ შეძლო ამ დრომდე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს მანქანა ჯერ კიდევ იდგა მიწის ნაკვეთში, სადაც გასული წლის დეკემბერში დააყენა ტყიდან შეშის მოტანის შემდეგ. ლე-----------–---–ს მისთვის არ უჩვენებია რაიმე დოკუმენტი, რითიც გაარკვევდა, რომ მანქანა იდგა სწორედ იმ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენდა სხვის საკუთრებას. ხოლო როდესაც მიიყვანეს სპეციალისტი და სპეციალური ხელსაწყოთი დაადგინეს საზღვრები, მან ავტომანქანა გაიყვანა მიწის ნაკვეთიდან, რათა არ გაერთულებინა მდგომარეობა. ვ----------------ის განმარტებით, მან გამომძიებელს განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთი მისაკუთრებული იყო ყალბი დოკუმენტის საფუძველზე და აპირებდა სათანადო მტკიცებულებების შეგროვებას მისი დარეგისტრაციის მიზნით. თავად გ---------------ეს არ იცნობს და არასოდეს ჰქონია მასთან შეხება.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობა გულისხმობს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელი ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც პირი სხვის ბინაში ან სხვა მფლობელობაში შევა/შეაღწევს მესაკუთრის თანხმობის გარეშე, რა დროსაც ნათალად და ზუსტად უნდა იყოს გამოხატული მფლობელის ნება ბინაში ან სხვა ობიექტზე სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მითითებული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირი განზრახვის ფორმით გვევლინება, კერძოდ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შევიდეს ბინაში ან სხვა მფლობელობაში.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნას: 1) პირმა უნდა იცოდეს/აცნობიერებდეს, რომ ბინა ან სხვა ობიექტი (მათ შორის მიწის ნაკვეთი) არის სხვის მფლობელობაში, ხოლო აღნიშნულის ცოდნის/განცობიერების ფაქტი შესაძლოა, გამოხატული იყოს მიწის ნაწვეთის უშუალო შემოღობვით, შესაბამისი ნიშნის არსებობით, კონკრეტული ნორმატიული აქტით (რომლის ნამდვილობის და არსებობის შესახებ იცოდს პირმა, ვინც აპირებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში შესვლას), 2) პირს არ უნდა ჰქონდეს კანონიერი უფლება, შევიდეს სხვის მფლობელობაში არსებულ ბინაში, მიწის ნაკვეთში და ა.შ და მან ასევე უნდა იცოდეს, რომ მეპატრონე წინააღმდეგია დამნაშავის ბინაში ან სხვა მფლობელობაში შესვლის და ყოფნის და 3) პირი უკანონო შესვლას უნდა ახორციელებდეს განზრახი/გაცნობიერებული მოქმედებით, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ მას არ აქვს სხვის მფლობელობაში არსებულ ბინაში ან სხვა ობიექტებზე არც კანონიერი უფლება და არც მფლობელი ნებართვა, მაინც ახდენს შესვლას მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ.
მითითებულ მოთხოვნების/პირობების დადგენის თვალსაზრისით პალატა ახდენს სწორედ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეასებას, რადგან სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების, პირობების დაცვით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადასტურებული გამართლებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, არის თუ არა უტუარად დადგენილი, რომ სახეზეა ზემოაღნიშნული მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელი პირველი პირობა, ანუ გამართლებულისთვის ცნობილი იყო თუ არა, რომ მისი სატვირთო ა/მანქანა იმყოფებოდა სხვის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამ გარემოების დადგენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გამოძიების ეტაპზე დაკითხული დაზარალებულის, ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებების შინაარსი. დაზარალებული თავის ჩვენებაში უთითებს, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გამართლებული გამოხატავდა პრეტენზიებს და აღნიშნავდა, რომ ის მას ეკუთნოდა. გამართლებულის მიერ ასეთი პრეტენზიების დაფიქსირების ფაქტი დასტურდება დაზარალებულის ნდობით აღჭურვილი პირის - ლე-----------–---–ის და მოწმეების კო------–----------–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით. გამართლებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაციით დგინდება, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი მისი პაპის საკუთრება იყო, სადაც ადრე განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის მისი, ვინაიდან პაპისგან მიიღო მემკვიდრეობით, რომლის დოკუმენტალურად გადაფორმება ჯერ არ მომხდარა.
საქმის მსალებით დგინდება, რომ ბრალდების წარდგენის შესახებ დადგენილებაში მითითებული მიწის ნაკვეთი ესაზღვრება გამართლებულის საცხოვრებელ სახლს. იგი ნაკვეთს მართლაც თავის საკუთრებად მიიჩნევს და იქ გაჩერებული ჰყავდა ა/მანქანა. ამდენად, მიაჩნდა, რომ ა/მანქანა გააჩერა არ სხვის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ საკუთარზე. ამ გარემოების არსებობის სარწმუნოდ მიჩნევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლ----------–---–-ს და გამართლებულის მიერ გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლე-----------–---–მა გამართლებულს უჩვენა დოკუმენტები, რომელიც, მოწმის განმარტებით, ვ----------------ს აცნობებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო დაზარალებულის საკუთრება. ვ----------------მა ისინი ყალბ დოკუმენტებად მიიჩნია და არ დაუჯერა. ამ გარემოების გაანალიზებისას ყურადსაღებია ის გარემოება, რომ როგორც საქმეში არსებული 2018 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით დგინდება, განსახილველი სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე. მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მივიდა სპეციალისტი და სპეციალური ხელსაწყოთი დაადგინეს საზღვრები, ვ----------------მა ა/მანქანა გაიყვანა მიწის ნაკვეთიდან. ამ ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით ნათელია, რომ გამართლებული მისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევდა ყალბ დოკუმენტად. მისი ამ ვარაუდის არგუმენტირებულობაზე მიუთითებს ის, რომ დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება იქნა დაწყებული.
ამდენად, შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ვ----------------ი სადავო მიწის ნაკვეთს მიიჩნევდა მემკვიდრეობით მიღებულად და იგი ახორციელებდა მის ფაქტობრივ ფლობას. ავტომანქანაც სწორედ თავის საკუთრებად დაგულვებულ (მიჩნეულ) მიწის ნაკვეთში გააჩერა. სწორედ ამიტომ მან მიიჩნია, რომ გაყალბებული იყო ლე-----------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რომლებითაც გამოირიცხებოდა მისი საკუთრების არსებობა პაპისეულ ნაკვეთზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ვ----------------მა ნებაყოფლობით გაიყვანა სატვირთო ა/მანქანა მიწის ნაკვეთიდან, როცა ადგილზე მისული სპეცილისტებისაგან შეიტყო, რომ ნაკვეთი მართლაც სხვის საკუთრებას წარმოადგენდა. ვ----------------ის აღნიშნული ქმედება ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს, რომ მას გააჩნდა განზრახვა, შეგნებულად-გაცნობიერებულად გაეჩერებინა ა/მანქანა სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ.
პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებათა შეფასების შემდეგ ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სხვის მფლობელობაში არსებობის ფაქტის დამადასტურებელი გარემოება, როგორიც შესაძლოა ყოფილიყო მიწის ნაკვეთის შემოღობვა, შესაბამისი ნიშნის არსებობა და ა.შ, საქმის მასალებით არ დგინდება. უფრო მეტიც, დაზარალებულის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა განხორციელდა გამოძიების ეტაპზე სპეციალისტის მონაწილეობითა და სპეციალური საზომი ხელსაწყო GPS-ის მეშვეობით. ეს კი ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ურთიერთშეჯერებით და გამართლებულის მიერ განხორციელებული მოქმედებებით ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ მოთხოვნათა საჭირო ფაქტორივი გარემოებები, რის გამოც პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილ იქნა დასაბუთებული და კანონიერი გადაწვეტილება, რითაც ვ----------------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა ასევე მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენში ჩამოყალიბებული მსჯელობის მართებულობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ვ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსი მიუთითებს მისი ქმედების მიზანზე, ხელი შეეშალა მესაკუთრისათვის უძრავი ქონების მფლობელობის განხორციელებაში. ასეთი განზრახვა კი მისი დადასტურების შემთხვევაშიც, მთლიანად ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედების სფეროში, რომლის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავაც გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აკრძალვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
რაც შეეხება ვ----------------ის ქმედებაში სხვა შესაძლო დანაშაულის მაგალითად, მუქარის შემადგენლბის ფაქტს, პალატა აღნიშნულს ვერ შეაფასებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა სასამართლო მსჯელობს მხოლოდ წარმოდგენილი ბრალდებისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს.
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება, გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნ(ებ)ის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
პალატამ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები შეაფასა დ გააანალიზა სისხლის სამართლის საქმეზე მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ვ----------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველს შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ვ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ვ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ვ----------------ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ცნობად იქნას მიღებული, რომ გამართლებულ ვ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.
გამართლებულ ვ----------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე