განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
010210018002045705
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002-45705

საქმე №2/ბ-1013

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2-19 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ირმა პერანიძე,ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - დ--–- თ---------ე

წარმომადგენელი - დ----- ა-----ე

მოწინააღმდეგე მხარე - თ--- გ-------–---–ი

წარმომადგენელი - შ------ პ----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2-18 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

განსახილველი საკითხი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2-19 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება

განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენით

გამოარკვია:

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ--- გ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ--–- თ---------ეს თ--- გ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 9 380 (ცხრა ათას სამასოთხმოცი) აშშ დოლარის გადახდა. თ--- გ-------–---–ს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 12- (ასოცი) აშშ დოლარის დაკისრებაზე. დ--–- თ---------ეს, თ--- გ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდათი) ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 3-0 (სამასი) ლარის ანაზღაურება. დ--–- თ---------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით დაეკისრა 703.5 (შვიდასსამი ლარი და 50 თეთრი) ლარის გადახდა. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა დ--–- თ---------ემ, რომლითაც მოთხოვნილ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზემოხსენებული საქმე სააპელაციო საჩივართან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსახილველად წარმოედგინა 2-18 წლის 26 სექტემბერს.

ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2-18 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და დაინიშნა მისი განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით

1. დ--–- თ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. თ--- გ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თ--- გ-------–---–ს დ--–- თ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -983.09 (ცხრაასოთხმოცდაცხრა ლარი და 09 თეთრი) ანაზღაურება (გადახდა);

ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა და განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლიზე, რომლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით თ--- გ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამდენად ზემოთ მოხმობილი ნორმის (სსსკ-ის 1991-ე მუხლი) თანახმად ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ექვემდებარება გაუქმებას, თუმცა, როგორც მოცემულ საქმეზე გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცხადჰყოფს, მასში ასახვა არ ჰპოვა სარჩელთან დაკავშირებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხის გადაწყვეტამ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.

 

განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით,რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ასახვა არ ჰპოვა სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხის გადაწყვეტამ, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ამ საკითხის თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ამასთან სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული ხარვეზი, რომლის სარეზოლუციო ნაწილი არ ასახავს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხზე მსჯელობას, შესაძლებელია შეივსოს სწორედ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით, რომელიც ამ საქმეზე 2019 წლის 11 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების განუყოფელი და შემადგენელი ნაწილი იქნება.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, №2/ბ-1013-18წ სამოქალაქო საქმეზე დ--–- თ---------ის სააპელაციო საჩივრისა გამო თ--- გ-------–---–ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომელზეც 2019 წლის 11 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, მიღებულ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, სახელდობრ,ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება -მოპასუხე დ--–- თ---------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბ------ი, ლ. ა-------ის ქუჩა №2- ბინა №3-. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------------.0--, დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. №2/ბ-1013-18წ სამოქალაქო საქმეზე დ--–- თ---------ის სააპელაციო საჩივრისა გამო, თ--- გ-------–---–ის მიმართ ბ------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომელზეც 2019 წლის 11 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება:

1.1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოპასუხე დ--–- თ---------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ბ------ი, ლ. ა-------ის ქუჩა №2- ბინა №3-. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--------------.0--, დადებული ყადაღა გაუქმდეს.

 

2. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული დამატებითი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

3. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება დამატებითი გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია დამატებითი გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს დამატებითი გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დამატებითი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) ირმა პერანიძე ლაურა მიქავა