განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001989841
საქმე №3ბ/1800-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ-------ა მ---------ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - შ--–-ა კ----–-–---–ი,მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი - ი----- ხ----------–ი,მესამე პირი - მ------–-------------ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს საოქმო განჩინება ექსპერტიზის დანიშვნაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს საოქმო განჩინების (ექსპერტიზის დანიშვნაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ლ-------ა მ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. ლ-------ა მ---------ს აქვს საკუთრების უფლება ქალაქ თბილისში, ო------------- N---ში მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ნაგებობაზე, ხოლო აღნიშნული საკადასტრო ერთეულის მომიჯნავე, ო------ის შესახვევი N--ში მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ქონება გ-----------------ის, ე-–-------------ის და მ------–-------------ის ეკუთვნის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 60-61, 62, , 73-74);
- სიტუაციური გეგმა, საკადასტრო რუკა, ნახაზი (ს.ფ. 65, 66, 69, 173-176).
2.2.2. 2-----–-–-------------ს მ------–---------------ის წარმომადგენელმა ნ--------------–------მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს N---------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, ო------ის შესახვევი N--ში მდებარე მ------–-------------ის კუთვნილი ფართის ფასადზე კონდიციონერის განთავსების შესაძლებლობის დადასტურების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------–------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 125-126).
- მინდობილობა (ს.ფ. 133-138);
- ფოტომონტაჟი (ს.ფ. 139-141);
2.2.3 სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------–------------- გადაწყვეტილებით მ------–-------------ის წარმომადგენელის ნ--------------–------ის 2----–-–-----------ის N---------- განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ო------ის შესახვევი N--ში, N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე მ------–-------------ის კუთვნილი ფართის ფასადზე კონდიციონერის განთავსების შესაძლებლობა დადასტურდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------–------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 125-126).
2.2.4. 2----–-–---------–--ს მ------–-------------ის წარმომადგენელმა ნ--------------–------მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს N---------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ო------ის შესახვევი N--ში მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე მ------–-------------ის კუთვნილი ფართის ფასადზე ბუხრის მილის განთავსების შესაძლებლობის დადასტურება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 127-128).
- მინდობილობა (ს.ფ. 133-138);
- გეგმა, ფოტოები (ს.ფ. 145-155).
2.2.5. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილებით მ------–-------------ის წარმომადგენელის ნოდარ ამბარცუმოვის 2-----–-–-----------–--ის N---------- განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ო------ის შესახვევი N--ში მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე მ------–---------------ის კუთვნილი ფართის ფასადზე ბუხრის მილის განთავსების შესაძლებლობა დადასტურდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-19).
2.2.6. 2----–-–----------------–ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ლ-------ა მ---------ის წარმომადგენელის ე-–----------–--------ის N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------–------------- და 2----–-–------------------------ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებებით დადასტურებული კონდიციონერისა და საკვამური მილის მოწყობა ხდება მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ზღუდავს საკუთრების უფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 53-55).
2.2.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------ის N------ ბრძანებით ლ-------ა მ---------ის წარმომადგენელის ე-–----------–--------ის 2----–-–----------------–ის N----------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით ჩასატარებელი სამუშაოების დასტური გაიცა განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ფართის კედელზე და სადავო სამუშაოებით საჩივრის ავტორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეჭრა არ ხდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------ის N------ ბრძანება (ს.ფ. 14-17).
2.2.8. წარმოდგენილი ფოტოების, ფოტომონტაჟის, საკადასტრო რუკისა და ორთოფოტოების მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------–------------- და 2----–-–------------------------ გადაწყვეტილებებით დადასტურდა კონდიციონერისა და ბუხრის მილის მოწყობის შესაძლებლობა ქალაქ თბილისში, ო------ის შესახვევი N--ში, N---------------- საკადასტრო ერთეულისა და მისი მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცის საზღვრებში და აღნიშნული აქტებით გათვალისწინებული სამუშაოები სხვა პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ გადადის (ს.ფ. 139-141, 145-155, 173-176). ამასთან, შპს ,,ს--------------------------------–---------------–-----------------------ის“ 2----–-–--------------–ის საექსპერტო კონსტრუქციული დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ო------ის შესახვევი N--ში, თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მ------–-------------ის კუთვნილ ფართში, II სართულზე არსებულ კედელში საბუხრე მილის მოწყობა (ჩასმა) დიამეტრით d=20 სმ, დათბუნების გათვალისწინებით d=30სმ, შესაძლებელი და უსაფრთხოა (ს.ფ. 85).
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, ი/მ ე------------–--ს მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე განთავსებული ერთ-ერთი კონდიციონერი 10 სმ- ით იჭრება N---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს.ფ. 29), თუმცა აღნიშნული ნახაზში ასახული კონდინციონერის გაბარიტები არ შეესაბამება სადავო გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულ პარამეტრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფოტომონტაჟი, ფოტოები, საკადასტრო რუკა, გეგმა (ს.ფ.139-141, 145-155, 173-176);
- შპს ,,ს--------------------------------–---------------–-----------------------ის“ 2----–-–--------------–ის საექსპერტო კონსტრუქციული დასკვნა (ს.ფ. 85).
- ი/მ ე------------–--ს მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 29).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------–------------- და 2----–-–------------------------ გადაწყვეტილებები, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------ის N------ ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომლებიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგებიან კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა. სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო აქტების კანონიერება, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
2.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------–------------- და 2----–-–------------------------ გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქ თბილისში, ო------ის შესახვევი N--ში მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე მ------–---------------ის კუთვნილი ფართის ფასადზე კონდიციონერისა და ბუხრის მილის განთავსებაზე დასტურის გაცემის საფუძველი და აღნიშნული გადაწყვეტილებებით იზღუდებოდა თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ- ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) 1-ლი და მე-3 მუხლები).
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს.
დასახელებული დადგენილების მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის - კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობისათვის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 1- ლი პუნქტი, 66-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები). მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტი).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 175 მუხლის მიხედვით კი, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა კანონმდებლობის დაცვით მიიღო 2----–-–---------–------------- და 2----–-–------------------------ გადაწყვეტილებები და არ დასტურდება ამ გადაწყვეტილებებით შეთანხმებული სამუშაოებით სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვის ფაქტი (პუნქტი 4.8). ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მითითებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.
2.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდებოდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------ის N------ ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული ბრძანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დასკვნებიც მიუთითებდა (პუნქტი 6.1).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტმა განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მიიღოო. სასამართლო დაეყრდნო მხარეების ზეპირ ახსნა-განმარტებას. მისი მოსაზრებით, საკითხის გადაწყვეტა საჭიროებდა ადგილზე ვითარების შემოწმებას. სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა ყოველმხრივ და ობიექტურად, რაც არ იძლეოდა სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში აუცილებელი იყო დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება, ექსპერტიზის დანიშვნა, რაც გავლენას მოახდენდა დავის გადაწყვეტაზე.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო ობიექტური, რადგან მან გაიზიარა მხოლოდდამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტები, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
6.სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------–------------- გადაწყვეტილებით, დადასტურებული იქნა ქ. თბილისი, ო------ის შესახვევი #- თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოქალაქე მ------------- კუთვნილი ფართის ფასადზე კონდენციონერების განთავსების შესაძლებლობა, ვინაიდან განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნებოდა პირველი კლასის ობიექტს, რომელსაც არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა და რომელის განთავსებაზეც სამსახური გასცემდა წერილობით თანხმობას.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა მოქალაქე მ------–-------------ის კუთვნილ ფართის ფასადზე ბუხრის მილის განთავსების საკითხი და 2----–-–---------------ს მიიღო N------- გადაწყვეტილება, რომელშიც განმარტებული იქნა რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნებოდა პირველი კლასის ობიექტს,. რომელსაც არ ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა და რომელის განთავსებაზეც სამსახური გასცემდა წერილობით თანხმობას. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დადასტურებული იქნა ქ. თბილისი, ო------ის შესახვევი #- თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოქალაქე მ------------ის კუთვნილი ფართის ფასადზე ბუხრის მილის განთავსების შესაძლებლობა.
პალატა განმარტავს, რომ უნდა დადგინდეს, გააჩნდა თუ არა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქალაქ თბილისში, ო------ის შესახვევი N--ში მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე მ------–---------------ის კუთვნილი ფართის ფასადზე კონდიციონერისა და ბუხრის მილის განთავსებაზე დასტურის გაცემის საფუძველი და აღნიშნული გადაწყვეტილებებით იზღუდებოდა თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება.
პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური უზრუნველყოფს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ - ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს. ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს.
დასახელებული დადგენილების მიხედვით, ცალსახაა, რომ პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის - კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობისათვის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 1- ლი პუნქტი, 66-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები). მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტი).
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით კი, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა კანონმდებლობის დაცვით მიიღო 2----–-–---------–------------- და 2----–-–------------------------ გადაწყვეტილებები და არ დასტურდება ამ გადაწყვეტილებებით შეთანხმებული სამუშაოებით სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვის ფაქტი (პუნქტი 4.8).
2.3.3. ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, არ დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–----------ის N------ ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. რის გათვალისწინებითაც, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და ასევე 2017 წლის 29 ნოემბრის საოქმო განჩინება (ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ).
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-------ა მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და ასევე, გასაჩივრებული 2017 წლის 29 ნოემბრის საოქმო განჩინება (ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ).
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა