განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002447564
საქმე №1ბ/1650-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
1 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლამარა წერეთელი, ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორები - თ-----------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ი-----–----–---–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულ: ქ. თ---–--–---–----–--–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--–-----–-------–-----------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წელი.
ადვოკატი: გ----------------ე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-----–----–---–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ----------------ემ და ითხოვა განაჩენის აღსრულების გადავადება, მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა
სასამართლომ დაადგინა:
ი-----–----–---–---–მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეინახა 0.335 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი პლასტიკური ნივთიერება, პოლიმერული მასალის კონტეინერი, მასში მოთავსებული თეთრი ფერის სითხით, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) – 0,00168 გრამს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,2827 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი შემცველი 34 აბი და აბის ხუთი ნატეხი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,1897 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოსიმეტამფეტამინს) შემცველი სამი აბი და კრისტალური ნივთიერება. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2018 წლის 14 აპრილს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელების მიერ ამოღებული იქნა თ---–--–-----–-------–-----------------------ში მდებარე ი-----–----–---–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ი-----–----–---–---–-- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: ა--------–-–---–ის, რ--------------–---–ის, ექსპერტ ნ------–---–-----ის, ექიმ ნარკოლოგის ი------------–--ის ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის N8----------/ქრ დასკვნით, ექსპერტიზის N7----- დასკვნით, და ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: მოწმეების - ბ------------ის და ნ--–----–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ი-----–----–---–---–-- პირადი ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N8----------/ქრ დასკვნით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----–----–---–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–----–---–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–----–---–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
ი-----–----–---–---–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
2018 წლის 11 ოქტომბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციით, ექსპერტიზაში მოწვეული სპეციალისტის მიერ და ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული გამოკვლევებით ბრალდებულ ი-----–----–---–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: J44 ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), IV სტადია (ძალიან მძიმე) („GOLD-ის“ კლასიფიკაციით); J43 ფილტვების ემფიზემა. ი-----–----–---–---–ს ფთიზიატრიული პათოლოგიის (დაავადების) არსებობა არ დაუდგინდა. ი-----–----–---–---–ი ამჟამად პულმონოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია და ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. ი-----–----–---–---–--თვის დადგენილი ფილტვების დაავადება (ფილტვების ემფიზემა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), არ არის განკურნებადი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულ ი-----–----–---–---–ს ავადმყოფობის გამო გადაუვადდეს განაჩენის აღსრულება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ამავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად: ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
პატიმრობის კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ექიმი თერაპევტის ს--------------–---–ის განმარტებით, მსჯავრდებული იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში, სადაც გადის დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობას, პაციენტს შეტევის დროს უწევენ შესაბამის დახმარებას, სამკურნალო დაწესებულება არის ლიცენზირებული დაწესებულება, სადაც ჰყავთ სპეციალისტები, დაწესებულებაში არის რეანიმაციული განყოფილება, საჭიროების შემთხვევაში ხდება სპეციალისტის მოწვევა ან პაციენტის გაყვანა სამოქალაქო სექტორში, გარდა აღნიშნულისა არ დგინდება ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა ხელს უშლის ან შემდგომში ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას.
შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამათლოს და საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, ასევე ითვალისწინებს, რომ ი-----–----–---–---–ი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რის გამოც არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი; მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მას უკვე ჰქონდა ფილტვების დაავადება, მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ხასიათის დანაშაული; ასევე, (პატიმრობის კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად) ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება მისი ეტაპირება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტის გაყვანა სამოქალაქო სექტორში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ი-----–----–---–---–-- მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი, ი-----–----–---–---–-- მიმართ, რომელიც არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ი-----–----–---–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, პენსიონერის მოწმობა, პლასტიკური ბარათები, პირადობის მოწმობა (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში) უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ი-----–----–---–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში) უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი-----–----–---–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-----–----–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულს 5(ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10(ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
მსჯავრდებულ ი-----–----–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 14 აპრილიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ი-----–----–---–---–-- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, პენსიონერის მოწმობა, პლასტიკური ბარათები, პირადობის მოწმობა (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ი-----–----–---–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/