განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002606943
საქმე №3ბ/3078-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
აპელანტი (მოსარჩელე) - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი,წარმომადგენელი - ი-------–---–--ე,მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს ,-------,“
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება,განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. შპს "------ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–---------------------------------------------- თვეების მომსახურების ანაზღაურება 195.17 ლარის ოდენობით;
2. შპს "------ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 63.46 ლარის ოდენობით;
3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი შპს "------სთვის" 200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. შპს შპს "------ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელისათვის გაწეული ხარჯის - 60 ლარის ანაზღაურება;
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. 2----–-–---------------ს, შპს ”------ს", როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „დაცვას“ შორის გაფორმდა N---- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”დაცვამ” აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო დანაშაულის აღკვეთა ქალაქ თბილისში, ვ---------------–--ს რაიონში, ვ-–----–----–------- კვარტალში, N- და N- კორპუსებს შორის მდებარე "დამკვეთის" მ-------–- მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით - თვეში 110.00 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი, მე-2და მე-3 მუხლები). ამავე ხელშეკრულებით, დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში "დამკვეთისათვის" ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნა დადგენილი (ხელშეკრულების 6.7 პუნქტი), ხოლო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში "დამკვეთის" მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში - "დაცვისთვის" 200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება (ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–---------------ს N---- ხელშეკრულება (ს.ფ. 13-16).
2.2.2. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2-----–-–-----------------ს N---- ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელდა შპს ”------ს" ობიექტზე დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–---------------ს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 18).
2.2.3 ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის N------- ბრძანების თანახმად, 2----–-–---------------დან დაცვის ორგანიზაციის მ---------------------–------------------–--ს ,,1-----” განყოფილება უზრუნველყოფდა შპს ”------ს" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (ს.ფ. 22).
2.2.4. შპს ”------ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ N---- ხელშეკრულების შესაბამისად 2-----–-–-------------ს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში მიღებული მომსახურების საფასური 195.17 ლარის ოდენობით. შესაბამისი თანხის გადახდის ვადაგადაცილების გამო, 2----–-–-------------ის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 63,46 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 23); თანხის ბრუნვა (ს.ფ26), ვალები (ს.ფ. 24).
2.2.5. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის №------- ბრძანებით შპს ”------ს" 20---–-–-----------------იდან შეუწყდა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (ს.ფ. 21).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ”------ს" შორის ურთიერთობა 2----–-–---------------ს N---- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულებების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო განსაზღვრული.
2.3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ხოლო იმავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ 2-----–-–-----------------ს N---- ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შპს ”------ს" მიმართ წარმოეშვა ობიექტის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების ვალდებულება, ხოლო შპს ”------ს" - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ შპს ”------მ" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან 2----–-–------------–---------------------------------ში მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა სრულად არ განუხორციელებია, რის გამოც მითითებული თვეების დავალიანებამ 195,17 ლარი შეადგინა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ”------" ვალდებული იყო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაეხადა ამ უკანასკნელის მიერ 2----–-–------------–--------------–------------------ში მიღებული მომსახურების საფასური 195.17 ლარის ოდენობით.
2.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას ითვალისწინებს, როგორიცაა პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2----–-–---------------ს N---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმებულები იყვნენ, რომ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2----–-–---------------------------------------------- თვეში მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის 2----–-–--------------ის მდგომარეობით შპს ”------ს" მხრიდან გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობამ 63.46 ლარი შეადგინა.
რაც შეეხებოდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტით გათვალსიწინებული პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდის ვალდებულებას, სასამართლომ განმარტა, რომ მისი წარმოშობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა - ხელშეკრულების დამკვეთის მიერ ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტის საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. რის გამოც 200 ლარის ოდენობით პირგამსატეხლოს გადახდის მოთხოვნა, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორი შეფასება მისცა მათ. ამასთან, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოპასუხეზე დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რის გამოც აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
6.სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
6.3. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოპასუხეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხისა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, 2----–-–---------------ს, შპს ”------ს", როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „დაცვას“ შორის გაფორმდა N---- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”დაცვამ” აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო დანაშაულის აღკვეთა ქალაქ თბილისში, ვ---------------–--ს რაიონში, ვ-–----–----–------- კვარტალში, N- და N- კორპუსებს შორის მდებარე "დამკვეთის" მ-------–- მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით - თვეში 110.00 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი, მე-2და მე-3 მუხლები). ამავე ხელშეკრულებით, დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში "დამკვეთისათვის" ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნა დადგენილი (ხელშეკრულების 6.7 პუნქტი), ხოლო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში "დამკვეთის" მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში - "დაცვისთვის" 200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება (ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტი).
სააპელაციო სასამართლო მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნევს დავის სახელშეკრულებო-ვალდებულებით ნორმებზე მითითებით გადაწყვეტას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორი გამოყენებისა და შეფარდების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმავალი ნების გამოხატვის შედეგად და დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა განმარტავს, რომ ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. ყოველივე გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოტივაცია არ ქმნის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
რაც შეეხება, საპროცესო ხარჯებს - დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 60 (სამოცი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
პალატა განმარტავს, რომ ასევე უსაფუძვლოა აპელანტის მითითება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის არასწორად განსაზღვრაზე, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
რის გათვალისწინებითაც, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა